-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას მოსალოდნელზე ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპის კავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რვა თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოახერხა რუსეთის გაზის ორი მესამედის შემცვლელის პოვნა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას. მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ევროკავშირში მიაჩნდათ, რომ რუსეთის გაზზე უარის თქმას რვა წელი დასჭირდებოდა. ევროკავშირმა მოახერხა დაეჩქარებინა გაზის სხვა, არარუსულ მიმწოდებლებზე გადასვლა, მაგრამ ამისთვის მაღალი ფასის გადახდა გახდა საჭირო, აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ამავე დროს გაზეთ „კომერსანტს“ მოჰყავდა მონაცემები, რომელთა თანახმად, ევროპაში რუსული გათხევადებული გაზის ექსპორტი იზრდება მიუხედავად გეოპოლიტიკური უთანხმოებისა. ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა, რომ 2022 წლის ცხრა თვის განმავლობაში ევროკავშირში რუსული გათხევადებული გაზის იმპორტი 50%-ით გაიზარდა. როგორც გაზეთი The New Yourk Times-ი წერს 19 ოქტომბერს, ევროპის კავშირი წყვეტს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, რათა დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც ლობირებას უწევს იმპორტის ნაწილის შენარჩუნებას. მაგალითად, ბელგია განაგრძობს რუსეთთან ალმასით ვაჭრობას, საბერძნეთმა გაათავისუფლა თავისი გემები ნავთობის ემბარგოსგან და კვლავაც გადაზიდავს რუსეთის ნავთობს. საფრანგეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ფინეთი კვლავაც ეწევიან რუსეთიდან ურანის იმპორტს თავიანთი ატომური ელექტროსადგურებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროპის კავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რვა პაკეტი მიიღო. არცერთი მათგანი არ შეიცავს ემბარგოს რუსეთის გაზზე. ამასთან, რუსეთმა შეწყვიტა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში გაზის მიწოდება, ზოგმა ქვეყანამ კი თავად თქვა უარი რუსეთის გაზზე. ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ გაზის გამოყენებაში პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს. -
პუტინი უკრაინის ანექსირებულ ოლქებში "საომარ მდგომარეობას" აცხადებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 20 ოქტომბრიდან "საომარ მდგომარეობას" აცხადებს ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში. პუტინის მიერ გამოცემული განკარგულება დასამტკიცებლად გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა. პუტინის განკარგულების მიხედვით, "საომარი მდგომარეობის" გამოცხადების საფუძვლად დასახელებულია „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენება“. -
საქართველოში უკრაინის საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ტვირთის ნაწილი, ჯამში 5 ტონა ბათუმში გაიგზავნა, 6 ტონა კი თბილისში დარჩა და ის მიეწოდება უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულები არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე თავი საქართველოს შეაფარონ. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა ჩვენთვის, დღე, როდესაც საქართველოში უკრაინის საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ მჭიდრო თანამშრომლობით გააკეთა ყველაფერი, რათა დაეკმაყოფილებინა უკრაინის მოქალაქეების საჭიროებები, რომლებიც იძულებულები არიან დარჩნენ საქართველოში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად ჩვენ შევიძინეთ 11 ტონაზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება. ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაკადი, რომლის ჯამური მოცულობა 5 ტონა იყო, უკვე ჩავიდა ბათუმის მოხალისეობრივ ცენტრში და უკვე მზადაა მიეწოდოს ყველას, ვისაც მისი განსაკუთრებული საჭიროება აქვს. დღეს ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაკადი, რომლის ჯამური მოცულობა 6 ტონას შეადგენს, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში მივიტანეთ. ეს მოიცავს საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სხვა სიტყვებით, ყველაფერს, რაც საჭიროა უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, დაკარგეს საკუთრება რუსეთის ბარბაროსული აგრესიის ფონზე. ეს ჰუმანიტარული ტვირთი თბილისსა და ბათუმში არის იმის დასტური, რომ ყველას შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინის მოქალაქეების დახმარებაში. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი დაგვეხმარა ფინანსური სახსრებით, საქართველოს საპატრიარქომ გამოგვიყო ფართი ტვირთის შესანახად, ზოგმა წვლილი შეიტანა ტრანსპორტირების პროცესში, ზოგი მოვიდა სამების ტაძარში და ამ ტვირთის დაბინავებაში დაგვეხმარა. ჩვენ მადლიერები ვართ ყველასი, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა, მსურს, მათ მადლობა გადავუხადო ზრუნვისთვის, ადამიანობისა და სიკეთისთვის. დიდება უკრაინას და გამარჯვებას ჩვენს საერთო მტერზე, რუსეთის ფედერაციაზე!“ - განაცხადა კასიანოვმა.
