Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 940 ჯარისკაცი დაკარგა


გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 209 940 რუსი სამხედროს ლიკვიდირება განახორციელეს, მათ შორის 470 მხოლოდ გასულ დღეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობითვე, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების დანაკარგები მოიცავს: 3837 ტანკს, 7512 ჯავშანტექნიკას, 3555 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 583 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 344 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 313 საბრძოლო თვითმფრინავს, 298 ვერტმფრენს, 3175 უპილოტო საფრენ აპარატს, 1132 ფრთოსან რაკეტას, 18 გემს/ნავს, 6305 ავტომობილსა და საწვავის ავზს და 479 ერთეულ სპეციალიზირებულ აღჭურვილობას.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...