თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონი ან რომელიმე ევროპარლამენტარი „არ არის ევროპა“.
„ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო. მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა… იმ ქალბატონის სახელი არ მახსოვს…“ — თქვა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
წამყვანებმა მას შეახსენეს ვიოლ
თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ცნობებით, დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენია, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.
ი
ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72 /74 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში (162 კილოგრამით) მარიამმა კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ რეკორდებიც დაამყარა – ატაცსა და ორჭიდში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საუკეთესო შედეგი მარიამ ორი კილოგრამით გააუმჯობესა.
ავტორი -
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გურიაში არსებულ სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, უსაფრთხო ადგილას 62 მოქალაქეა გადაყვანილი.
მისივე ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.
„გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
დღეს, თბილისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. — ყაზბეგის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია.
სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ, გზა გადაუკეტა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა.
რევი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. ის გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
ht
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის მიერ მოქალაქეების მონაცემების მოპოვება-დამუშავების ფაქტზე საკითხის შესწავლა დაიწყო. კერძოდ, ეს ეხება სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე კრიტიკული კომენტარების ავტორებს ურეკავს და პასუხს სთხოვს.
მას შემდეგ, რაც სიუჟეტის ფორმამ და შინაარსმა არაერთი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ფეისბუკზე, მარიკა ბაკურაძემ განმარტა, რატომ დაურეკა მოქალაქეებს კრიტიკული მოსაზრებების გამო. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას.
რადიო თავისუფლებას უწებაში უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა საქარველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.
ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან:
ავთო რურუა;
რომეო ფირჩახია;
როლანდ კვარაცხელია;
ბადრი მარკელია;
მერაბ ალადაშვილი.
ქართული რაზმის წევრები "კადიროველთა" თავდასხმას ემსხვერპლნენ
მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა იმღერა სტავროპოლის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უკრაინაში, ომში დაჭრილი რუსი სამხედროებიც მკურნალობენ.
სტავროპოლის ჰოსპიტლის გახსნიდან 80 წელი შესრულდა, სწორედ ამას მიეძღვნა, რუსული მედიის მიხედვით, ღონისძიება, რომელშიც პავლიაშვილიც მონაწილეობდა.
არტისტმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა და გამოელაპარაკა სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთში ასე უწოდებენ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას) მონაწილეებს. ასევე ფოტოები გადაიღო მათთან. მებრძოლებმა მისი მიმართვები ტელეფ
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს ბრალი. უწყება მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება.
პირებს შორის, რომლებსაც დღეს ბრალი წაუყენეს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინ
ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა არის საჭირო.
„სწორედ ამისთვის უნდა ვატარებდეთ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა ყირიმის პლატფორმა, ასე ვთქვათ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის მოძრაობებ
ევროკომისია არ ეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წლის დასახელებაზე. Politico-ს თანახმად, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ, დანა სპინატმა გუშინ, 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ჩვენ თარიღზე არ ვართ ორიენტირებული, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლო მუშაობაზე ვართ ორიენტირებული, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში”, — განმარტა სპინატმა.
მისი თქმით, შარლ მიშელს გაფართოების შესახებ განცხადებამდე ეს საკი
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღინიშნება, რომ გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება, თუმცა კომისიისგან ეცნობათ, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და „დაჟინებით ითხოვს“ ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც პარტიის შეფასებით, „არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა“, თუ საგამოძიებო კომისია
"სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და
სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. კომიტეტის ცნობით, აფეთქება უკრაინის სპეცსამახურების მიერ იყო დაგეგმილი.
ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაში კიევის მონაწილეობა უარყო და მას „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა.
სანკტ-პეტ
პიანისტი გიორგი გიგაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხვალ, 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბონ.
აღნიშნული განცხადება პიანისტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა.
„ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10)ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.
მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
“რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ipn
G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც G20-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფმა“ ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც იმას მოწმობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაცია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერილში ილია მეორე ბართლომე I -ს სთხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს.
„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო:
პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება.
"დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე ჩვენ პილოტებს მოამზადებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე საბერძნეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა, უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის.
IPN
„რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციებზე, სამოქალაქო პროტესტის საჯაროდ გამოხატვის გამო დაკავებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, თუმცა ფაქტი ოპოზიციის წინააღმდეგობას ვერ აჩერებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას და არჩეული გეზიდან გადახვევას არ აპირებს“ - ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, სადამდე მიგვიყვანს ეს ვითარება, შესაძლოა, თუ არა მმართველი ძალისა და მათი ოპონენტების დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და კომპრომისის მიღწე
"ძალადობის შემდეგ მაგრამ არ იწერება, არა!
“ქალზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ გამომწვევად იქცეოდა…”
“ბავშვზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ ცუდად მოიქცა…”
“პოლიტიკოსზე ძალადობა ცუდია, მაგრამ აბა რა ეგონა…”
“ძაღლზე ძალადობა ცუდია, მაგრამ რა დროს ძაღლებია…”
ეს რომელიმე ფრაზა თუ ოდესმე გითქვამთ, ან გიფიქრიათ, იცოდეთ, რომ თქვენც გაქვთ თქვენი წილი პასუსიხმგებლობა მოძალადის გაძლიერებაზე. ასე მუშაობს ეს. სამწუხაროდ.", - ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთვის" წე
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა, თუმცა დანიის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა მისი ქვეყანა მზად, განიხილოს უკრაინისთვის ტანკების მიწოდება.
ამის შესახებ მეტე ფრედერიქსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ომის დაწყებიდან ჩვენ აღვნიშნავდით, რომ უკრაინას მხარს დავუჭერდით ისე, როგორც ეს იქნებოდა აუცილებელი. ვფიქრობ, ჩვენ მრავალი გზით დავამტკიცეთ, რომ უკრა
ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი ჰარვი უაინსტინი დამნაშავედ ცნო კიდევ ერთ გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საქმეში. როგორც Reuters-ი იტყობინება 20 დეკემბერს, ახალი ვადით მას 24-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ნაფიცმა მსაჯულებმა უაინსტინი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებასა და ორ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის ძალადობაში რუსული წარმომავლობის მოდელის მიმართ 2013 წელს. ქალის ვინაობას არ ამხელენ.
მთლიანობაში ლოს-ანჯელესის სასამართლოში უაინსტინის წინააღმდეგ ოთხი ქალი
ის 33 წლისაა და უკვე საკმაოდ მდიდარი ბიოგრაფიით. კარიერული თვალსაზრისით ზრდას გამართლებას უმადლის, იმას, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა. "გულწრფელად რომ გითხრათ, ცხოვრებაში ორ რამეს არ ვუშვებდი - მემუშავა ძალოვან სტრუქტურაში და გავმხდარიყავი საჯარო პირი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, ერთმაც მომიწია და მეორემაც“, - ამბობს, მაგრამ მაინც მადლიერია, ვინაიდან ამ ყველაფერმა პროფესიულ ზრდაში შეუწყო ხელი. როგორც ამბობს, ბა
გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება - ამის შესახებ "საქართველოსთვის" ლიდერი სოციაურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც გახარია აცხადებს, კონგრესის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, დამოუკიდებელ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობის შესახებ ისაუბარა.
მისივე თქმით, საუბარი აგრეთვე ჰქონდა პარტია „საქართველოსთვის“ გეგმე