-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გვრიტიშვილი: სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმით რეჟიმზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეორე ვადით არჩეულმა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. როგორც მან განაცხადა, სასამართლო ხელისუფლება თავდასხმით რეჟიმზე გადადის. „გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს „ჭეშმარიტებას“, სხვა დანარჩენი, ყველა, განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. გეკითხებით, სად არის კლანი? სასამართლოშია კლანი თუ არასამთავრობო სექტორში? მტკიცებულებებით ვამხელთ ყველა სუბიექტს, მიუხედავად მისი სტატუსისა. იქნება ეს პოლიტიკოსი, მედიის წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას, იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს ცალკეულ მოსამართლეებთან", - თქვა გვრიტიშვილმა. მან ასევე განაცხადა: „თავდაცვითი რეჟიმიდან, სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმით რეჟიმზე". 23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მეორე ვადით აირჩია. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან. რადიო თავისუფლება -
29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან მიწვეულები. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს. კერძოდ, რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, უკრაინაში მიმდინარე ომს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს. ცნობისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუმინეთ პირველად მასპინძლობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს. ინსტერპრესნიუსი
-
დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის - ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, თუ რუსეთი არ განადგურდება, ის დაბრუნდება ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად. „თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ისინი ისევ დაბრუნდებიან ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად. არ დაგვიწყებიათ, არა?“- წერს დანილოვი. მანამდე კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის „პასუხი“ „მისი ტერიტორიების“ უკრაინის მხრიდან დაბომბვაზე სუსტია და განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქები უნდა აღგავონ პირისაგან მიწისა. ინტერპრესნიუსი
-
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. კერძოდ, საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა. ამის შედეგად, გამოცემის ინფორმაციით, შტაინმაიერს სამოქალაქო მოსახლეობასთან “სპონტანური საუბარი” ბომბსაცავში მოუწია. დღეს მოგვიანებით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, შტაინმაირი კიევში დღეს დილით მოულოდნელად ჩავიდა. იგი ზელენსკისთან კიევში შეხვედრას წინა ხუთშაბათს გეგმავდა, თუმცა მაშინ ვიზიტი “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე” გადაიდო. ინტერპრესნიუსი
-
1-ელი ნოემბრიდან DRG მეთოდოლოგიით საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებშიც არის დანერგილი. „დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხება სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, სწორი და აპრობირებული სისტემის დაფინანსებას. ეს არის დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება და ის ათიათასობით სერვისები, რომელთათვისაც ტარიფები იყო განსაზღვრული, დღეს უკვე DRG მეთოდოლოგიით დაითვლება და გამოყვანილი საბაზისო ტარიფის და DRG-ის წონის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს მეთოდი არის ყველაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებში დანერგილია. ჩვენთანაც იყო რამდენიმე მცდელობა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ ეს სისტემა საქართველოშიც ყოფილიყო. შემდეგ 2016 წლიდან განახლდა ეს სისტემა, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კოდების მისანიჭებლად და იმ სწორი გამოთვლის მექანიზმის შესამუშავებლად. წელს იანვრიდან გავააქტიურეთ ეს საკითხი და როგორც გვქონდა დაანონსებული, უკვე 1-ელი ნოემბრიდან მზად ვართ, რომ ეს სისტემა გავუშვათ. ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით. ყოველწლიურად ჩვენ რასაც რეფერალის სისტემიდან ვაფინანსებდით ონკოლოგიურ შემთხვევებს, ესეც საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაგვაქვს და ყოველწლიურ ლიმიტს 20 000-დან 25 000 ლარამდე ვზრდით. ეს მომართვიანობის მინიმუმ 90%-ს დაგვიფარავს. აღნიშნული მოდელით ჩვენი მხრიდან მკაცრი კონტროლი იქნება და ამ კუთხით კლინიკას ფინანსური მოტივაციაც აღარ ექნება. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს სჭირდება ჩარევები და ფინანსური მოტივაციის გამო იყო იმაზე მეტი ჩარევა პაციენტის სამკურნალოდ, ვიდრე საჭირო იყო. DRG სისტემა ამ ყველაფერს გადააზღვევს, რადგან ერთი DRG კოდით დაგენერირდება და ცალ-ცალკე სერვისებად გადახდა აღარ მოხდება. რაც შეეხება პაციენტს, მისი ჯიბიდან გადახდის დაზღვევა მკაცრად გაკონტროლდება. პირველი შემთხვევის დროს იქნება ჯარიმა, ხოლო მეორე შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კლინიკას შეეზღუდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება და ის ამ პროგრამიდან ჩაეხსნება. ეს იმაზე მკაცრი სანქციაა, ვიდრე ფულადი ჯარიმა კონკრეტულ შემთხვევაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ინტერპრესნიუსი
-
იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვას, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა. „ასეთი დონის შეხვედრებზე პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული იმის მიხედვით ხდება სტუმრების დაპატიჟებაც და შეხვედრების გამართვაც. ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რომ არ ესწრებოდა. იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი“, - განაცხადა აზარაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, "სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა" და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ინტერპრესნიუსი
-
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრი გახდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა ერთხმად, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, აირჩია თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი საბა ოდიშარია. კენჭისყრამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან 4-მა წევრმა. მიზეზად თქვეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაა. ოპოზიცია პროტესტის გაგრძელებას არ გეგმავს. ისინი მომდევნო სხდომებს დაესწრებიან. თანაგუნდელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა საბა ოდიშარიამ და აღნიშნა, რომ დღევანდელი სხდომით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასრულდა ერთწლიანი კრიზისი. მისივე თქმით, აუცილებლად განიხილავენ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა მას შემდეგ, რაც აირჩევენ თანამდებობის პირებს. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა მმართველმა გუნდმა 2022 წლის პირველ ოქტომბერს გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ მოიპოვა. თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა, რომლის ერთადერთი კონკურენტიც „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე იყო. სხვა ოპოზიციურ პარტიებს პროტესტის ნიშნად არ მიუღიათ მონაწილეობა. სხვა მოცემულობა იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ - "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ ჰყავდა და საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ ირჩევდა. პარტიამ უმრავლესობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვახტანგ წურწუმიამ მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა მოითხოვა. ოპოზიცია წურწუმიას ზეწოლასა და მატერიალური სარგებლით გადაბირებაზე საუბრობს. რადიო თავისუფლება -
ჩვენ ვუერთდებით დიდი შვიდეულის, ნატო-ს, ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს თავისუფალი მსოფლიოს ერთიანობის უტყუარ გზავნილში, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყირიმი უკრაინაა და ასამბლეის მონაწილეები დებენ პირობას, რომ იდგებიან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. „ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგინო შეერთებული შტატების კონგრესი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე. ჩვენ ვუერთდებით დიდი შვიდეულის, ნატო-ს, ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს თავისუფალი მსოფლიოს ერთიანობის უტყუარ გზავნილში, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ეს პლატფორმა შეიქმნა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დასრულებისა და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ახლა ვიცით, რომ რუსეთის ქმედებები ყირიმში, უკრაინასა და თავად დემოკრატიაზე ყოვლისმომცველი თავდასხმის ერთ-ერთი განზომილებაა. გაუპატიურების, ბავშვების გატაცებისა და სხვა სისასტიკეების გამოყენება, როგორც ომის იარაღი, ცივილიზებული ადამიანური ქცევის ფარგლებს სცილდება. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულია. ჩვენ ყველა აქ ვდებთ პირობას, რომ ვიდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, რათა ხაზი გავუსვათ მათ გამბედაობას ყირიმში და სხვა ტერიტორიებზე, რომელთა უკანონო ანექსია სცადა პუტინმა. ეს ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ნენსი პელოსმა. ხორვატიაში მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. ავტორი - ნოდარ ჩაჩუა
