-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მხოლოდ მოწოდებები არ კმარა, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის. უკრაინული მედიის ცნობით, ერმაკმა ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე დაწერა. „დიდმა შვიდეულმა“ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს იქიდან თავისი პერსონალი და ძალები. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით“, – აღნიშნა ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს ომი აჩვენებს, რომ მტერი უკან იხევს უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად, მისი ეკონომიკა კი ინგრევა სისტემური სანქციების დახმარებით. ერმაკის თქმით, საჭიროა მეტი სიმტკიცე, რომ კოლექტიურად საბოლოოდ დამარცხდეს მტერი, რადგან ტერორისტებთან სხვა არაფერი მუშაობს. როგორც მედია წერს, მანამდე, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატოური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცება დაგმო და კრემლს სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.
-
გრძელდება რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთმა ახალი, "ფართომასშტაბიანი" სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვა - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ საღამოს გამოსვლაში 22 ოქტომბერს. უკრაინის ხელისუფლების თქმით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 1,5 მილიონამდე ოჯახი. თუმცა, ზელენსკის თქმით, რუსეთის რაკეტების და დრონების დიდი ნაწილი ჩამოგდებულ იქნა - რითიც ზელენსკიმ გაიმეორა უკრაინის არმიის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ მან ჩამოაგდო 18 რაკეტა ხმელეთიდან და ზღვიდან გაშვებული 33 რაკეტიდან. "ცხადია, ჯერჯერობით არ გვაქვს ტექნიკური შესაძებლობა ჩამოვაგდოთ რუსეთის საკრუიზო რაკეტების და თავდამსხმელი დრონების 100 პროცენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით ამას თანდათან მივაღწევთ" - თქვა ზელენსკიმ. რუსეთი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად უტევს უკრაინის ელექტროენერგიის სადგურებს, წყლის მიწოდების სისტემებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მძიმედ დაზიანებულია ქვეყნის ელექტროენერგიის სისტემის 40 პროცენტი - აცხადებს კიევი. -
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია აცხადებს, რომ უცხოეთის ქვეყნიდან ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მისი ერთ-ერთი დანაყოფის ელექტრონული ფოსტის სერვერზე - იუწყება სახელმწიფო მედია 23 ოქტომბერს. სააგენტოს განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ირანის ჰაკერთა ჯგუფმა, Black Reward-მა, სოციალური მედიით განაცხადა, რომ გატეხა ირანის ბირთვული ენერგიის წარმოებისა და განვითარების კომპანიის იმეილის შიდა სისტემა. ჯგუფმა მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა. ჯგუფის განცხადებით, გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავდა "მენეჯმენტის და მუშაობის ცხრილებს ბუშერის ბირთვული სადგურის სხვადასხვა ნაწილიდან", და "ბირთვული განვითარების კონტრაქტებსა და ხელშეკრულებებს ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან".
-
ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მოწმობს ჩემი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებაზე, რომ განვახორციელო ამ მაღალი სტატუსის ფუნქციები. ის ბრალდებები, რომლებიც ისმის ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, არც ის და არც მისი კოლეგები სასამართლო რეფორმების მოწინააღმდეგე არ არიან და პირიქით, მათ ესმით, რომ „რეფორმა უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის“. „მადლობა კოლეგებს, რომ ხელახლა ნდობა გამომიცხადეს და მომცეს შესაძლებლობა და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა ვიყო საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ამას მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი. მოგეხსენებათ, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეეხება სასამართლო სისტემის მიმართ გასატარებელ რეფორმებს, იქნება ეს საკანონმდებლო თუ სხვა სახის, ყველა სამუშაო ჯგუფის წევრი ვიყავი. ახლა უკვე საბჭოს მოქმედი წევრის მანდატით აქტიურად ჩავერთვები ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და ჩემს გამოცდილებას და ცოდნას მოვახმარ იმას, რომ ჩვენი სასამართლო იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებული და იფუნქციონიროს ისე, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფო განმტკიცებას. ალბათ ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მოწმობს ჩემი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებას იმისთვის, რომ განვახორციელო ამ მაღალი სტატუსის ფუნქციები. რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, ის არის ჩემზე მეტი გამოცდილების და კვალიფიკაციის მოსამართლე. ის ბრალდებები, რომლებიც ისმის როგორც მისი, ისე ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ეს ე.