Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.432

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბლინკენის ვიზიტი ემთხვევა დოჰაში მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ბლინკენის ისრაელში ჩასვლა, ასევე, ემთხვევა გაერო-ში აშშ-ის მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ

ლაშა გურულმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

პარიზის ოლიმპიური თამაშები მოკრივე ლაშა გურულმა (63.5კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა.­ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერ

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ხეცურიანს აქამდეც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. გამარჯვება მან რაპირით ფარიკაობის ტურნირზე გაიმარჯვა. შეჯიბრება იტალიაში მიმდინარეობს.   ნეტგაზეთი

საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა

საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა. როგორც მოკლული ქალის ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა. ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. "საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი დარჩათ, სკოლის მოსწავლეები. სახლში მიაკითხა ბავშვს ვნახავო, წასვლისას

გიორგი შარაშიძე - „ქართული ოცნება“ აფორმებს მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანის ღალატს - თუ ვინმე რევოლუციას აწყობს, ეს არის სწორედ „ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზურაბ ჟვანიას გამოსვლიდან 26 წლის შემდეგ, ვხედავთ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც ფაქტობრივად, აფორმებს საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანის ღალატს. სიმბოლური დამთხვევაა, რომ ზუსტად 26 წლისთავზე გააკეთა „ოცნებამ“ ეს, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობას წყვეტს. როგორც გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გ

ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. "გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ზელენსკი ტვიტერზე. ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის ავტორები იყვნენ მმართველი კოალიციის სამი პარტია და წამყვანი ოპოზიცი

ბექა ლილუაშვილი: პოლიტიკურმა დღის წესრიგმა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებთან ბმა დაკარგა

პარლამენტის დეპუატატი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები შეიქმნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყველაზე დიდი „ფსონი“ მაგიდაზე უკვე დადო, შეთავაზების სახით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა,”- განაცხადა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში.“ მისი თქმით, „ნაციონალური მოძრა

„რუსეთშიც ასე დაიწყო“ - რუსი ჟურნალისტი „უცხოეთის აგენტების“ კანონზე

„ხალხის ძალის“ ლიდერები ამბობენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ამერიკული კანონმდებლობის ანალოგიურია“. სინამდვილეში ეს კანონპროექტი ჰგავს „უცხოეთის აგენტებზე“ რუსულ კანონს, გამოცდილ იარაღს პუტინის რეჟიმის ხელში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ჟურნალისტი, ისტორიკოსი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი, ანდრეი შარი თავის გამოცდილებას გვიზიარებს: რუსეთის კანონმდებლობაში 2012 წელს მიღებულმა ცვლილებებმა „უცხოური აგენტის

ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა - TDI

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ შეფასებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა. აქვე ნათქვამია, რომ ამ ფონზე, ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული კრემლისტური ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერდება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება სამოქალაქო სექტორსა და თავისუფალ მედიას აგენტებად აცხადებს, აკნინებს მათ როლს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობაში ადანაშაულებს. აქვე ვკითხულობთ,

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

15 მარტის დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის მედიის ცნობით, ამის მიზეზია ბელარუსიდან აფრენილი რუსული ავიაგამანადგურებელი МиГ-31К, რომელსაც შესაძლოა Кинжал-ის რაკეტები მიჰქონდეს. საჰაერო განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 09:44 საათზე გაისმა პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში და რამდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. სირენების ხმა მოსალოდნელი საავიაციო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს და მოუწოდებს თავშესაფარში ჩასვლი

გორელმა დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით. „დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპ

ეს მომენტი უფრო ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოვიყენოთ – ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა არის ისტორიული მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ მან დღეს, 31 მაისს, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ისტორია გრძელდება. პუტინს სურდა, რუსეთს ჩაეგდო ხელში უკრაინა. ის ელოდა, რომ ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. ამის ნაცვლად უკრაინამ გაბედულად გაუწია წინააღმდეგობა და პასუხს უბრუნებს მას. ჩვენ კი ევროპაში სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ

ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი გამომძიებლის ოჯახმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს შეატყობინა. შუბითიძე გუშინ ღამით კახეთში დააკავეს. სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრ

3-7 ივლისს ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, 2023 წლის 3 - 7 ივლისს, დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც, 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე 10:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნ

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სა

“სომხეთში ანტირუსული განწყობები არასამთავრობოების მუშაობის შედეგია”

“რაც შეეხება ანტირუსულ განწყობებს სომხეთში, ეს დიდწილად ხელოვნულად კეთდება”.   ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს საგარეო მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. “ჩვენ ვიცით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სომხეთში ბოლო წლებში იყო შექმნილი, თუმცა, წინა წლებშიც არ იყო ნაკლებობა. ეს ორგანიზაციები არ იქმნება სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით. პირიქით, მათი მიზანია, ანტირუსული განწყობე

ბოლო ერთ კვირაში უკრაინაში 7 120 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

18 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 120 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, ასევე 927 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა. მათ შორისაა 119 ტანკი, 196 ჯავშანტექნიკა, 177 საარტილერიო სისტემა, ცხრა მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, ორი სარაკეტო სისტემა, 256 სატვირთო მანქანა და 35 ერთეული სპეციალიზებული აღჭურვილობა. „გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს სამი საბრძოლო თვითმფრინავი, ო

პრეზიდენტმა 8 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთაგან 6 სრულად გათავისუფლდა და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. ნეტგაზეთი

დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა, დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ელჩმა გაიხსენა 2023 წლის აქციებიც, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის „რუსეთთან მეგობრული პოლიტიკა“. ელჩი ოპ-ედს იწყებს 15 დეკემბრის გახსენებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებიდან მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ ს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდები საპროტესტო აქციას დღესაც გეგმავენ, ისინი პარლამენტის შენობასთან კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ასევე იგეგმება მსვლელობა, თუმცა მომიტინგეები ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ. თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები - „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარ

რუსეთში სერგეი შოიგუს მოადგილე დააკავეს

რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა სხვა დეტალებს არ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ივანოვის დაკავების

გიორგი გახარია "ქართულ ქარტიაზე"

"რთული დოკუმენტია. იქ არის სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ძალიან კარგი გეგმა, რაც აუცილებლია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაახლოს ევროპული გზა...  ერთმნიშვნელოვნად ასეა და ჩვენ სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ყველა ამ რეფორმას სრულად დავუჭერთ მხარს - ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება დანარჩენ ტექნიკურ და პოლიტიკურ საკითხებს, ჩვენ ვთვლით, რომ რიგგარეშე არჩევნები,  ნებისმიერი ფორმის -  დროებითი, ტექნიკური მთავრობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე, არის სამართლე

GRASS: მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) განცხადებით, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა მარიამ წიწიკაშვილის დააკავებას, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო. როგორც GRASS აცხადებს, მარიამ წიწიკაშვილი მათი თანამშრომელია, კერძოდ, ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის პროგრამის რედაქტორი. „მარიამმა მას [ვიქტორ ჯაფარიძეს] შენიშვნა მისცა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც დეპუტატმა, როგორც პოლიტიკოსმა მიიღო. ამასთან, შენი

ვრცელდება ცნობები კურსკში მდინარე სეიმზე მესამე ხიდის აფეთქებაზეც

რუსი სამხედრო ბლოგერების განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მესამე ხიდი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, დღეს, 19 აგვისტოს „სამხედრო კორესპონდენტმა ვლადიმირ რომანოვმა დაწერა, რომ უკრაინულმა მხარემ სოფელ კარიჟთან მდებარე ხიდი გაანადგურა, თუმცა დამატებითი დეტალები მომხდარზე არ გაუვრცელებია. კიდევ ერთმა პრორუსმა ბლოგერმა იური პოდოლიაკმა კი დაწერა, რომ „მტერმა მდინარე სეიმზე უკან

ხვალ, 11 ნოემბერს პრეზიდენტი EU-ის 8 ქვეყნის დელეგაციას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია. თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი)
×
×
  • შექმენი...