-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”. “ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ვატარებთ. თუმცა ამ ომში არ ვმონაწილეობთ, ამიტომ ჩვენს შესაძლებლობებში არაა მისი გაჩერება, ვინაიდან, ჩვენ ამ კონფლიქტის მხარე არ ვართ”, - აღნიშნა მაკრონმა. მისი აზრით, მიზანი - ომის შეწყვეტა - გულისხმობს, რომ ადგილზე პირობები ისე აეწყოს, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას ჩათვალოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების მომენტი დადგა. “რატომ ვამბობ ასე? ვინაიდან მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან ის საკუთარ ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და საზღვრებს იცავს. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის სახელით ვილაპარაკოთ, რომ ესა თუ ის მომენტი მისაღებია თუ არა”, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ უმთავრესია “კავშირები არ გაიწყვიტოს” და დაასახელა სამი პუნქტი, რომელიც უნდა დაიცვან. "პირველი პუნქტი - უკრაინის წინააღმდეგობისა და სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერის გაგრძელება და სანქციების გაგრძელება. მეორე პუნქტი - გავარგძელოთ საუბარი უკრაინის ხელისუფლებასთანაც და რუსეთის ხელისუფლებასთანაც, რადგან რაღაც მომენტში ჩვენ მოგვიწევს დავუბრუნდეთ მაგიდას. მესამე პუნქტი - ვეცადოთ თვალი ვადევნოთ მომენტს, რომელიც მისაღები იქნება, რომ მაგიდას დავუბრუნდეთ და დისკუსია განვაახლოთ”, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
-
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ადგილზე მყოფი პირების ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარში, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები ფიგურირებენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეტადონის პროგრამის ცენტრია. „ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე. ჩხუბის ხმა არ გამიგია. მეტადონის ცენტრი რომ მანდ არ იყოს, უკეთესი იქნება. იქ სულ ჩხუბია“ , - განაცხადა თვითმხილველმა. კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, აფეთქებამდე ადგილზე ჩხუბის ხმაც ისმოდა. „ერთი აფეთქების ხმა გავიგეთ. ფანჯრიდან რომ გავიხდეთ, ჩხუბი და ჩოჩქოლი იყო”, - აცხადებს კიდევ ერთი თვითმხილველი. ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
-
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
-
პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. მომხდარის გარემოებები ზუსტდება.
-
გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს თხოვნით მიმართეს გამოიძიოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ირანული დრონები გამოიყენა. ოთხივე ქვეყანა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო და გაერო-ს თხოვნით მიმართავენ გააგზავნოს გუნდი, რომელიც დრონების წარმოშობას შეისწავლის. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი მიწერილ წერილში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ირანული დრონები უკრაინაში აგვისტოს ბოლოს გამოჩნდა. აშშ, საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი აღნიშნავენ, რომ ეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის დარღვევა, რომელიც ზღუდავს გარკვეული იარაღის ირანისთვის გადაცემას ან ირანიდან გატანას.
-
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებულია, რომ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებშითუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ. „დიახ, შეშფოთებული ვარ ამ საკითხის გამო, რადგან მათ თქვეს, რომ დახმარებას შეწყვეტენ“, – განაცხადა ბაიდენმა პენსილვანიაში ვიზიტის დროს. რამდენიმე დღის წინ, კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელების ლიდერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედურ არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, მომავალ წელს უკრაინის დახმარება შემცირდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 17,5 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო.