-
ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 2014 წელს, როდესაც რუსეთმა თავისი აგრესია დაიწყო, მან ეს დაიწყო ყირიმში. „პუტინის 8-წლიანი ომის შემდეგ, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც ვერ იგრძნო ამ აგრესიის შედეგები. თუკი დღევანდელი გადმოსახედიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ სრულმასშტაბიანი აგრესიის წინაპირობა არსებობდა, აგრესია, რომელიც შეიწირავდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს. რუსეთი კლავს და აწამებს ხალხს განურჩევლად ასაკისა, წარმომავლობისა თუ სქესისა. ისინი კლავენ ქალებსა და კაცებს. ყოველივე ეს დაიწყო ყირიმიდან. აგრესიას მიეცა კიდევ უფრო სასტიკი სახე, რუსეთმა უკრაინიდან შეაჩერა ექსპორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. მსოფლიო იქცა ადგილად, სადაც რუსული შანტაჟი რეალობად იქცა. ისინი ცდილობენ, მთელი კაცობრიობა კატასტროფული შედეგებით დაამცირონ. რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ 2014 წლიდან ყირიმი მათია, თუმცა ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვაჩვენოთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია არის დროებითი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ყირიმის დაბრუნება იქნება უკრაინის გაცოცხლების ნიშანი, როდესაც უკრაინული სიმბოლიკა დაბრუნდება თავის ლეგიტიმურ ადგილას ანუ ყირიმის სოფლებში. „ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა. როცა ჩვენ ყირიმის პლატფორმის ინიციატივა დავაყენეთ, ეს იყო ქვეყნის ლიდერების დონეზე, ახლა კი საპარლამენტო დონეზეა. რუსული ოკუპაციის მეცხრე წელი მიმდინარეობს, ყირიმში ირღვევა საერთაშორისო კანონი. ყირიმის მოსახლეობას რუსეთი ართმევს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას. ოკუპანტები ჩადიან ათასობით დანაშაულს ყირიმის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზელსნკიმ. მისივე თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული, ყირიმი არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც რელიგიური და ეთნიკური ნიშნით წმენდა მიმდინარეობს. „თუკი მუსულმანი ხარ, რუსეთი შენ დამნაშავედ გთვლის, თუკი უკრაინული პასპორტი გაქვს, ოკუპანტები კრიმინალად მიგიჩნევენ. გრძელდება ყირიმის მილიტარიზაცია და ეკონომიკური დანაშაულები. ამ ოკუპაციის შემდეგ, აღდგენას წლები სჭირდება, თუმცა ჩვენ ამას შევძლებთ. ყირიმში უნდა დაბრუნდეს უკრაინული დროშა, ეს იქნება ევროპული ნორმა, ეს იქნება სოციალური, კულტურული სამართლებრივი ნორმა. ყირიმი არის შესანიშნავი ადგილი ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის, თუმცა ეს შესაძლებლობები ახლა არ აქვს ყირიმს, ეს წაართვა რუსეთმა. რუსეთმა ამ ნახევარკუნძულს განვითარების შესაძლებლობა წაართვა. ჩვენი დროშის ყირიმში დაბრუნება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას ყირიმში მყოფი მცხოვრები ხალხისთვის. ჩვენ სამი რამ გვჭირდება ამ რთულ დროს. გვჭირდება სამხედრო მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები. სწორედ ამას გთხოვთ. გააძლიერეთ ძალისხმევა. ეს არის სამომავლო მშვიდობის საფუძველი, როდესაც ჩვენ ლეგიტიმურ საზღვრებს დავუბრუნდებით, მათ შორის ყირიმში, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი გამოცდილება უსაფრთხოების, სამართლის, ეკონომიკური, სოციალური განვითარებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, რომ ყირიმი იქცეს ისეთ ადგილად, სადაც ნორმალური ცხოვრება შეიძლება. მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს ჩვენი ტერიტორიული ინტეგრაციის უზრუნველყოფის შემდეგ. ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს საფუძვლად, რომ შეიქმნას სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმები, რათა მოხდეს სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის. მომეცით პირობა, რომ აუცილებლად ესტუმრებით გათავისუფლებულ ყირიმს, როგორც კი იქ დავბრუნდებით“, – მიმართა ზელენსკიმ საპარლამენტო ასაბლეის მონაწილეებს. ხორვატიაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს. ავტორი - ნოდარ ჩაჩუა
