Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    897.956

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სოფიო სომხიშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალშია

აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) აგრძელებენ. ქართველმა მძიმეწონოსანმა ქალმა ძიუდოისტმა ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელი ნუნიესი ვაზარით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა. ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს. შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი ძიუდოისტი – მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრ

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ სახლთან თავს დაესხნენ

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის შექმნილი facebook-გვერდის ცნობით, მათ თანამებრძოლს, ადგილობრივ ნიკო გაფრინდაშვილს 22 ივნისს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა აქვს. სოფლის მცხოვრებლები მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი ეფექტურ გამოძიებასა და მოძალადეებისა და დამკვეთების დასჯას მოითხოვენ. „პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყო თუ არა გამოძიება უწყებამ. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება. მოსახლეობა სოფელ ზოდში

სოფელ ჩალაუბანში 80 წლის ქმარმა 70 წლამდე ცოლი მოკლა

კახეთში მკვლელობა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის ქმარმა 70 წლამდე მეუღლე, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის მეზობლებს დეტალებზე საუბარი უჭირთ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ხანდაზმული წინასწარი

სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარ

სოფელ მეჯვრისხევიდან დღეს დილით ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილისგან გახდა ცნობილი. საკითხზე მან პარლამენტში, სუს-ის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისი ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. 5 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტ

სოფელ მარტყოფში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულ ნიკოლოზ ხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის - პროკურატურის შუამდგომლობა. გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში

სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ჩაქუჩით მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთ

სოფელ ზემო არცევთან უკანონოდ დაკავებული გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მე

სოფელ ვერტყვიჭალასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასა ჩამოვიდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან მიწის მასა (შვავი) ჩამოვიდა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მათივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, აღმოს

სოფელ ველისციხეში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს – 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს

სოფელ ველისციხეში კაცმა ორი მეზობელი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ipn

სოფელ დიღომში კაცი მოკლეს

სოფელი დიღომში კაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” ეუბნებიან, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. publika

სოფელ აძვთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დი

სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

მსახიობი, სპორტსმენი და პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობაა, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა. პუბლიკა

სოსო ფხაკაძე - ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად, ხელისუფლებამ ან ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1-ელი იანვარი

"ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს. კერძოდ, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი. როგორც სოსო ფხაკაძე სოციალური ქსელ LinkedIn-ში წერს, ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს. „როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავ

სოსო პავლიაშვილმა სტავროპოლში ომში დაშავებულებს უმღერა – მედია

მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა იმღერა სტავროპოლის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უკრაინაში, ომში დაჭრილი რუსი სამხედროებიც მკურნალობენ. სტავროპოლის ჰოსპიტლის გახსნიდან 80 წელი შესრულდა, სწორედ ამას მიეძღვნა, რუსული მედიის მიხედვით, ღონისძიება, რომელშიც პავლიაშვილიც მონაწილეობდა. არტისტმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა და გამოელაპარაკა სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთში ასე უწოდებენ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას) მონაწილეებს. ასევე ფოტოები გადაიღო მათთან. მებრძოლებმა მისი მიმართვები ტელეფ

სოსო თოფურიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კითხვები მატულობს პარტიის ლიდერების მიმართ, მაქვს სერიოზული დოკუმენტები, სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პარტიაში პოლიტიკური ველი რადიკალურად შეიცვლება

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. „სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები. ანა წითლიძე: „თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც რეალურად არსებობს მის

სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლომ ბრალადწარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მ

სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს, 4 აპრილს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმაც, თუმცა ის საბოლოო სიტყვას დღევანდელ სხდომაზე წარმოთქვამს. გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, გოგაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. სომხურ მედიასთან საუბარში არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბომბვა უკვე ნახევარი საათია, გრძელდება და არ არის კავშირი რეგიონში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

სომხეთში ტერორიზმისთვის ხელშეწყობის მუხლით საქმე აღიძრა ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო

სომხეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გარშემო. ამის შესახებ სამსახურის ვებსაიტი იტყობინება. ცნობით, გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად იქნა გამოყენებული, იმყოფებოდა სატვირთო მანქანაში, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე. ის ქვეყანაში შევიდა უცხო სახელმწიფოდან და შემდეგ გაემგზავრა რუსეთში. უწყების პრესსამსახურ

სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს - EU-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ფიქრობს, რომ სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობისთვის, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში. ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს [მეზობლებს] ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი/წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა უფ

სომხეთმა საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა. მის სიტყვებით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია მკაცრად აკვირდება, რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას. ქერობიანის თქმით, კომპანიისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტვირთის გაშვება-არგაშვების თაობაზე. „ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირი იყოს ისეთი სტაბილური და პროგნოზირ

სომხეთმა პირველად დაუჭირა მხარი დევნილებზე საქართველოს რეზოლუციას გაეროში

გუშინ, 4 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადების მიხედვით, ერევანი უერთდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციებს და მოწოდებულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ. „კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი არის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უპირველესი საკითხი, რომელიც მოითხოვს მოგვარებას. სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად უა
×
×
  • შექმენი...