Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.622

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზედიზედ მეორედ - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

სანდრო ბაზაძე ევროპის საუკეთესო მოფარიკავე კიდევ ერთხელ გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. სანდრო შარშან თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაეუფლა ოქროს მედალს, ხოლო წელს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოიგო ოქრო. ქართველმა მოფარიკავემ უკრაინელი იური ცაპი მარტივად 15:5 დაამარცხა, რის შემდეგაც რუმინელ რაზვან ურსაჩს სძლია - 15:10. ბაზაძის მეტოქე მეოთხედფინალში ფრანგი ბოლად აპიტი იყო, რომელსაც ასევე ადვილად აჯობა - 15:7. სანდრომ ნახევარფინალში თურქ ენვერ ილდირიმსაც1

პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს

პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთს სურვილი აქვს ნატო-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას შეუერთდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბელარუსის ტერიტორიაზე აპირებს ბირთვული იარაღის განთავსებას. „საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, ნატო-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწ

შსს სტიქიის ადგილზე ძებნა-შველის ღონისძების ფარგლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ადგილზე ძებნა-შველის ღონისძების ფარგლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. „ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვ

ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ გზას და შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენი

ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში წერია. რეკომენდაციებში წერია, რომ პრევენციისთვის საჭიროა მდინარის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-გამაგრება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი   გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, მწვანე ალტერნატივა-ს წარმომადგენელი ნინო გუჯარ

აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიას სთავაზობს

„ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ (AmCham) სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ. „ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის ს

თბილისის საკრებულოში ხმაურია

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ. მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა. „გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაშ

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს. აღნიშნულია, რომ იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატმა) მხარი დაუჭირა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც რომმა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში კიევისთვის დახმარების მხრივ აიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას

პრეზიდენტის თქმით, ფაშინიანთან შეხვედრისა და მასპინძლობის საშუალება არ მიეცა

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვიზიტად მყოფ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისა და მასპინძლობის საშუალება არ მიეცა. ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. “საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამის

ტაილანდში რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები დააკავეს, მათ დეპორტაცია ემუქრებათ

ტაილანდში დააკავეს რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები. მათ უკან, რუსეთში დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასაშუალება South China Morning Post ავრცელებს. აღნიშნული ბენდის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გუშინ ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ისინი საჯაროდ მხარს უჭერენ უკრაინას და ეწინააღმდეგებიან პუტინის ომს უკრაინაში. B-2-ს წევრებმა რუსეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დატოვეს. როგორც South C

ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში წერია, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ბაიდენის თქმით, 1,2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს, ამერიკელ ხალხში აკეთებს ინვესტირებას, და აძლიერებს აშშ-ის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. „ეს შ

მეტელკინა/ბერულავამ მოიგეს ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი. მეტელკინა და ბერულავა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამის შემდეგ გავიდნენ პირველ ადგილზე, ორივე პროგრამის ჯამში დააგროვეს 179.32 ქულა და  12,47 ქულით გაუსწრეს მეორეადგილოსან ამერიკულ წყვილს. ამ სეზონში მეტელკინა/ბერულავასთვის ეს არის მეექვსე მედალი, რომელიც მოიგეს. იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატამდე მათ მოიპოვეს ფიგურული სრიალის ევროპის ჩე

პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცე

არსებული ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ipn

ოლიმპიადის მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი დადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; თბილისის მერმა, კახა კალაძე. წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი მიიღებს.

