Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    864.025

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ირაკლი კობახიძე - ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთის უპირატესობა არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან ადასტურებენ. „მაგალითად, ბოლო 1-2 კვირ

კელი დეგნანი - ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა - ეს კლასიკური „კგბ/ფსბ“-ს სტრატეგიაა

ორივე ქვეყანას გვაქვს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს დისკუსია პატივისცემის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციების გაგება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც პარტნიორების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის შესახებ კითხვას უპ

გიორგი კალანდარიშვილი - ვინ, რით მჯობნის, კენჭისყრამ აჩვენა - პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ის ექსპერიმენტი და მოლოდინი, რომ სხვა ჩემზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა, კარგად ვნახეთ, რომ ნულოვანი მხარდაჭერით დასრულდა

ვინ, რით მჯობნის, ფაქტობრივად, კენჭისყრის პროცესმა აჩვენა. პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ის ექსპერიმენტი და მოლოდინი, რომ სხვა ჩემზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა, კარგად ვნახეთ, რომ მათი კენჭისყრის პროცესი ნულოვანი მხარდაჭერით დასრულდა, - ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ თქვა პრეზიდენტმა ორჯერ უარი ცესკო-ს თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის გადაგზავნაზე და რა კრიტერიუმებით სჯობნის მას სხვა კანდიდატები. აღნიშნულის შესახებ კალანდარიშვილმა ჟ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - სანქციების მე-10 პაკეტში სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, რადგან მათი ტყუილები საზოგადოებრივ სივრცეს შხამავს

უახლოეს დროში ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს შემოიღებს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტებიც იქნებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს. "სამართლიანი მშვიდობა ასევე პასუხისმგებლობას მოიაზრებს. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სისხლისთვის, რომელიც მის გამო დაიღვარა. შემდგომ დღეებში ჩვენ სანქციების მე-10 პაკეტს

პრეზიდენტი - ახალი გზავნილები, რაც მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერის განცხადებებთან - ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ზურაბიშვილის თქმით, „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია“ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას, რისი არც ახსნა, არც გაგება და არც გაზიარება შეუძელია. „ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფ

კულტურის სამინისტრო გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება „ერთადერთი სახელმძღვანელო“, რის მიხედვითაც კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრა გაგრძელდება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება „ერთადერთი სახელმძღვანელო“, რის მიხედვითაც კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრა გაგრძელდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ იუნესკოს დასკვნაზე ისაუბრა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ეს ერთობლივი დასკ

ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ პარტნიორები ჩვენივე გაკეთებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს თვითონვე გვახსენებენ და გვეუბნებიან, რომ ეს წყალში არ უნდა გადავყაროთ

სამწუხაროდ, მოვიდა ის დრო, როცა ჩვენ გვახსენებენ, რაოდენ ბევრი გვაქვს გაკეთებული და ეს რომ წყალში არ უნდა გადავყაროთ, მე ასე გავიგე ლოიდ ოსტინის განცხადება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ლილუაშვილის თქმით, იმაზე, რაც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, ხელისუფლების წარმომა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკმა განაცხადა, რომ რუსები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან. რაკეტების გაშვებას ადასტურებს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკოც. „ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი - „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. მტერმა რაკეტები გაუშვა! საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ

კომპანია „გალფი“ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოდან ტრანსპორტირებას საწვავით სრულად უზრუნველყოფს

კომპანია „გალფი“ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოდან ტრანსპორტირებას საწვავით სრულად უზრუნველყოფს. თურქეთის საელჩოს კოორდინაციით შეგროვებული საჭირო ნივთების ტრანსპორტირება დღეიდან იწყება და უახლოეს დღეებში 16 ტრაილერის გაგზავნაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე იგზავნება მოთხოვნადი ნივთები: თბილი ტანსაცმელი, მშრალი საკვები, ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშუალებები და სხვა. აღნიშნულ ჰუმანიტარულ ტვირთს თურქული მხარე გაანაწილებს როგორც თურქეთის, ასევე სირიის რ

რუსეთში ლია ახეჯაკოვას თეატრის სცენიდან აძევებენ - "...ვზივარ და ვტირი"

რუ­სეთ­ში, თე­ატრ "სავ­რე­მენ­ნიკ­ში" ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ლია ახე­ჯა­კო­ვას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სპექ­ტაკ­ლებს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აუქ­მე­ბენ. "რე­ჟი­სორ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ რე­პერ­ტუ­არ­ში აღარ იქ­ნე­ბო­და ის სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მი­ზე­ზი კი თურ­მე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი წე­რი­ლე­ბი გახ­და, რომ­ლე­ბიც ჩემი პო­ზი­ცი­ის გამო გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან... კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­მი­დას­ტუ­რა, რომ თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ამო­მი

საქართველოში პენსიას 808 326, სოციალურ პაკეტს კი 178 426 პირი იღებს

2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი - კაცი. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი - იმერეთში, 10.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 პროცენტია. სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ

2022 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონი ლარი, „ლელომ“ 619 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 216 000 ლარი მიიღო, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“ შემომწირველები არ ჰყოლიათ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2022 წლის განმავლობაში, ჯამში, 1 953 200.25 ლარის შემოწირულება მიიღო. კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 1 036 000 ლარის შემოწირულება „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მას წლის განმავლობაში 28 შემომწირველი ჰყავდა, რომელთა ნახევარმაც მმართველ პარტიას 50-50 ათასი ლარი შესწირა. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი და დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი. საპარლამენტო პარტიებს შორის, „ქართული ოცნების“ შემდეგ, 2022 წლის

თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები საქართველოდან დღეს გაიგზავნება

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები დღეს გაიგზავნება. საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის „გურთიადის“ თავმჯდომარის ოსმან თურანის განცხადებით, ქართველმა მოსახლეობამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა. „დღეს მეხუთე დღეა, რაც თურქეთში უბედურება დატრიალდა. სიტუაცია ჯერ კიდევ არის იმაზე მძიმე, ვიდრე ჩვენ მასმედიის საშუალებით ვხედავთ. ამ დღეების განმავლობაში უამინდობა ართულებდა სამაშველო სამუშაო

ბექა ლილუაშვილი - რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს

რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“

წმინდა სინოდი მორიგ სხდომას 14 თებერვალს გამართავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება. „მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მ

თავდაცვის სამინისტრო - ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თა

სტიქიის ზონაში, ​ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა, დაშავებულია 74 24

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა. შესაბამის ინფორმაციას უნგრული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სამიტის შემდგომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ოთხ ჯგუფად შეხვდნენ. ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა. როგორც უნგ

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალაზე" - ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ

ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ!, - ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  მისი თქმით, ისინი სწორედ სიმართლით,  სიმშვიდით და  მოქალაქეების გონიერებით დამარცხდებიან.    "სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანება სწორედაც რომ: ა) ნამდვილ მედია თავისუფლებას ნიშნავს და არა იმას რაც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს წარმოუდგენია თავისი ორღობის ტელევიზიების სა

გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიიწევს და აქვს დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს

პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიივევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებს მოჰყვა იმის თაობაზე, რომ "რუსეთს ომში უპირატესობა აქვს". ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტ

ვალერი ზალუჟნი - რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორ რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. „დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, –

დანიელ ფრიდი - არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს - თქვენი მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან

ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება. ამასთან, დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“, საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ და მას პუტინი მართავს. მისივე თქმით, არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. „პუტინმა დ

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ გ.ო.-ს მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ბიზნესმენ გ.ო.-ს მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ გ.ო.-მ, 2019 წლის დეკემბერში, დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარ
×
×
  • შექმენი...