-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
რუსეთის საერთო იურისდიქციის საკასაციო სასამართლომ 18 ოქტომბერს უარყო რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი განაჩენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ცხრა წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება. ნავალნი და მისი დაცვა აცხადებდნენ, რომ განაჩენი უკანონოა. ისინი საკასაციო სასამართლოსგან ითხოვდნენ მის გაუქმებას და ახალი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ნავალნის განაჩენი მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ გამოუტანა 22 მარტს პოკროვის კოლონიაში გასვლით სხდომაზე. ოპოზიციონერი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში თავისი კორუფციასთან ბრძოლის ფონდისთვის შეწირულებებთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის. ის და მისი მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ საქმე პოლიტიკური ხასიათისაა. ნავალნი პოლიტპატიმრადაა მიჩნეული უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ მიერ, სინდისის პატიმრად - საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ, მისი გათავისუფლება მოითხოვეს მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა. კოლონიაში, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის, ის აღიარეს ურჩ კანონდამრღვევად და მას რეგულარულად აგზავნიან სადამსჯელო იზოლატორში. ეს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ნავალნი მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გადაიყვანოს ციხეში, რაც კიდევ უფრო გააუარესებს მისი პატიმრობის პირობებს.
-
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებების დასაცავად იბრძოლებს და ამისთვის კანონპროექტის ინიციირებასაც აანონსებს. იაგო ხვიჩიას თქმით, ის უკვე წარდგენილია მისი პოლიტიკური პარტიის მიერ ოფიციალურად პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატად და სურს კოლეგებს გააცნოს რიგ საკითხებზე მისი ხედვა, სანამ მხარდაჭერას სთხოვს ომბუდსმენად არჩევისთვის. პირველი საკითხი, რაზეც დღეს იაგო ხვიჩიამ პარლამენტარებს მისი პოზიცია გააცნო, არის კანონი ქურდული სამყაროს შესახებ, რომელიც მისი მოსაზრებით ადამიანებს სჯის არა მათი ქმედებების, არამედ მათი რწმენის გამო. „ეს კანონპროექტი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან ეპატაჟურია, ბევრი ადამიანის მხარდაჭერით შეიძლება სარგებლობდეს არსებული ნორმები, მაგრამ 2005 წლის ბოლოს და 2006 წლის დასაწყისში, როცა ეს კანონი იხილებოდა, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ვუყურებდი ამ კანონის განხილვის პროცესს, მათ შორის, პარლამენტში. საქმე ეხება „ქურდული სამყაროს შესახებ“ კანონს. ამ კანონით ჩვენ ფაქტობრივად ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, იმის მიუხედავად შევძლებთ თუ არა დამტკიცებას, რომ ადამიანს ორგანიზებული ბანდა ჰქონდა შექმნილი ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე. იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით - ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა" - თქვა იაგო ხვიჩიამ და დაამატა, რომ ის პატივს არ სცემს იმ ადამიანებს, ვინც წლების წინ ქურდული სამყაროს შესახებ კანონის მიღებას მიზანშეწონილად მიიჩნევდა. "თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად - ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ქვეყნიდან გაძევება, გადასახლება სხვა ქვეყანაში. ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს, ვავიწროებთ ოჯახს და ვამბობთ, რომ ყველა ოჯახის წევრი რაღაცაშია გახვეული... ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება. ადამიანი უნდა დაისაჯოს მიერ მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა. არ შეიძლება ადამიანის დასჯა ლაპარაკის გამო. მე, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, მინდა იცოდეთ, რომ ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის, თუმცა არა იმიტომ, რომ ვინმე მათგანს ვიცნობ. მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არცერთ „კანონიერ ქურდს“ არ ვიცნობ პირადად. არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ დავინახო უსამართლობა, რომელიც ფურცელზე წერია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
-
მაშველებმა კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი დაღუპულის, ხანდაზმული ქალის ცხედარი. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამზე წერს, რომ „ეს არის დედაქალაქზე რუსეთის ბარბაროსული შეტევის მეხუთე მსხვერპლი“. რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, კიევის შევჩენკოს რაიონზე შეტევა მიიტანეს გუშინ, 17 ოქტომბერს. დღის ბოლოსთვის დადასტურებული იყო 4 ადამიანის, მათ შორის ორსული ქალის სიკვდილი. „ვლადიმირ პუტინს შეუძლია ჩაიწეროს მორიგი „მიღწევა“ - მან კიდევ ერთი ორსული ქალი მოკლა“, - განაცხადა უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთს ბრძოლის ველზე არანაირი შანსი არ გააჩნია და სამხედრო მარცხის გადაფარვას ტერორით ცდილობს, ამიტომ, როცა პარტნიორებთან ერთად შეძლებენ ტერორის საშუალებების გაუვნებელყოფას, რუსეთს სხვა აღარაფერი დარჩება, გარდა იმისა, რომ მშვიდობაზე იფიქროს. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული შეტევა 10 ოქტომბრიდან დაიწყეს. მათ შორის, ბოლო ერთ კვირაში ორჯერ განხორციელდა დარტყმა კიევზე, რომელსაც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში აღარ უტევდნენ. რუსული ძალების ძირითადი სამიზნეა უკრაინის ენერგოობიექტები. 311438941_1141371806518257_3891849544419719977_n.mp4
