Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    866.876

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ წყვეტს თავდასხმებს დონეცკსა და ლუგანსკში, თუმცა დიდ ზარალს განიცდის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა

დამპყრობლების დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე მოისმინეს უკრაინელი მეთაურების გაფართოებული და დეტალური მოხსენებები ფრონტის ხაზიდან. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ

ნათია მეზვრიშვილი - როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია

როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრთან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარეები არ ესწრებიან, "ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია“. როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, შეხვედრაზე კი პარტიის ლიდერები იყვნენ მიწვეულები. "შეხვედრაზე დეპოლარიზაციაზე იყო საუბარი,

2012 წლის შემდეგ პირველად! სარჩელი გიული ალასანიას წინააღმდეგ – სოფიო ხორგუანი სააკაშვილის დედის მიერ უკანონოდ მიტაცებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვს

უფლებათა დამცველმა სოფიო ხორგუანმა გიული ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი დაახლოებით 10 დღის წინ შევიდა სასამართლოში. სარჩელის მოთხოვნაა არარად იქნას აღიარებული დოკუმენტაცია, რომლითაც გიული ალასანიას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო ქონება. სოფიო ხორგუანი ითხოვს სასამართლომ არარად აღიაროს: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანება –  „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე  731 კვ.მ მიწის ნაკვეთის, კოსტავას

ირაკლი კობახიძე - ყურადღება გადატანილია უკრაინისა და მოლდოვისკენ, ერთგან ომია, მეორეგან ხელისუფლების გამაგრების კონკრეტული ინტერესი, საქართველოში მშვიდობაა და ეს არის ჩვენი დამსახურება

უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენ აბსოლუტურად სოლიდარულები ვარ და ეს გამოხატულია ყველა ფორმით, მაგრამ სამწუხაროდ, არის უკრაინის ხელისუფლება, რომელიც დგამს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე კონფრომტაციულ ნაბიჯებს, ეს ყველაფერი არ გვაძლევს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთია უკრაკნელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინი ხელისუფლების ქმედებები. „

კახა კალაძე - მოქალაქეები ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდიდან მიიღებენ

დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის თბილისის მერია 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს. „ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქუჩებზე გვაქვს საცობები და მოქალაქეებს არ

"საქართველოსთვის" - ლუკაშენკოს შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან არის ოცნების საგარეო პოლიტიკის სრული კრახის და დასავლეთის მტრად გამოცხადების შედეგი

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ. "ლუკაშენკოს შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან არის ოცნების საგარეო პოლიტიკის სრული კრახის და დასავლეთის მტრად გამოცხადების შედეგი. შედეგი იმისა, რომ ოცნებამ ფსონი უკრაინის დამარცხებაზე დადო, ისტორიის არასწორ მხარეს დადგა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და შესაბამისად, გარანტირებული გრძელვადიანი მშვიდობა. ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წლ

ევროკავშირი მეორე ხელით აფინანსებს პოლარიზაციას - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატების პრორუსულ კანონპროექტზე საუბრისას კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ საიდან და რისთვის ფინანსდება. მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა საერთაშორისო პარტნიორები აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწობენ პოლარიზაციას. მან მაგალითად მოიყვანა ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოში პოლარიზაციას აღვივებს და ენმ-ის „ექსტრემისტული ფ

გამჭვირვალობა არაფერ შუაშია, აქ მთავარია აგენტის იარლიყი - ვარლამ გოლეთიანი კობახიძეს პასუხობს

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საათის წინ თქვა, რომ მალე შეიქმნება აგენტების რეესტრი და ყველა გაიგებს ვისგან ფინანსდებოდა ნამოხვან ჰესის დაბლოკვა. მან თქვა, რომ აქ ჩართული იყო არარუსული წყაროებიც. „ვადევნებ თვალს ამ ამბავს, (კანონპროექტს უცხოეთის აგენტების შესახებ), ამბობენ, რა პრობლემა გაქვთ გამჭვირვალობასთანო, ამათ კარგად მოუძებნეს წერტილი, სად შეიძლება დაარტყან ორგანიზაციებს, ხალხს, ვინც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თითქოს ვინმე გამჭვირვალობის წინააღმდეგია, თორემ ვინ მოვიდა, ვინ

2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევაში მოცემულია რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკაც. TI-ის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. გასულ წელს რუსეთიდან სულ 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. ეს მონაცემი 26%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცალკე აღებულ სექტემბერ-დეკემბერში 2022 წელს რუსეთიდა

ჯანდაცვის სამინისტრო - ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს

მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. „მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრი

გიორგი გახარია - ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი - საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება

ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება. „ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, შეწყვიტოს საქართველოს ნამდვილ

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, „ხალხის ძალისა“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. 2024 წლამდე პარლამენტში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლ

მაია სანდუ - პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ

პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ , - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პირად “ფეისბუქ” გვერდზე წერს. “აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მოწვევით ვარშავაში საჯარო ღონისძიებას ვეწვიე, სადაც იგი ისტორიული სიტყვით გამოვიდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის წლისთავს ეძღვნება. მისი გამოსვ

