Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა


პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.

ლილუაშვილის შეფასებით, სახელისუფლო შტოთა შორის პრეზიდენტის ინსტიტუტი დარჩა ერთადერთი, რომელიც ძალიან მკაფიოდ პროევროპული კურსის მხარდაჭერით გამოირჩევა.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების, საკუთრების უფლების თვალსაზრისით აქტიურად აკეთებდა, ეს 2021 წლის შემდეგ ფაქტობრივად შეიცვალა. არ შეცლილა ქართველი ხალხის მისწრაფება და ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა - ქვეყნის პროდასავლური კურსი, მაგრამ შეიცვალა ხელისუფლების მოტივები და ის ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების დონეზე დავიდა. ეს არის არსებითი რეალობა, რადაც დღეს ქვეყანაში დგას. არანაირი პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა არ არსებობს. დღეს პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...