Jump to content
Planeta.Ge

ოლექსი რეზნიკოვი - რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებისა და ნადავლის სახით შეუძლიათ


24 თებერვალს უკრაინა გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში რუსულ ნადავლ ტანკებს გამოფენს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

javshanteqnika.jpg

“დღეს ღამით 4 რუსული ტანკი ევროკავშირსა და ნატოში “შეიჭრა”. თუმცა უკრაინული არმიის წყალობით არის ნიუანსი. 24 თებერვალს 4 ქვეყნის მოქალაქეები - გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის - ერთდროულად ნახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ როგორც სამუზეუმო ექსპონატებს და ნადავლს შეუძლიათ”, - წერს რეზნიკოვი.

მინისტრმა განცხადებას ერთად სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომი ჯავშანტექნიკის ფოტოები დაურთო.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...