წ. „კლანურობის“ თემა არანაირი მტკიცებულებით და ფაქტებით არ დასტურდება, უბრალოდ გარკვეულ ძალებს, იქნებიან ეს პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორი, აწყობთ სასამართლოს თემით მანიპულირება, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელონ. იმისთვის, რომ მოსამართლის მიმართ მსგავსი ბრალდებები გააჟღერო, აუცილებელია მყარი მტკიცებულებები და კონკრეტული ფაქტების მითითება, რასაც უკვე წლებია ამ ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომაც, ამით არის განპირობებული ჩვენი კოლეგების ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა ლევან მურუსიძის და ჩემი კანდიდატურის მიმართაც“, - განაცხადა გვრიტიშვილმა. მისივე თქმით, ის მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან თანამშრომლობისთვის. „მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თუ სხვა სუბიექტებთან, რომელიც დაინტერესებულია სასამართლო ხელისუფლებით. ყველა სამუშაო ჯგუფში ჩართული ვარ - როგორც წევრი, ასევე ჩემი საკანონმდებლო ინიციატივები წარმიდგენია და გაზიარებულიც ყოფილა ჩემი წინადადებები და კანონად ქცეულა. ყოველთვის მეც და ჩემი კოლეგებიც, რომ არანაირი რეფორმის მოწინააღმდეგე არ ვართ, პირიქით, გვესმის, რომ რეფორმა უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის, რადგან საზოგადოების მოთხოვნები საკმაოდ დინამიურია და სასამართლო ხელისუფლებამ მას ფეხი აუწყოს. ყყველა შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რეფორმისთვის, მაგრამ არა ე.წ. „კუდიანებზე ნადირობისთვის“ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე პასუხზე დროის დახარჯვისთვის. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო და ჩვენი რესურსი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს სათანადო დონეზე და მართლმსაჯულება საქართველოში იყოს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
-
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.
-
სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება- რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მურუსიძე განმარტავს, სასამართლოც თემის ხელზე დახვევა, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის „ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა”. „ რა თქმა უნდა რეფორმები მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩემი აზრით, სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება. ამას ყველა ობიექტური წარმომადგენელი დაადასტურებს. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის მათთან მიმართებაში. სასამართლოც თემის ხელზე დახვევა იმის, გამო რომ საქართველოში სასამართლო არ არის, ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა. ჩემი გეგმა არის ის, რომ ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების წინაშე, მთავარი პრობლემა, რომელიც მე მიმაჩნია, ეს არის გადატვირთულობა, მოქალაქეები წლები ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. ეს არ მოხდა 1-2 დღეში, თუმცა უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რომ უახლოეს დროში მოსახლეობის წინაშე პირნათლები წარვსდგეთ, ჩავაბართო ანგარიში, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”,- აღნიშნავს მურუსიძე. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.
-
ბექა ღვინიაშვილი ძიუდოში აბუ დაბის გრან-სლემის გამარჯვებული გახდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ფრანგი ლორის ტასირი 43 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა. ფინალურ ბრძოლამდე ღვინიაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, მეორე ეტაპზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაშიდ ბორჩაშვილს სძლია. მეოთხედფინალში ღვინიაშვილმა საბერძნეთის წარმომადგენელს, თეოდოროს ცელიდისს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა. -
პარლამენტის ბიუროს სახალხო დამცველობის კანდიდატები ხვალ წარედგინება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტის ბიუროს 24 ოქტომბრის სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სახელით, სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება. ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ, "ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს. სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატი "ევროპელმა სოციალისტებმა" დაასახელეს - ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ. პოლიტიკურმა ჯგუფმა "გირჩმა" სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა. მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩეს. -
მგზავრი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "თბილისის მეტროპოლიტენის" პრესსამსახურში განუცხადეს, მას სამედიცინო დახმარება უტარდება. რაც შეეხება თბილისის მეტროს, მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. დაკეტილია მხოლოდ „თავისუფლების მოედანი“, სადაც ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. „მგზავრი ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა ბიჭია. რაც მთავარია, ცოცხალია. გადაყვანილია „ქართულ-ამერიკულ კლინიკაში“. მეტრო გაიხსნა, თუმცა, „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება დროებით შეწყვეტილია საგამოძიებო მოქმედებების გამო“,-აცხადებენ „თბილისის მეტროპილიტენში“.