-
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ. პარტია „ლელოს” დეპუტატის საბა ბუაძის თქმით, ეს არის საკმარისზე მეტი დრო, რომ კალაძემ აღნიშნული ცნობად მიიღოს და გამოცხადდეს. „სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისათვის, რომ გაექცეს კითხვებს, არღვევს კანონს, პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის მთავრობის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევს კანონს. მაგრამ, ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელები თბილისელების წინაშე და დავსვათ კითხვები უსაფრთხოებაზე, კორუფციაზე”, - აღნიშნა ბუაძემ. მისივე თქმით, უდაბლესი პოლიტიკური კულტურის გამოვლინებაა კალაძის გუშინდელი განცხადება, როდესაც მან აღნიშნა, რომ მაშინ მივა საკრებულოში, როცა თავად ჩათვლის ამას საჭიროდ. “ჩვენ ყველა შემთხვევაში ვგეგმავთ, რომ ეს სხდომა ჩატარდეს და მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" მონაწილეობას ამ რიგგარეშე სხდომაში, ეს გამოჩნდება. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მათ ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს კითხვები დაისვას საკრებულოს გავლით. საუკეთესო შემთხვევაში ასეთი ტიპის სხდომების ინიციატორი თავად უმრავლესობა უნდა იყოს, მაგრამ კარგად ვხედავთ როგორ ჩამოშლილია ანგარიშვალდებულების სისტემა”, - აღნიშნა ბუაძემ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, სოფიო ჯაფარიძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ აქვთ კითხვები, არის თუ არა თბილისი უსაფრთხო ქალაქი და შეუძლიათ თუ არა მშობლებს უსაფრთხოდ გაუშვან საკუთარი შვილები გარეთ. “ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ დღეს ყველას გვაქვს ძალიან დიდი შიში. ჩვენ, საკრებულოს გვაქვს უფლება დავიბაროთ მერი და დავუსვათ მას ბევრი კითხვა, იმიტომ, რომ შეუძლებელია დღეს, ამ ვითარებაში გავაგრძელოთ ცხოვრება”, - განაცხადა ჯაფარიძემ. ჯაფარიძის თქმით, მერი ვალდებულია, მივიდეს საკრებულოში და გასცეს ყველა კითხვას პასუხი. "გელოდებით, ბატონო კახა საკრებულოში, რათა ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი და მშობლებს ჰქონდეთ სიმშვიდე, რასაც ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ”, - აღნიშნა ჯაფარიძემ. ინტერპრესნიუსი
-
ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ პლაცდარმად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, იმისთვის, რომ განხორციელდეს სხვა მანამდე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთის მოლდოვაში, აფხაზეთის და სხვა ადგილების, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, 2014 წლის ყირიმის ოკუპაცია სრულმასშტაბიანი ომის პროლოგი იყო, რომელმაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. „ყირიმი არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს, ის, რაც ყველამ 2014 წელს დავკარგეთ, როდესაც რუსეთმა დაიწყო გიჟური აგრესია. ყირიმი იყო სრულმასშტაბიანი ომის პროლოგი, რომელმაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ისინი აწამებენ, აყენებენ ჭრილობებს, კლავენ ასაკის, სქესის, რელიგიისა თუ სხვა კუთვნილობის მიუხედავად. ისინი კლავენ კაცებს, ქალებს, ბავშვებს. რუსეთი ინარჩუნებს ყირიმს, როგორც სტრატეგიულ სამხედრო პლაცდარმს სხვა რეგიონების ვითარებაში კრიმინალური ჩარევისთვის. მსოფლიო იქცა ადგილად, სადაც რუსული ბირთვული შანტაჟი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს სახელმწიფო მოპარული ტერიტორიის შესანარჩუნებლად, კატასტროფით ემუქრება მთელ კაცობრიობას”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყირიმზე კონტროლი ნიშნავს იქ ევროკავშირის ჩასვლას, ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას, სამართლიანობისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას. „ყირიმის რეინტეგრაცია ადვილი არ იქნება ამდენი წლის ასეთი ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენ ამასაც მივაღწევთ. ჩვენ მთლიანად შევცვლით სიტუაციას. უკრაინის დროშის ყირიმში დაბრუნება ნიშნავს ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას, რაც ნორმალურია ყველა ევროპელისთვის, იმის დაბრუნებას, რაც აქვს თითოეულ თქვენს ქვეყანას - ნორმალური უსაფრთხოება, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური, კულტურული ცხოვრება. უკრაინის დროშის დაბრუნება არის ევროკავშირის მოსვლა კუნძულზე ამ სიტყვების სრული გაგებით“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ყირიმში უკრაინის დროშის დაბრუნება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას ყირიმის ყველა მაცხოვრებლისთვის,მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ინტერპრესნიუსი
