Jump to content
Planeta.Ge

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურმა შეტევამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონობით ადამიანი


უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის "ვერაგმა" სარაკეტო შეტევამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რის შედეგადაც მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა. პარალელურად, რუსეთის ძალები ხერსონის მოსახლეებს "მყისიერი" ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, კიევის ძალების მხრიდან სამხრეთის ამ მნიშვნელოვან ქალაქზე მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ოქტომბერს ტელეგრამით წერს, რომ რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე "მასშტაბური შეტევა" მიიტანა და დასძენს, "აგრესორი განაგრძობს ტერორის გამოწვევას ჩვენს ქვეყანაში". ზელენსკის თქმით, ღამით მტერმა "36 რაკეტით განახორციელა თავდასხმა, რომელთა უმრავლესობაც ჩამოგდებულ იქნა. ... ესაა ვერაგი შეტევები მნიშვნელოვან ობიექტებზე. ტერორისტების ტიპური ტაქტიკა. ... მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააჩეროს ეს ტერორი".

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 რაკეტა ჩამოაგდეს. კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ რამდენიმე რაკეტა მაშინ იქნა ჩამოგდებული, როცა ისინი დედაქალაქს უახლოვდებოდა.

სარაკეტო თავდასხმების შემდეგად დაღუპულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არის, თუმცა იუწყებიან რამდენიმე ადამიანის დაჭრის შესახებ.

ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

პარალელურად, რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში მოსახლეობას მოუწოდებენ ქალაქი ხერსონი "დაუყოვნებლივ" დატოვონ, კიევის ძალების მოახლოებული კონტრშეტევის წინ. "ფრონტზე შექმნილი დაძაბული ვითარების, ქალაქის მასობრივი დაბომბვის და ტერორისტული თავდასხმების საფრთხეების გამო, ყველა სამოქალაქო პირმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ხერსონი და გადავიდეს მდინარე დნეპრის მეორე მხარეს" - წერენ რეგიონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მმართველები სოციალური მედიით. რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალურ პირებს ამ სტრატეგიული ქალაქიდან მოსახლეობა გაყავთ მათი თქმით ევაკუაციის ფარგლებში, რასაც უკრაინის წარმომადგენლები დეპორტაციას უწოდებენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...