-
ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან ჟურნალისტებთან იმ მოტივაციაზეც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა. როგორც მურუსიძე განმარტავს, ყველა პრობლემას, რაც სასამართლოში იყო მას აბრალებდნენ, მან კი გადაწყვიტა, რომ პირადად უპასუხოს ბრალდებებს და იბრძოლებს, რათა სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. „მოტივაცია შემდეგია, როდესაც საბჭოს მდივნობიდან წავედი, რამდენიმე წელი ჩუმად, წყნარად ვიყავი. რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს. ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. ჩემი გვარით მურუსიძე რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიყვანეს, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაში იყო და სასამართლოში მე მაბრალებდნენ. რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, რომ პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, თვითონ გავცემ პასუხს, ვიბრძოლებ რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს. ამ სისტემაში ვარ გაზრდილი, ვიცი თითოეული მოსამართლე და სასამართლოს პრობლემები. გადავწყვიტე, ჩემი სახელით სპეკულირებას რომ ყველამ დაანებოს თავი, მე მომმართონ და გავცე პასუხი. ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია. სიტყვით ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალურად უნდოდეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა. არასამთავრობო იქნება თუ სხვა, უნდათ გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს ხელის შემშლელია, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად, შესაბამისად, სასამართლო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებ რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. თუ ვინმეს სურს სასამართლოს დაეხმაროს, ასეთი ლექსიკით არ იმეტყველებს“,- აღნიშნავს მურუსიძე. ამასთან, ლევან მურუსიძის განცხადებით, აბსოლუტურად უარგუმენტოა ბრალდებები, თითქოს ის „კლანის“ წევრია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მისი სახელით სასამართლოს დისკრედიტაციას ახდენენ. „ზოგადად, სასამართლო სისტემაში როდესაც საქმეს ვიხილავთ, ორივე მხარეს ვუსმენთ. ვინც ჩამოდის უცხოელი იქნება თუ შინაური, როდესაც „კლანზე“ საუბრობს და ასახელებს ჩემს სახელსა და გვარს, არავინ მოსულა ჩემთან და არ უკითხავს, ბატონო ლევან, არასამთავრობო სექტორი, რომელიც თქვენს შესახებ ამბობს, რომ თქვენ ხართ „კლანი“ და პრეტენზიებს გიყენებთ, ამ პრეტენზიებზე რა შეგიძლიათ უპასუხოთ. რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ რეალურად, საბჭოს იგნორი ხდება. სადმე გინახავთ, სასამართლოში რამე კარგი ღონისძიება რომ ხდება, ტელევიზია მისულიყოს და გადაეღოს? წლების განმავლობაში ვინმე გინახავთ, დაეფინანსებინოს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სასამართლოზე რამეს მოამზადებს? ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული. არ მგონია, საქართველოში ვინმე ჩემზე პროამერიკული ან პროევროპული იყოს ყველანაირად. აშშ რატომ მომწონს და მიყვარს, ვინც იყვნენ დიდი პიროვნებები, ყოველთვის იყო წახალისებები, ყოველთვის ყველაფერს თავიანთ სახელს არქმევდნენ, თუ რამე კარგი ხდებოდა. ადამიანი უნდა წაახალისო. სასამართლო სისტემასაც დაძაბულობის ფონზე წახალისება სჭირდება. ხომ არ შეიძლება სულ ლანძღვა-გინება იყოს“,- განაცხადა მურუსიძემ. ის არ გამორიცხავს, რომ მის შესახებ არასასიამოვნო კონტექსტში კვლავ ისაუბრონ. „ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს. ლაპარაკობენ სულ, მურუსიძე, მურუსიძე. განაზოგადეს ეს სახელი. მურუსიძე არ არის დიდი გვარი. ბევრ მურუსიძეს ვიცნობ, ისინი წესიერი, პატიოსანი ხალხი არიან. პირადად მე კი არ „მირტყამდნენ“ მარტო, მურუსიძის გვარი განაზოგადეს და როგორც გვარს, წლების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებენ. საქართველოში დაამკვიდრეს, რომ მურუსიძე არის უარყოფითი და თუ ვიღაცას გააკრიტიკებდნენ, ჩემთან რა გინდათ, მურუსიძეა ჩემზე უარესიო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წყნარად ვიყავი, საქმეებს ვიხილავდი“,-განაცხადა მან. ლევან მურუსიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მოსამართლეებს ჩაგრავენ და ამას ადამიანის უფლებების სახელით აკეთებენ. „დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზეც დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობოები. პირდაპირ გეუბნებით, უბრალოდ, ისინი ამას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სახელით აკეთებენ. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, მათ არც ადამიანის უფლებები ანაღვლებთ და არც დემოკრატია“,-განაცხადა მურუსიძემ.
