Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.032

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„გლოვოს“ კურიერის დაჭრის საქმეზე შსს-მ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლი

“ოცნება” სარალიძის აქციებზეც ირიბად უცხოელებზე მიანიშნებს და “გადატრიალების მცდელობაზე” საუბრობს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც “საეჭვოს” უწოდებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი ჯერაც თავისუფალი იყო და აცხადებს, რომ ეკა არეშიძე დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს უცხოელებისგან, ხოლო საპროტესტო აქციები, რომლებსაც მოქალაქეები დათუნა სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავდნენ, ოცნების განცხადებით,

აშშ-მ უკრაინას დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო – რა შეიარაღებას მიიღებს კიევი

აშშ უკრაიანას დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც 250 მილიონ დოლარამდე იქნება. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ამ პაკეტის ფარგლებში კიევი მიიღებს: საზენიტო რაკეტებს RIM-7; რაკეტებს Stinger; ტყვია-წამალს HIMARS-ის სისტემისთვის; 155 და 105 მმ კალიბრის არტილერიის ტყვია-წამალს; ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW; ტანკსაწინააღმდეგო სისტემებ Javelin და AT-4; ჯავშანმანქანებს Bradley; ჯავშანტრანსპ

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. მათი ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. ამასთან, ცესკოს ინფორმაციით: წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმარ

პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუ

კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალაზე" - ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ

ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ!, - ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  მისი თქმით, ისინი სწორედ სიმართლით,  სიმშვიდით და  მოქალაქეების გონიერებით დამარცხდებიან.    "სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანება სწორედაც რომ: ა) ნამდვილ მედია თავისუფლებას ნიშნავს და არა იმას რაც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს წარმოუდგენია თავისი ორღობის ტელევიზიების სა

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიმართავენ დამატებით ზომებს თავდ

სიმონ დადიანის ნათესავები თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ

სიმონ დადიანის ნათთესავები კულტურის და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ. მათ წერილს სოციალურ ქსელში სიმონ დადიანის დის შვილიშვილიმ მია ღვინიაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ეს საფრანგეთში მცხოვრები ნათესავების, ლია და მიხეილ ვოდეს თხოვნაა. წერილის მიხედვით, ლია და მიხეილ ვოდემ 2017 წელს უანგაროდ გადასცეს საქართველოს თავის საკუთრებაში არსებული სიმონ დადიანის 22 ნამუშევარი. „2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვი

ეკონომიკური გუნდის მინისტრები სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, პირველადი სასურსათო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინი

ცალსახაა, რომ “ოცნება” ღიად უპირისპირდება დემოკრატიულ კურსს — ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის თაობაზე და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს, განცხადება პირად ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერია: „როგორც დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპრო

თბილისის აქციების ფონზე, ბჟანიამ ძალოვან სტრუქტურებს პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა. შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა; თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ნოდარ ავიძბა; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ სავჩენკო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარ

საგარეომ ნორვეგიის ელჩი მისი კომენტარის გამო სამინისტროში დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის კომენტართან დაკავშირებით ეხებოდა. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზ

ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ საქმეზე დაკავებულის მამა შვილის მიმართ ბრალდებას ეხმაურება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას სამართლადამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მას და მის შვილს კონფლიქტი აქვთ. ბექა გრიგორიადისი აღნიშნულს მისი შვილის „გაშავების პროცესს“ უწოდებს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ მათ სახლში ლაზარეს მამა რამდენჯერმე მიუვარდა. „მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში.

“ვიმედოვნებთ, სომხეთი ჰააგის სასამართლოს რომის სტატუტს არ შეურთდება”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს არ შეურთდება. “ეს თემა, როგორც მოსკოვში, ასევე ერევანზე მაღალ დონეზე განხილვის საგანია. ვფიქრობთ, ეს საკითხი სამოკავშირეო და ურთიერთგაგების ჭრილში მოგვარდება”, – თქვა ზახაროვამ 30 მარტის ბრიფინგზე. რამდენიმე დღის წინ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

რუსული Wildberries საქართველოში შემოსვლას განიხილავს - რას წარმოადგენს სანქცირებული ტატიანა ბაკალჩუკის კომპანია

სანქცირებული რუსული ონლაინ საცალო მოვაჭრე Wildberries საქართველოს ბაზარზე შესვლას განიხილავს. ამასთან, კომპანია აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში შესვლასაც აპირებს. ამის შესახებ Wildberries-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს. მისი თქმით, კომპანია მისთვის ახალი ქვეყნების ბაზარზე და ზოგადად, დსთ-ში გაფართოებას გეგმავს. მით უმეტეს, როგორც ბაკალჩუკი ამბობს, „ზოგიერთი ქვეყანა რუსეთსა და იმ ქვეყანას შორის მდებარეობს, სადაც Wildberries უკვე

„ვაგნერი“ 9 მაისის შემდეგ ბახმუტს დატოვებს – პრიგოჟინი

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები 9 მაისის შემდეგ, „ტყვია-წამლის შიმშილის [დეფიციტის]“ გამო ბახმუტს დატოვებენ და თავიანთ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ. პრიგოჟინის თქმითვე, ქალაქში მოწინააღმდეგეთა ძალები „ვაგნერელებს“ ხუთჯერ აღემატებიან: გვიან ღამით, პრიგოჟინმა ვიდეოიმიმართვაც გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ აგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ტყვია-წამლის მიუწოდებლობის გამო. ნეტგაზეთი

კირილ ბუდანოვი - კონტრშეტევა მალე დაიწყება

კონტრშეტევა მალე დაიწყება, იარაღის საჭირო მინიმუმი გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა იაპონურ ტელეარხ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა. “ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, დროის დაკარგვა აღარ შეიძლება. შეიარაღების საჭირო მინიმუმი უკვე გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს [კონტრშეტევა] მალე დაიწყება”, - განაცხადა ბუდანოვმა. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ტერიტორიის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლა

ლატვიის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს

ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩია. ის აქამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მედიის ცნობით, პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. რინკევიჩსი ფიცს ივლისის პირველ ნახევარში დადებს. ინტერპრესნიუსი

სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი სასამართლოში — საბა ბრაჭველი

2 ივნისის აქციაზე პლაკატის გამო დაკავებული უფლებადამცველი საბა ბრაჭველი ავრცელებს სიტყვას, რომელიც სასამართლოში უნდა წარმოეთქვა. “სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი სასამართლოში, რადგან სასამართლოში არ წაგვიყვანეს და რომელსაც ვიტყვი, თუ პროცესი ოდესმე ჩაინიშნა”, — ასე ასათაურებს ბრაჭველი “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ ტექსტს. უფლებადამცველის სიტყვა 2 ივნისის მოვლენებს, მისი დაკავების გარემოებებსა და პოლიციაში გატარებულ საათებს ეხება. საბა ბრაჭველი ამ პროცესების კონტექსტში საუბრობს უკან

მაღაროელებმა თბილისში, „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს

ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. „ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალ

მულახში მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს. იპნ

მედია - ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძის დედა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნათია ბახტაძეს გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ გამოცემა "ეხო-კავკაზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოგონას დედა, იამზე აგუმავა არ ადასტურებს. „ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“, - წერს აგუმავა სოციალურ ქსელში. ოკუპირებული აფხაზეთის

ჩეხეთში, უნივერსიტეტში სროლის შემდეგ, გლოვის დღე გამოცხადდა

ჩეხეთში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. გუშინ, პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებული სტუდენტი შეიჭრა და 14 ადამიანი მოკლა, 25 კი დაჭრა. პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ და პრეზიდენტმა პეტრ პაველმა სამძიმარი გამოუცხადეს მოკლულთა და დაშავებულთა ახლობლებს. პრეზიდენტმა მომხდარი რესპუბლიკის ისტორიაში „ყველაზე ტრაგიკულად“ შეაფასა, აღნიშნავს „როიტერსი“. „როიტერსის“ ცნობით, მსროლელი 24 წლის კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი იყო. ტრაგ

ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული – ქარელში სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია, 4 მგზავრი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მიკროავტობუსს სატვირთი მანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

„თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება“ — გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ახალ ზოოპარკში, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება. გურიელიძის განცხადებით, ამჟამად თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ჟირაფების სამყოფელი შენდება, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა BMG-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა. გურიელიძის თქმით, რთულია ზუსტი თარიღის თქმა, თუ როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი, რადგანაც ინფრასტრუქტურის
×
×
  • შექმენი...