-
უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. „ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას დღეს კიდევ ერთი ჩვენი მებრძოლი, ალექსანდრე მარტიაშვილი შეეწირა", - წერს უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდი. მარტიაშვილი ბოლო 24 საათში მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. 21 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, ქართველი მებრძოლის მიშა ყაფლანიშვილის („კაპლანი") დაღუპვის შესახებ. „მძიმე დღეა საქართველოსთვის - ორი ქართველი დაეცა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში - სამშობლოდან შორს, უკრაინაში. მიხეილ ყაფლანიშვილი (იგივე მიშა კაპლანი) და ალექსანდრე მარტიაშვილი", - დაწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
-
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შეგნებულად აფერხებს გემების გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან და ხელოვნურად შექმნა 150 გემისგან შემდგარი რიგი. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, თავის საღამოს მიმართვაში ისაუბრა. ამ კვირაში ვითარება სულ უფრო იძაბება საექსპორტო მარცვლეულის გატანის შეფერხების გამო, თქვა ზელენსკიმ. „მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. ვთვლი, რომ ამ მოქმედებებით რუსეთი სრულიად შეგნებულად ამწვავებს სასურსათო კრიზისს, რათა ის ისეთივე მწვავე გახდეს, როგორიც ამ წლის პირველ ნახევარში იყო“. ზელენსკიმ დაასახელა რამდენიმე სახელმწიფო, რომლებისთვისაც ფერხდება სურსათის მიწოდება, ესენია: ეგვიპტე, ტუნისი, ალჟირი, მაროკო, ლიბანი, ერაყი, ჩინეთი, ბანგლადეში და ინდონეზია. "ჩვენი პარტნიორები - გაერო, თურქეთი და სხვები, სრულად ინფორმირებული არიან ამ ვითარების შესახებ", - თქვა მან. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების განმავლობაში, რუსეთის მხრიდან გამოწვეული შეფერხების გამო უკრაინამ ვერ მოახერხა სამ მილიონამდე ტონა სურსათის ექსპორტის ბოლომდე განხორციელება, ამდენს მოიხმარს წლიურად 10 მილიონი ადამიანი. "რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სულ მცირე, ასობით ათასი ასეთი ადამიანი გახდეს იძულებითი მიგრანტი, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელნი იქნებიან იმავე თურქეთში ან ევროპის კავშირის ქვეყნებში, ან შიმშილით დაიხოცებიან. ჩვენ კი პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მარცვლეულის ინიციატივა არა მხოლოდ შენარჩუნებული იქნას, არამედ მოქმედებდეს კიდეც 100 პროცენტიანი სიმძლავრით", - აღნიშნა ზელენსკიმ.
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, დღეს ამ ქუჩაზე სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქების ხმაც. ამ ეტაპზე უცნობია, დანაშაულში მხოლოდ დაჭრილი ადამიანები ფიგურირებენ თუ იყო დამნაშავე, რომელიც ჯერ დაუდგენელია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი ან სხვა საბრძოლო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება). ამ ეტაპზე არ არის ცნობილი დააკავეს თუ არა ვინმე, ათეულობით პოლიციელი ისევ ლაღიძის ქუჩაზეა და გამოძებისთვის საჭირო მტკიცებულებებს აგროვებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ლაღიძისი ქუჩაზე აფეთქების ხმა დაახლოებით 11:30 საათისთვის ისმოდა. "რაღაც აფეთქდა და რა აფეთქდა არ ვიცით. დაჭრილი იყო, სისხლში იყო სულ", - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია.
-
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილი სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „რეალურ ბრძოლას“ ახლა იწყებს. ნეკა დოროყაშვილის შეფასებით, მოსამართლემ ქალებს განაჩენი გამოუტანა. “სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ ქეისს გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა. მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10 წუთიან რეპლიკას სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2 წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 10 წუთიან ბრალდებულის რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო. ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?! მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის დიახ ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული, სტერეოტიპებით, ნაცნობობით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?! მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც სტერეოტიპების მიუხედავად, სტატუსის მიუხედავად თვალყურს ადევნებდა პროცესებს გულმხურვალედ მიჭერს მხარს და მგულშემატკივრობს და ვისთვისაც საქმეში არსებული საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით ყველაფერი ცხადია მიყვარხართ მე თქვენ!!! მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას”,- წერს დოროყაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედებოდა ბრალი.
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დაღუპული სამხედრო მიხეილ ყაფლანიშვილია. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 21 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
-
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები. პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ. პროკურატურის განცხადებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი. აღნიშნული ბრალდებები 1-დან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.