-
დიდი ბრიტანეთის მეფემ რიში სუნაკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რიში სუნაკი დაინიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ, რაც 25 ოქტომბერს კონსერვატორული პარტიის ახალი თავმჯდომარე მეფე ჩარლზმა თავის სასახლეში მიიწვია და მას მთავრობის შექმნა დაავალა. წინა დღით,24 ოქტომბერს რიში სუნაკმა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა. პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის. ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნიდან 44 დღეში. ის იყო ყველაზე ხანმოკლე პრემიერი ამ ქვეყნის ისტორიაში. რიში სუნაკს მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. წინამორბედის, ლიზ ტრასის ეკონიმიკურმა რეფორმებმა კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. თანამდებობა მან სულ რაღაც 44 დღეში დატოვა, ისტორიაში ყველაზე სწრაფად. 42 წლის რიში სუნაკი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და პირველი არათეთრკანიანი პრემიერ-მინისტრია. მისი პოლიტიკური კარიერა სწორედ ჯონსონის პრემიერობისას დაიწყო, როდესაც 2019 წელს იგი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. სუნაკი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრემიერ-მინისტრს განუდგა და თანამდებობა დატოვა. ამას მინისტრების გადადგომების სერია მოჰყვა, რაც ჯონსონის წასვლით დასრულდა. რიში სუნაკის ოჯახი დიდ ბრიტანეთში ინდოეთიდან 60-იან წლებში ჩავიდა. მან დაამთავრა ოქსფორდი და სტენფორდი. დიდი ხანი მუშაობდა ბანკირად. დაქორწინებულია ინდოელი მილიარდერის ქალიშვილზე აკშატა მურთიზე, ჰყავს ორი შვილი. სიმამრი, ნარაიანა მურთი ინდოეთში უმსხვილესი IT კომპანიის მფლობელია. მისი ქონება 710 მილიონ გირვანქას შეადგენს. შედარებისთვის, დედოფალ ელისაბედ მეორის ქონება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 370 მილიონად შეფასდა. რადიო თავისუფლება -
უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ხერსონიდან გააძევოს ყველა, ვინც უარს ამბობს რუსული რუბლით პროდუქციის გაყიდვაზე. ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს განაცხადა ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ აფიქსირებენ ყველას, ვინც ქალაქ ხერსონში უარს ამბობს რუსული რუბლის მიღებაზე ან ოლქის ადმინისტრაციის საბოტაჟს ეწევა და მათ მიმართ მიღებული იქნება ზომები, მათ შორის „უკრაინის ტერიტორიაზე გაძევება“. მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის ოლქი ანექსირებულად გამოაცხადა, რეგიონში დროებით აამოქმედეს ე.წ. ბისავალუტო სისტემა და მაღაზიებს მოსთხოვეს, რომ ფასები მიუთითონ რუსული რუბლით და უკრაინული გრივნით. უკრაინის სამხედრო ძალები უკვე რამდენიმე თვეა ხერსონის ოლქში უტევენ რუსული ჯარების პოზიციებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 90-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. რადიო თავისუფლება
-
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის ინფორმაციით, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ დღის კონკრეტულ საათებში შევიდნენ. ამასთან, როგორც იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე. როგორც კახაბერ იოსელიანი განმარტავს, აღნიშნულის შესახებ კანონპროექტში იქნება გაწერილი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში მოხდება. „კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ შევიდნენ დღის კონკრეტულ საათებში, ღამის საათებში უფრო შემსუბუქებულია ეს რეჟიმი. ასევე შეზღუდვა არ ექნება სპეციალურად ცხოველებისთვის გასასეირნებელ სივრცეებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე, შესაბამისად, იქ არ იქნება შეზღუდვა. უნდა გაიზარდოს კონტროლის და აღსრულების მექანიზმი, მაგალითად, პოლიციას ჰქონდეს რეაგირების უფლება. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს არ გვყავს თანამშრომლების ის რაოდენობა, რომ მთელი ქალაქი მოვიცვათ და ვაკონტროლოთ. როდესაც კონტროლს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა, ეს შედეგს გამოიღებს. მაგალითად, უნდა გაკონტროლდეს მეპატრონე აგრესიული ჯიშის ძაღლს დღის საათებში თუ ასეირნებს ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სტადიონზე“,- აღნიშნავს კახაბერ იოსელიანი. მისივე თქმით, უსაფრთხო გარემოში ყოფნის უფლება უფრო მაღალი სტანდარტის უფლებაა, ვიდრე პატრონის სურვილი, რომ კონკრეტული ჯიშის ცხოველის ყოლა სურს ისე, რომ მას შეზღუდვა არ ჰქონდეს. „ეს არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ძაღლებს, მეპატრონეს არავინ ჩამოართმევს ამ ძაღლს, უბრალოდ, მათ გამრავლების უფლება არ ექნებათ. საუბარი არ არის, რომ ძაღლებს წავართმევთ და ჩავკეტავთ სადღაც დახურულ სივრცეში. პატრონი ამ ძაღლის ინტერესებს უნდა იცავდეს. უნდა არსებობდეს შეზღუდვები, მეპატრონეებს არსებული ძაღლები ეყოლებათ, უბრალოდ გამრავლების შესაძლებლობა არ ექნებათ. ასევე საუბარია, რომ თუ მე ჯერ არ მყავს ძაღლი, ვერ შევიძენ მაგალითად, პიტბულს“,- აღნიშნავს იოსელიანი. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. ინტერპრესნიუსი
-
ჩვენ გავაჟღერეთ შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი კუთხიდან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ ზოგიერთი ქართველი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. „მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია. მათ შექმნეს უკუსვლა საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა და უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ. ამ ქმედებებმა - რომლებმაც შეგვაშფოთა, გამოიწვია პოლარიზაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში და არა ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო. არსებობს პოლარიზაციის ხარისხი, რაც არ არის გამოსადეგი ქვეყნისთვის. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებისთვის“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. მისი თქმით, აშშ აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა განხორციელდეს რეფორმები, რომლებიც საჭიროა მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. „მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ინტერპრესნიუსი
-
ჩვენ მკაფიოდ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს. როგორც ელჩმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობას და შეასრულებს 12 რეკომენდაციას. „მე ვიტყოდი სამ რამეს ამ საკითხზე. პირველი არის ის, რომ ევროკავშირმა გაუღო კარი საქართველოს. ჩვენ მკაფიოდ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ევროკავშირმა ასევე მისცა საქართველოს შესაძლებლობა, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც პრიორიტეტების სია შესრულდება. ასე რომ კარგი ღია. მეორე საკითხია – საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და შეასრულებს 12 პრიორიტეტს არსებითად და ასევე ფართო და ინკლუზიური პროცესის ფარგლებში. ასე რომ, ეს ახლა საქართველოზეა დამოკიდებული. მესამე საკითხი – ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროცესში და მის ფარგლებს გარეთ მხარდაჭერას“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და დრონებით თავდასხმისგან. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო. ამ ეტაპზე, უცნობია, HAWK-ის რა რაოდენობის სისტემის გადაცემაზეა საუბარი. ავტორი - სალომე თორაძე
-
დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგება, სადაც გააფორმებენ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების არჩევანის ქურდობას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, მათი გუნდი "დე-ფაქტო" საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან საკრებულოს უკვე ჰყავდა კანონიერად არჩეული თავმჯდომარე, რომელიც გამოხატავდა იქ მცხოვრები ადამიანების ნებას. "ამ საკრებულოს გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ისტორიის თხრობას თავიდან არ შევუდგები, მხოლოდ მომავალზე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ამ ფორმაციის საკრებულოს, რომელსაც ძალადობით მოპოვებული მყიფე “უმრავლესობა” გააჩნია, დიდი პოლიტიკური ისტორია არ უწერია, არც ამ უკანონო პროცესში მონაწილე პირების პოლიტიკურ კარიერას! მოქალაქეების არჩევანის ქურდებს პერსონალურად ვპირდები ამას! Winter is coming! საკრებულოს ყველა სხვა სხდომაში, სადაც სენაკელებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იქნება განხილული, ჩვენი გუნდი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი და სენაკელებმა მინდა იცოდნენ, რომ მათი ხმა არსად დაიკარგება და ყველა მათგანის პრობლემა, ხედვა, ინიციატივა აუცილებლად იქნება საკრებულოში გაჟღერებული! ეს პლატფორმა გეკუთვნით თქვენ!", - წერს ბერდია სიჭინავა.