-
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საკითხზე მომუშავე საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ჩვენების მისაცემად მის დაბარებას ეხმაურება და ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაში სდებს ბრალს. ტეხასში „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „დემოკრატები“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში. „მათ დაბარების უწყება გამომიგზავნეს. დაფიქრდით ამაზე, ამ თაღლითმა ხალხმა. ერთადერთი რამ, რისი გამოძიებაც მათ არ სურთ, არის კორუფცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ არჩევნებზე და რომელიც იყო მასიური. ექვსი წლის განმავლობაში სწრაფად და მრისხანედ გრძელდება კუდიანებზე ნადირობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად მიმართულია ჩემზე. ეს კარგია? რა შესანიშნავი ცხოვრებაა! ყოველდღე იღებ დაბარების უწყებას“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ კვლავ იყრის კენჭს პრეზიდენტად. „მე ორჯერ ვიყარე კენჭი, ორჯერ გავიმარჯვე, ბევრად კარგ შედეგს მივაღწიე მეორედ, ვიდრე პირველად. 2020 წელს მილიონობით მეტი ხმა ავიღე, ვიდრე 2016 წელს და მივიღე მეტი ხმა, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ახლა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ წარმატებული, უსაფრთხო და დიადი გავხადო, მე სავარაუდოდ ამის გაკეთება კვლავ მომიწევს“, – აღნიშნა ტრამპმა. 21 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატაში შექმნილმა სპეციალურმა საგამოძიებო კომიტეტმა კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დონალდ ტრამპი დაკითხვაზე დაიბარა და მას დოკუმენტების წარდგენა დაავალა. ყოფილმა პრეზიდენტმა 4 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს დოკუმენტები. 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა. ასობით ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
-
ლატვია აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ უწევენ უკრაინას სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა Current Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ლატვიელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მკაფიო პოზიცია და კიევისთვის ახლა გაწეული დახმარება განსაზღვრავენ ალიანსებსა და თანამშრომლობას ევროპის ქვეყნებს შორის სამომავლოდ. არტის პაბრიქსმა, ევროკავშირისა და ნატოს იდეალების ღალატში დასდო ბრალი იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ სჯერათ ამ ომში უკრაინის გამარჯვებისა: „უკრაინამ მორალურად და ფსიქოლოგიურად უკვე გაიმარჯვა. ახლა გამარჯვება ტექნიკური საკითხია და ასევე საკითხავია, თუ რამდენად სწრაფად გაიგებენ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები, რომ ამ ომის ერთადერთი შედეგი შეიძლება იყოს უკრაინის გამარჯვება. ვიცით, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის ევროპაში, ასე არ ფიქრობს. ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების ასეთი პოზიცია ძალიან ახლოსაა ღალატთან“, - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა. ომის ხასიათის ცვლილებაზე კომენტირებისას (რუსეთი ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას), არტის პაბრიკსმა თქვა, რომ ეს არ ცვლის უკრაინის მოკავშირეების პოზიციას. „მაშინაც კი, თუ რუსეთი გადაწყვეტს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ, დასავლეთი არ შეწყვეტს უკრაიანის დახმარებას აგრესორთან ბრძოლაში“. პაბრიკსის თქმით, ევროპის ქვეყნები აუცილებლად უპასუხებენ ასეთ შესაძლო დარტყმას. არტის პაბრიქსი მონაწილეობას იღებს რიგის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა წელს უკრაინის ომია. კონფერენციაზე განიხილება სტრატეგიული თანამშრომლობა რეგიონულ და საერთოევროპულ დონეზე და ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეები, ასევე ეკონომიკური სანქციები.
-
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გერმანიის ქალაქ კელსტერბახში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა. „ევაკუაცია, ომისგან გაქცევა ყოველთვის გამოწვევაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ევაკუაცია კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს. უკრაინის 120-მა მოქალაქემ თავშესაფარი გერმანიის ქალაქ კელსტერბახში მდებარე სასტუმროში იპოვა. ოჯახების უმეტესობას ბავშვი ან შშმ ზრდასრული ჰყავს “, - აღნიშნა ზელენსკამ „ტელეგრამზე“. უკრაინის პირველი ლედის განცხადებითვე, ის მოხარული იყო, რომ გერმანიაში ვიზიტისას უკრაინელებს ეწვია. ზელენსკამ დასძინა, რომ უკრაინელი ლტოლვილებისგან გერმანელი ხალხისადმი მადლიერების სიტყვები მოისმინა მათი თბილი დახვედრისთვის. პირველმა ლედიმ უკრაინელებისთვის თავშესაფრის მიცემისთვის მადლობა გადაუხადა ქალაქს და ფრანკფურტში უკრაინის გენერალურ საკონსულოს.