-
ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რუსულ ძალებს მოქალაქეები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჰყავთ. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რეგიონში კონტრიერიში წამოიწყეს, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოკლეტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე ტერიტორიის დაბომბვას დაიწყებს“. საერთო ჯამში, 50-დან 60 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება. ამასთან, ხერსონის დე ფაქტო გუბერნატორის, ვლადიმირ სალდოს თქმით, ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირთა შესვლა შვიდი დღით შეიზღუდება.
-
"ეს ბლეფი არ არის" - რუსეთშიც და ევროპაშიც ბომბსაფრებს ამზადებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთში ბომბსაფრებს ამზადებენ, იგივე ხდება პოლონეთშიც. გერმანიამ ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დაბომბვის ფონზე, დასავლეთში სულ უფრო მატულობს გაურკვევლობა - გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს და თუ კი, რა იქნება შემდეგ? მოსკოვში ადგილობრივი ხელისუფლება ცივი ომის დროინდელ ბომბსაფრებს ამოწმებს და ამზადებს ახლებს. ამის შესახებ წერს ოპოზიციური გამოცემა “ვაჟნიე ისტორიი”. მოსკოვის რამდენიმე უბანში მოსახლეობას სთხოვეს, 18 ოქტომბრამდე დაცალონ მიწისქვეშა პარკირებები, რადგანაც იქ უნდა შეიტანონ საწოლები, გამათბობლები და წამლები. რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მოსკოველმა ანონიმურობის პირობით დაუდასტურა, რომ მსგავსი გაფრთხილება მიიღო სახლმმართველობამაც, რომელშიც მისი ნათესავი მუშაობს. “ოღონდ აზრზე არ ვარ, ამ გარაჟებმა რამისგან როგორ უნდა დაგვიცვას”, - თქვა მან. 17 ოქტომბერს, მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვლადიმირის მერიამ გამოაქვეყნა ბროშურა, რომელშიც მოსახლეობას შეახსენა, როგორ უნდა მოიქცეს საჰაერო განგაშის შემთხვევაში და მიწისქვეშა თავშესაფრებში ჩასვლის შემდეგ. შავიზღვისპირა რეგიონში, კრასნოდარის ოლქში ადგილობრივი ხელისუფლება თავშესაფრებს აპრილიდან მოყოლებული აწყობს. “ვაჟნიე ისტორიი” აქვეყნებს ორ წერილს, საიდანაც ირკვევა, რომ ქალაქ სოჭის მერიამ მარტსა და ოქტომბერში გააფრთხილა სახლმმართველობები, კეთილმოაწყონ საცხოვრებელი სახლების სარდაფები და “რადიაციის საწინააღმდეგო შენობები”. იგივე ხდება ბურიატიის რესპუბლიკაშიც. უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, ნიკოლაი მალომუჟი ამბობს, რომ რუსეთი ომის გაგრძელებას გეგმავს და ამიტომაც, ემზადება სხვადასხვა ვარიანტისთვის. მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებისა და ნატოს საპასუხო თავდასხმისთვის. “ახლა ისინი ავითარებენ მთავარ იდეას, რომ ომი დასავლეთთან აქვთ და მას გლობალური ხასიათი ექნება” - უთხრა მალომუჟმა უკრაინულ გამოცემა “უნიანს”. “როიტერსის“ ინფორმაციით, ბომბსაფრების შემოწმება დაიწყო უკრაინასთან მოსაზღვრე პოლონეთშიც. თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეს დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. კიდევ უფრო დასავლეთით, გერმანიაში, მიწისქვეშა ავტოსადგომების მომზადებისა და საჰაერო განგაშის სისტემების დამონტაჟების ბრძანება ხელისუფლებამ აპრილში გასცა. “ეს ბლეფი არ არის” უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე თქვა, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე ნებისმიერ თავდასხმას ბირთვული იარაღით უპასუხებს. სულ პირველად, 24 თებერვალს. “ჩვენთვის ხელის შეშლას ვინც ეცდება, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და მოჰყვება ისეთი შედეგები, რომელსაც თქვენს ისტორიაში ჯერ არ შეჯახებიხართ… იმედია, გამიგონებენ”, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. და მალევე ამ განცხადებიდან დემონსტრაციულად გადაიყვანა რუსეთის ბირთვული ძალები “სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე”. “ეს ბლეფი არ არის”, - შეახსენა პუტინმა დასავლეთს 21 სექტემბერს, რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებისას. 