ოლექსი რეზნიკოვი - რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებისა და ნადავლის სახით შეუძლიათ

24 თებერვალს უკრაინა გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში რუსულ ნადავლ ტანკებს გამოფენს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “დღეს ღამით 4 რუსული ტანკი ევროკავშირსა და ნატოში “შეიჭრა”. თუმცა უკრაინული არმიის წყალობით არის ნიუანსი. 24 თებერვალს 4 ქვეყნის მოქალაქეები - გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის - ერთდროულად ნახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ როგორც სამუზეუმო ექსპონატებს და

23 თებერვალს, 20:50 საათზე, TV პირველზე, გიორგი გახარია სტუმრად ინგა გრიგოლიასთან

23 თებერვალს, 20:50 საათზე, TV პირველზე, გიორგი გახარია სტუმრად ინგა გრიგოლიასთან, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავის სოციალურ ქსელში ანონსს აქვეყნებს. 

კახა ქემოკლიძე - გახარიას შეიძლება დააბრალონ, რომ წავკისის სახლში წყალბადის ბომბს ამზადებს, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ - კობახიძის განცხადებებზე კი ძალიან ვიცინით ხოლმე

გიორგი გახარიას კორუფცია კი არა, შეიძლება დააბრალონ, პირობითად, რომ წავკისის სახლში, ოჯახურ პირობებში წყალბადის ბომბს ამზადებს, რომ მიყიდოს ირანს და შემდეგ ირანმა წყალბადის ბომბი გამოიყენოს უკრაინაში ან რუსეთში და დააბრალონ შემდეგ ამერიკელებს - ირაკლი კობახიძის განცხადებებზე ჩვენ ძალიან ვიცინით ხოლმე , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი გახარიას კორუფციაში დასდონ ბრალი. როგორც კახა ქემოკლი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევში ვბრუნდები. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, ვიდრე მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში“, - დაწერა სანჩესმა „ტვიტერზე“. ცნობისათვის, ესპანეთი ნატო-ს იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინაში თანამედროვე ტანკების გაგზავნას დათანხმდნენ.   IPN

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ტაჯიკეთში ადგილობრივი დროით 08:37 საათზე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მედიის ცნობით, მიწისძვრის ძლიერი ბიძგები ორივე ქვეყნის დასახლებულ პუნქტში იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. PALITRA

ბექა ლილუაშვილი - ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ

ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. „პარტიას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვქონდა პოზიცია, რომ ყველას თავის შეხედულების შესაბამისად შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია და ჩვენ არ ვუკრძალავთ არავის, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შეუერთდეს პარტიიდან. ჩემი მიზანი აქციაზე მისვლის უკრაინის მხარდაჭერაა, მე იქ მივდივარ,

გლდანის რაიონში მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გლდანის რაიონში მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „გაზმომარაგება შეუწყდა გლდანულას კორპ. (იგივე გლდანის ხევი) # 1, 1ა, 10, 2, 2ა, 3, 3ა, 4, 5, 6, 6ა, 7, 7ა, 8, 8ა, 9, გლდანის VI მ/რ, კორპ. # 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 10, 14, 14ა, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 23ა, 24, 26, 27, 28, 29, 30, 30ა, 31, 32, გლდანის VI მ/რ, კორპ. 18-ის მიმდებარედ მდ

„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა“

„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კერძოდ, კვლევაში განხილულია 366 ათასი ბინა. საიდანაც, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 56% არის აშენებული 1961-1990 წლების პერიოდში; ბინების 14% 1960 წლამდეა აშენებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ბინების 70% ანუ 366 ათასიდან 256 200 ბინა 30 წელზე მეტი ასაკისაა. ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია

შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი აამოქმედა

დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალის, infohub.rs.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემები. როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი – მნიშვნელოვნად გამარტივდება. „Infohub-ზე განთავსებულია და მ

რიში სუნაკი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება

უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. სუნაკის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ სიტუაციაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მარტო ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ნატო-შ

ბექა ლილუაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დასავლური ქვეყნების მიმართ მტრული განწყობების დეკლარირებაა

„ხალხის ძალის“ კანონპროექტი დასავლური ქვეყნების მიმართ მტრული განწყობების დეკლარირებაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, კანონის ინიციატორებს გააზრებული არ აქვთ, 50-60 წლის წინ მსგავსი კანონის ინიცირება რას ემსახურებოდა. „ეს კანონი მკაფიოდ აფიქსირებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესების დაზღვევას. ხელისუფლების მხრიდან ეს კანონი დასავლური ქვეყნების მიმართ არის მტრული განწყობების დეკლარირება. რა მი

შალვა პაპუაშვილი - ქართულ პოლიტიკაში ბევრია, ვინც პარაზიტობს უკრაინის თემაზე, როდესაც აქციას აანონსებ და შემდეგ მიდიხარ კიევში, რომ იქიდან პირდაპირი ჩართვები განახორციელო, სწორედ ეს არის პარაზიტობა

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი, ჩვენ არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები თავად არ იმყოფებვიან საქართველოში. „რაც შე
×
×
  • შექმენი...