Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.861

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს

ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე", - აღნიშნა კარისმა. მისივე თქმი

თოვლი, წვიმა, ქარბუქი, ყინვა – ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამინდი 12 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი – უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქალი და ქარბუქი. გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული და ელექტროგადამცემი ხაზების შემოყინვა. 14-15 იანვარს, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დედაქალაქში 13 იანვარს ტემპერატურა 1-4 გრადუსი იქნება, 15 იანვარს კი -2 გრადუსამდე დაიკლებს. ზღვაზე შესაძლებელია 3-4- ბალიანი შტორმული ღელვ

მედია - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა დაიწყო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა დაიწყო, რომლის დამტკიცებასაც 24 თებერვლამდე გეგმავს. Reuters-ის ცნობით, პოტენციური ზომები შეიძლება მოიცავდეს ახალ ჩამონათვალს, მეტ სავაჭრო შეზღუდვებს და ასევე ითვალისწინებდეს იმას, რომ მოსკოვს როგორც მესამე ქვეყნების, ისე ევროკავშირში განთავსებული კომპანიების მეშვეობით სანქციების თავიდან აცილების შესაძლებლობა წაართვას. იპნ

UBER-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის

BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black. კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ. U

ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს

უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. „ის ფაქტი, რომ უკრაინა კურსკის მიმართულებით საბოლოოდ თავს იცავს, გარკვეული ძალებით, დაახლოებით, 30-40 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა. ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია.

მთავრობა ათავისუფლებს ელჩებს შვეიცარიაში, ბრიტანეთში, NATO-ში და გაეროს განყოფილებებში

საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე საქართველოს წარმომადგენლებს ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში. შესაბამისი წინადადებებით მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა და შესაბამისი განკარგულებებიც გამოაქვეყნა. შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რამაზ ლომინაძეა. განკარგულების თანახმად, მან თანამდებობა 1 ოქტომბრიდან უნდა დატოვოს. პირველი ოქტომბრიდან

ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, - აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

ბექა ლილუაშვილი - "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვეუბნება, რომ მათი ტაქტიკა უალტერნატივოა - რის საფუძველზე? ვინ უნდა დაიჯეროს ეს?

"ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვეუბნება, რომ მათი ტაქტიკა უალტერნატივოა - რის საფუძველზე? ვინ უნდა დაიჯეროს ეს? ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/719899334309840

„რატომ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ქვეშევრდომი და შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად? - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო არ იყოს „მორიგი ავანტიურის მსხვერპლი“, - „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციების გაგრძელებასა და "ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე" და ამბობს, რომ მისთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას: "განსაკუთრებით ეს მიზნები გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში და იმ დღიდან მოყოლებული არის პირდაპირი, ირიბი, ღია თუ ფარუ

დიმიტრი ხუნდაძეს დავით კაჭარავა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ჰგონია

უმრავლესობის დეპუტატებით დაკომპლეტებული ანტიდასავლური მოძრაობის ერთერთ ლიდერს, დიმიტრი ხუნდაძეს საკუთარი თანამებრძოლი დავით კაჭარავა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ჰგონია. რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, სოსო ტყემელაძეა. ხუნდაძის თანაგუნდელი დავით კაჭარავა კი რაგბის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარეა, საიდან გადაყენებასაც რაგბის გულშემატკივრები პეტიცით ითხოვენ. პუბლიკა

რუსებმა ავდიივკაში მაღალსართულიან შენობები დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსები აგრძელებენ ავდიივკას დაბომბვას. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ორ მაღალსართულიან შენობაზე“, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე“. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინტერპრესნიუსი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები „პალიტრა მედიას“ სოლიდარობას უცხადებენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მმართველი პარტიიის წარმოწყებულ კამპანიას განცხადებით ეხმაურებიან. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი არის მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე. „ჩვენ, ხე

უკრაინის გეშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 174 550 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 560 ბოლო ერთ დღეში

ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 560 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, რუსული ძალების საერთო საბრძოლო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 2 აპრილამდე შემდეგნაირია: დაახლოებით 174,550 ჯარისკაცი, 3,618 ტანკი, 6,986 ჯავშანმანქანა, 2,687 საარტილერიო სისტემა, 527 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 279 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 306 თვითმფრინავი, 291 ვერტმფრენი, 2,249 ოპერატიულ-ტაქტიკ

ენტონი ბლინკენი - უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება

უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები შეინარჩუნებენ რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლას სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გამოყენებით. 1ტვ

„ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ - ბესო მეგრელიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი ავრცელებს. როგორც მისი ახლობლები წერენ მან 1 აპრილს სპექტაკლი ითამაშა.  „პირველ აპრილს სპექტაკლი ითამაშა“; „ჩემთვის სულ ნელიკოს ავთოდ დარჩება“ ;„ოხ გული როგორ მეტკინა“ - წერენ კომენტარებში.  გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც მასთან ჟურნალ „სარკის“ ჟურნალისტმა ჩაწერა. მსახიობ ბესო მეგრელიშვილის ცხოვრებაში ტაძრისკენ სავალი გზა მაშინ გამოჩნდა, როცა განსაცდელების წინაშე

გერმანული „ჰაიდელბერგცემეტი“ საქართველოს ბაზრიდან გადის

კომპანია „ცემენტ ინვესტმა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერზისა“ და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, სრულად გამოისყიდა Heidelberg Materials-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და „თერჯოლა კარიერში“ (ერთობლივად „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“). ინფორმაციას ამის შესახებ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც 2017 წელს Heidelberg Materials და „ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები გახდნენ, ერთობლივ

წამალი ბავშვებს! – დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

დღეს, 29 აპრილს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატის დაფინანსებას კიდევ ერთხელ მიოთხოვენ. „მშობლები უკვე წელიწადნახევარია ველაპარაკებით სახელმწიფოს. წელიწადნახევარი გავიდა უშედეგო საუბარში. სახელმწიფოს გულგრილობამ მშობლები ქუჩაში გამოგვიყვანა.ჩვენ, კვირაზე მეტია, ღია ცის ქვეშ, ვათევთ ღამეს კანცელარიასთან, და ვითხოვთ ელემენტარულს – ყურადღებას ხელისუფლებისგან. ყურადღების ნაცვლად, მშობლები პასუხად ვიღებთ დე

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შე

ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება. "დღეს - ლონდონი. გაერთიანებული სამეფო არის ლიდერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთსა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და დელეგაციებთან ე

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ლაჭყეპიანმა აცნობა. არსებული ინფორმაციით, ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვი. თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ძაღლი რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მოკვდა.

ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი მწერალი და აქტივისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ წუხელ, გვიან ღამით, შენდეროვიჩმა განცხადება გაავრცელა. შენდეროვიჩი, რომელიც ანტიპუტინისტური პოზიციისა და აქტივიზმის გამო რუსეთში „უცხოურ აგენტადაა“ შეარცხული, განმარტავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მას თბილისსა და ბათუმში კონცერტები უნდა ჩაეტარებინა. განცხადებაში მწერალი იხსენებს, რომ 2006 წელს, იმ დროს, როდესაც მოსკოვში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანია მიმდინარეობდა, რაც დეპ

ვაზისუბანში აღსრულებამ ოჯახი გამოასახლა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახი გამოასახლა. როგორც გამოსახლებული ქალი „ფორმულასთან“ ამბობს, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათი ერთადერთი შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა. ქალი ამბობს, რომ ვალის გადაუხდელობის გამო ბინა აუქციონზე გაიყიდა, მყიდველი კი ბინის გამოსასყიდად ოჯახს 53 000 დოლარის გადახდას სთხოვს, რისი საშუალებაც არ აქვთ: „მხოლოდ სოციალური დახმარებაა ჩემი შემოსავალი. რომ გაიგეს ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა მითხრეს გვერდში დაგიდგებით, 3-დან

“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს” – DRI

“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად სთავაზობენ ახალ პროექტებსა და ღონისძიებებს. როგორც DRI აცხადებს, ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის

პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს

პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთს სურვილი აქვს ნატო-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას შეუერთდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბელარუსის ტერიტორიაზე აპირებს ბირთვული იარაღის განთავსებას. „საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, ნატო-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწ

რას ითვალისწინებს G7-ის ქვეყნების დაპირებები უკრაინის უსაფრთხოებაზე

„დიდი შვიდეულის“ წევრები უკრაინას უსაფრთხოების განმტკიცებაში დაეხმარებიან. როგორც ამ ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების პრესკონფერენციაზე ითქვა, დახმარება მოიაზრებს თითოეული ქვეყნის ორმხრივ შეთანხმებას კიევთან. „შვიდეულის“ წევრები მოუწოდებენ სხვა მსურველ ქვეყნებსაც, მათაც დადონ მსგავსი შეთანხმებები უკრაინასთან. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ გარანტიების ფარგლებში უკრაინა მიიღებს თანამედროვე საჰაერო, სამხედრო და საზღვაო სამხედრო ტექნიკას. „შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინ
×
×
  • შექმენი...