-
პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას. პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა არევაძის მოსმენა იგეგმება. ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და დეპუტატები 19-ვე აპლიკანტს მოუსმენენ. საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატებად წარდგენილი არიან: „ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი; სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი; ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე; ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე; გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი; ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი; იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ნედ პრაისს შეკითხვა დაუსვეს, ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და ჰქონდა თუ არა უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები სასანქციო სიასთან დაკავშირებით. „ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს. მე მათ დავუთმობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც მათ შესაძლოა, დააწესეს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მოგისმენიათ, რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს; ვფიქრობ, მე ეს თქვენთვის აქამდეც მითქვამს – ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან მაშინ, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მის უფრო ფართო ევროპულ მისწრაფებებზე“, – განაცხადა ნედ პრაისმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ნედ პრაისს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადებებისა და ასევე განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმად, აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომლებიც, როგორც მოვისმინეთ, გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების გარკვეული კუთხეებიდან. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, შექმნა უკუსვლები. მათ შექმნეს უკუსვლები ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის მკაფიო, უძლეველი სწრაფვისთვის და უფრო ფართოდ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამ ქმედებების გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანების ნაცვლად. არის პოლარიზაციის ისეთი დონე, რომელიც არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის. ყოველივე ამის თქმის შემდეგ, ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა. კითხვაზე, „ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია პოლიტიკურად ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში“, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვადარდებს, როდესაც საქმე საქართველოს და მის მიერ არჩეულ გზას ეხება, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას გულისხმობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ, ვიყოთ ქართველის ხალხის, ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის პარტნიორი მაშინ, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“, – განაცხადა ნედ პრაისმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას. მან ასევე გერმანელებს მიმართა და მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, თუ რას ნიშნავს ეს ომი უკრაინის მოსახლეობისთვის და რამდენი ტანჯვა, ნგრევა მოუტანა ომმა უკრაინელებს. მედიის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გასულ ოთხშაბათს გეგმავდა, თუმცა ვიზიტი გადაიდო გერმანიის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა, ასევე უსაფრთხოების სამსახურების რეკომენდაციით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი განიხილა. ამის შესახებ რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „მივესალმები პროვოკაციებზე რეაგირების არქონის და შანტაჟის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის აშშ-ის მკაფიო პოზიციას. ასევე განვიხილეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარების მორიგი პაკეტი. დეტალები მოგვიანებით“ , – წერს რეზნიკოვი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბარი მოსკოვის ბრალდებების ფონზე შედგა, თითქოს კიევი „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ზელენსკი, ისრაელს სთხოვს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ოქტომბერს მოუწოდა ისრაელს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და გაიმეორა თხოვნა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ. "აღარ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომაც აირჩიოს, ვისთან ერთად ხართ?" თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისრაელის გაზეთ Haaretz-ისთვის გამართულ კონფერენციაზე. ხართ "დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ იბრძვის არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ? თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როცა ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა", - თქვა მან. ისრაელმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა. თუმცა არ სურს ურთიერთობის დაძაბვა მოსკოვთან, გავლენიან შუამავალთან მეზობელ სირიაში, სადაც ისრაელის ძალები თავს ესხმიან ხოლმე პროირანულ დაჯგუფებას, და ასევე, სურს უზრუნველყოს რუსი ებრაელების კეთილდღეობა. ისრაელი, რომელიც ახალ მთავრობას აირჩევს 1 ნოემბრის არჩევნებზე, შემოიფარგლა ჰუმანიტარული დახმარებისა და თავდაცვითი მოწყობილობების მიწოდებით. ახლახან მან უკრაინელებს დახმარება შესთავაზა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო თავდასხმის შეტყობინების საგანგაშო სისტემის შექმნაში. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის და მოითხოვა, რომ ისრაელის ლიდერებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნის საკითხს გადახედონ. თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, მან არაერთხელ გააკეთა ეს მიმართვა. რადიო თავისუფლება