ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
მატჩის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე 11- მეტრიანით გაიტანა.
ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს.
შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
იპნ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს.
ამასთან, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში კიდევ ერთ მატჩს ჩ
საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც კრასნოდარის ტერიტორიის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ილია შაკალოვმა განაცხადა, სიახლე ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი და მისი საშუალებით რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩასვლასაც შეძლებენ.
მანამდე კი, საზღვაო ტაქსის გაშვება 2024 წლიდან სოჭსა და ნოვოროსიისკს შორის იგეგმება. შაკალოვის თქმით, წინასწარი საპროექტო დოკუმენ
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩამდე საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
პორტუგალია: კოშტა, დალო, დანილო, ა. სილვა, ინასიო, პალინია, ნეტო, ნევეში, ფელიქსი, კონსეისაო,
2023 წლის 21 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გ
ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები... ) საქართველოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:
გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორე
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დეპატებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ევროპული გზის საბოტაჟი.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთთან სტუმრად გამართა და ერთი ბურთის სხვაობით გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ხელბურთელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 მარცხდებოდა, თუმცა არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო უნგრეთის კარის მიმართულებით ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენე
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი სენსაციური გამარჯვებით დააგვირგვინა - ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის და ოლიმპიური თამაშების მოქმედ ჩემპიონს, სერბეთის ნაკრებს აჯობეს.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 11:11 დასრულდა. პენალტები კი ქართველებმა უკეთ შეასრულეს - 12:11. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა შუშიაშვილი დასახელდა.
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. სერ
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი იასპარეზებს. დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის.
ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში სპორტსმენებმა გერმანელები მარტივად – 4:1 დაამარცხეს.
საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73),
18 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იპნ
ჩვენ, საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ვემიჯნებით და კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების” მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, დაფიქსირებულ პოზიციებს, და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ეს და “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ნებასა და კონსტიტუციას.
ტექნოლოგიური სექტორი მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყნის სწრაფ განვითარებაში. საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძი
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 2016 წლის აპრილის მაჩვენებელი 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალი 9,329,690 ლარს შეადგენდა და 4,040,051 ამერიკულ დოლარს უდრიდა. 2016 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით კი, სახელმწიფო საგარეო ვალი ეროვნულ ვალუტაში 9,866,334-ია, ხოლო აშშ დოლარში - 4,422,580.
რაც შეეხება 2016 წლის მარტის მონაცემებს, სახელმწიფო საგ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა, 28 აპრილს საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებებს დროს კატრინ კოლონა გამოხატავს მხარდაჭერას კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნულია უწყების პრესრე
საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.
„ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.
საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორ
"ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს მოუგო. ანგარიში 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ქულა მოიპოვა.
მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრ
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს, დილით დაბრუნდება.
22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
„ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, ხოლო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.
ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა საქართველოს ნაკრების კარში მხოლოდ 3 გოლის გატან შეძლო.
მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.
იპნ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნულ
ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც მიმოიხილავს შეუსრულებელ, ნაწილობრივ შესრულებულ ან ბოლომდე შესრულებულ რეკომენდაციებს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წელს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში 5 ძირითად რეკომენდაციაზე მიუთითა. ის ხაზს უსვამს პირველი რეკომენდაციის პრიორიტეტულობას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას ეხება.
კომისიის შეფასებით, ხსენებული რეკომენდაცია არც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებშია
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.
„უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.
ამა