Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    862.346

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ქოცური ავტორიტარიზმის საქართველოს ევროკავშირი უარს ეტყვის“ — ნატა საბანაძე

მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის მოწვეული პროფესორი, 2013-2021 წლებში საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატა საბანაძე მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება ადვილი არ იქნება, თუმცა ის ფაქტი, რომ ასეთი კანონპროექტი საერთოდ განიხილება, „ძალიან საგანგაშოა“. საბანაძე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში ისედაც დაბალია, მაგრამ განსხვავებული აზრი ისმის სწორედ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან, რომელთა დაფინანსების მთავარი წყარო გრანტებია. „გამოდის, რომ ამ განსხვავებულ აზრ

ლატვია უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ ავტომანქანებს გადასცემს

16 თებერვალს ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ. შესწორება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილების უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით თებერვლის დასაწყისში ლატვიის ფინანსთა მინისტრი არვილს აშერადენსი გამოვიდა. სააგენტო Delfi-ის თანახმად, აღნიშნული კანონი უკრაინისთვის, სხვადასხვა ავტოტექნიკასთან ერთად, ლატვიის ხელისუფლების მიერ ნასვამი მძღოლე

რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩასულ ასლან ბჟანიას არ შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩასულ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, ამ ეტაპზე, შეხვედრას არ აპირებს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს. „პუტინის განრიგში არ შედის შეხვედრა აფხაზეთის პრეზიდენტთან“, - ნათქვამია პესკოვის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში. აფხაზური საინფორმაციო წყაროები კი იუწყებიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია, სამუშაო ვიზიტით, რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა. აფხაზთა

შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გარკვეული ჯგუფები ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, რაც ჩემი აზრით, ანტიდემოკრატიულია

გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების წინაშე როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება. „ისეთი

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს შეძენილი ბილეთების დაბრუნებას სთავაზობს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა შეფერხებები ჰქონდეთ. ასევე მათი განცხადებით საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოსალოდნელია მცირე დაგვიანებები. მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს გაყიდული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. ,,მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დ

ბათუმში ნაპოვნი ჩვილი კლინიკაშია მოთავსებული

ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთთან ორი დღის წინ კალათში ჩასმული ჩვილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვი ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც გულისხმობს "სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად". rad

ვიქტორია ნულანდი: „მხარს ვუჭერთ უკრაინის დარტყმებს ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე“

აშშ-ი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც რუსეთს აქვს განლაგებული ყირიმში და მხარს უჭერს უკრაინის მიერ მათზე მიტანილ იერიშებს, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა. ნულანდის თანახმად, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძული თავის სამხედრო პლაცდარმად გადააქცია, განლაგებული აქვს მასზე საბრძოლო ტექნიკა, შეიარაღების ბაზები და მართვის ცენტრები, რომლებიც ემუქრებიან და შემდგომშიც დაემუქრებიან უკრაინის უსაფრთხოებას მანამ, სანამ ისინი იქ ია

ჯანდაცვის მინისტრი - სასწრაფო გადაუდებელ სამსახურთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მოსმენისას განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად იღებდა გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა გადაეყვანა პაციენტი, ახლა ეს ავტომატურად ხდება ადგილმდებარეობისა და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე. ამასთან, მინისტრის თქმით, გააქტიურდა პარამედიკოსების სერვისი, მალე კი სამედიცინო უნივერს

მიხეილ დაუშვილი - სააკაშვილის მმართველობისას უმძიმეს ვითარებაზე არავინ ვდავობთ, პრობლემა ის არის, რომ „ოცნების“ მოქმედებების გამო პარტნიორებმა საკითხი ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაიტანეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არავინ დავობს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იყო. მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ქმედებებით პარტნიორებში კითხვები გააჩინა, რამდენად დაცულია სააკაშვილის ჯანმრთელობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. როგორც დაუშვილი ამბობს, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს პარტნიორებს სააკაშვილის საკითხი მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში აქვთ გადატანილი. „არავინ ვდავობთ ი

იენს სტოლტენბერგი - გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე

ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, გაგრძელდება დაახლოება ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. „ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, შემდეგ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. გავაგრძელ

გიორგი გახარია - ივანიშვილის და „ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე - რაც არ უნდა მოხდეს, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, ამ ვალს დავაბრუნებ!

ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გი

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს - რუსეთი წელს აუცილებლად დამარცხდება

მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიების პირველი დღის პანელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა, რომელიც კონფერენციას დისტანციურად ესწრება. მან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ბრძოლა ბიბლიურ ეპიზოდს შეადარა, სადაც დავითმა გოლიათი დაამარცხა. „ვფიქრობ, რომ კონფერენციის ამ ნაწილს „დავითი დნეპროზე“ უკრაინის პატივსაცემად, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსო

შოთა არველაძე - თურქები აფასებენ ჩვენს მხარდაჭერას და დიდ სითბოს გამოხატავენ

საქართველოს ნაკრებისა და „ტრაბზონსპორის“ ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ეხმაურება თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ტრაბზონში მატჩისას გამართულ პერფომანსზე, იმ ქვეყნების დროშებს შორის, რომლებიც თურქეთს ეხმარებიან, საქართველოს დროშა არ იყო. „თურქეთში რთული დროა და დღემდე გრძელდება მაშველი ჯგუფების უწყვეტი მუშაობა. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს შეთავაზებით და ძალისხმევით თურქეთში ქართველი მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. თუ

LiveFeed | „ნაპოლის“ ფეხბურთელები თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან - ყველაფერი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლიში“ 2022 წლის ივლისში გადავიდა. მას მერე ქართველ ფეხბურთელზე პოპულარული გამოცემებიც რეგულარულად წერენ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებმაც ძალიან შეიყვარეს. ჩვენს LiveFeed-ში საშუალება გაქვთ, გაეცნოთ ყველაზე საინტერესო მომენტებს კვარაცხელიას ნეაპოლური, ასევე სანაკრებო ცხოვრებიდან. ინფორმაცია განახლებადია. 12.02.2023 „ნაპოლის“ ფეხბურთელები თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან  

კენეტ იალოვიცი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება დაპირებები გასცენ, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება - არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება - ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც ყველა დანარჩენს, - ამის შესახებ საქართველოსა და ბელარუსში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიციმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხა

ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. ენათმეცნიერ გიორგი გოგოლაშვილის თქმით, შენობა ავარიულია, თუმცა პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა. გოგოლაშვილის თქმით, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობას წლებია, მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი აქვს და ამის შესახებ სახელმწიფოს ყველა ინსტანციამ იცის. „ავარიული შენობა არის დიდი ხანია, მეოთხე კატეგორიის ავარიული. იცის ეს ყველა ინსტანციამ და გვპირდებიან მდგომარეობის გამოსწორებას, ანუ ახალ შენობას ან გარემონტება

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას

ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ის, რომ ნიდერლანდები ემხრობა, ეს თვითმფრინავები [უკრაინას] გადაეცეს - დიახ. მაგრამ მეტს ამაზე არ ვისაუბრებდი, ვინაიდან ეს პროდუქტიული შედეგის მიღწევაში შეიძლება არ დაგვეხმაროს, რადგან აქ [მოლაპარაკებებში] ბევრი მონაწილეა”, - აღნიშნა რუტემ. ამავდროულად, ნიდერლანდ

ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ოპერატიული შეკრება გაიმართა

13-17 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ოპერატიული შეკრება გაიმართა. ამის შესახებ ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი იუწყება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული მხარის თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, ძალოვანი სტრუქტურებისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა, ასევე, ეგრეთწოდებული პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისა კომიტეტის წევრებმა. ,,შეკრების მთავარი მიზანი იყო სამეთაურო შემადგენლობისა და სარდლობის, ასევე

Corriere dello Sport-ი: ადამიანების უმრავლესობა მიმართულების ასეთი ცვლის დროს ერთ კოჭს მაინც ამოიგდებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ,,ნაპოლის“ მაისურით მეათე გოლი გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, თავის სტილში რამდენიმე მეტოქე მოატყუა და დრიბლინგით კიდევ ერთი ულამაზესი გოლის მომსწრენი გავხდით.  „ნაპოლიმ“ ამჯერად გასვლით მატჩში „სასუოლოს“აჯობა და ანგარიშით: 2:0 გაიმარჯვა. მოწინააღმდეგის კარში მეორე გოლი ნიგერიელმა ფეხბურთელმა ვიკტორ ოსიმენმა გაიტანა. ,,კვარადონას“ კლუბი სერია A-ში უახლოეს მდევარს, უკვე, 18 ქულით

ეკონომიკური გუნდის მინისტრები სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, პირველადი სასურსათო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინი

სტიქიიდან 275 საათის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანი ამოიყვანეს

6 თებერვალს მომხდარი მასშტაბური მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, თურქეთში, ჰათაის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს. სტიქიის ზონაში, ნანგრევების ქვეშ ისინი 275 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა.

საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა და ორგანიზების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში 3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა

ემანუელ მაკრონი: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ ის გაიმარჯვებს და ევროპაში მშვიდობა დამყარდება. „შეერთებული შტატები და საფრანგეთი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვების მიღწევამდე და ევროპაში მშვიდობის დაბრუნებამდე“, - წერს მაკრონი „ტვიტერში“, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. მისი თქმით, მოკავშირეები ასევე მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზ

პოლონეთი უკრაინისთვის თავისი MiG-29-ების გადაცემის საკითხს განიხილავს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი უკრაინისთვის თავისი MiG-29-ების გადაცემის საკითხს განიხილავს და თუკი უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების მიზნით კოალიცია შეიქმნება, ის ასეთ კოალიციას შეუერთდება. ამასთან, დუდამ განაცხადა, რომ F-16-ის გამანადგურებლების გამოყენების მიზნით პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია. „უკრაინელი მფრინავების მომზადებას ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი მომზადება სჭირდება, ხოლო რაც შეეხება MiG-29 ან Su ტიპის თვითმფრინავებს, უკრაინელი მ
×
×
  • შექმენი...