-
ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან ჟურნალისტებთან იმ მოტივაციაზეც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა. როგორც მურუსიძე განმარტავს, ყველა პრობლემას, რაც სასამართლოში იყო მას აბრალებდნენ, მან კი გადაწყვიტა, რომ პირადად უპასუხოს ბრალდებებს და იბრძოლებს, რათა სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. „მოტივაცია შემდეგია, როდესაც საბჭოს მდივნობიდან წავედი, რამდენიმე წელი ჩუმად, წყნარად ვიყავი. რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს. ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. ჩემი გვარით მურუსიძე რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიყვანეს, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაში იყო და სასამართლოში მე მაბრალებდნენ. რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, რომ პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, თვითონ გავცემ პასუხს, ვიბრძოლებ რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს. ამ სისტემაში ვარ გაზრდილი, ვიცი თითოეული მოსამართლე და სასამართლოს პრობლემები. გადავწყვიტე, ჩემი სახელით სპეკულირებას რომ ყველამ დაანებოს თავი, მე მომმართონ და გავცე პასუხი. ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია. სიტყვით ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალურად უნდოდეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა. არასამთავრობო იქნება თუ სხვა, უნდათ გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს ხელის შემშლელია, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად, შესაბამისად, სასამართლო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებ რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. თუ ვინმეს სურს სასამართლოს დაეხმაროს, ასეთი ლექსიკით არ იმეტყველებს“,- აღნიშნავს მურუსიძე. ამასთან, ლევან მურუსიძის განცხადებით, აბსოლუტურად უარგუმენტოა ბრალდებები, თითქოს ის „კლანის“ წევრია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მისი სახელით სასამართლოს დისკრედიტაციას ახდენენ. „ზოგადად, სასამართლო სისტემაში როდესაც საქმეს ვიხილავთ, ორივე მხარეს ვუსმენთ. ვინც ჩამოდის უცხოელი იქნება თუ შინაური, როდესაც „კლანზე“ საუბრობს და ასახელებს ჩემს სახელსა და გვარს, არავინ მოსულა ჩემთან და არ უკითხავს, ბატონო ლევან, არასამთავრობო სექტორი, რომელიც თქვენს შესახებ ამბობს, რომ თქვენ ხართ „კლანი“ და პრეტენზიებს გიყენებთ, ამ პრეტენზიებზე რა შეგიძლიათ უპასუხოთ. რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ რეალურად, საბჭოს იგნორი ხდება. სადმე გინახავთ, სასამართლოში რამე კარგი ღონისძიება რომ ხდება, ტელევიზია მისულიყოს და გადაეღოს? წლების განმავლობაში ვინმე გინახავთ, დაეფინანსებინოს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სასამართლოზე რამეს მოამზადებს? ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული. არ მგონია, საქართველოში ვინმე ჩემზე პროამერიკული ან პროევროპული იყოს ყველანაირად. აშშ რატომ მომწონს და მიყვარს, ვინც იყვნენ დიდი პიროვნებები, ყოველთვის იყო წახალისებები, ყოველთვის ყველაფერს თავიანთ სახელს არქმევდნენ, თუ რამე კარგი ხდებოდა. ადამიანი უნდა წაახალისო. სასამართლო სისტემასაც დაძაბულობის ფონზე წახალისება სჭირდება. ხომ არ შეიძლება სულ ლანძღვა-გინება იყოს“,- განაცხადა მურუსიძემ. ის არ გამორიცხავს, რომ მის შესახებ არასასიამოვნო კონტექსტში კვლავ ისაუბრონ. „ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს. ლაპარაკობენ სულ, მურუსიძე, მურუსიძე. განაზოგადეს ეს სახელი. მურუსიძე არ არის დიდი გვარი. ბევრ მურუსიძეს ვიცნობ, ისინი წესიერი, პატიოსანი ხალხი არიან. პირადად მე კი არ „მირტყამდნენ“ მარტო, მურუსიძის გვარი განაზოგადეს და როგორც გვარს, წლების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებენ. საქართველოში დაამკვიდრეს, რომ მურუსიძე არის უარყოფითი და თუ ვიღაცას გააკრიტიკებდნენ, ჩემთან რა გინდათ, მურუსიძეა ჩემზე უარესიო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წყნარად ვიყავი, საქმეებს ვიხილავდი“,-განაცხადა მან. ლევან მურუსიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მოსამართლეებს ჩაგრავენ და ამას ადამიანის უფლებების სახელით აკეთებენ. „დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზეც დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობოები. პირდაპირ გეუბნებით, უბრალოდ, ისინი ამას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სახელით აკეთებენ. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, მათ არც ადამიანის უფლებები ანაღვლებთ და არც დემოკრატია“,-განაცხადა მურუსიძემ.
