Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.168

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოს მთავრობამ დასავლეთისგან, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრანტის სახით 2.8 მილიარდი ლარი მიიღო

საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს. კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად“ მიიჩნევს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას [თუ მის მიერ „წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“] და არ ეხება მთავრობას. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთ

საქართველოს მთავრობა უკრაინაში გასაგზავნად გენერატორებს შეისყიდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობამ გენერატორების უმოკლეს ვადაში შესყიდვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს დაავალა. არც პრესსამსახური და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებენ, რამდენი გენერატორი გაიგზავნება უკრაინაში საქართველოდან. "ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში არასოდეს ა

საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს,“ — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიმონას შატუნასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე. „ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის სწორი დროა. და ივნისში უნდა გვქონდეს სამთავრობოთაშორისი კონფერენციები უკრაინასა და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოს. ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს. მათი უცხოელი აგენტების კანო

საქართველოს მთავრობა - პრემიერ-მინისტრმა და ელჩებმა შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს - ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უცხოელი ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წე

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად იფიცებიან

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად იფიცებიან და გაკვეთილებზე არ შედიან. სკოლებს შორის, სადაც მოსწავლეები პროტესტს გამოხატავენ, არის თბილისის 52-ე საჯარო სკოლის, თბილისის 199-ე საჯარო (კომაროვის) სკოლა, ილია მართლის სახელობის სკოლა, ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა, ქობულეთის 138-ე სკოლა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა… ფოტო: Facebook-ის ჯგუფიდან „დაიტოვე“   ნეტგაზეთი

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც „ნეტგაზეთს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ამის მიზეზი შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობაზე შეტყობინება გახდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ საუბარია რამდენიმე სასამართლოს შენობაზე, სადაც უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია განხორციელდა. სასამართლოებს შორის, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა, თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიცაა. დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ საქართვე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კვიპროსს ეწვია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კვიპროსს ეწვია, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა როგორც პირველიერქთან, ისე სხვა მღვდელმთავრებთან. „2023 წლის 8 იანვარს შედგა მისი უნეტარესობის, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ეკლესიის ახალი მეთაურის, მთავარეპისკოპოს გიორგის ინტრონიზაცია, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ. მისი უნეტარესობა გიორგისთ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს. „მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინალის დარი მატჩით დაასრულა. საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით – 80:77. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. პირველად ისტორიაში.     შეხვედრამდე ხშირად იყო ნახსენები სიტყვა „ისტორიული“, მართლაც, ჩვენი გუნდი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ახლოს მსოფლიო ჩ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წ

საქართველოს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა

საქართველოს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა. ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დღეს ჩამოვა. სამუშაო შეხვედრებს კი ხვალ გამართავს. ხავიერ კოლომინას სამუშაო ვიზიტი საქართველოში ერთ დღეს გაგრძელდება. ამის შემდეგ ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ბრიფინგი მედიასთან. იპნ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მისივე შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ს

საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანიელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრები როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაიმართება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბ

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ეტლით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში ჩვენი ნაკრების წევრებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ ბრძოლაში უკრაინის ნაკრებს 45:42 მოუგეს და გუნდური ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ერთეულთა თანრიგში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი ნინა თიბილაშვილი გახდა.   ავტორი - დ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს ერო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საქართველო - უკრაინის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს - უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა.  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.  თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო, სადაც ბოტანიკის მიმართულებით კვლევა წარმოებდა.  მოეწყო შესაბამისი ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა ორანჟერეა, გაკეთდა ტერასები, გაიყვანეს სარწყავი სისტემ

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა. წლევანდელი ღონისძიებისთვის, იაპონური ბაღის მიმდებარედ, ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.  

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - ისტორია

საქართველოში, უცხო ქვეყნებიდან მცენარეების შემოტანა, გამრავლება და გადარჩევა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძველთაგანვე ხდებოდა. ჯერ კიდევ ბერძნულ მითებშია ნახსენები კოლხი მედეას და მისი მამიდის კირკეს განთქმული სამკურნალო მცენარეული ბაღის შესახებ. ქართულ ენაშიც ბაღს რამდენიმე სინონიმი გააჩნია და აღნიშნავს მის დეკორატიულ-სამკურნალო დანიშნულებას - „ადგილი მწვანილოვანი“, „წალკოტი“, „სამოთხე“, „ბაღნარი“ და სხვა. XVII-XVIII საუკუნეებში ვახუშტი ბატონიშვილის (1735), პიშ

საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სები აცხადებს, რომ საკოლექციო მონეტის დიზაინზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. 2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული კულტურების (საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, თაფლოვანი, სამშენებ

საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე გადადგა. „დავწერე განცხადება ჩეხეთში საქართველოს ელჩის პოსტიდან გადადგომის შესახებ. დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისთვის, და დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა. მე საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები“, — წერს მაისურაძე X-ზე.   თეა მაისურაძ

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში - დამერწმუნეთ, დავით გარეჯის საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში არსებობს პოზიტიური შედეგი, რომელსაც ახლა ვერ გააჟღერებს. როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება. „დავით გარეჯთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი. იცით, რომ ამასთან დაკავშირებით კომისიები მუშაობს. ჩატარდა სხდომა პანდემიამდე. ეს მუშაობა აუცილ

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი. დღეს გამოქვეყნებული აზიის განვითარების ბანკის 2023 წლის პროგნოზი, რომელიც ბანკის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 4.5%-ით ვარაუდობს. ბანკის პროგნოზით, მშპ 5%-მდე გაიზრდება 2024 წელს მომსა
×
×
  • შექმენი...