Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.019

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო, შესაბამისად ის ევროპარლამენტში სიტყვით აღარ გამოვა. „18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწიური მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ ის 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდოდა. ახლახან მივიღე ევროპარლამენ

ავტობუსები, რომლებმაც უცნობის აქციაზე ხალხი ჩამოიყვანა, ბასლეინზე დააპარკინგეს

მიკროავტობუსები, რომლებმაც რეგიონებიდან უცნობის აქციაზე მოქალაქეები ჩამოიყვანეს, რამდენიმე საათის განმავლობაში „ბასლეინებზე“ დააპარკინგეს. „ბასლეინები“ ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სავალი ზოლია, სადაც მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუძლია. მასზე პარკინგი აკრძალულია. მიკროავტობუსები ბასლეინზე. ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე/ნეტგაზეთი დღეს 30 აპრილს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მომღერლისა და პოლიტიკოსის – უცნობის აქცია გაიმართა. აქციას სახელად „მოვდივარ“ ერქვა. ა

ულტიმატუმის ენით საუბარი არ დააჩქარებს პროცესს - მინისტრი მშობლების პროტესტზე

„სამუშაო ჯგუფი ყველანაირი ზეწოლისგან უნდა იყოს თავისუფალი. ასეთი ფონი, სამწუხაროდ, ხელს უშლის ამ გადაწყვეტილების მიღებას და ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი არანაირად არ დააჩქარებს პროცესს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის შესახებ საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას, დააფინანსოს და დააორგანიზოს ამ დიაგნოზი

სამხარაძე: რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დააზიანოს. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ და ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვი

დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია იწყება

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მოქალაქეებმა სახელმწიფო დრამატული თეატრის მოედანზე, სამთავრობო კომპლექსთან ახლოს შეკრება უკვე დაიწყეს. „სახალხო მიტინგის“ ორგანიზატორები ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის კუთხით ერთი მხრივ რუსეთისთვის მიწის გადაცემაში ადანაშაულებენ, მეორე მხრივ კი თბილისთან ვაჭრობის გაღრმავებაში. საგარეო პოლიტიკის გარდა, ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი დე ფაქტო მთავრობას არაერთი გადაწყვეტილების გამო

რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - Говорит Москва!

„Говорит Москва!"- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო. „ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება

ზურაბიშვილი: რუსეთს აქეზებს საკუთარი იმპერიალისტური ბუნება და არა — ნატოს გაფართოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც აქვს საზღვრები. მისი თქმით, რუსეთის აგრესიას კვებავს დათმობა და არა — შეუპოვრობა. „დაშოშმინების პოლიტიკას არასდროს არსად უმუშავია. ევროკავშირის ან ნატოს გაფართოება არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს და აგულიანებდა რუსეთის აგრესიის წამოსაწყებად. ეს არის რუსეთის საკუთარი დაუძლეველი იმპერიალისტური ბუნება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა

უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 940 ჯარისკაცი დაკარგა

გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 209 940 რუსი სამხედროს ლიკვიდირება განახორციელეს, მათ შორის 470 მხოლოდ გასულ დღეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების დანაკარგები მოიცავს: 3837 ტანკს, 7512 ჯავშანტექნიკას, 3555 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 583 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 344 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 313 საბრძოლო თვითმფრინავს, 298 ვერტმფრენს, 3175 უპილოტო საფრენ ა

დეპუტატი ინჯია სატელეფონო ბაზრის 25.19%-სა და ინტერნეტბაზრის 6.2%-ს აკონტროლებს - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) ქართულ ბინესში რუსულ კაპიტალსა და რუსულ კავშრებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების ინიციატივებით ცნობილი პარლამენტის წევრის ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშვნელოვანი გავლენა. IDFI-ის მიხედვით, ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს. ფრიდონ ინჯიას საკუთ

დიდუბე-ჩუღურეთში 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 50-ზე მეტ ქუჩაზე წყალმომარაგება დღეს, 7 ივნისს 14:00 საათიდან შეწყდება და 8 ივნისს 20:00 საათიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებია. იხილეთ აღნიშნული ქუჩების ჩამონათვალი, რომელზეც წყალმომარაგება შეწყდება: რობაქიძის N 7 ჩალაძის, დიღმის მას II

რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო. „ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის განცხადებაში, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ. კლიუჩევსკაია, რომელიც თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლისაა, ყველა

ავტოავარია თბილისში — დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 10 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. ავარიის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება. მუხლი, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია. ავტოსაგზაო შემთ

რუსმა სამხედროებმა კუნძული ზმეინი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის „სამხრეთი“-ს შტაბის განცხადებით, დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს. გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვე

უკრაინის გენშტაბი - რუსულმა მხარემ უკრაინაში 240 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის კიდევ 680 ჯარისკაცი, 15 ჯავშანტექნიკა, 18 საარტილერიო სისტემა 4 ტანკი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 240 690-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 4 133 ტანკს, 8 080 ჯავშანტექნიკას, 4 610 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 310 ვერტმფრენს, 7 1

ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ გზას და შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენი

ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში წერია. რეკომენდაციებში წერია, რომ პრევენციისთვის საჭიროა მდინარის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-გამაგრება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი   გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, მწვანე ალტერნატივა-ს წარმომადგენელი ნინო გუჯარ

გიორგი შარაშიძე - კალა მერს ივანიშვილმა “ლაგუნა ვერეს” თბილისისთვის საჩუქრად გადაცემისთვის მადლობა რომ ტყუილად ათქმევინა, ეს უკვე აღარავის უკვირს

"კალა მერს ივანიშვილმა “ლაგუნა ვერეს” თბილისისთვის საჩუქრად გადაცემისთვის მადლობა რომ ტყუილად ათქმევინა, ეს უკვე აღარავის უკვირს არც კალა მერისგან და არც ივანიშვილისგან. პირველი ტყუილი ხომ არაა ბოლოსდაბოლოს… აქ მთავარი სხვა რამეა (თუმცა ტყუილებზე პასუხისმგებლობის დროც მალე მოვა) - კარგი, ვითომ ნაჩუქარს რომ ყიდი გავიგეთ, ესეც აღარ გვიკვირს, მაგრამ ვისზე ყიდი? ნაცზე?  ასეთია ნაც-ქოცური ალიანსის ლოგიკა, რომლის მიხედვით თბილისელების ინტერესები საკუთარ მერკანტილურ ინტერე

GWP ვაკე-საბურთალოს ნაწილზე წყლის მიწოდების შეფერხებაზე აკეთებს განცხადებას

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 30 აგვისტოს, აღმაშენებლის ხეივანზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომლიც ვაკე-საბურთალოს ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს საღამოს 21:00-დან ხვალ დილის 11:00-მდე საბურთალოს და ვაკის რაიონებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდებათ.  „გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდ

ბერდია სიჭინავა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს 1 გამარჯვებული - სახელმწიფო და 2 დამარცხებული - “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს 1 გამარჯვებული - სახელმწიფო და 2 დამარცხებული - “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”., - ამის სესახებ განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.   მისივე თქმით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე განხორციელდა ჯგუფური ძალადობრივი შტურმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელია.

სუს-ის ცნობით, ოთარ ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია მან ჟურნალისტებს პარლამენტში მიაწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რის შესახებ გამოიკითხა ფარცხალაძე. 19 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს - ქართული ოცნება 37%, გამარჯვების პლატფორმა 22%, საქართველოსთვის 10% | Edison Research- ის კვლევა

დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს - ქართული ოცნება 37%, გამარჯვების პლატფორმა 22% | Edison Research- ის კვლევა პოლიტიკა პუბლიკა20:40, 28 სექტემბერი, 2023 Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება – 37% გამარჯვების პლატფორმა – 22%

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აღარასდროს გადაიხდის სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის

უკრაინა აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "დღეს უკრაინელების თანამედროვე თაობებს გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ჩვენი უკრაინის დაცვა რუსული შემოჭრისგან ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ისტორიულად უდიდეს ერთობას. ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. უკრაინა სარგებლობს მსოფლიოს ისტორიულად უდიდესი მხარდაჭერით ის აღარასდ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. ბიძგები 08:58 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. იპნ

გლდანში, ავტობუსში, კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, #348 ავტობუსში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 50-60 წლის კაცი ავტობუსში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. მოქალაქეები და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა კაცი გარდაიცვალა. ნეტგაზეთი

“ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო” – გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე მისი პარტია არავისთან ალიანსს არ გეგმავს და მონაწილეობას მარტო მიიღებს. “არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც ზღაპრები მოყვნენ. არანაირი გაერთიანებები არ იქნება. ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარ

სტუდენტები პროტესტის ნიშნად, თსუ-ის კანცელარიაში შევიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახში პროტესტის ნიშნად შევიდნენ და ადმინისტრაციისგან კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას მოითხოვენ. ისინი ჯაბა სამუშიასთან შეხვედრასაც ითხოვენ. „პუბლიკა“ ესაუბრა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელს. მისი თქმით, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე არ დატოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახს და ასევე მიმართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მოწოდებით, საჯაროდ მხარი დ
×
×
  • შექმენი...