-
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) აგრძელებენ. ქართველმა მძიმეწონოსანმა ქალმა ძიუდოისტმა ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელი ნუნიესი ვაზარით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა. ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს. შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი ძიუდოისტი – მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი, გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე (ორივე 100კგ) და უშანგი მარგიანი (90კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე აბუ დაბის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. შეჯიბრის გამარჯვებული 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.
-
ოლენა ზელენსკა: უკრაინაში ჩვენი სიცოცხლის დასაცავად ვიბრძვით
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლის, ოლენა ზელენსკის თქმით, მისი ხალხი თავისი სიცოცხლისთვის იბრძვის ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში. "ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით... ჩვენი გეგმის ჰორიზონტი შესაძლოა ერთი, ან ორი დღე იყოს - ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ან ზეგინდელი" - უთხრა მან აუდიტორიას 22 ოქტომბერს, გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ზელენსკამ აღნიშნა, რომ წინა ღამით განახლდა რუსეთის ძალების ცეცხლი უკრაინის დედაქალაქზე. "ჩვენ მუდამ სხვა ადგილებში ვართ - ბავშვები მამას იშვიათად ხედავენ, თუმცა ტელეფონით ყოველდღე ელაპარაკებიან" - თქვა ზელენსკამ თავისი ოჯახის შესახებ. მისმა ქმარმა, უკრაინის პრეზიდენტმა წიგნის ბაზრობას 20 ოქტომბერს მიმართა ვიდეოჩართვის მეშვეობით და ავტორებს მოუწოდა დაწერონ იმ "ტერორზე", რომელიც რუსეთმა გამოიწვია მის ქვეყანაში შეჭრით. უკრაინა წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ყურადღების ცენტრშია, ქვეყნის საგამოფენო ჯიხურს ბევრი ავტორი და ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი აკითხავს. -
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ორ მოსამართლე წევრს აირჩევენ. მოსამართლეთა რიგით 31-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი მოსამართლე წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. კანდიდატად მოსამართლეებმა დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
-
- Tekla Kenteladze ქალბატონო ნათია, თქვენი პოსტი გავაზიარე გუშინ და დამიწერეს რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც ეს სისტემა შექმნა. მე არ ვიცნობ თქვენს საქმიანობას დეტალურად, ამიტომ ვერაფერი ვუპასუხე. არის სადმე ინფორმაცია იმაზე თუ რა გააკეთეთ ამ სისტემის ფარგლებში მდგომარეობის გამოსწორებისთვის? განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში - Natia Mezvrishvili გრძელი ისტორიაა, მოკლედ ვიტყვი: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა იყო გავრცელებული და სამართალდამცავები არასათანადოდ რეაგირებდნენ. არაერთი საქმე გვქონდა სტრასბურგში წაგებული. აღარაფერს ვამბობ ფემიციდის გახშირებულ ფაქტებზე, რაც ამ არასათანადო რეაგირების შედეგი იყო. "გადავწყვიტეთ ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება. პირველ რიგში, შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც ყველა ფაქტის მონიტორინგი უნდა ეწარმოებინა და გამომძიებელს დახმარებოდა სწრაფ და სათანადო რეაგირებაში. ეს დეპარტამენტი აკონტროლებდა გამოძიების ხარისხს და შეიმუშავებდა რეკომენდაციებს. პარალელურად დავიწყეთ გამომძიებლების გადამზადება მგრძნობელობის გასაზრდელად. პარალელურად გავამკაცრეთ კანონი - პირველივე ძალადობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გავხადეთ (მანამდე მხოლოდ განმეორებითი იყო სისხლი), რეციდივზე სასჯელი გავზარდეთ, გენდერული ნიშნით ძალადობაზე სასჯელი გავამკაცრეთ. პარალელურად, პოლიციელის მიერ ოჯახში ფიზიკურ ძალადობაზე დისციპლინური სახდელის სახით ავტომატურად იარაღის ჩამორთმევა და დათხოვნა შემოვიღეთ. ეტაპობრივად დავნერგეთ ელექტრონული სამაჯურები მოძალადეების მონიტორინგისთვის. შემოვიღეთ მოწმისა და დაზარალებული კოორდინატორის სამსახური დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერისთვის. შემოვიღეთ ბრიფინგების და სწრაფი რეაგირების პრაქტიკა-ყველა დაკავებას როგორც ცალკე აღებულს, ისე ყოველთვიურ ანგარიშს საჯაროდ წარმოვადგენდით და ხაზს ვუსვამდით პოლიტიკის სიმკაცრეს. შედეგად, გაიზარდა შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი, გაიზარდა მომართვიანობა პოლიციაზე, შემცირდა ფემიციდის ფაქტები. ამ ყველაფერს ვაკეთებდით სამოქალაქო სექტორთან, სახალხო დამცველთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვინაიდან მათი გამოცდილება განსხვავებული იყო და კარი ამ მხრივ ფართოდ გავხსენით.", - წერს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.
