Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსული ძალების 30-მდე შეტევა მოიგერიეს


რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე შეტევა 29-ჯერ სცადეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმის ქვეშ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე მიმართულება.

უწყებაში აცხადებენ, რომ კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა ერთი დღის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით კი რუსები ბელოგოროვკას მიდამოში წინსვლას შეეცადნენ.

 

„ბახმუტის რაიონში აგრესორის ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით წინსვლის მცდელობებზე. სამხრეთით მტერი თავს დაესხა ყოფილი ქალაქ მარინკას ნანგრევებს“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

უწყების ცნობით, სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის აქტიური შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...