„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში[1] და დაადგინა, რომ:[2]
ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს
2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის
შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო
უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო ა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური უარყოფს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას ქმნის. ნიკა გილაურმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა.
გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური პარტიას ქმნის და ამ პარტიაში ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე იქნებიან. ნიკა მელიამაც და ხატია დეკანოიძემაც ეს ინფორმ
უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას დასავლეთის ძალების კოალიცია, რომელიც კიევს მიაწვდის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს. ზელენსკის თქმით, მისი ძალები კვლავაც აკონტროლებენ აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტს, თუმცა ქალაქის დატოვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამით უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე გადარჩება.
ვარშავაში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ 5 აპრილს ისაუბრა პოლონეთის როლზე დასავლეთის ქვეყნების დარწმუნებაში უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდების პროცესში და განაცხადა, რომ
ქოლცენტრების სქემის ქართველი თაღლითი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მუშაობის დაწყებისას არ იცოდა, თუ რას აკეთებდა. ფილმში, რომელიც BBC-მ გაავრცელა, ის ჰყვება, რომ თავი ძალიან ცუდად იგრძნო მაშინ, როცა გაიგო, თუ "რა ხდებოდა სინამდვილეში".
"სტუდენტებისთვის ძალიან რთულია კარგი სამსახურის მოძებნა მაღალი ანაზღაურებით. როცა დავიწყე მუშაობა, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. რეალურად, გვეგონა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი, მაგრამ, როცა გავიგე, რა ხდებოდა სინამდვილეში, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი იმ ადამიან
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უვადო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ სამხედრო მოსამსახურეს, ალექსეი კირკალოვს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, კირკალოვი შეიარაღებული კონფლიქტის დროს აკრძალული მეთოდების გამოყენებასა და მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.
კირკალოვი ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 15 აპრილს კირკალოვმა, რომლის მეტსახელი იყო „ფრიცი“, ქალაქ მარიუპოლში მ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსების მიერ წუხანდელი შეტევის დროს გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 36-ვე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან იყო გაშვებული.
„ერთობლივი ძალისხმევით 36-ვე „შაჰიდი“ განადგურდა!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უწყების განმარტებით, თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა დ
ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ ვუთხარი ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას.
მოუთმენლად ვ
„ღირსეული შრომის პლატფორმა“, რომელიც დამოუკიდებელ პროფკავშირებს, ადამიანის უფლებების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს აერთიანებს, ეხმიანება მაღაროელთა გაფიცვას და ამბობს, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს.
პლატფორმა მოუწოდებს:
საქართველოს მთავრობას:
გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” – ზე 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.
„ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს დაგეგმილია ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.
მანამდე ვილნიუსის სამიტში ზელენსკის მონაწილეობა საეჭვო იყო, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუ იქ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობაში არა მხოლოდ მათი, არამედ მრავალმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს.
„ცალკეული განცხადებები ბევრი აქტორისგან გვახსოვს, რაც კელი დეგნანის მიმართ დისკრიმინაციული კონტექსტით გაჟღენთილი იყო. ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. მთავარია თითოეული ჩვენგანი
ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ნაგებობაში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ძველი კინოფირები ინახებოდა. როგორც „პუბლიკას“ ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, საცავში განთავსებული ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
publika
საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური, 2023 წლის კვლევით, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ამავე კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით (როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა), ცხრა პუნქტით არის გაზრდილი
ამასთან, გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, მოქალაქეების 74% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს და
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშო
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა რუსეთში თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს.
„სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. სხვა კითხვებზე გადავიდეთ, მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე.
არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ.
თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს.
პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემს შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდ
საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1 476 780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1 297 661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118 044 მონაწილე შემოუერთდა.
2023 წელს პენსიით ისარგებლა 3 535 ადამიანმა, შედეგად პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6 929 შეადგინა. დღეისათვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20 811 344 ლარია, ხ
ყველამ თავი დაანებოს ეკლესიას - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადების საპაუსოხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველანაირი თავდასხმა ეკლესიაზე და ვანდალიზმი მიუღებელი და არასწორია.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა.
ტვ პირველი
ბეირუთში შეერთებული შტატების საელჩო, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანი „ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით“ დატოვონ.
საელჩომ განაცხადა, რომ მათ, ვინც ლიბანში დარჩენას ირჩევს, უნდა მოამზადონ საგანგებო გეგმები და მოემზადონ დიდი ხნის განმავლობაში თავის შეფარებისთვის.
საელჩოს განმარტებით, რამდენიმე ავიაკომპანიამ შეაჩერა და გააუქმა ფრენები ლიბანის მიმართულებით, მაგრამ ქვეყნის დასატოვებლად ხელმისაწვდომია კომერციული ტრანსპორტის ვარიანტები.
აშშ-
"ბატონ თენგიზ ცერცვაძეს იმდენი რამე აქვს გაკეთებული ჯანდაცვის სისტემისთვის და საქართველოსთვის, რაც გახმაურებული და საყოველთაოდ ცნობილი არ არის. ყოველდღიურად ვმუშაობდით პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში. კოვიდამდე იყო ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. ის, რომ, დღეს, საქართველოში, შიდსის მაჩვენებელი ასეთ დაბალ დონეზეა, მისი დამსახურებაა. კოვიდის დროს ინფექციურ საავადმყოფოს შენობა არ ჰქონდა. დავჯექით, ეს შენობა გამოვნახეთ და გადავეცით საკუთრებაში 4 წლის წინ, დღესაც
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ალმატის, მთის ალპურ ზონაში გაჩნდა. ხანძრის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო - სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მეხანძრე - მაშველები უკვე მუშაობენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია.
იპნ
როგორც ჩანს, სააკაშვილის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს - თუ საჭიროა საზღვარგარეთ გადაყვანა, უნდა გადაიყვანოს კიდეც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია ,,საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციური სისტემის და მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი უსაფრთხოება, ამ თვალს
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია კიევში გუშინ გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებაში.
„ევროკავშირი და უკრაინა მიესალმებიან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას, რომელიც პრაღაში, 6 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრა წარმოადგენდა პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმას და მთელ კონტინენტთან დაკავშირებული არსებული საკითხების სიღრმისეული განხილვის შ
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, თავისი სამშობლოსგან უმაღლესი ჯილდო მიიღოს მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.
გაზეთ La Nacion-ის მონაცემებით, არგენტინაში ინფლაციამ 100 პროცენტს მიაღწია. ქვეყნის მთავრობა განიხილავს უფრო მაღალი ნომინალის ორი ბანკნოტის გამოშვებას – 5000 და 10000 პესო.
არგენტინის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ქვეყნის უმსხვილესი ბანკის პრეზიდენტმა, სილვინა ბატაკისმა განაცხადა, რომ სწორედ ლიონელ მესი შეიძლება
პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით
ნატომ რუსეთი მისი "საშიში და უპასუხისმგებლო" ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ნატო ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას.
ნატოს მოკავშირეები მოქმედებენ საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, ბოლოს კი შეაჩერა მონაწილეობა ახალ START -ის ხელშეკრულებაში”, - განაცხადა ნატოს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკ