Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა


უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკმა განაცხადა, რომ რუსები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან.

რაკეტების გაშვებას ადასტურებს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკოც.

„ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი - „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. მტერმა რაკეტები გაუშვა! საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ სიგნალს და გადადით თავშესაფრებში. ჩვენ გვჯერა საჰაერო თავდაცვის!“- წერს მაქსიმ მარჩენკო სოციალურ ქსელში.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...