Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.021

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

UBER-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის

BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black. კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ. U

ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს

უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. „ის ფაქტი, რომ უკრაინა კურსკის მიმართულებით საბოლოოდ თავს იცავს, გარკვეული ძალებით, დაახლოებით, 30-40 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია, მათ ამის სრული უფლება აქვთ. უკრაინელების მოქმედებების შეზღუდვისთვის ჩვენ მიზეზს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა. ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია.

მთავრობა ათავისუფლებს ელჩებს შვეიცარიაში, ბრიტანეთში, NATO-ში და გაეროს განყოფილებებში

საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე საქართველოს წარმომადგენლებს ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში. შესაბამისი წინადადებებით მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა და შესაბამისი განკარგულებებიც გამოაქვეყნა. შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რამაზ ლომინაძეა. განკარგულების თანახმად, მან თანამდებობა 1 ოქტომბრიდან უნდა დატოვოს. პირველი ოქტომბრიდან

ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, - აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

„რატომ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ქვეშევრდომი და შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად? - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო არ იყოს „მორიგი ავანტიურის მსხვერპლი“, - „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციების გაგრძელებასა და "ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე" და ამბობს, რომ მისთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას: "განსაკუთრებით ეს მიზნები გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში და იმ დღიდან მოყოლებული არის პირდაპირი, ირიბი, ღია თუ ფარუ

დიმიტრი ხუნდაძეს დავით კაჭარავა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ჰგონია

უმრავლესობის დეპუტატებით დაკომპლეტებული ანტიდასავლური მოძრაობის ერთერთ ლიდერს, დიმიტრი ხუნდაძეს საკუთარი თანამებრძოლი დავით კაჭარავა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ჰგონია. რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, სოსო ტყემელაძეა. ხუნდაძის თანაგუნდელი დავით კაჭარავა კი რაგბის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარეა, საიდან გადაყენებასაც რაგბის გულშემატკივრები პეტიცით ითხოვენ. პუბლიკა

რუსებმა ავდიივკაში მაღალსართულიან შენობები დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსები აგრძელებენ ავდიივკას დაბომბვას. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ორ მაღალსართულიან შენობაზე“, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე“. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინტერპრესნიუსი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები „პალიტრა მედიას“ სოლიდარობას უცხადებენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მმართველი პარტიიის წარმოწყებულ კამპანიას განცხადებით ეხმაურებიან. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი არის მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე. „ჩვენ, ხე

უკრაინის გეშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 174 550 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 560 ბოლო ერთ დღეში

ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 560 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, რუსული ძალების საერთო საბრძოლო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 2 აპრილამდე შემდეგნაირია: დაახლოებით 174,550 ჯარისკაცი, 3,618 ტანკი, 6,986 ჯავშანმანქანა, 2,687 საარტილერიო სისტემა, 527 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 279 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 306 თვითმფრინავი, 291 ვერტმფრენი, 2,249 ოპერატიულ-ტაქტიკ

გერმანული „ჰაიდელბერგცემეტი“ საქართველოს ბაზრიდან გადის

კომპანია „ცემენტ ინვესტმა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერზისა“ და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, სრულად გამოისყიდა Heidelberg Materials-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და „თერჯოლა კარიერში“ (ერთობლივად „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“). ინფორმაციას ამის შესახებ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც 2017 წელს Heidelberg Materials და „ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები გახდნენ, ერთობლივ

წამალი ბავშვებს! – დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

დღეს, 29 აპრილს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატის დაფინანსებას კიდევ ერთხელ მიოთხოვენ. „მშობლები უკვე წელიწადნახევარია ველაპარაკებით სახელმწიფოს. წელიწადნახევარი გავიდა უშედეგო საუბარში. სახელმწიფოს გულგრილობამ მშობლები ქუჩაში გამოგვიყვანა.ჩვენ, კვირაზე მეტია, ღია ცის ქვეშ, ვათევთ ღამეს კანცელარიასთან, და ვითხოვთ ელემენტარულს – ყურადღებას ხელისუფლებისგან. ყურადღების ნაცვლად, მშობლები პასუხად ვიღებთ დე

