უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიისგან განახლებულ ინფორმაციას მიიღებს.
„ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპ
რუსული ქორწილი კახეთის შუაგულში - მაშინ, როდესაც მთელი საქართველო პირდაპირი ავიარეისების აღდგენას აპროტესტებს, გურჯაანში გრანდიოზული ქორწილის სამზადისი მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქეების წყვილმა დღეს უკვე გააფორმა სამოქალაქო ქორწინება თბილისში და ხვალ სასტუმრო კომპლექს "ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა"-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართავს. სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი უმრავლესობა უკვე საქართველოშია - ნაწილი ახაშენის სასტუმროში, ნაწილი კი ყვარლის ტბის პირას.
კიდევ უფრო
დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თავის ტვინზე. კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ვიქტორიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვამ სულ რაღაც ორ საათში შეიძლება შეცვალოს თავის ტვინის დაკავშირებადობის უნარი.
მსგავსი: გაერო გვაფრთხილებს, რომ დედამიწაზე თითქმის ყველა, საშინლად დაბინძურებულ, არაჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავთ — #1tvმეცნიერება
შედეგები ეფუძნება 25 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულ რანდომიზებულ,
უკრაინელ მოფარიკავეს ოლგა ხარლანს, რომელმაც რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპონატზე დისკვალიფიკაცია გაუუქმეს და 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ადგილი მისცეს.
ოლგა ხარლანმა მილანში ტურნირზე ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსული რუსი მოფარიკავე ანა სმირნოვა ანგარიშით 15-7 დაამარცხა, რის შემდეგაც მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა და სანაცვლოდ დაშნა მიუშვირა.
ხელის ჩამორთმევაზე უარის შემდეგ უკრაინელი მოფარიკავე ტურნირიდან მოხსნეს. თუმცა შემდეგ ოლგა ხარლანს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტე
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე? – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ამ საკითხზე 20-ზე მეტი ექსპერტი გამოკითხა.
ექსპერტებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან დაშვებას – იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსურ დახმარებ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარ
ქართველმა მოჭადრაკემ, ანასტასია კირთაძემ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონობა იზეიმა.
ანასტასიამ ცხრიდან 7,5 ქულა მოიპოვა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე დამაჯერებლად გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ანასტასია კირთაძე პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ავტორი - ალექსანდრე ქურხული
ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “უკრაინა-ევროკავშირი” სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
“ბახმუტში დანებებას არავინ აპირებს. ვიბრძოლებთ, რამდენ ხანსაც შევძლებთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის რევანში (წინსვლა) არ დაუშვან იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორებისგან გადმოცემული შესაბამისი იარაღით არ გაძლიერდ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5261 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5261 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7605 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7594 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს „ქართულმა ოცნებამ", აბსურდში არიან! - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა გაიაშვილს სურს, რომ ის რაც ღარიბაშვილზე მედიას უთხრა, სააკაშვილზე საუბრით გადაფაროს.
„ვფიქრობ, სწორი კომენტარია, რომ სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს ქართულმა „ოცნებამ", ისეთ აბსურდში არიან! სააკაშვილის ფრენები და აქტიური მუშაობა რომ არა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, რომელშიც უნდა ახლა ,,ქართულ ოცნება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება.
მათივე ცნობით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გა
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ კოდექსში შედის.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი
შოვში სამაშველო სამუშაოების ფარგლებში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთას ღამით ტყეში დარჩებიან და მათი გამოყვანა დილიდან მოხდება.
ავტორი - შალვა სუმბაძე
გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამის რეზოლუციას ხმა მისცა.
რეზოლუცია, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, ისევე როგორც ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული.
“შიმშილისგან და რეპრესიებისგან მთელი უკრაინა დაზარალდა, არა მხოლოდ მისი მარცვლეული მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი თვალსაზრისით, როგორც გენოციდის
ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„როკ-ენ-როლის დედოფალი“ შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„მასთან ერთად, მსოფლიომ დაკარგა ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი“,- განაცხადა მისმა პრესსპიკერმა.
ავტორი - სალომე თორაძე
ჩვენ სხვა პარტიაში მოღალატეს არ ვეძებთ და ყველამ თავის პარტიას მიხედოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „რუსული ოცნების" თამაშის მონაწილე არ უნდა გახდეს არც ერთი პროევროპული პოლიტიკური ძალა.
„მიმდინარეობს იმ პროცესის განხილვა რა გაიარა ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" და ასევე, სამომავლო გეგმები. მათ შორის, ფრაქციის სამოქმედო გეგმა - იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ყველა იმ
,,საბავშვო ბაღში ბევრჯერ მიმიტანია ელექტრო ბატარეა, რათა ბავშვები არ გაყინულიყვნენ"
არახალია, რომ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება სწორედ სასწავლო წლის დაწყების წინ ახსენდებათ ხოლმე და რემონტის გამო, სწავლის პროცესს ან დაგვიანებით, ან - ონლაინ-რეჟიმში იწყებენ.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ბაგა-ბაღების შენობებში მწყობრიდან გამოსული გათბობის სისტემების მოწესრიგებაა, არ
სამოქალაქო პლატფორმამ „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ პეტიცია შეადგინა, სადაც ხელმომწერები მიმართავენ ფოთის მერიასა და საკრებულოს, ჩამოერთვას სოზარ სუბარს ფოთის საპატიო მოქალაქეობა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი – ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია. მოქალაქეთა მრავალდღიანი პროტესტისა და თავგანწიირული წინააღმდეგობის გარეშე, კანონი სახელმწიფოს მომავალსა და მის არჩეულ კურსს შეუქცევადად დააზია
ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები... ) საქართველოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:
გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორე
"სახიფათოა ძალაუფლების გახანგრძლივების სურვილით შეპყრობილი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა. ყველა უწყება თუ ინსტიტუტი, რომელიც არჩევნების გაყალბებაში დაეხმარებოდა დაიქვემდებარეს, მომავალში რას იზამენ არავინ იცის."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/264093480088755/
იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
მანამდე, ქართველი ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ.
“საუკეთესოთა შორის საუკეთესო” — წერს სერია A კვარაცხელიაზე.
ნეტგაზეთი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ილია გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც დღეს, 1 აპრილს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.
აქციაზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე. ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა.
მასალა ახლდება…
აქციის ორგანიზატორი „ევროპული საქართველო“ იყო, თუმცა ღონისძიებას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების გარდა საზოგადოების სხვა ჯგუფებიც ესწრებოდნენ.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.
როგორც უწყება განმარტავს, საელჩოს ასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, განსაკუთრებით რთული იყო 20 პირის შემთხვევა, თუმცა მათგან 14 -ის ადგილსამყოფელი დადგენილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელ ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებ