Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.635

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო

ქართველი ძიუდოისტი (100+ კგ), გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ფრანგ მეტოქე, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან იპონით დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო. თუშიშვილის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორთაბრძოლის შემდეგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი გახდა. შედეგად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრე

გიორგი გახარია თენგიზ ცერცვაძეზე - ვიდეო

"ბატონ თენგიზ ცერცვაძეს იმდენი რამე აქვს გაკეთებული ჯანდაცვის სისტემისთვის  და საქართველოსთვის, რაც გახმაურებული და საყოველთაოდ ცნობილი არ არის. ყოველდღიურად ვმუშაობდით პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში. კოვიდამდე იყო ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. ის, რომ, დღეს, საქართველოში, შიდსის მაჩვენებელი ასეთ დაბალ დონეზეა, მისი დამსახურებაა. კოვიდის დროს ინფექციურ საავადმყოფოს შენობა არ ჰქონდა. დავჯექით, ეს შენობა გამოვნახეთ და გადავეცით საკუთრებაში 4 წლის წინ, დღესაც

,,ოცნების” წევრების პოსტები აგვისტოს ომზე რუსეთის ხსენების გარეშე

პრემიერმა, თბილისის მერმა, უმრავლესობის ლიდერებმა აგვისტოს ომზე, ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით პოსტები დღეს, 8 აგვისტოს გამოაქვეყნეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ facebook-ზე გამოქვეყნა ფოტო – 16 წელი აგვისტოს ომიდან – აღწერის გარეშე. ასევე, მხოლოდ ფოტო გააზიარა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება, კახა კალაძეს, მის პოსტში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, არც წელს არის ნახსენები სიტყვა რუსეთი. ცნობისთვის, კალაძემ რუსეთი არც აგვისტოს ომზე გამოქვ

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ალმატის, მთის ალპურ ზონაში გაჩნდა. ხანძრის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო - სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მეხანძრე - მაშველები უკვე მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია.   იპნ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიმართება

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია კიევში გუშინ გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებაში. „ევროკავშირი და უკრაინა მიესალმებიან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას, რომელიც პრაღაში, 6 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრა წარმოადგენდა პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმას და მთელ კონტინენტთან დაკავშირებული არსებული საკითხების სიღრმისეული განხილვის შ

ლიონელ მესი შეიძლება არგენტინაში 10 ათასი პესოს ნომინალის ახალ ბანკნოტზე გამოსახონ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, თავისი სამშობლოსგან უმაღლესი ჯილდო მიიღოს მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. გაზეთ La Nacion-ის მონაცემებით, არგენტინაში ინფლაციამ 100 პროცენტს მიაღწია. ქვეყნის მთავრობა განიხილავს უფრო მაღალი ნომინალის ორი ბანკნოტის გამოშვებას – 5000 და 10000 პესო. არგენტინის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ქვეყნის უმსხვილესი ბანკის პრეზიდენტმა, სილვინა ბატაკისმა განაცხადა, რომ სწორედ ლიონელ მესი შეიძლება

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით

ნატო რუსეთს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო აკრიტიკებს

ნატომ რუსეთი მისი "საშიში და უპასუხისმგებლო" ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “ნატო ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ნატოს მოკავშირეები მოქმედებენ საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, ბოლოს კი შეაჩერა მონაწილეობა ახალ START -ის ხელშეკრულებაში”, - განაცხადა ნატოს სპიკერმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკ

შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა. საქართველოში შვედეთის საელჩოს ინფორმაციით, გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP

სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა

სუდანში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის, დედაქალაქ ხართუმში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. სუდანიდან რამდენიმე საათის წინ ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ინფორმაციას თავად ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს. „დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხართუმიდან ამერიკის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ს

დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ თითქოს საქართველოს ომში ჩართვას ვცდილობთ — კალიურანდი

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესისა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ლიდერები “კრემლის სახელმძღვანელოს” შესაბამისად საუბრობენ. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვრცელი კრიტიკული გამოსვლა მას დღეს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე ჰქონდა. ევროპარლამენტარმა, რომელ

ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინმა ომი უკვე წააგო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი უკვე წააგო. „არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან მოიგოს ომი უკრაინაში. მან უკვე წააგო ეს ომი“, - განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა უკრაინის ნატო-ში არ მიღებამ პუტინი წაახალისოს და გამბედაობა მიანიჭოს. ჯო ბაიდენის განმარტებით, არ ფიქრობს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან რუსეთს არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში შეი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი სოფელი ანდეზიტი (დაბა ბაკურიანი) იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

რას [ვერ] ვიგებთ გარემოს სააგენტოს პირველადი შეფასებიდან შოვის სტიქიაზე – ინტერვიუ

შოვში სტიქიიდან რამდენიმე დღეში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მომხდარის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია. უფრო კონკრეტულად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურებას განაპირობებს რელიეფის მაღალენერგეტიკული პოტენციალი

„ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს... აღარ მინდა ასეთი რამ" - შოვში მყოფი მაშველის უმძიმესი მონაყოლი

სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი კობა კურტანიძე, შოვში გატარებულ მძიმე დღეებზე ჰყვება. „როდესაც გარდაცვლილი ბავშვი ვიპოვეთ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ვტიროდი... თვალზე ცრემლი მომადგა და ძალიან ემოციურად გადავიტანე ეს ყველაფერი.  მაგრამ ვაანალიზებთ, ჩვენ ვჭირდებით გარდაცვლილების ოჯახს და ნათესავებს, ცრემლიანი თვალებით გველოდებიან, რომ მიცვალებული მაინც ჩავაბაროთ. ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, შესაბამის უწყებებთან ერთად, შეისწავლის აშშ-ის მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით სრულდება, - ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. მათი განმარტებით, სააგენტო, შესაბამის უწყებებთან ერთად, შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტრო

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი. ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ. იპნ

თომას ჰენდრიკ ილვესი - ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე - იქ არც სარეცხი მანქანები და არც უნიტაზებია, რომ მოიპარონ

ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე. დიახ, იქ არის მიწა, მაგრამ არც სარეცხი მანქანებია და არც უნიტაზები, რომ მოიპარონ, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი რუსეთის მთვარის ჩაშლილ მისიას. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული კოსმოსური ხომალდი, Luna-25, რომელიც მთვარეზე უნდა დაშვებულიყო, მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა.   ipn

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორელი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. „ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის ახალი ამბების სათაურებში თავისი ნათელი კულტურისა და სულის წყალობით უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ახალ ამბებში როგორც პუტინის ომის სამიზნე ხვდება. ევროკავშირი მხარს უჭერს ობიექტების სტაბილიზებას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაშავდნენ. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუ

ნოემბერში საქართველოს შაქრის იმპორტი გაუძვირდა - სად რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

ნოემბერში საქართველოს შაქრის იმპორტი წლიურად 40%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 8%-ით გაუძვირდა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზარზე პროდუქციაზე ფასის მატება, მეორე მხრივ კი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული ის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შაქრის იმპორტზე დამატებითი გადასახადი დაწესდა. ცნობისათვის, მთავრობის დადგენილებით, 20 ნოემბრიდან 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განი

რატომ არ იხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საკონსულოს გარეთ | ინტერპელაცია

ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვები საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გაზრდის და საკონსულოების დამატების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის მოსმენას უკავშირდებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკ

გიორგი გახარიას შეხვედრა სამგორში, ლორფთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებთან (ფოტოები)

შეხვედრა სამგორში, ლორფთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებთან ბმული https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/990502279199859

დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი დებატებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი პირველი დებატების თარიღსა და მასპინძელ მაუწყებელთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ. ჰარისის საარჩევნო გუნდი დებატების ჩატარებას ABC News-ზე 10 სექტემბერს ითხოვს, ისე, როგორც ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის იყო დაგეგმილი, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის დატოვების შემდეგ ABC News-ზე დაგეგმილი დებატები შეწყდა და დათანხმდა Fox News-ის შეთავაზებას კამალა ჰარისთან დებატების 4 სექტემბერს გა

აშშ-ის საელჩო: დახმარების შეჩერებამ იმოქმედა რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე

საქართველოში აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების შეჩერებამ იმოქმედა რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზეც. ამის შესახებ „პუბლიკას” საელჩოში განუცხადეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ფორმულას” ეთერში კოალიცია ერთიანობის წევრმა გია ჯაფარიძემ გაავრცელა და თქვა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ის მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული. publika

ამსტერდამში, ფეხბურთის მატჩის შემდეგ ებრაელებზე თავდასხმისთვის 62 ადამიანი დააკავეს

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის პოლიციის განცხადებით, „62 ადამიანი დააკავეს, ხოლო 5 ჰოსპიტალიზებულია მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მატჩის შემდეგ პალესტინის მხარდამჭერები თავს დაესხნენ ებრაელებს“. ნიდერლანდებისა და ისრაელის ლიდერებმა ძალადობა დაგმეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში საგანგებო დიპლომატიური ვიზიტით ჩავიდა. ვითარება „ევროპის ლიგის“ მატჩის შემდეგ დაიძაბა – თამაში ამსტერდამის „აიაქსსა” და თელ ავივის „მაკაბის“ შორის შედგა. Associated Press წერს, რომ უცნობი
×
×
  • შექმენი...