Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.432

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პუტინის თქმით, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ინტერვიუში, რომელიც შაბათს გადაიცა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერით. პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ი

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაის განცხადებით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ერთეული ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას Mi-24 ვერტმფრენების უკრაინისთვის მიწოდება. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარადგენენ. ს

ბექა ლილუაშვილი - პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა

პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი. ლილუაშვილის შეფასებით, სახელისუფლო შტოთა შორის პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა ერთადერთი, რომელიც ძალიან მკაფიოდ პროევროპული კურსის მხარდაჭერით გამოირჩევა. „პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული. განკარგულების თანახმად, პერსონალური სანქციები დაწესებულია ათი წლის ვადით და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტებზე ტექნოლოგიებისა და უფლებების გადაცემის აკრძალვას.

ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები დაუპირისპირდნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა. შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. ლელობურთის სანახავად შუხუთში იმყოფებოდენენ უც

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ბრალდებულია მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის საქმეზე. დაცვის მხარემ დღეს გამართულ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის – 20 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების მსგავსად, გრიგორიადისმაც განაცხადა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს. „მიმალვასთან დაკავშირებით ანალოგიურს ვიტყვი, მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმა

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა. საქართველოს სახელმწიფო უწყება არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა ნებართვა გაცემული. "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნება

შოიგუმ მინსკში ხელი მოაწერა დოკუმენტებს ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ

მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ვიქტორ ხრენინმა და სერგეი შოიგუმ ასევე განიხილეს "სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები." შოიგუმ ბელარუსს რუსეთის "ერთგული მოკავშირე და საიმედო პარტნიორი" უწოდა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყა

ბექა ლილუაშვილი - ეს ხელისუფლება გახდა ძალიან საშიში ქვეყნის მომავლისთვის (ვიდეო)

“ეს ხელისუფლება გახდა ძალიან საშიში ამ ქვეყნის მომავლისთვის. არ იკმარეს ის, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენეს  ქვეყნის ევროპული განვითარების გზას, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და სანქციების ბენეფიციარიც გახადეს.”   პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი -  ბექა ლილუაშვილი 356554572_246785534741807_7906175858497667879_n.mp4

აჭარის ტვ-ს ბორდის გაუქმებაზე ქარტია პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას. ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვეტო დაადოს მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს. ქარტია ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველად  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მისაღები ცვლილებები ითვალისწინებდა სამ

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. ნეტგაზეთი

უკრაინის პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის აგრესიას 500 ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 1 097-ზე მეტი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა. ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი, 485, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის ოლქში - 129, ხერსონის ოლქში - 118, ზაპოროჟიეში - 99, მიკოლაივის ოლქში - 9

ანა ბუჩუკური - დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან (ვიდეო)

“დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 10000000_341621458529461_2930644199278329113_n.mp4

აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან

აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან, - ამის შესახებ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. განკარგულების ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ იგი გადასახადებით ეხმარებოდა რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკა

პედაგოგმა ფოთიდან სკოლას სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ფაჩულიას მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ბათილად ცნო ფოთის #1 საჯარო სკოლის მიერ მასწავლებლის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები და სკოლას გასაუბრების ეტაპის თავიდან ჩანიშვნა დაავალა. ფოთის #1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ საათებზე კონკურსი 2022 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა. თამარ ფაჩულიამ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. მან გასაუბრების ეტა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “ჩვენები სახლში არიან - 207 ბიჭი. ყველას დავიბრუნებთ. ტყვეობაში მყოფი ყოველი კაცი და ქალი გვახსოვს. მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. მათზე ვმუშაობთ. ახლა უკრაინის გუნდის მორიგი კარგი სამუშაოა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო ყოჩაღები არიან!” , - წერს ზელენსკი. იპნ

სტოლტენბერგი: საქართველოს ახლო მომავალში ვეწვევი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. სტოლტენბერგმა „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, მომავალი წევრობის კონტექსტში რას უნდა ელოდეს საქართველო ივლისში NATO-ს სამიტისგან. „საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ძლიერად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოს რამდენჯერმე ვეწვიე, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყ

ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივი და დაზარალებული მომხმარებლები - სად ირღვევა უფლებები

ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ, გასართობ, თუ კულტურულ ღონისძიებებზე, რიგ შემთხვევებში, ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივს მხოლოდ Tkt.ge ფლობს. ასე მოხდა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშებზეც, არ არსებობდა ალტერნატიული პლატფორმა, სადაც ბილეთების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. შედეგად, კიდევ უფრო გააქტიურდა, ბილეთების ე.წ შავი ბაზარი, სადაც 10-ლარიანი ბილეთები 100 ლარადაც კი იყიდებოდა. ონლაინ ბილეთების რეალიზატორი კომპანიების მხრიდან კონკურენციის პირობების დარღვევა კონკურენციისა დ

გახარია: ჩვენი მოქალაქეების და პარტნიორების აღქმაში სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სადაც არის გავლენის ჯგუფები

„საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღქმაში სასამართლოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სასამართლო სისტემაში არის გავლენის ჯგუფები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. როგორც გახარია ამბობს, ოცნებას არ სურს რეფორმის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებდა ცვლილებებს. გახარიას თქმით, დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და საჭიროა, რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. გახარიას შეფასები

სიდნეის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეც არის

სიდნეიში სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმა გუშინ მოხდა. დანით შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. მედიების ცნობით, დაიღუპა 6 მოქალაქე, არიან დაშავებულებიც. პუბლიკა

„თუ კანონპროექტი ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, მოსახლება მას არ მიიღებს“ — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ მეორედ შემოაბრუნა, საქართველოს აშორებს დასავლურ მომავალს. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად საზიანოდ მიაჩნია. „კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — აშშ, ევროკავშირი, ბრიტანე

ბექა ლილუაშვილი - გიორგი გახარიას დასამალი არაფერი აქვს

სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ არის ერთ-ერთი პირველი, ფინანსური თვალსაზრისით განხორციელებული სანქციები, რომელიც ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, იმიტომ, რომ საქართველოში რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მდგრადობის შენარჩუნების საშუალება არის ფინანსური რესურსი და “ოცნების” სპონსორები, რომლებიც ამ რეჟიმს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ეხმარებიან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა. როგორც ლილუაშვი

ბექა ლილუაშვილი - "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვეუბნება, რომ მათი ტაქტიკა უალტერნატივოა - რის საფუძველზე? ვინ უნდა დაიჯეროს ეს?

"ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვეუბნება, რომ მათი ტაქტიკა უალტერნატივოა - რის საფუძველზე? ვინ უნდა დაიჯეროს ეს? ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/719899334309840

პოლონეთში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა

პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. მომხდარის გარემოებები ზუსტდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული რეფორმა ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციას არ პასუხობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“განმარტავს, რომ დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა
×
×
  • შექმენი...