Jump to content
Planeta.Ge

ეს მომენტი უფრო ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოვიყენოთ – ფონ დერ ლაიენი


ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა არის ისტორიული მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ.

ამის შესახებ მან დღეს, 31 მაისს, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ისტორია გრძელდება. პუტინს სურდა, რუსეთს ჩაეგდო ხელში უკრაინა. ის ელოდა, რომ ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. ამის ნაცვლად უკრაინამ გაბედულად გაუწია წინააღმდეგობა და პასუხს უბრუნებს მას. ჩვენ კი ევროპაში სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში ვართ და უნდა შევინარჩუნოთ კურსი. უკრაინა ამ ომიდან უფრო ძლიერი გამოვა.

მოლდოვასა და საქართველოში უამრავი ადამიანი აფრიალებს ევროკავშირის დროშებს, იღწვიან იმისთვის, რომ ევროკავშირში ადგილი დაიმკვიდრონ. დასავლეთ ბალკანეთი და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდება ერთამენთს. ეს არის მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ უფრო ერთიანი ევროპის შესაქმნელად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...