-
ღალატის ბრალდებით დააკავეს უკრაიანის ბოლო „წითელი დირექტორი“
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში დააკავა სააქციო საზოგადოება „მოტორ სიჩის“ პრეზიდენტი 83 წლის ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი, რომელიც ეჭვმიტანილია ღალატსა და რუსეთთან თანამშრომლობაში. „მოტორ სიჩი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა თვითმფრინავის ძრავების, ვერტმფრენებისა და სამრეწველო გაზის ტურბინების წარმოებაში. „მოტორ სიჩი“ აწარმოებდა ძრავებს „Ми“ ვერტმფრენებისთვის, რომლებსაც ადრე რუსეთიც ყიდულობდა. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებდა ძრავებს თვითმფრინავებისთვის "Ил", "Ан" და სხვა. ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი - უკრაინის გმირი, დიდი ხანია ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და ათწლეულების განმავლობაში აკონტროლებს ზაპოროჟიეს ინდუსტრიულ გიგანტს. სამჯერ აირჩიეს უმაღლეს რადაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან“. 2014 წელს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყარა კენჭი. უკრაინული მედიის ცნობით, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი ითვლება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან პოლიტიკოსად. ხშირად მას უკრაინის ბოლო "წითელ დირექტორსაც" უწოდებენ. -
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, რაც საკმარისია საიმისოდ, რომ მან თავისი კანდიდატურა წამოაყენოს პარტიის ლიდერის და მთავრობის მეთაურის პოსტებზე - ამის შესახებ ბრიტანეთის მედია იუწყება, ჯონსონის საახლობლო წრიდან წყაროზე დაყრდნობით. ბიბისის გამოთვლით, კანდიდატების შესახებ თავ-თავიანთი მხარდაჭერა საჯაროდ გამოაცხადა 357-დან 201-მა კონსერვატორმა დეპუტატმა, და მათგან მხოლოდ 53-მა დაუჭირა მხარი ჯონსონს. ჯონსონის მეტოქეებმა - ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა და თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდონტმა მიიღეს 125 და 23 დეპუტატის საჯარო მხარდაჭერა, შესაბამისად. სუნაკის მომხრეები მოითხოვენ გამოქვეყნდეს ჯონსონის მხარდამჭერი დეპუტატების სია და ეჭვს გამოთქვამენ, რომ ეს 100 დეპუტატი რეალურად არსებობს. პენი მორდონტი ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი პრეტენდენტია, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭისყრას აპირებს. ბორის ჯონსონი ზაფხულში იძულებული გახდა გადამდგარიყო, მას შემდეგ, რაცვ პარტიული კოლეგების დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგა, თუმცა ბევრი კვლავ მის მომხრედ რჩება. 20 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა ლიზ ტრასი. მან ამ პოსტზე მხოლოდ 44 დღე იმუშავა, რაც ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადას წარმოადგენს.