1 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის არაერთი სამხედრო მარცხი, ანექსირებულ დონეცკის ოლქში, ქალაქ ლიმანის დაკარგვით დაგვირგვინდა, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ღიად მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიყენოს “ტაქტიკური ბირთვული იარაღი”. ანუ მთლად ისეთი არა, რომელსაც მეგაპოლისების განადგურება შეუძლია, თუმცა კი იმაზე ბევრად მძლავრი, ვიდრე ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბები. 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ბირთვული არსენალი იცავს. მყიფე ტაბუ რუსეთმა თავისი ბირთვული დოქტრინა 2020 წლის ზაფხულში განაახლა. დოკუმენტის თანახმად, კრემლი იტოვებს უფლებას, პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი მას ბალისტიკურ რაკეტებს ესვრიან, ან შეუტევენ ჩვეულებრივი იარაღით, თუმცა ეს “საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს არსებობას”. დაარღვევს რუსეთი ტაბუს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას 1945 წლის შემდეგ ადევს? აზრები იყოფა. ოქტომბრის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ საფრთხე რეალურია, რადგან პუტინის არმია “საგრძნობლად მარცხდება”. “არმაგედონის საფრთხის წინაშე აღარ ვმდგარვართ კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ”, - განაცხადა მან. რობერტ ლეგვოლდისთვის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორისთვის, ეს იმის ნიშანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საფრთხეს რეალურად აღიქვამს. მისი თქმით, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ბირთვულ რაკეტებს ამზადებს, მაგრამ უკრაინის ტერიტორიების ანექსია და მათი დაცვის ვალდებულების აღება მართლაც ზრდის ბირთვული თავდასხმის საფრთხეს. აი, ამერიკულ ორგანიზაციაში, “ომის შემსწავლელ ინსტიტუტში” კი ფიქრობენ, რომ ტაბუ ტაბუდ დარჩება. “ისინი ცდილობენ უკრაინის დაშინებას და მის იძულებას, უკან დაიხიოს. ასევე აშინებენ დასავლელ პარტნიორებს, რათა დახმარება შეწყვიტონ. მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს”, - უთხრა რუსეთის მიმართულების ხელმძღვანელმა, კლარკ მეისონმა გამოცემა “ქარენთ თაიმს”. ლონდონის სამეფო კოლეჯის ბირთვული ექსპერტის, პროფესორ ჰითერ უილიამსის აზრით, ბირთვული რაკეტები გამოუყენებელი დარჩება, რუსეთის მთავარი მოკავშირის, ჩინეთის გამო, რომელზეც ახლა კრემლი ძალიანაა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ჩინეთის ბირთვული დოქტრინის თანახმად, პეკინი უარს ამბობს პირველ დარტყმაზე. “თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, ჩინეთს დაკარგავენ”, - უთხრა ექსპერტმა “ბიბისის“. შესაძლო პასუხი წინა კვირას, ბრიტანეთის დაზვერვის მეთაურმა, ჯერემი ფლემინგმა თქვა, რომ ამჟამად რუსეთს ბირთვული რაკეტები არ გაუმზადებია და თუ დააპირებენ, სპეცსამსახურები ამას აუცილებლად შეიტყობენ. საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ლიდერებმაც აღნიშნეს, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება სამხედრო პასუხი. თუმცა არა ბირთვული. მეტ დეტალს ჯერჯერობით არავინ ამხელს. “გარდიანის“ ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ მოვლენათა განვითარების არაერთ სცენარს. მათ შორის იმასაც, თუ როგორ უნდა აიცილონ პანიკა, რომელიც პუტინის მიერ ბირთვული რაკეტების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს. ამასობაში, 17 ოქტომბერს ნატომ დაიწყო ყოველწლიური წვრთნები და საკუთარი ბირთვული შეიარაღების მზაობას ამოწმებს. უახლეს ხანებში იმავეს იზამს რუსეთიც. ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანახმად, ნატოს ქვეყნებს 5493 რაკეტა აქვთ, რუსეთს კი 5977. ეს მიახლოებითი რიცხვებია, მაგრამ ორივეს ბირთვული არსენალი საკმარისზე მეტია საიმისოდ, რომ დედამიწა არაერთხელ განადგურდეს. სანდრო გვინდაძე სანდრო გვინდაძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. -
ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, 2023 წელს ოქროს ბურთის კანდიდატი გახდეს, – ინფორმაციას კომპანია BETCITY ანალიტიკოსების დასკვნების საფუძველზე ავრცელებს. 2022 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გახდა. მის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა: გასულ სეზონში თავდამსხმელმა „რეალის“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორივე ტურნირის ბომბარდირი გახდა. შეძლებს თუ არა ბენზემა კვლავ 2023 წელს პრიზისთვის ბრძოლას? კომპანია BETCITY-ს ანალიტიკოსებმა გააანალიზეს, ვინ გახდება პრესტიჟული ჯილდოს შემდეგი მფლობელი. სწორედ ამ საკითხის და მოთამაშეთა ანალიზის დროს გამოჩნდა ამომავალი ქართველი ვარსკვლავის გვარი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლიში“ გაიბრწყინა, ასევე საქართველოს ნაკრებში. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამეულში აუცილებლად მოხვდებიან ერლინგ ჰალანდი, კილიან მბაპე და ქარიმ ბენზემა. 21 წლის ქართველი მოთამაშე კი შანსებით მე-12 პოზიციაზეა. ის ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი მოთამაშეა, რომელიც ამ სიაში დაასახელეს.
-
საჰაერო იერიშების შედეგად ელექტროენერგია შეუწყდა უკრაინის კიდევ მეტ რეგიონს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმებისა და ენერგეტიკის ობიექტების მიზანში ამოღების გამო უკრაინაში 19 ოქტომბერს კიდევ უფრო მეტ სოფელს, დასახლებასა და ქალაქს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, აცხადებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. პარალელურად, ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, უკრაინის ძალების წინსვლის ფონზე. ერთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში გაგრძელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგად განადგურდა უკრაინის ელექტროსადგურთა თითქმის მესამედი, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1000-ზე მეტ დასახლებას. რუსეთის მხრიდან დაბომბვის შემდეგად ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ზაპოროჟიეს რეგიონში, ენერგოდარის რამდენიმე ნაწილში, ამბობს დმიტრო ორლოვი, მერი სამხრეთის ქალაქ ენერგოდარისა, რომელიც მდებარეობს ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურთან ახლოს. უკრაინის არმიის სამხრეთის დანაყოფი 19 ოქტომბერს აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ღამის განმავლობაში ჩამოაგდეს 12 დრონი. -
კიევმა დაითხოვა ყაზახეთში ელჩი, რუსების დახოცვაზე განცხადებების გამო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინამ თავისი ელჩი ყაზახეთში, პეტრო ვრუბლიოვსკი, სამსახურიდან დაითხოვა რუსების დახოცვის შესახებ აგვისტოში გაკეთებული განცხადებების გამო. პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლითაც ელჩი ოფიციალურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. ელჩი პეტრო ვრუბლიოვსკი სკანდალში გაეხვა მას მერე, რაც ცნობილ ყაზახ ბლოგერთან, დიას კუზაიროვთან ინტერვიუში თქვა: "რაც მეტ რუსს დავხოცავთ ახლა, მით ნაკლები მათგანის დახოცვა მოუწევთ ჩვენს შვილებს მომავალში". მოსკოვი და ყაზახეთში მოქმედი რუსული ორგანიზაციები ასტანას სთხოვდნენ დიპლომატის გაძევებას ამ განცხადებების გამო. ყაზახეთის ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, თუმცა კიევს მიმართა მისი შეცვლის თხოვნით. ზელენსკის თავის განცხადებაში ელჩის შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია. ყაზახეთს, რომელიც რუსეთის ეკონომიკური მოკავშირეა, ოფიციალურად არ დაუგმია მოსკოვის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. -
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ადგილობრივი მცხოვრები, 55 წლის თამაზ გლურჯიძე ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს. სოფელი ბერშუეთი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ოკუპირებულ სოფელ წინაგარს და ღრომის ხეობას ესაზღვრება. გლურჯიძის ნათესავების თქმით, ის თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი სახლში აღარ მისულა. მათივე სიტყვებით, კაცი მოგვიანებით ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა. ამჟამად ცხინვალის ციხეში, გლურჯიძის გარდა, საქართველოს ოთხი მოქალაქეა. მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძეა. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას საქართველოს ხელისუფლება ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მოითხოვს.
-
„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძისა და ამავე კომპანიის ორი თანამშრომლის ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი დადგინდება. „გუშინ მოვინახულე სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ აქვთ წარდგენილი. ჩემი დაცვის მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. ვაცადოთ გამოძიებას და ყველაფერი გაირკვევა. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მამუკა ბლიაძემ. რაც შეეხება საკითხს, იცოდა თუ არა ლაშა ფურცხვანიძემ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის თბილისის მერიისთვის გადაცემის შესახებ, მამუკა ბლიაძე ამბობს, რომ ფურხცვანიძემ არაფერი იცოდა და ეს აბსურდად მიაჩნია. მისივე თქმით, ლაშა ფურხცვანიძე აქამდეც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მომავალშიც ამას აპირებს. „სრულიად აბსურდად მიაჩნია. რა თქმა უნდა, არაფერი არ იცოდა. ძალიან ტრაგიკულია ის, რაც მოხდა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არ შეიძლება, ამ დანაშაულს რაიმე პოლიტიზებული ელფერი მივცეთ. ყველას ვაცადოთ მუშაობა. არაფერი არ იცოდა, არ ელოდებოდა დაკავებას. მან საჭირო ჩვენებები მისცა გამოძიებას და ითანამშრომლა, მომავალშიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან. არაფერი იცოდა, ყველაფერი მიაჩნია ბრალად. რა თქმა უნდა, არ აღიარებს“, – განაცხადა მამუკა ბლიაძემ. ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი, შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი, „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი, შპს „მშენექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ინსპექტორი, აგრეთვე ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. ამასთან, შსს-ს ინფორმაციის თანახმად, შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა ყალბი დასკვნა წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი გახდა.
-
ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ზოგადად პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში კი, რადიკალურად განსხვავებული სურათია. „ამ ხუთი წლის განმავლობაში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში განხორციელდა ათასობით პროექტი და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგელობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ. ამასთან, ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს კახა კალაძის მიერ ვაკის პარკში ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის მონახულების შესახებ, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობა. „რაც შეეხება ბავშვთან სტუმრობას, რომელიც გუშინ შედგა და შემდეგ ბავშვმა დადო ფოტოები მაისურით. ბავშვი იმ ტრაგიკული გარემოებების მონაწილე იყო და გადარჩა, მერის მხრიდან მასთან სტუმრობა იყო ელემენტარული პასუხისმგებლობის საგანი, რაც გააკეთა კახა კალაძემ. ბავშვმა რატომ დადო ფოტოები და ამის გამო ბავშვის ბულინგი,ესეც არასწორი მგონია. რაც შეეხება კალაძეს, მისი მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობის გამოვლინება.
-
ირანული დრონებით რუსეთის არმია სერიოზულ პრობლემებს უქმნის უკრაინას - გარდა იმისა, რომ ე.წ. მოპედების თავდასხმებს ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა და ნადგურდება ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ წინააღმდეგ უკრაინას ძვირადღირებული რაკეტების გამოყენება უწევს. მეტი თავდასხმა და მეტი მსხვერპლი - ოქტომბერში უკრაინის ცაზე ხშირად ხედავენ ირანული წარმოების ხმაურიან დრონებს, რომელთა წინააღმდეგ 100%-იანი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. ირანი რუსეთს „კამიკაძე დრონების“ (Shahed-136) გარდა, სხვა ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებსაც აწვდის. რა ზიანს აყენებს უკრაინას ირანული დრონები და რა გამოსავალი არსებობს შექმნილ სიტუაციაში? „მოარგეს გასაღები“ უკრაინელი სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ირანული დრონი ჰაერში აფრენისთანავე ქმნის პრობლემას, მიუხედავად იმისა, მისწვდება და ააფეთქებს თუ არა სამიზნეს, რადგან მასთან გასამკლავებლად უკრაინელებს ძვირადღირებული რაკეტების დახარჯვა უწევთ. თავად რუსეთი კი, მათ, ხშირად, ასევე ძვირადღირებული, ფრთოსანი რაკეტების ნაცვლად იყენებს. ირანული წარმოების ერთჯერადი გამოყენების, ე.წ. კამიკაძე დრონი, Shahed-136 (შაჰიდ-136), სხვადასხვა წყაროს ცნობით, 20 ათასი დოლარი ღირს და ის ბევრად იაფია რაკეტებთან შედარებით. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ირანულმა დრონებმა „ძალიან სწრაფად დაიწყეს უკრაინის სარაკეტო მარაგის გახარჯვა“ და მართალია, „რაკეტები ხვალ არ დამთავრდება“, მაგრამ „დრონებისთვის რაკეტების სროლა სისულელეა“. „პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მათ [რუსმა სამხედროებმა] მოარგეს გასაღები ჩვენს ანტისაჰაერო თავდაცვას - გვაიძულებენ, დავხარჯოთ მთელი სარაკეტო მარაგი დრონებთან ბრძოლაში... თავიდან მათ მიიღეს 300 ერთეული, მეორე პარტია კი ბევრად, ბევრად უფრო მეტია... 100 რომ გამოიყენონ დღეში, ერთი თვის განმავლობაში აქტიური თავდასხმის საშუალება ექნებათ... გარკვეული პაუზებით კი, მათ შეუძლიათ, რომ 2-3 თვის განმავლობაში ასეთივე საშინელებაში გვამყოფონ, როგორც ახლა“, - თქვა არესტოვიჩმა 17 ოქტომბერს, იუთუბარხ „ფეიგინ ლაივის“ ეთერში. არესტოვიჩის მსგავსად, უკრაინელი სამხედრო ექსპერტებიც განმარტავენ, რომ ირანული დრონების ჩამოსაგდებად უკრაინას საზენიტო არტილერია ესაჭიროება, რის თაობაზეც ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესი აუცილებლად უნდა დაჩქარდეს. როგორც პრაქტიკა მოწმობს, ირანულ დრონებს რუსეთი ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის - ენერგოობიექტების გასანადგურებლად იყენებს. ირანული დრონები პირველი არარუსული წარმოების იარაღია, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოიყენა.
-
- რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ბევრი რთული რამ ხდება ჩვენს თავს... ასეც რომ არ იყოს, სად დავბრუნდით, სურათებიც კი გაავრცელეს გიგი უგულავას მერობის დროს გარდაცვლილი ბავშვების. ის რომ უვარგისი იყო, შენც უვარგისი ხარ? ეტოლები?! - მოარული ხმები კორუფციის შესახებ დადასტურდა, ასე რომ არ იყოს, როგორ მოიგებდნენ მსგავსი კომპანიები ტენდერებს... - დამაზიანებლად დიდია დღეს ფულის როლი პოლიტიკაში, დაწესდეს ზედა ზღვარი რამდენი ფულის დახარჯვა შეუძლია პარტიას არჩევნებზე... სოფო ხორგუანი სტუმრად TV-პირველზე ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/671815714195724
-
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულებია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის მხრიდან უკრაინის ელექტროსადგურებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით მიტანილი იერიშები წარმოადგენს "ნამდვილი ტერორის აქტებს", რომლებიც ომის დანაშაულებს უტოლდება - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 19 ოქტომბერს. "გუშინ კვლავ ვიხილეთ რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ თავს უკვე ძალიან სასტიკ ომში. საერთაშორისო წესრიგი ძალიან მკაფიოა. ესენი ომის დანაშაულებია" - უთხრა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტის კანონმდებლებს. ერთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში რუსეთი მთელი უკრაინის მასშტაბით იღებს მიზანში სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რასაც მოჰყვა ათობით ადამიანის სიკვდილი, მწყობრიდან გამოვიდა ქვეყნის ელექტროსადგურების თითქმის მესამედი, 1000-ზე მეტ ქალაქს, დასახლებასა და სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. "სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმები, რომელთა მკაფიო მიზანია მამაკაცების, ქალების, ბავშვები უწყლოდ, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვება კარსმომდგარი ზამთრის ფონზე, არის ნამდვილი ტერორის აქტები და ჩვენ მათ სწორედ ეს უნდა ვუწოდოთ" - თქვა ფონ დერ ლაიენმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. -
„მოქალაქეები“ პარლამენტს სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატს წარუდგენენ, რის შემდეგაც მათი მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. „სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გვქონდა გასაუბრება. ისინი ერთი თხოვნით მოდიან, რომ მათი კანდიდატურები წარვადგინოთ და საშუალება მიეცეთ, საკუთარი შესაძლებლობა, მოსაზრებები პარლამენტის წინაშე გამოხატონ და მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე დადგეს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 19-ვე კანდიდატი წარვადგინოთ. ამის შესაძლებლობას რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება იძლევა. წარვადგენთ უკლებლივ ყველა კანდიდატს, ყველას მოსმენა გაიმართება პარლამენტში და ყველას სახელი და გვარი დადგება კენჭისყრაზე. კენჭისყრა არის გახსნილი, ღია. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. არ ვაპირებ კანდიდატების მიმართ ფავორიტიზმით დაკავებას, რადგან ძირითადად, იაგო ხვიჩიას გარდა, არავის ვიცნობ. ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ და სახალხო დამცველობისთვის იბრძოლონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით პროცესს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება. „ყველას მიეცემა პარლამენტის წინაშე წარდგომის საშუალება. დამოკიდებულება, რომ ვიღაცას ვიღაცა მოსწონს და ვიღაცას არ მოსწონს, უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა იოსელიანმა.
