Jump to content
Planeta.Ge

ჰოლივუდის ექსპროდიუსერი ჰარვი უაინსტინი დამნაშავედ ცნეს კიდევ ერთ გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საქმეში


ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი ჰარვი უაინსტინი დამნაშავედ ცნო კიდევ ერთ გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საქმეში. როგორც Reuters-ი იტყობინება 20 დეკემბერს, ახალი ვადით მას 24-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ნაფიცმა მსაჯულებმა უაინსტინი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებასა და ორ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის ძალადობაში რუსული წარმომავლობის მოდელის მიმართ 2013 წელს. ქალის ვინაობას არ ამხელენ.

მთლიანობაში ლოს-ანჯელესის სასამართლოში უაინსტინის წინააღმდეგ ოთხი ქალის ბრალდებები განიხილებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომის მეუღლის, მსახიობ ჯენიფერ სიბელის, ასევე მსახიობ ლორენ იანგის ბრალდებებთან დაკავშირებით.

ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პროდიუსერი გაამართლეს ბრალდებებში, რომლებიც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებულმა მოწმემ წაუყენა მას.

უაინსტინის დაცვა ამტკიცებს, რომ ორი ქალი სრულიად ტყუოდა მასთან შეხვედრების შესახებ, დანარჩენ ორთან კი მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემდეგ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობები.

ჰარვი უაინსტინი კინოკომპანიების, Miramax-ისა და Weinstein Co.-ს თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე იყო. ის იყო პროდიუსერი ფართოდ ცნობილი ფილმებისა, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში აქვთ მოპოვებული ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“.

2017 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ათობით ქალმა განაცხადა უაინსტინის მხრიდან შევიწროებისა და ძალადობის შესახებ. რამდენიმე ინციდენტთან დაკავშირებით პროდიუსერს 2018 წელს სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს. იმათ შორის, ვინც უაინსტინს ბრალი წაუყენა, არიან ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და სალმა ჰაიეკი, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამხდარა სასამართლო პროცესის ნაწილი.

2020 წლის მარტში სასამართლომ უაინსტინს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის შევიწროებასა და გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ.


რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...