Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.167

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს მიმართა - ნახვამდის, ქემალ

ნახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს. „ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის“, – აღნიშნა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, „შედეგები მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლისკენ მიდის“. „ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – მიმართა ედროღანმა მხარდამჭერებს სტამბო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში რაფაელ გროსი ასევე კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების პროგრამის დაანონსებას გეგმავს. გროსი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. "გავემგზავრები უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან შესახვედრად, ასევე წარვადგენ ნოვოკახოვკას კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების პროგრამას. შევა

სუს-ის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში  ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არ პასუხობს. დღეს, 7 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტს  3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგენს. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, პარლამენტს ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე აცნობს, რაც DRI-ის შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა. რადგან ორგანიზაციის განცხადებით, სწ

პეტერ ფიშერი - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები. „რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ჩვენ პატივს მივაგებთ მსხვერპლს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიან

აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიას სთავაზობს

„ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ (AmCham) სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ. „ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის ს

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალ პაკეტში შედის 10 000-ზე მეტი ჭურვი Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის და ასევე შეჯავშნული ხიდგამდები Beaver. გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა საზღვრის დაცვის ოთხი მანქანა, 20 000 სათვალე, 32 სატვირთო Zetros-ი, და ოთხი ნახევრადმისაბმელი.ახალ პაკეტში ასევე შედის რვა მილიონზე მეტი ვაზნა და თითქმის 40 მმ-იანი 27 000 ერთეული საბრძოლო მა

როგორ წაართვა კულტურის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდი მწერალთა სახლის შემოქმედებით ჯგუფს

გუშინ და დღეს მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წინააღმდეგობრივი განცხადება გამოქვეყნდა. 7 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე გაზიარდა კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური. მოგვიანებით განცხადება წაიშალა და დაწერეს, რომ ის იყო შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური. მოგვიანებით აღნიშნული განცხადებაც წაიშალა ფეისბუქისგვერდიდან. 8 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე ისევ გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს ის განცხადება,

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება

ვფიქრობ, პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა არათუ უნებლიედ და გარკვეული ბუნდოვანებით გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუ

გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე

ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე, ნინა ჯეჯელავა ადასტურებს. მწერალი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. ზურაბ ქარუმიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1983-2000 წლებში ის იყო თსუ-ს XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ. 1994-95 წლებში მუშა

გორში ძაღლი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება

გორში ძაღლი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკი მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე ვადით. ნეტგაზეთი

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები — „საერთაშორისო გამჭვირვალობის" სია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სისტემატიზებულად აგროვებს ინფორმაციას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი. ორგანიზაციის განცხადებით, მათი მიზანია, შეიქმნას მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, თვალყური ადევნონ დარღვევებს და დაინახონ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი. TI წერს, რომ ამ სიის მიზნებისათვის მაღალი რანგის თანამდებობის პირად მიიჩნევა ფუ

"2006 წლიდან ათენში ვარ, ემიგრაციაში. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, არა უშავს... "

"2006 წლიდან ათენში ვარ, ემიგრაციაში. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, არა უშავს... " - რატომ არ გაჰყვა კინოს ყველაზე პოპულარული წითური გოგონა "იმერული ესკიზებიდან" 28 თებ. 2024 რატომ არ გაჰყვა კინოს ყველაზე პოპულარული წითური გოგონა "იმერული ესკიზებიდან", ნანა ქვათელაძე და რას ყვება "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში: "მე 2006 წლიდან ათენში ვიმყოფები, ემიგრაციაში ვარ. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, არა უშავს... იმერული

გიორგი გახარია - "ოცნება" სტრატეგიულად დამარცხებულია და შეეცდება არჩევნები გააყალბოს

"ოცნება" სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.  "ხელისუფლებას აქვს ილუზიური სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება შეინარჩუნოს" - თქვა გიოგი გახარიამ. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ "ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას დაკარგავს. ამასთანავე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ღიად განმარტავს, რომ ოლიგარქის გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ერთს, არჩევნების გაყალ

პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა. ორგანიზაცია მოუწოდებს Შინაგან საქმეთა სამინისტროს: უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის & საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეწყვიტოს აქციის დაშლის უკანონო პრაქტიკა. ორგანიზაცია მოუწოდებს Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: – დაემორჩილონ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო

იმნაძის თქმით, აშშ-ს მხრიდან NCDC-ისთვის „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა ლაპარაკი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. „არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რ

ცაჰკნა: ესტონეთი არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. 2008 წლის 7 აგვისტოს  რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. 2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება

კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რისლკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ბელოუსოვი თავის “ტელეგრამ” არხზე წერს. “რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის”, - წერს ბელოუსოვი. მისი თ

ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი უკრაინის კონტროლის ქვეშ არის

რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მას რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ამჟამად, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვე

ნათია მეზვრიშვილი - როგორ შეიძლება კობახიძისგან გასამართლების მუქარა სერიოზულად აღიქვა (ვიდეო)

როგორ შეიძლება კობახიძისგან გასამართლების მუქარა სერიოზულად აღიქვა ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  

TASS-ი -კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი. ipn

გორში ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბაბაევი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დღეს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  „ქართული ოცნების” მოსახლეობასთან შეხვედრაა დაგეგმილი. მედიის ცნობით, ბაბაევის რესტორანი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედაა, სადაც დღევა

GWP: 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება. კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6773 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8283 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8300 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ანა ბუჩუკური - ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი

სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას, როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია, მაგრამ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისივე თქმით, ის, რასაც უმრავლესობა ორი დღის განმავლობაში აკეთებდა, არაკონსტიტუციურია. „ამ კომისიას როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია. ამას ადასტურებს ღიად „ქართული ოცნება“, მაგრამ კომისია რომ შეიქმნას, შეიძლება იმაზე უკეთესი მტკიცებულება ვერ დავდოთ მაგიდაზე, ვ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს

რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება. „დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავ
×
×
  • შექმენი...