-
ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან ტელეკომპანიების, "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს. ინფორმაცია მედიას ამ არხის ჟურნალისტებმა მიაწოდეს. "მთავარი არხის" კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, მედიაცენტრში მისულს აღარ დახვდა ლეპტოპი და ასევე "TV პირველის" კამერა. "შენობის ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებით ირკვევა, კაცმა შენობის ფასადზე მდებარე ფანჯარა შეამტვრია დაახლოებით დილის 7:15 საათზე და პირადი კომპიუტერი და ტექნიკა მოიპარა", - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე. როგორც მედიასაშუალებების თანამშრომელბმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, ტექნიკას ისინი მერიის შენობაში არ ტოვებენ ხოლმე. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობას დაცვის სამსახური იცავს. ამავე შენობაშია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაც. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით იძიებს. -
საქართველოში შესაძლოა, "აგრესიული ჯიშის" ძაღლების გამრავლება და ყოლა აიკრძალოს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერიისა და სხვა უწყებების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციების შექმნაზე. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი კახაბერ იოსელიანი ამბობს, შესაძლოა, ქვეყანაში საერთოდ აიკრძალოს კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება. გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც. შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანს, რომლის ძაღლიც სხვას დაზიანებებს მიაყენებს. "მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი. თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი აგრესიული ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა - თუ აიკრძალება პიტბულის ჯიშის ან სხვა "აგრესიული ჯიშის" ძაღლის გამრავლება, მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა", - თქვა მან. მანვე აღნიშნა, რომ "აგრესიული ჯიშის" ძაღლების გასეირნება, შესაძლოა, აეკრძალოს 16 წლამდე ადამიანს. "თბილისში გვაქვს შეზღუდვა, გამონაკლისებში ზის აგრესიული ჯიშის ძაღლები, რომელზეც დამატებით შეზღუდვები ვრცელდება, თუმცა არ არსებობს ნუსხა, რომელი ძაღლები არიან აგრესიულები. საყოველთაოდ ცნობილი რა ჯიშებიც არის, გასაგებია და მაგით ვხელმძღვანელობთ და ხდება ადამიანის სანქცირება. ზოგი ნაკლებად ერკვევა ცხოველებში და ზოგი მეტად - მაგალითად, პიტბულის პატრონი ბევრი მინახავს, რომ არ იცის, ეს ჯიში აგრესიულია და რადგან მას არ კბენს და მასთან თვინიერია, მშვიდია", - თქვა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელმა "კვირის" პრესკლუბში. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ვარაუდობენ, საკანონმდებლო განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. -
"ყინწვისის საქმეზე" გასამართლებული 12 ყოფილი მსჯავრდადებული გამართლდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ადამიანი, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად იყვნენ აღიარებული. მათ უფლებებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავდა, სასამართლოს შუამდგომლობით კი საქართველოს პროკურატურამ მიმართა. 2011 წლის ივლისის განაჩენებით, ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებულ 24 პირს ბრალად ედებოდა "კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა", სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამ ადამიანებს პოლიტპატიმრების სტატუსი საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს მიანიჭა. "საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ცალკეულ პირთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ბრალდებულებმა აღიარეს არჩადენილი დანაშაული და დათანხმდნენ არსებითი განხილვის გარეშე საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, აღნიშნული პირები დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ", - აღნიშნავენ საქართველოს პროკურატურაში. ე.წ. "ყინწვისის საქმეზე" გასამართლებული 24 ადამიანიდან 12 თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის თებერვალში გაამართლა, დანარჩენი 12 კი მიმდინარე წლის 23 სექტემბერს. -