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შე

ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება. "დღეს - ლონდონი. გაერთიანებული სამეფო არის ლიდერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთსა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და დელეგაციებთან ე

ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი მწერალი და აქტივისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ წუხელ, გვიან ღამით, შენდეროვიჩმა განცხადება გაავრცელა. შენდეროვიჩი, რომელიც ანტიპუტინისტური პოზიციისა და აქტივიზმის გამო რუსეთში „უცხოურ აგენტადაა“ შეარცხული, განმარტავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მას თბილისსა და ბათუმში კონცერტები უნდა ჩაეტარებინა. განცხადებაში მწერალი იხსენებს, რომ 2006 წელს, იმ დროს, როდესაც მოსკოვში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანია მიმდინარეობდა, რაც დეპ

ვაზისუბანში აღსრულებამ ოჯახი გამოასახლა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახი გამოასახლა. როგორც გამოსახლებული ქალი „ფორმულასთან“ ამბობს, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათი ერთადერთი შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა. ქალი ამბობს, რომ ვალის გადაუხდელობის გამო ბინა აუქციონზე გაიყიდა, მყიდველი კი ბინის გამოსასყიდად ოჯახს 53 000 დოლარის გადახდას სთხოვს, რისი საშუალებაც არ აქვთ: „მხოლოდ სოციალური დახმარებაა ჩემი შემოსავალი. რომ გაიგეს ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა მითხრეს გვერდში დაგიდგებით, 3-დან

“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს” – DRI

“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად სთავაზობენ ახალ პროექტებსა და ღონისძიებებს. როგორც DRI აცხადებს, ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის

პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს

პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთს სურვილი აქვს ნატო-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას შეუერთდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბელარუსის ტერიტორიაზე აპირებს ბირთვული იარაღის განთავსებას. „საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, ნატო-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწ

შალვა კერესელიძე ირაკლი ღარიბაშვილს - გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი შავლა კერესელიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს: "- გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!!! თვალებგაცისკროვნებული მზერით სიარულს, ფარისევლობას და თვალთმაქცურ მოქცევას ჯობს, რეალობას თვალი გაუსწოროთ და მოსახლეობისგან დაცლილ და ფუძეჩაბნელებულ მაღალმთიან სოფლებზე და ხეობებზე იფიქროთ ვიდრე ხალხის მეხსიერებაში პოლიტიკურად ფეიკი პრემიერ-მინისტრის სახელით დარჩეთ. -  საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,მთის დღეები“

შსს სტიქიის ადგილზე ძებნა-შველის ღონისძების ფარგლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ადგილზე ძებნა-შველის ღონისძების ფარგლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. „ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვ

თბილისის საკრებულოში ხმაურია

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ. მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა. „გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაშ

ტაილანდში რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები დააკავეს, მათ დეპორტაცია ემუქრებათ

ტაილანდში დააკავეს რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები. მათ უკან, რუსეთში დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასაშუალება South China Morning Post ავრცელებს. აღნიშნული ბენდის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გუშინ ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ისინი საჯაროდ მხარს უჭერენ უკრაინას და ეწინააღმდეგებიან პუტინის ომს უკრაინაში. B-2-ს წევრებმა რუსეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დატოვეს. როგორც South C

ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში წერია, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ბაიდენის თქმით, 1,2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს, ამერიკელ ხალხში აკეთებს ინვესტირებას, და აძლიერებს აშშ-ის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. „ეს შ

მეტელკინა/ბერულავამ მოიგეს ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი. მეტელკინა და ბერულავა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამის შემდეგ გავიდნენ პირველ ადგილზე, ორივე პროგრამის ჯამში დააგროვეს 179.32 ქულა და  12,47 ქულით გაუსწრეს მეორეადგილოსან ამერიკულ წყვილს. ამ სეზონში მეტელკინა/ბერულავასთვის ეს არის მეექვსე მედალი, რომელიც მოიგეს. იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატამდე მათ მოიპოვეს ფიგურული სრიალის ევროპის ჩე

პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცე

არსებული ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ipn
×
×
  • შექმენი...