-
თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების "აწევას" აპირებს მოვალეობის შესრულების ექვსთვიან ვადაშივე, რომლის გასვლის შემდეგ, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში. ამის შესახებ ჯაბა სამუშიამ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „თუ მე ავწიე ის, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში მინდა, რა თქმა უნდა, მექნება იმის სურვილი, რომ მომავალშიც ვიყარო კენჭი, მაგრამ თუ ვერ შევძელი და დავინახე, რომ ეს პრობლემები მართლაც არის იმ სიმძიმის, რომელსაც მე ფიზიკურად ვერ ავწევ და ვერ შევეჭიდები, არ ვაპირებ, კენჭი ვიყარო. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. ჩემთვის უნივერსიტეტი და მისი ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ იქ ადამიანები იმის გამო არასდროს არ უნდა მიდიოდნენ, რათა სადღაც, რომელიღაც სავარძელში ჩაჯდნენ. ეს შეურაცხმყოფელია თვითონ უნივერსიტეტისთვის და უნივერსიტეტელობისათვის. მინდა, გულწრფელად გითხრათ, დღეს მე ეს არ მაქვს გადაწყვეტილი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ, რომლის თქმითაც, სამი მთავარი მიმართულება, რაზეც იგი იმუშავებს, არის სტუდენტური საცხოვრისის მშენებლობა, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მთლიანი განახლება და სწავლების დონის მაქსიმალურად ამაღლება. ჯაბა სამუშიას თქმით, უნივერსიტეტში არის 16 საკმაოდ დიდი და ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი, რომელთა პოტენციალი აბსოლუტურად გამოუყენებელია. „ვაპირებ ამ კვირაში შევხვდე კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს და მათ ერთი მარტივი შეკითხვა დავუსვა: სწავლების თვალსაზრისით, რა ინტელექტუალური კონტრიბუცია შეუძლიათ ჩადონ უნივერსიტეტის სტუდენტთა განვითარებაში. აუცილებელია, ეს შერწყმა მოხდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია 2022 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს. თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩიეს. სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.
-
ავსტრიაში გარდაიცვალა ენერგეტიკულ სასმელ Red Bull-ის შემქმნელი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ავსტრიაში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის შემქმნელი და „ფორმულა 1“-ის გუნდ Red Bull-ის მფლობელი, დიტრიხ მატეშიცი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სპორტის ექსტრემალური სახეობების განვითარებაში. მატეშიცმა თავისი სამეწარმეო კარიერა დაიწყო სხვადასხვა ევროპულ კომპანიებში, მაგრამ წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე შეიტანა Red Bull, რომლის გაყიდვაც ტაილანდელ პარტნიორთან ერთად დაიწყო. კოფეინსა და ტაურინზე დაფუძნებული სასმელი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც დამხმარე საშუალება სატვირთო მანქანების მძღოლებისა და სხვა ისეთი პროფესიის მქონე ადამიანებისათვის, რომელიც მოითხოვს სიფხიზლესა და კონცენტრაციას, თუმცა სასმელმა სწრაფად მოიპოვა აღიარება უფრო ფართო წრეში. 2021 წელს, დაახლოებით 10 მილიარდი ქილა Red Bull გაიყიდა მსოფლიოში 172 ქვეყანაში. დიტრიხ მატეშიცს გატაცებული იყო ექსტრემალური სპორტით, განსაკუთრებით ტექნიკური სახეობებით. გარდა „ფორმულა 1“-ში ჩადებული ინვესტიციებისა (მატეშიცი იყო Red Bull-ის ავტოფარეხის მთავარი ინვესტორი), მან დიდი ძალისხმევა გასწია მოტოციკლეტების რბოლის, აერდაივინგისა და სნოუბორდინგის განვითარებისათივს. მატეშიცს ხშირად აკრიტიკებდნენ მაღალი რისკის მქონე სპორტის მხარდაჭერისთვის. -
რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის ყოველდღიურ ანგარიშში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ორი დასახლება დატოვეს, ქალაქ ბერსლავიდან კი ოფიცრების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, ხერსონი იქ დარჩენილი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა. ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის ძალები შემაკავებელი მოქმედებებისთვის ემზადებიან. ამასთან, ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსი სამხედროები სავარაუდოდ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დასანგრევად ემზადებიან, რათა გააფართოონ მდინარე დნეპრი და ამგვარად შეაკაონ უკრაინის ძალების წინსვლა. ამასთან, ნოვო კახოვკაში საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წყალსაცავში წყლის დონის შემცირების შესახებ განაცხადა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ზარალი კაშხალის დანგრევის შემთხვევაში. მანამდე, შაბათს, საოკუპაციო ხელისუფლებამ ხერსონის ყველა მცხოვრებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.
-
გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის მთავრობამ გაავრცელა, რომლის ცნობითაც, უკრაინულმა მხარემ მიიღო ხუთი საევაკუაციო ჯავშანმანქანა Bergepanzer 2, შვიდი მძიმე და საშუალო პონტონური სისტემა, 167 ათასი ვაზნა ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 30 საზენიტო თვითმავალი დანადგარი „გეპარდი“, Stinger 500 საზენიტო რაკეტა, 15 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 350 ათასი დეტონატორი ასევე დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა. ამას გარდა, უკრაინამ გერმანიისგან მიიღო სხვადასხვა აღჭურვილობა და სამხედროებისთვის ზამთრის ეკიპირება. მანამდე, გერმანიამ უკრაინას უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი IRIS-T გადასცა. -
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.