Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - პოლარიზაცია მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე მუნიციპალიტეტებში, სადაც თანაცხოვრების ტრადიცია შენარჩუნებულია, საჭიროა, დეპოლარიზაციის ყველა არსებული საშუალება გამოვიყენოთ


პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე იმ მუნიპალიტეტებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოიყენოს.

„მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ – მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის). პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოვიყენოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...