-
საკრებულოს დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის საკრებულოს წევრები "ლელოდან", "ნაციონალური მოძრაობიდან" და ანა დოლიძის პარტიიდან "ხალხისთვის" თბილისის მერიის შენობაში არ შეუშვეს. მათ სურდათ დასწრებოდნენ მთავრობის სხდომას და მერისთვის კითხვები დაესვათ 13 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიაზე. ადგილზე მერიის უსაფრთხოების სამსახურის გარდა, პოლიციის კორდონია ჩაყენებული. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციონერებს შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს, დეპუტატები კი ამბობენ, რომ როგორც საკრებულოს წევრებს, სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება აქვთ. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომა ჩვეული ფორმატით ვერ გაიმართებოდა და საზოგადოებისთვის მიმართვის შემდეგ, რამდენიმე წუთში სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს. ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 9 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს დაკავებულთა ბრალეულობაზე - გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში საქმე ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას. -
მერიის ის მაღალჩინოსანი, რომლის სამსახურმაც ვაკის პარკის შადრევანი ჩაიბარა, გადადგა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მან გადაწყვეტილება თავად მიიღო. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური იყო უწყება, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოები ჩაიბარა - შადრევანის გახსნის მეორე დღეს წყალში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტა, მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. სამუშაოების ჩაბარებაში ჩართული გიგა გიგაშვილის მოადგილე გუშინ პოლიციამ დააკავა. "დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა. “ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ითხოვენ, კახა კალაძემ მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და მერის თანამდებობა დატოვოს. გამოძების ინფომაციით, მერიის კონტრაქტორმა კომპანია "გრინსერვის +"-მა, რომელიც ვაკის პარკში შადრევანის სარებილიტაციო სამუშაოებს ამზადებდა, ყალბი დასკვნა მოამზადა. ეს დასკვნა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ჩაიბარეს. -
ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ დაზვერვის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან იმუშავებენ, სადაც ირანიდან ჩატანილი უპილოტო თვითმფრინავებია ბაზირებული. ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები არიან, რომელიც აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს აღიარებული. გამოცემა წერს, რომ როდესაც ირანმა რუსეთში თვითმფრინავების პირველი პარტია განათავსა, რუსი ოპერატორების შეცდომებმა ისინი არაეფექტური გახადა. „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, რუსეთმა ირანში გაგზავნა თავისი პერსონალი უპილოტო თვითმფრინავების შესასწავლად, მაგრამ, რადგან პრობლემები გაგრძელდა, ირანმა გადაწყვიტა, თავისი ინსტრუქტორები ყირიმში გაეგზავნა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს, უპილოტო თვითმფრინავებთან ერთად, მიწა-მიწა ტიპის რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა.
-
კახა კალაძემ მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას დაავალა, რომ ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება განხორციელდეს ყველა იმ სამუშაოსი, რომლის ექსპერტიზაც „მშენექსპერტს“ აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, უნდა შემოწმდეს ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზაც იმ საექსპერტო ბიურომ შეასრულა, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. „მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაღა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას, დღეს მთავრობის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ და ვერ იქნება, რადგან განსხვავებული ფორმატია, შესაბამისად მთავრობის სხდომა დასრულებულია“, – განაცხადა კალაძემ.
-
მიხეილ დაუშვილი - დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა; შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ დაუშვილი აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი რეაგირების პირობებში, სისტემური კორუფცია გაგრძელდება და ტრაგედიები მომავალში თავიდან ვერ იქნება აცილებული. "გუშინ საზოგადოებამ იხილა შინაგან საქმეთა საინისტროს ბრიფინგი 9 პირის დაკავების შესახებ. სამწუხაროდ, ოცნება ცალკეული პირების დაკავებით ცდილობს შექმნას რეაგირების მოჩვენებითი განცდა და აირიდოს რეალური პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე. ფაქტია, რომ გუშინდელი ბრიფინგითაც დადასტურდა თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემები, რაც მათ შორის, პოლიტიკურ კორუფციულ სქემებს უკავშირდება. ხელისუფლებას ამ დრომდე არ ჰქონია მომხდარზე ადეკვატური რეაგირება. ამგვარი, მოჩვენებითი რეაგირების პირობებში, სისტემური კორუფცია გაგრძელდება და სამწუხაროდ უმძიმესი ტრაგედიები მომავალში თავიდან ვერ იქნება აცილებული. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებები და: • დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა; • შექმნას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში; • გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის, პროკურატურის და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირებისთვის; • განახორციელოს რეალური რეფორმები, რაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის და შესაბამისად, სისტემური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრას უზრუნველყოფს" - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს კახა კალაძეს მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ. "აშკარაა რომ კალაძე გაურბის პასუხისმგებლობას. შეგახსენებთ, რომ ბატონი კალაძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე ნამყოფია მხოლოდ ერთხელ, როდესაც მტკიცდებოდა თბილისის მთავრობა. ამავე სხდომაზე კახი კალაძეს ჩვენმა გუნდმა შესთავაზა ანტიკორუფციული კომისიის შექმნა, თუნდაც დახურულ ფორმატში, რამაც ბატონი მერის აგრესია გამოიწვია. ბატონ კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ"- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
-
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ირანული წარმოების „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა დაახლოებით ორ კვირაში მოგვარდება. „ძალიან მალე უკრაინა მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს დღებში უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.
-
ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გაიტანენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ ირანული დრონების იმპორტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 231-ე მუხლის დარღვევაა. გარდა ამისა, უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს იწვევს, რათა შეისწავლონ დრონები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშისთვის იყენებს.
-
„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლის, კობა ხარშილაძის განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკის პარკში მომხდარზე სიმართლე დადგინდეს. ხარშილაძის თქმით, არანაირი დოკუმენტი არ გაყალბებულა. „ჩვენი ინტერესია, დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. გამოძიება მიმდინარეობს და იტყვის თავის სიტყვას. დოკუმენტები რა თქმა უნდა არ გაყალბებულა. ვინც ამ საქმესთან ოდნავ შემხებლობაშია, იტყვის, რომ ეს წარმოუდგენელი იყო. მინდა, სიმართლე დადგინდეს. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ეს შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, ამის თქმა შემიძლია“, – განაცხადა ხარშილაძემ. ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი 18 ოქტომბერს დააკავა.
-
კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ იხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი ცხრა პირის დაკავების შესახებ, სამწუხაროდ, „ოცნება“ ცალკეული პირების დაკავებით, ცდილობს შექმნას რეაგირების მოჩვენებითი განცდა და აირიდოს რეალური პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე. „ფაქტია, რომ გუშინდელი ბრიფინგითაც დადასტურდა თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემები, რაც მათ შორის, პოლიტიკურ კორუფციულ სქემებს უკავშირდება. ხელისუფლებას ამ დრომდე არ ჰქონია მომხდარზე ადეკვატური რეაგირება. ამგვარი, მოჩვენებითი რეაგირების პირობებში, სისტემური კორუფცია გაგრძელდება და სამწუხაროდ უმძიმესი ტრაგედიები მომავალში თავიდან ვერ იქნება აცილებული. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებები – დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა; შექმნას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში; გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის, პროკურატურის და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირებისთვის; განახორციელოს რეალური რეფორმები, რაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის და შესაბამისად, სისტემური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს კახა კალაძეს მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ. „აშკარაა, რომ კალაძე გაურბის პასუხისმგებლობას. შეგახსენებთ, რომ ბატონი კალაძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე ნამყოფია მხოლოდ ერთხელ, როდესაც მტკიცდებოდა თბილისის მთავრობა. ამავე სხდომაზე კახი კალაძეს ჩვენმა გუნდმა შესთავაზა ანტიკორუფციული კომისიის შექმნა, თუნდაც დახურულ ფორმატში, რამაც ბატონი მერის აგრესია გამოიწვია. ბატონ კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ“, – განაცხადა დაუშვილმა.