-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს. ლავროვის განცხადებას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. ლავროვის თქმით, სიტუაცია უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოში „დღეს ან ხვალ“ განიხილება. ლავროვმა არასერიოზული უწოდა დასავლეთის მიერ რუსეთის ტყუილად მოხსენიებას „ბინძური ბომბის“ შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოყენებასაც თითქოს და უკრაინა აპირებს. მანამდე, ორშაბათს, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ბრიტანეთის შტაბების უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელს ტონი რადაკინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ორშაბათს, გერასიმოვმა დაურეკა თავის ამერიკელ კოლეგას მარკ მილის, რათა განეხილათ იგივე ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ. ინტერპრესნიუსი
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებიდან ოკუპანტების განდევნა შეძლეს. საუბარია კარმაზინოვის, მიასოჟაროვის, ნევისა და ნოვოსადოვის დასახლებებზე. გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის 13 წერტილი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ოთხი პოზიცია გაანადგურეს. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების იერიში ბახმუტის, სოლედარის, ანდრეევკას, მარინკას მიმართულებებზე. ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერის ცნობით, შეიარაღებული ძალები PUMA-LE-ს ტიპის 11 უპილოტო საფრენ კომპლექსს შეისყიდის, რომელთა საერთო ღირებულება 540 მილიონ გრივნას აჭარბებს. ავტორი - სალომე თორაძე
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს. „თუ დადასტურდება, რომ ირანული დრონები უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ გამოიყენება, ჩვენ ინდიფერენტული არ ვიქნებით“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება. პირველი არხი
-
ირანი გაძევებულ უნდა იქნეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელი ფინალური ტურნირიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო და მის ნაცვლად უკრაინის ნაკრებმა უნდა ითამაშოს, ფიქრობს უკრაინის საფეხბურთო კლუბის, დონეცკის „შახტარის“ გენერალური დირექტორი, სერგიი პალკინი. "მაშინ, როცა ირანის ხელმძღვანელობა სიამოვნებით უყურებს თავისი ეროვნული ნაკრების თამაშს მსოფლიო ჩემპიონატზე, უკრაინელები ირანული დრონებითა და ირანული რაკეტებით დაიღუპებიან", დაწერა ფეისბუკზე პალკინმა. "თითოეული მათგანი (დრონები) წარმოებული და მიწოდებულია ირანის ხელისუფლების მიერ, ირანელი ინსტრუქტორები და სამხედროები უშუალოდ წვრთნიდნენ [რუსებს] და უძღვებოდნენ დრონების გაშვებას, რომლებიც ანადგურებენ სახლებს, მუზეუმებს, უნივერსიტეტებს, ოფისებს, სპორტულ მოედნებს და სათამაშო მოედნებს, და რაც ყველაზე მთავარია, ხოცავდნენ უკრაინელებს", თქვა პალკინმა. "შახტარი" მოუწოდებს FIFA-ს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ აუკრძალონ ირანის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკრაინელებზე თავდასხმაში ქვეყნის უშუალო მონაწილეობის გამო". პალკინმა მოუწოდა FIFA-ს, ირანი უკრაინით შეცვალოს მას შემდეგ, რაც გუნდმა "დაამტკიცა, რომ იმსახურებს მონაწილეობას" მსოფლიო ჩემპიონატში. „პლეიოფებისას სხვა ეროვნულ ნაკრებებთან უთანასწორო პირობებში, ისინი მთელი გულით თამაშობდნენ", - თქვა მან. მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ტურნირი კატარში 20 ნოემბერს დაიწყება. უკრაინამ გლაზგოში შოტლანდია 3-1-ით დაამარცხა, შემდეგ კი ივნისში, კარდიფში, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის გადამწყვეტ მატჩში, ის 0:1-ით დამარცხდა უელსთან. მსოფლიო ჩემპიონატის მარეგულირებელი წესები FIFA-ს აძლევს ერთი ქვეყნის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, ძირითადად მონაწილე ქვეყნის გასვლის შემთხვევაში, მაგრამ არაა დადგენილი ერთი ქვეყნის მეორით შეცვლის კრიტერიუმებს. უკრაინით ირანის შეცვლა იქნება "ისტორიულად და სპორტულად გამართლებული", განაცხადა პალკინმა და დასძინა, რომ ის მოუწოდებს "ყველას, შეუერთდნენ ფეხბურთის ბიუროკრატიაზე ზეწოლას". პალკინის მოწოდებას დაუყოვნებლივ რეაქცია არ მოჰყოლია არც უკრაინის საფეხბურთო ხელისუფლებისა და არც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატიდან ირანის ნაკრების გარიცხვის შესახებ მოწოდება გაისმა უცხოეთში მცხოვრები ირანელი აქტივისტებისმხრიდანაც. 2022 წლის მსოფლიო თასი ირანისთვის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. ირანთან ერთად ჯგუფში არიან ინგლისი, უელსი და აშშ. რადიო თავისუფლება
-
ნენსი პელოსი - ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ხორვატიის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს. „ვფიქრობ, ირანი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შევძლოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და სამყაროს ნაკლებად უსაფრთხო ადგილად ქმნიან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევძლოთ დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. თქვენ ხედავთ, რომ უკრაინელები გარკვეულწილად წარმატებით აჩერებენ მათ, თუმცა ის სახიფათო ტექნოლოგიაა და უნდა შეჩერდეს. ირანის დაკავშირება რუსეთთან მესიჯი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომელთაც შესაძლოა, თავის შეკავება სურთ გარკვეულ გლობალურ ორგანიზაციებში კენჭისყრისას, რუსეთთან ურთიერთობისას, კარგად დაფიქრდნენ“, – განაცხადა ნენსი პელოსმა. ნენსი პელოსის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც, თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, „რესპუბლიკური პარტია“ მოიპოვებს უმრავლესობას. პირველი არხი -
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. პრეზიდენტმა ჰაარეცის დემოკრატიულ სამიტში ვიდეოკონფერენციის სახით მიიღო მონაწილეობა და ისრაელს მოუწოდა, განსაზღვროს, სურთ თუ არა დემოკრატიულ სამყაროსთან ყოფნა. „დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრული განადგურება ემუქრება?“,- აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ისრაელს სამედიცინო დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებასაც მიიღებს, რომლითაც საჰაერო თავდასხმების პრევენციას შეძლებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 17 ოქტომბერს ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების დროს განადგურდა ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა. პირველი არხი
-
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 1tv.ge
-
საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა ბრალდება დადასტურებული აქვს ევროპულ სასამართლოს, შესაბამისად, ეს არაფერია თუ არა პირდაპირ, უხეშად სილის გაწვნა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის წერილის მიწერის მიზეზებზე და ევროპული საბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. ალუდა ღუდუშაურის თქმით, შალვა პაპუაშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის წერილის მიწერის მიზეზია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს, რა ჩანაწერი შეაცურეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რეზოლუციაში. „როდესაც რეზოლუციისთვის და მისი შინაარსობრივი მხარისთვის დამაზიანებელი ჩანაწერი შეაცურეს თუ შეაპარეს, რომელიც სააკაშვილს ეხება, ეს არის პირდაპირ ავტორიტეტზე დარტყმა და თვითონ რეზოლუციის წონადობის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დაყენება. ბუნებრივია, გაკეთდა განცხადებები, პოზიცია განიმარტა ჩვენი მხრიდან, თუმცა დღემდე ჩვენ გვესმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ძალიან სამარცხვინო სპეკულირება აღნიშნულთან დაკავშირებით, ამიტომ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ უპირველეს ყოვლისა საზოგადოებამ, მით უფრო საერთაშორისო საზოგადოებამ, ნათლად დაინახოს თუ რაზეა საუბარი. 600-ზე მეტი დეპუტატისგან შემდგარი ევროპარლამენტი როდესაც 55-56 დეპუტატით იღებს აი, ამ მართლაც სამარცხვინო ჩანაწერით რეზოლუციის ამ ტექსტს, ეს არის ზოგადად რეპუტაციული ზიანის მომტანი თვითონ ევროპარლამენტისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იმ საზოგადოებამ, ვისაც წარმოადგენენ ის დეპუტატები, ვინც ხმა მისცა ამ სამარცხვინო ჩანაწერს, რომ დიახ, საქართველოს პარლამენტის და ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტის წევრზე შეკვეთილი თავდასხმა ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, მათ უნდა იცოდნენ და გაიაზრონ, რომ როდესაც ლაპარაკია სანდრო გირგვლიანის წამებით სიკვდილზე და ამაში პრეზიდენტის ძალიან სამარცხვინო და ამორალურ როლზე, მათ უნდა ესმოდეთ ძალიან კარგად, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ, რომ ყველა ის ბრალდება დადასტურებული აქვს მათივე, ანუ ევროპულ სასამართლოს, შესაბამისად ეს არაფერია თუ არა პირდაპირ უხეშად სილის გაწვნა თვითონ ამ სასამართლოსთვის, ევროპული ღირებულებების და ევროპული საზოგადოებისათვის. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ჩანაწერი შეაცურეს და მათ შორის პრეზიდენტმაც უნდა იცოდეს, ვინც არის წერილის ადრესატი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. ალუდა ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი რეზოლუციაში ისე „შეაცურეს“, რომ მთლიანად პარლამენტისთვის ეს ტექსტი უცნობი იყო. „გივი მიქანაძე წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას იქ და როდესაც ეს ჩანაწერი გაკეთდა ბუნებრივია, მან დააფიქსირა თავისი პოზიცია, რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული, თუმცა როდესაც საუბარია იმაზე, რომ შეაცურეს ჩანაწერი, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად პარლამენტისთვის ეს ტექსტი იყო უცნობი. ბოლოს, როდესაც გაკეთდა მინაწერი, ამ დროს პრაქტიკულად თვითონ 55-56 ხმით იქნა გატანილი, მოდი ასე ვთქვათ, გათრეული, რეზოლუციის ეს ტექსტი, ეს არის სამარცხვინო, ბუნებრივია, ჩვენ ვერც ქვის სროლას დავიწყებთ და ვერც სხვა რამეს, რაც რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული, თუმცა ძალიან ღირსეული და მტკიცე რეაგირება ჰქონდა ბატონ მიქანაძეს“, - განაცხადა ღუდუშაურმა. რაც შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, ლევან მურუსიძეც იყო,რომელიც "ქართულმა ოცნებამ" სისტემაში შეინარჩუნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი კიდევ ერთხელ აირჩიეს, ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეში რაიმეს შეცვლა შეეძლო, სრულიად უადგილოა და ეს ნებისმიერმა იურისტმა იცის. „ბატონმა მურუსიძემ განიხილა რევიზიის წესით, რაც აუვიდა ზედა ინსტანციაში, შესაბამისად, თუ გაამართლებდა, ბრალდებას შეუცვლიდა, კვალიფიკაციას შეუცვლიდა, მაშინ კი ბატონო, იქნებოდა საუბარი, რომ მასალები არ იძლევა ამის საშუალებას და როგორაა ეს ამბავი? არაერთხელ განმარტა ბატონმა მურუსიძემ ეს საკითხი, როდესაც მაგალითად სანდრო გირგვლიანის იმდროინდელ ადვოკატთან ბატონ შავგულიძესთან იჯდა პირისპირ. სრულიად უადგილო მგონია სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში რაიმე შეეძლო სხვაგვარად გაეკეთებინა ბატონ მურუსიძეს და არ გააკეთა, ეს არის წარმოუდგენელი, ნებისმიერმა იურისტმა მშვენივრად და კარგად იცის“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. გარდა ამისა ღუდუშაურმა გადაცემაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის არჩევასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება სრულად თავისუფალია და თავად იღებენ გადაწყვეტილებას ვინ აირჩიონ და ვინ არა. „სასამართლო ხელისუფლება ანუ მართლმსაჯულება არის სრულიად თავისუფალი ჩვენი ხელისუფლების დროს, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი, რომლის მიმართ ორკესტრირებული შტურმი, ჩარევა, ზეწოლა თუ ყოველგვარი გარე ფაქტორების გავლენა ეს არის დარტყმა და დაზიანება ინსტიტუციის. როდესაც ვამბობთ, რომ სასამართლო არის გარე ჩარევებისგან დამოუკიდებელი, სასამართლო იღებს თვითონ გადაწყვეტილებას, როდესაც მოსამართლეები თავიანთ მმართველობით ორგანოში მოსამართლეს, მურუსიძე იქნება თუ სხვა, ნებისმიერი, ვისაც თავისი წიაღიდან მოსამართლეები წარადგენენ და მხარს დაუჭერენ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსებმა ან ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებმა გარედან უკარნახონ მოსამართლეებს, ვინ უნდა იყოს არჩეული?“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
-
სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა. „დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროექტები, დაინერგა თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას. დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის წევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით ირჩევა, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. დავით ნარმანია 2014-2017 წლებში ქ. თბილისის მერი და ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას იკავებდა. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს გენერალური დირექტორის პოსტს. 2001-2003 წლებში საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში საქმიანობდა. დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი. იგი სამეცნიერო საქმიანობას დღემდე აგრძელებს,“ - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn.ge -
სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. შეხვედრები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც იმსჯელეს. „პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩიას კანდიდატურა წარადგინა. ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა. ხვალიდან იწყება კანდიდატებთან გასაუბრებები. ასევე „ევროპელმა სოციალისტებმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ორი კანდიდატი დაასახელეს, თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურები, განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „რეფორმების ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილია სამი კანდიდატურა. მათ წარადგინეს ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. ესეც გადაეცემა შესაბამის კომიტეტს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. ამასთან, როგორც ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატს შაბათის ჩათვლით მოუსმენს. „კანდიდატურების მოსმენა ხვალიდან დაიწყება, გრაფიკი შედგენილია. ვისაუბრეთ უკვე კანდიდატებთანაც და პრაქტიკულად, მთელი ამ კვირის განმავლობაში, შაბათის ჩათვლით გვექნება საკომიტეტო მოსმენები. ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით არის განაწილებული. ხვალ მოვუსმენთ სამ კანდიდატს, მომდევნო დღეებში კი ოთხ-ოთხი კანდიდატის მოსმენა გაგრძელდება, რაც ჯამში 19 კანდიდატის მოსმენას ნიშნავს. გვექნება უკვე შესაძლებლობა, შევაფასოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და შესაბამისად, მომდევნო კვირაში, პლენარული სხდომისთვისაც მოვემზადოთ. ასეთი იქნება ჩვენი გეგმა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. გია ვოლსკი „ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოგვმართა ყვალას, პარლამენტის წევრებს,ბიუროს წევრებს , რომ მაქსიმალურად ინტენსიურად, ენერგიულად მივიღოთ მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში ამ საკითხებთან მიმართებაში. ავტორი - ეკატერინე კოპალიანი -
ევროკავშირი მზად არის, ახალი შემზღუდველი ზომები დაუწესოს ირანს, თუ ქვეყანა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას განაგრძობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება მიუღებელია, რაზეც ევროკავშირს მკაფიო პოზიცია აქვს. „ევროკავშირს მკაფიო პოზიცია აქვს ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტებისას, მათ შორის ირანთან, რომ მიუღებელია რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რაც საშუალებას აძლევს მას, განაგრძოს ომი უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელი ხალხის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს ძალიან ძლიერი და პრინციპული სიგნალია, რომელიც მკაფიოდ არის მიტანილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრამდე წინა კვირაში ევროკავშირის მაღალჩინოსანთან ორი სატელეფონო საუბრისას, რომელმაც განუმარტა ირანს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პიტერ სტანომ. პიტერ სტანოს განმარტებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დრონების მიწოდების თაობაზე სანქციების გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე მიიღეს. „ახლაც გაერთიანება ყურადღებით ადევნებს თვალყურს აღნიშნულ საკითხს. თუ ასეთი ქმედებები კვლავ გაგრძელდება და მივიღებთ ახალ ჩვენებებს, მტკიცებულებებს, გავაგრძელებთ მოქმედებას“, – აღნიშნა პიტერ სტანომ. წყარო: (1tv.ge)
-
არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას – ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას. კელი დეგნანის თქმით, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა, საქართველომ მიაღწიოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მიზნებს, თუ გადაიდგმება ნაბიჯები, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. „არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, ვერ გავცემ პასუხს, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას. ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს. ვფიქრობ, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა. სწორედ ეს არის საჭირო, რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს“. „საქართველოშიც და უკრაინაშიც შეიჭრა რუსეთი, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
-
ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩმა კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად დაამტკიცების შესახებ. დეგნანის თქმით, აღნიშნულის შესახებ შეფასებას ალბათ ევროკავშირის კომისია გააკეთებს. „ამის შეფასებას გააკეთებს ალბათ ევროკავშირის კომისია. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების რეფორმას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა. ამაზეა საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის დაცვაზე. თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროსი, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები“, – განაცხადა დეგნანმა. კელი დეგნანის განცხადებით, მთავარია, რომ მოქალაქეებმა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით. „მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს რეგიონებში და მიწევს ხოლმე მოსამართლეებთან შეხვედრა. შევხვედრილვარ ძალიან ბევრ მოსამართლეს, რომლებიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებენ და ძალიან ბევრი მათგანი არის ერთგული, თავისი საქმის პროფესიონალი. ვფიქრობ, ამ მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით“, – განაცხადა დეგნანმა. მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
-
ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს ილჰამ ალიევის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ „გვაქვს საშუალება, კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“. დეგნანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს განცხადება იმედისმომცემია. ამასთან, ელჩმა ისაუბრა საქართველოს, როგორც მედიატორის როლზე აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის სამხედროების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით. „რაც შეეხება საქართველოს როლს, როგორც მედიატორისა, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ შეასრულა როლი, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები და ეს იყო წარმატებული ისტორია საქართველოსი, როგორც მედიატორისა ამ პროცესში. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა, თუ სხვადასხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს. ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედისმომცემი და საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია ეს როლი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
-
ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, გათავისუფლებულ დასახლებებში სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შეჰყავთ და წასასვლელად კი არა, თავდაცვისთვის ემზადებიან.
-
მთავარი ჩემთვის ისაა, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი - ცხადია, რომ არის - ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ამის გაცნობიერება მაძლიერებს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს. გვარამიას თქმით, თავად თავისუფალია და ბრძოლას აგრძელებს სხვისი და ქვეყნის თავისუფლებისთვის. მან საკუთარ გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და თქვა, რომ „სააკაშვილი გაძლებაზეა“. „ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ ჩემს სანახავად მოდიან როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის. ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსული ადამიანების საუბრებიდანაც - როგორ კარგად უძლებ და როგორ ზიხარ. არ მეგონა თუ ცხოვრებაში ამას მოვისმენდი. მიკვირს, რომ ასე ფიქრობენ, რადგან ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს სხვანაირად. მე არ ვუძლებ, ვიხდი სასჯელს. სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და მაძლიერებს იმის გაცნობიერება, რომ მე ეს სასჯელი არ მეკუთვნის. ის, რომ ამას ვუძლებ, როგორც მეუბნებიან, ეს ჩემი არჩევანია. მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს. თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვისი და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ის, რომ მე ასე ვუძლებ, ჩემი ბრძოლის ფორმაა. ამ თვეებში ბრძოლის სხვა შესაძლებლობები ნაკლებად მაქვს, ამიტომ ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია, როგორც ადამიანი შეიძლება იბრძოდეს ოთხ კედელს შორის უსამართლოდ დატყვევებული. ჩემი ბრძოლა გრძელდება. ვაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, უბრალოდ სხვანაირად. ამიტომ მგონია, რომ ადამიანების გაძლებაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან, როგორც, მაგალითად მიშა. ის მიიყვანეს იქამდე, რომ გაძლებაზეა, რადგან ადამიანი უმძიმესად ავადაა. მოვიკითხავ მას და ვთხოვ, რომ გამაგრდეს და პირველ რიგში, ჯანმრთელობას მიხედოს. ის ცოცხალი არა მხოლოდ მის ოჯახს სჭირდება. სიკვდილის გარდა ყველა გამოცდილება ფასეულია, საინტერესოა ისიც, რაც ჩემს თავს ხდება. არავინ იფიქროს, რომ მე იქ ყოფნა მომწონს ან მარტივია შვილების, ცოლის, მეგობრების გარეშე იზოლაციაში ყოფნა. ყველაზე მეტად შვილების გამო მიჭირს და ყველაზე მეტად მაღელვებს, რომ ისინი ღელავენ ამაზე და ეს რთული გადასატანია“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ, პროკურატურა კი, ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამიას, ასევე, ზურაბ იაშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.
-
დასავლეთის მედიის თანახმად, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც შეცვლის ახლახან გადამდგარ ლიზ ტრასს, რომელმაც სარეკორდოდ მცირე დროით შეძლო თანამდებობის შენარჩუნება. რიში სუნაკმა 24 ოქტომბერს წარადგინა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის. ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნიდან 44 დღეში. ის იყო ყველაზე ხანმოკლე პრემიერი ამ ქვეყნის ისტორიაში. მისი მეტოქე იყო სუნაკი, რომელმაც საბოლოო კენჭისყრა წააგო. ოპოზიციურ პარტიას, ლეიბორისტებს, სურდათ ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს ბერკეტი, რომელიც, კონსერვატორების წინააღმდეგობის შემთხვევაში, მათ ამის გატანის საშუალებას მისცემდა.
-
ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვართ: ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საზღვარს, მის ყველა მონაკვეთს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინელები შეძლებენ მტრის განდევნას ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. „ჩვენ დავინახავთ ჩვენს საზღვრებს და მტრის ზურგს. ჩვენ დავინახავთ, როგორ ანათებს ჩვენი ხალხის თვალები და ოკუპანტების ქუსლები. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!“, - წერს ზელენსკი.
-
ცხინვალში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი პირი თბილისში გადაჰყავთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში სააგენტო „რეს-ს" განუცხადეს, რომ ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი პირი "რესპუბლიკის" ფარგლებს გარეთ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დე ფაქტო სამინისტროში ცხინვალის მედიას უთხრეს, რომ დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან. „19 წლის გოგო და ორი ქალი, 41 და 70 წლისები, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ჰოსპიტალიზებული იქნებიან“, - აცხადებენ სამინისტროში. იქვე განმარტეს, რომ მეოთხე დაზარალებული კაცი შოკურ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა" რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ დაზარალებულებს თბილისში გადმოიყვანენ. ორგანიზაციის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათ კომიტეტის ცხინვალის ოფისის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და დაზარალებულთა თბილისში გადაყვანა სთხოვეს. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" თბილისის ოფისი, როგორც ნეიტრალური შუამავალი ორგანიზაცია, ახლა თბილისში დაზარალებულთა მიმღებ კლინიკას არკვევს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ორშაბათს დილით ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი ბავშვი დაიღუპა. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, „დილის 8:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დისპეტჩერმა მიიღო შეტყობინება გერცენის ქუჩის გასწვრივ შანხაის მიკრორაიონში, კერძო ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არის ექვსი დაშავებული, მათგან ორი ბავშვი დაიღუპა“, – იუწყება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური. დაშავებული 19 წლის გოგო და 41 და 70 წლის ქალები თავიდან ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცხინვალში ხანძრის გაჩენის მიზეზებს ახლა სპეციალისტები სწავლობენ. ერთ-ერთი ვერსიით, სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც ხანძარი მოჰყვა. -
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვასილე დინკუს თქმით, რუმინეთის პრეზიდენტთან არ შეუძლია თანამშრომლობა ზეწოლის ფონზე, რომელიც იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც დინკუ აღნიშნავდა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა. „ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტებისა, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის“, – განაცხადა დინკუმ. ოქტომბერის დასაწყისში რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ განაცხადა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა. ამ განცხადებამ პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია: „ამ ომში რუსეთი თავს ესხმის უკრაინას და უკრაინელები ომში ამ ფასს სისხლით იხდიან. უნდა მივიღოთ, ვაღიაროთ ის იდეა, რომ მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს როგორ, როდის და რა შეიძლება, იყოს მოლაპარაკების საგანი. ეს პოზიცია, მიდგომა გახლავთ ჩვენი ოფიციალური მიდგომა, ასევე ევროკავშირის. ალბათ სჯობს, უფრო ხშირად წაიკითხოს ზოგიერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა ასეთი პოზიციების შესახებ“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
-
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75 პროცენტით გაიზარდა. „უნდა ვთქვა, რომ რკინიგზის ტრანსპორტი – ბაქო-თბილისი-ყარსი შეიძლება, იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ ხუთი მილიონი ტონით დაიტვირთოს, მომდევნო წელს უფრო მეტ კაპიტალ-დაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით. ამ დერეფანში და უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისთვის, რომ კასპიის საშუალებით, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით, ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე, დავამუშაოთ ახალი მარშრუტები“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა. როგორც ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა, ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი ყარსის მიმართულება, მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ ტვირთბრუნვისთვის და პირიქით. „იცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი ყარსის მიმართულება, მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლობთ საქართველოსათან, რადგან ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობის განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანა. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ქმნიდეს ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ქვეყნების ლიდერების ხელშეწყობით. მე ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის. მინდა, მეგობარ და მოძმე ერს ვუსურვო სამუდამო კეთილდღეობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
-
კლანი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში, რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო შეიკრიბა და ჰგონიათ, რომ აკონცენტრირებენ საზოგადოებრივ აზრს, სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია საზოგადოებაში, ეს მათ შორის, NDI- ის კვლევებშიც ხომ გამოჩნდა? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებულ კრიტიკას და გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ იუსტიციის საბჭოში ამით კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა. მისი თქმით, გამოწვევები შეიძლება იყოს სასამართლოში, მაგრამ ეს იმის 10 პროცენტიც არ არის, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში. ზარქუა აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის არაერთი ტალღა განხორციელდა იმისათვის, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი ყოფილიყო და ამას მაქსიმალურად მიაღწიეს. „გამოწვევები ბუნებრივია არის, მათ შორის, არის ევროპულ სახელმწიფოებშიც, არავის აქვს განცდა, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ როგორც ცას და მიწას შორის ისეთია განსხვავება, დღევანდელ სასამართლოსა და იმ სასამართლოს შორის, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო. რეფორმები გრძელდება. რაც შეეხება გარკვეულ ჯგუფებს, პრეტენზია რომ აქვს გვარებთან დაკავშირებით, სწორედ ეს ჯგუფები, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ისინი, რომლებიც 2012-2013 წლებში ამბობდნენ - "აბა, არ შეეხოთ მოსამართლეებს, ისინი უნდა დავიცვათ". ეგონათ, მათი ინტერესების გამტარებლები იქნებოდნენ, როგორც სააკაშვილის დროს. თუ მურუსიძეს და გვრიტიშვილს არ აქვს უფლება, სასამართლოში იყვნენ, მაშინ ბოკერია ან დავით ბაქრაძე როგორ უნდა იყვნენ საერთოდ პოლიტიკაში, ვინც ერთ დღეში მიიღეს ის ცვლილებები, რომლითაც შემდეგ გირგვლიანის თემაზე მურუსიძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება? მაშინ რატომ აქვთ ასეთ ადამიანებს საერთოდ უფლება პოლიტიკაში რომ იყვნენ?! გესმით ეს ორმაგი სტანდარტი?! მურუსიძეს არც ვიცნობ, დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ის, რაც ვნახეთ, დებატებში, მათ შორის, პროფესიულ ნაწილში, ყველა იმ ოპოზიციურ ექსპერტს თუ წარმომადგენელს, ყველას მოუგო, არგუმენტი არ დარჩათ. ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არ მოსწონს ეს გვარები, მაგრამ დამოუკიდებელია შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო ხელისუფლება, თვითონ არჩიეს ეს ადამიანები, თუ გაქვთ პრეტენზიები მიბრძანდით და კითხეთ. კლანი არის პირდაპირ გეტყვით - არასამთავრობო ორგანიზაციებში. რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო შეიკრიბა და ჰგონიათ, რომ აკონცენტრირებენ საზოგადოებრივ აზრს, სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია საზოგადოებაში, ეს მათ შორის, NDI- ის კვლევებშიც ხომ გამოჩნდა? ნდობა არ აქვთ, მათ შორის, სახალხო დამცველის მიმართ,"- განაცხადა ზარქუამ.
-
ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაიწყეს იმ კამარების დემონტაჟი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა. როგორც რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, მძიმე ტექნიკის მუშაობა დაზიანებულ მონაკვეთზე ქერჩის სანაპიროდანაც ჩანს. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქერჩის ხიდზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ოკუპირებული ყირიმის "კურატორმა" მარატ ხუსნულინმა ადრე განაცხადა, რომ ხიდზე გადაადგილების უფლებას მისცემდნენ 40 ტონამდე წონის სატვირთო მანქანებს. მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ურჩევს სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომ ყირიმიდან რუსეთში ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით იმოძრაონ. ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს ცეცხლმოკიდებული გზა, ხანძარი სატვირთო მატარებელზე, საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩანგრეულია. ხიდზე მოძრაობა მთლიანად შეაჩერეს. ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა. ამის შედეგად ცეცხლი მოედო მატარებელს, რომელსაც საწვავით დატვირთული ცისტერნები გადაჰქონდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხიდის აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი დამკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან. კიევს არაერთხელ განუცხადებია, რომ ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს, მაგრამ 20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კიევის კავშირი. "ჩვენ, რამდენადაც მე ვიცით, ასეთი რამ ნამდვილად არ შეგვიკვეთია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 19 კილომეტრის სიგრძის ხიდი, რომლის მშენებლობა 3,7 მილიარდი დოლარი დაჯდა, რუსეთის თქმით, ევროპაში ყველაზე გრძელია.
-
საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს. როგორც კალაძე განმარტავს, თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. „კახა კალაძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უკან არასდროს დაუხევია. როდესაც ახლად არჩეულ საკრებულოში ვიყავი მისული, დავაფიქსირე ჩემი მზაობა თანამშრომლობაზე, პრობლემას ვერ ვხედავ. თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, ცილისწამება, შეურაცხყოფა, თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა ყველაფერს კადრულობენ. საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება",- აღნიშნავს კალაძე. მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტი უმძიმესი იყო დედაქალისთვის და გარდაცვლილი ოჯახისთვის. "უმძიმესი დღე იყო დედაქალაქის ისტორიაში, ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის ტრაგედიაა, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, ვინც ნდობა გამომიცხადა",- აღნიშნავს კალაძე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
-
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მისივე თქმით, აზერბაჯანს საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. სამი მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული აზერბაიჯანს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. ამასთან, ალიევმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ პოლიტიკაზეც. „ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, როგორც პრემიერმა ბრძანა, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომელიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველოდებით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაპირებთ 22 მილიონი კუბური მეტრის ექსპორტს და უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროპას შორის და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ბუნებრივია, ეს განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხები განსახილველი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც, ვიცი, რომ არ არის ახლა ქმედითი, მაგრამ გვინდა, დავტივირთოთ ეს არხიც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.