ცაჰკნა: ესტონეთი არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. 2008 წლის 7 აგვისტოს  რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. 2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება

საქართველოში ცოცხალი ღორების 100% რუსეთიდან შემოდის

საქართველოში 50 კგ. და მეტის წონის ცოცხალი ღორების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა. გასულ წელს იანვარ-ივლისში ქვეყანაში 13.4 მილიონი დოლარის ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში კი 15.5 მილიონი დოლარის ღირებულების. გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ცოცხალი ღორის საშუალო საიმპორტო ფასი 1.5 დოლარი იყო. ფასი მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც 2024 წლის პირველ შვიდ თვეში, ასევე გასული წლის იმავე პერიოდში ცო

ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა

თბილისის მე-3 და მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი და ესეისტი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ. ზაალ სამადაშვილი არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი". ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა ლიტერატურული პრემია, „გალა“. 2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წიგნისათვის იუნკერ ერისთავის ბუცები ნომინაციაში „წლი

სამხარაძე: რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დააზიანოს. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ და ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვი

ზელენსკის და მაკრონის შეთანხმებით, უკრაინა საფრანგეთისგან ჯავშანტექნიკას მიიღებს

უახლოეს კვირებში, საფრანგეთი უკრაინას გადასცემს ათეულობით ჯავშანმანქანას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს და საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება. ამ პუნქტს შეიცავს საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც წუხელ გამოქვეყნდა. მაკრონის და ზლენსკის შეხვედრა 14 მაისს, პარიზში გაიმართა. დეკლარაციაში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდა

თეთრი სახლი - ბახმუტი რუსებისთვის ხორცსაკეპი მანქანა გახდა

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ბახმუტისთვის ბრძოლა რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდა და ქალაქი რუსული ძალების ხორცსაკეპ მანქანად იქცა. "ეს შეტევა, ფაქტობრივად, საშინლად ძვირი დაუჯდა რუსეთს და, როგორც ვთქვი, ეს მათთვის ერთგვარი ხორცსაკეპი მანქანა გახდა", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მისი თქმით, შეფასებები, რომელიც ვაშინგტონმა ბახმუტში რუსული ძალების მსხვერპლის შესახებ მაისის დასაწყისში გამოაცხადა, ზუსტია,

დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია იწყება

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მოქალაქეებმა სახელმწიფო დრამატული თეატრის მოედანზე, სამთავრობო კომპლექსთან ახლოს შეკრება უკვე დაიწყეს. „სახალხო მიტინგის“ ორგანიზატორები ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის კუთხით ერთი მხრივ რუსეთისთვის მიწის გადაცემაში ადანაშაულებენ, მეორე მხრივ კი თბილისთან ვაჭრობის გაღრმავებაში. საგარეო პოლიტიკის გარდა, ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი დე ფაქტო მთავრობას არაერთი გადაწყვეტილების გამო

ევროპარლამენტარების გამოხმაურება ზურაბიშვილის სიტყვაზე

ევროპარლამენტარები აფასებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 31 მაისის გამოსვლას ევროპარლამენტში. „ოვაციები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან ძლიერი და პრო-ევროპულ სიტყვით გამოდის. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატურის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციის გზაზე“, — წერს ირლანდიელი ევროპარლამენტარი ფრენსის ფიცჯერალდი ევროპის სახალხო პარტიიდან. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეთა პარტია) სუფთა ჰაერის ჩას

უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 940 ჯარისკაცი დაკარგა

გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 209 940 რუსი სამხედროს ლიკვიდირება განახორციელეს, მათ შორის 470 მხოლოდ გასულ დღეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების დანაკარგები მოიცავს: 3837 ტანკს, 7512 ჯავშანტექნიკას, 3555 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 583 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 344 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 313 საბრძოლო თვითმფრინავს, 298 ვერტმფრენს, 3175 უპილოტო საფრენ ა

უკრაინა Patriot-ის დამატებით რაკეტებს მიიღებს

გერმანია უკრაინას რიგით მხარდაჭერას უცხადებს და „Patriot“-ის საჰაერო-საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის 64 რაკეტას მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ Welt-ი აქვეყნებს. „მიმდინარე ეტაპზე ეს ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მისივე თქმით, უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. მანამდე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, დანიის და ნიდერლანდების თავდაცვის უწყებე

რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო. „ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის განცხადებაში, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ. კლიუჩევსკაია, რომელიც თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლისაა, ყველა
×
×
  • შექმენი...