-
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს. გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა, აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა. გუშინ იყო პირველი სასამართლო პროცესი, რომელსაც დაზარალებული ნელი დოროყაშვილი არ დასწრებია. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი. -
17 წლის ლუკა რამიშვილს Google-მა კიბერგუნდში მუშაობა შესთავაზა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
17 წლის ლუკა რამიშვილს Google-მა კიბერგუნდში მუშაობა შესთავაზა. „ახლახან ჩამოვედი ამერიკაში და გადავწყვიტე Google-ს რაღაცა დაზიანებების გამოსწორებაში დავხმარებოდი. ეს არის ჰაკერული დაზიანებები რის გამოც შეიძლება Google კიბერშეტევის მსხვერპლი გახდეს და ძალიან რთულია ამ დაზიანებების ნახვა. მივიღე Google-ის Bug Bounty-ში მონაწილეობა და როგორც ჩანს ჩემი ნაპოვნი დაზიანებით ძალიან დავეხმარე, რის გამოც Google-მა Honorable სიაში შემიყვანა სადაც მხოლოდ 1500 ადამიანია. ეს სია წლებია არსებობს და საკმაოდ რთულია მოხვედრა. საქართველოდან მარტო მე ვარ ამ სიაში, როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. ამ ყველაფრის შემდეგ კი Google-მა კიბერგუნდში მუშაობა შემომთავაზა" - ინფორმაციას Entrepreneur Georgia ავრცელებს წყარო: Entrepreneur Georgia -
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) მსოფლიო პირველობის დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში იჭიდავებენ. ფინალში გასასვლელად გეგელაშვილი თურქ აჰმეტ დუმანს დაუპირისპირდება. ელბაქიძე – ყირგიზ ოროზობეკ ტოკტომამბეტოვს, ხოლო გამყრელიძე ბერძენ გეორგიოს კუგუმციდისს შეხვდება. ნახევარფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება.
-
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა 21 ოქტომბერს მზარდი შეშფოთება გამოხატეს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხზე, იხსენებენ რა დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და განაცხადეს, რომ პეკინის მიმართ საჭიროა ერთიანი პოზიციის შემუშავება. ევროპის კავშირი ჩინეთს 2019 წლიდან განიხილავს როგორც პარტნიორს, ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურების ლიდერთა სამიტისთვის მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ პეკინი ახლა პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს ეკონომიკურ კონკურენტად, რომელიც ემხრობა "მსოფლიო წესრიგის ალტერნატიულ ხედვას". სამიტზე ჩინეთთან ურთიერთობა მსჯელობის საგანი იმიტომ გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება განიხილავს, დაუშვას თუ არა ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო ჯგუფ Cosco-ს მიერ ჰამბურგის სანავსადგურო ტერმინალის წილის მიღება. მთავრობის პასუხი, რომელიც ამჟამად ამ საკითხზე ერთსულოვანი არ არის, მიიჩნევა საზომად იმისა, რამდენად არის იგი მზად, გაამკაცროს თავისი პოზიცია მთავარი სავაჭრო პარტნიორის მიმართ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთში ბიზნეს-მენეჯერებთან ერთად გაემგზავრება. Reuters-ის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროპის კავშირი აკვირდება ჩინეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის დაჩქარებას. სამიტის დამთავრების შემდეგ ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მმართველი სი ძინპინი „ჩინეთის მიერ აღებულ ძალიან მტკიცე და თვითკმაყოფილ კურსს“ აძლიერებს. მისი თქმით, „ჩინური სისტემა ძირეულად განსხვავდება ჩვენი სისტემისგან და ვაცნობიერებთ მეტოქეობის ბუნებას.“ ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბლოკის 27 წევრს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. "ვფიქრობ, რომ ჩინეთის შემთხვევაში ყველაფერი ისევეა, როგორც რუსეთის შემთხვევაში. მათ ინტერესებშია ჩვენი დაყოფა, ჩვენს ინტერესებშია ჩვენი ერთიანობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. ევროპის კავშირის დიპლომატები შეშფოთებული არიან იმით, რომ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიტყვით გამოვიდა გასულ კვირას, ქვეყანა სულ უფრო ავტორიტარულ გზაზე გადაჰყავს. დიპლომატები შეშფოთებული არიან ასევე რუსეთთან ჩინეთის პარტნიორობით. სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავიანთ ქვეყნებს შორის "უსაზღვრო" მეგობრობის შესახებ განაცხადეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ქრისიანის კარინშმა, სამიტზე აღნიშნა, რომ ევროპის კავშირისთვის მნიშვნელოვანია, ისაუბროს ჩინეთთან, რათა დარწმუნდეს, რომ ის "ისტორიის სწორ მხარეს" იმყოფება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით. "ჩინეთთან კარგია საქმის ქონა, როცა 27-ნი ვართ და არა როცა ერთი-ერთზე ვართ მასთან". მისმა ფინელმა კოლეგამ, სანა მარინმა კი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავიდან უნდა აიცილოს სამომავლო დამოკიდებულება პეკინზე და ამის ნაცვლად, ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