კრემლი: უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ბირთვული იარაღი იცავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კრემლმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ოთხ რეგიონს, რომელთა მიერთების შესახებაც რუსეთმა გასულ თვეში გამოაცხადა, რუსეთის ბირთვული არსენალი იცავს, იტყობინება Reuters-ი. არსებული ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, იცავს თუ არა ამ რეგიონებს რუსეთის ბირთვული ფარი, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა: „ყველა ეს ტერიტორია რუსეთის განუყოფელი ნაწილია და ისინი დაცვის ქვეშ არიან. მათი უსაფრთხოებაც იმ დონეზეა უზრუნველყოფილი, როგორც რუსეთის დანარჩენი ტერიტორია“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მოსკოვის მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის „ტერიტორიული მთლიანობის“ დასაცავად. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 6 ოქტომბერს აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მუქარამ სამყარო მიუახლოვა "არმაგედონს" ისევე, როგორც ეს 1962 წელს იყო კუბის კრიზისის დროს, როცა ბევრი ფიქრობდა, რომ ატომური ომი გარდაუვალი იყო. გასულ თვეში პუტინმა თქვა, რომ ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა „წაართვა“ უკრაინას, რუსეთის ნაწილი იქნება „მუდამ“. თუმცა რუსეთი ამ ოთხი რეგიონიდან ვერცერთს აკონტროლებს მთლიანად და არ არის დადგენილი მათი საზღვრები. ანექსია უკანონოდ იქნა შეფასებული უკრაინის, მისი დასავლელი პარტნიორების და გაეროს გენერალური ასამბლეის დიდი უმრავლესობის მიერ. -
დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დავით ზილფიმიანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო. „ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში. პარტიის დატოვების იმავე მიზეზს ასახელებს დეპუტატი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო კომენტარშიც. პარტია „ევროპელი სოციალისტები“ 2021 წლის 9 იანვარს დაფუძნდა და დავით ზილფიმიანი მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. იმ დროისთვის უკვე პარლამენტის დეპუტატები იყვნენ ამ პარტიის დამფუძნებლები - ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე, ავთანდილ ენუქიძე და დავით ზილფიმიანი. ისინი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიის გავლით მოხვდნენ.
-
20-21 ოქტომბერს, საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. -
საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებზე ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას - მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,- ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება იყო. ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცედურა არ იძლეოდა საშუალებას რეზოლუციისთვის მხარი იმ ცვლილების გარეშე დაეჭირათ, რომელიც სააკაშვილს უკავშირდებოდა. მისივე განმარტებით, უშუალოდ კენჭისყრაზე მხარდაჭერა არც იოსელიანს დაუფიქსირებია და შესაბამისად, შედეგებში იოსელიანის გვარიც არ არის ასახული. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან ტყუილი მოვისმინეთ. მათ თქვეს, თითქოს ჩვენ შეგვეძლო მხარი არ დაგვეჭირა ცვლილებისთვის და ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი რეზოლუციისთვის, რაც ტყუილია. როცა საბოლოოდ გამოდის კენჭისყრაზე რეზოლუცია, მას კენჭი ეყრება ერთიანად, ყველა ცვლილების გათვალისწინებით. როცა ბოლოს გამოვიდა რეზოლუცია კენჭისყრაზე, მასში იყო უკვე ასახული ჩანაწერი ერთ-ერთი მთავარი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ტყუილებით რამდენ ხანს ეცდებიან ფონს გასვლას, არ ვიცი, ვერც გადიან. ლევან იოსელიანს რაც შეეხება, მან გადაწყვიტა ასეთი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, მან თითი არ მიაჭირა ღილაკს, როცა კენჭი ეყრებოდა რეზოლუციას და შემდეგ მიმართა PACE- ს ხელმძღვანელობას, რომ ის მხარს უჭერდა რეზოლუციას, მაგრამ ცვლილების გარეშე, თუმცა თუ ჩახედავთ კენჭისყრის შედეგებს, ნახავთ, რომ იქ იოსელიანის გვარი არ არის,“ - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, იზიარებს თუ არა რეზოლუციის მთავარ სულისკვეთებას და აპირებს თუ არა საქართველომ გაიზიაროს რეზოლუციის მოწოდება და აღიაროს პუტინის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად, კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორების პოზიციებს დაელოდებიან, საკუთარ სულისკვეთებაზე კი ვერ ისაუბრებს. „ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებს. ვნახოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ჩვენ სულისკვეთებაზე ხომ ვერ ვისაუბრებთ, აქ საუბარია ოფიციალურ შეფასებაზე. მე არ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელმაც საკუთარ სულისკვეთებაზე შეიძლება ისაუბროს, მე ვსაუბრობ მმართველი პარტიის სახელით, მე ვერ ვისაუბრებ ჩემს სულისკვეთებაზე. როცა სახელმწიფოს ექნება პოზიცია, ეს იქნება ასახული შესაბამის დოკუმენტში,“ - განაცხადა კობახიძემ. დამატებით კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, კობახიძე პასუხობს, რომ საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე მას არ აქვს. „საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას. მარტივად არის საქმე. მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,“ - განაცხადა კობახიძემ.
-
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყნის გამოწვევებს და საგარეო საფრთხეებს. პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფების, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების კიდევ ერთხელ ხაზგასმა და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება.