Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის ფრენები და მუშაობა რომ არა, დღეს ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, სადაც ახლა „ოცნებას“ სურს დაგვაბრუნოს


სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოსქართულმა ოცნებამ", აბსურდში არიან! - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა გაიაშვილს სურს, რომ ის რაც ღარიბაშვილზე მედიას უთხრა, სააკაშვილზე საუბრით გადაფაროს.

ვფიქრობ, სწორი კომენტარია, რომ სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს ქართულმაოცნებამ", ისეთ აბსურდში არიან! სააკაშვილის ფრენები და აქტიური მუშაობა რომ არა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, რომელშიც უნდა ახლა ,,ქართულ ოცნებას," რომ დაგვაბრუნოს. რაც მეტს დაითვლიან და მეტს ილაპარაკებენ სააკაშვილის აქტიურ მუშაობაზე, მით კარგად გაიხსენებს და დაინახავს ხალხი, რა სხვაობაა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის.

აირზენა" კოლუმბიაში გაფრინდა?! აქაც რამხელა ტყუილია - ,,აირზენას" კონტინენტი არ გადაულახავს არასდროს! ეს აბსურდები გაიაშვილმა თავისთვის დაიტოვოს. ის აღიარებითი ჩვენება, რაც მისცატვ პირველს", მისცა პირდაპირ ეთერში, ახლა უნდა რომ გამოასწოროს და გაასუფთაოს. შესაბამისად, ღარიბაშვილისგან მიიღო დავალება, რაც გინდა მოუგონე, რომ გადაფარო ჩემი დანაშაულებრივი ქმედება. რამე საინტერესო რომ იყოს, დიდი ხნის წინ დაინტერესდებოდნენ.

ტყუილია, რომ სააკაშვილის პირადი ფრენები ფინანსდებოდა, ეს მონაჩმახი მოიგონაოცნებამ", რომ თავის კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი გაამართლოს. მთელმა საზოგადოებამ იცოდა სააკაშვილი სად დაფრინავდა და სადაც ჩადიოდა, შეგიძლიათ ამოიღოთ რა მიზნით ჩადიოდა, პირველი ინვესტიციები ქვეყანაში სწორედ მისმა აქტიურმა ქმედებებმა შემოიტანა. ქვეყანა, რომელიც ყველამ იცოდა და ეძახდნენ, რომ იყო პოსტსაბჭოთაფეილ სთეითი", აქცია ქვეყნად, რომელიც გახდა მაგალითი არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდოვას რომ თავი დავანებოთ, დელეგაცია დელეგაციაზე ჩამოდიოდა ჩვენთან ლათინური ამერიკიდან, რუანდა აგზავნიდა ყოველ ორ თვეში დელეგაციას, რომ შეესწავლათ ჩვენი რეფორმები, დღეს აფრიკაში რუანდა ნომერ პირველი რეფორმატორია, კიდევ შორს რომ წავიდეთ ალბანეთი, ედი რამა მოგიყვებათ ქართული რეფორმების ბაზაზე როგორ გააკეთა რეფორმები ალბანეთში, უფრო მეტიც, რუსეთშიც კი იძულებული გახდნენ იუსტიციის სახლის მოდელი გადაიტანეს. ეს აღიარა მედვედევმა. მიხეილ სააკაშვილის მთელ მსოფლიოში სიარულის მთავარი შედეგი იყო, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა ინვესტიციები და რომ არაქართული ოცნება“, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა სამჯერ მეტი,"- განაცხადა ვაშაძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...