-
ლიკა გაბუნია - დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ. გავიფიქრე რა ორიგინალურიათქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან. უმისამართოდ ვკითხულობ ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ ემოციური და მოულოდნელი იყო. ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი. ქუთაისელი დედა, 11 შვილით... Lika Gabunia Photography
-
უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული ირანული დრონების, Shahed-136-ების 85% ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა. იური იგნატის მტკიცებით, ირანული თვითმფრინავების ჩამოგდების კუთხით უკრაინელი სამხედროების მოქმედების ეფექტურობის გაზრდა მხოლოდ დროის საკითხია. „კუპიანსკში 13 სექტემბერს ამ დრონების პირველი გამოყენებიდან დღემდე, ცხადია, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა და სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებმა შეიძინეს გამოცდილება, თუ როგორ იმოქმედონ ერთობლივად რა ძალებით და საშუალებებით მოახდინონ ამ დრონების იდენტიფიცირება და განადგურება“, - აღნიშნა საჰაერო ძალების წარმომადგენელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ე.წ.„კამიკაძე-დრონებისთვის“ ცეცხლის ავტომატური იარაღიდან გახსნა არაეფექტურია და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში საშიშია.
-
ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ მომავალ წელს უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ განაცხადა. „უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია იყო 1.5 მილიარდ ევროზე უკრაინისთვის, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს. ეს იძლევა მთლიანობაში 18 მილიარდ ევროს მომავალი წლისთვის. ეს არის თანხა, რომელსაც უკრაინა შეიძლება დაეყრდნოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ლიდერებმა ფინანსთა მინისტრებს დაავალეს თანხების გაცემის მექანიზმის შემუშავება. „ჩვენ დავავალეთ ფინანსთა მინისტრებს შეემუშავებინათ შესაბამისი მექანიზმი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო უკრაინას მიგვენიშნა, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საიმედო შემოსავლის ნაკადი“, - დასძინა მან.
-
ნიუ-იორკის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მსახიობი კევინ სპეისი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს მსახიობი ენტონი რეპი. მსაჯულების თანახმად, რეპმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო სპეისის უდანაშაულოდ გამოცხადების ფორმალური გადაწყვეტილება და საქმე დახურა. ენტონი რეპმა კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ, პირველად 2017 წელს განაცხადა. რეპის თანახმად, ეს მოხდა 1986 წელს, როცა 14 წლის იყო, ნიუ-იორკში, სპეისის სახლში წვეულების დროს. ენტონი რეპი კევინ სპეისისგან მოითხოვდა 40 მილიონი დოლარის კომპენსაციას. სპეისი ბრალდებას უარყოფდა. კევინ სპეისის სასამართლო პროცესი აქვს ლონდონშიც. მსახიობს სექსუალურ დანაშაულში ბრალს სდებს კიდევ სამი მამაკაცი. -
ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამისთვის კი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის, ქართველი ხალხისთვისაც, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში მშვიდობის აღდგენა, რათა პუტინის ამ ტერორისტულმა რეჟიმმა ვერ განახორციელოს თავისი მისწრაფებები და თავისას ვერ მიაღწიოს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი გამოცხადდა ტერორიზმის დამფინანსებლად. ესტონეთის პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, რომელსაც სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს და ამაში ძალიან ნათელი პოზიცია უნდა გვქონდეს. ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს ასევე არის როგორც საქართველოს, ისე ბალტიის ქვეყნების, გაცილებით ფართო გავრცელება და გავლენა აქვს. სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამისთვის კი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე ვისაუბრეთ დღეს“, – განაცხადა მარკო მიჰკელსონმა.
-
უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია განგაშის რუკაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. საჰაერო განგაშის სარაკეტო დარტყმების საფრთხეს ნიშნავს. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.
-
ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "შეწყვიტეთ კამიკაძე-დრონების მიწოდება რუსეთისათვის", სკანდირებდნენ უკრაინელები. მათ საკონსულოს შენობასთან გაუშვეს ქაღალდის თვითმფრინავები, რომლებზეც წითლად ეწერა "ტერორისტები". აქციის მონაწილეებმა გამოფინეს უკრაინის ქალაქებში დრონებით დაბომბვის შედეგად დაღუპული უკრანელების ფოტოები. "10 ოქტომბრიდან ირანული წარმოების ე.წ. შაჰიდებით რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს, სადაც იღუპებიან პოლიციელები, ექიმები და მასწავლებლები. ჩემი მეგობარი კიევში მანქანაში დაიწვა, დაიღუპა აფეთქების შედეგად", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე ვიტა ფედერენკომ. უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ. ბოლო დღეებში, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით არაერთი შეტევა განახორციელეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. 17 ოქტომბერს ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად, კიევის ცენტრში დაინგრა საცხოვრებელი სახლი. 18 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა წინადადებით, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო. ირანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა.
-
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ რუსეთისადმი დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს არ მოაქვს სასურველი შედეგი, რის გამოც ბლოკმა ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტი უნდა შეიმუშაოს და ასევე გააძლიეროს სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც სრულად არის ჩაბმული უკრაინასთან მიმდინარე ომში. "ჩვენ ვხედავთ ბელარუსში მოძრაობას, რომელიც ადასტურებს, რომ ბელარუსის ტერიტორიის გავლით მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილი იგზავნება ან აპირებენ მათ გაგზავნას უკრაინაში საბრძოლველად. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ბელარუსი სრულად არის ჩართული ამ ომში. ანუ ის, ისევე როგორც რუსეთი, პასუხისმგებელი ხდება ამ ომის შედეგებზე", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, რომლის ციტატაც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის საიტზეა გამოქვეყნებული. ლიეტუვის პრეზიდენტმა ყურადღება მიაქცია იმ ცნობებს, რომლის თანახმად, კრემლი ბელარუსში რუსეთისა და ბელარუსის ჯარების ერთობლივ დაჯგუფებას ქმნის და ამ მიზნით ბელარუსში გადაისვრის პირად შემადგენლობას, სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალებს. ხოლო ამ ფონზე უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის მიერ ჩრდილოეთ ფრონტზე შეტევითი მოქმედებების განახლების საშიშროებას ხედავენ. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მიიჩნევდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან განმეორებითი შეტევის საფრთხე იზრდება, მაგრამ შეტევის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს და მან ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასავლეთით გადაინაცვლოს. "რუსეთის შეტევის მიმართულება შესაძლოა, შეიცვალოს ბელარუს-უკრაინის საზღვრის დასავლეთ მიმართულებით, რათა უკრაინას გადაუჭრან პარტნიორი ქვეყნებიდან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მომარაგების ძირითადი ლოგისტიკური არტერიები", - ამის შესახებ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა. გრომოვმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საავიაციო და სხვა დანაყოფების გადასროლის პროცესიც.
-
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს. „რუსი ტერორისტები აგონიაში არიან. ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა, ახლა კახოვკას ჰესის აფეთქებით ცდილობენ ყველას დაშინებას. მათი მიზანია გვაიძულონ, დავიწყოთ მოლაპარაკებები მათ პირობებზე. მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. უკრაინა იძულებით მშვიდობას არ დაემორჩილება“, - აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, შანტაჟზე პასუხი იქნება უფრო მკაცრი სანქციები, ტერიტორიების შემდგომი დეოკუპაცია და კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია რუსეთის ყოველი დანაშაულის მიმართ. „შანტაჟზე სწორი პასუხი არსებობს - უფრო მკაცრი სანქციები, ჩვენი ტერიტორიების შემდგომი დეოკუპაცია, მეტი იარაღი და კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია რუსეთის ყოველი დანაშაულის მიმართ. ისინი ვერ გაგვტეხენ, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ერმაკმა.