Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.268

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დათო ტურაშვილი სასწრაფოს მანქანამ პირდაპირი ეთერიდან საავადმყოფოში გადაიყვანა

დათო ტურაშვილი სასწრაფოს მანქანამ პირდაპირი ეთერიდან საავდმყოფოში გადაიყვანა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინგა სამხარაძე წერს: “ეთერიდან, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ტურიკა! თქვე ჩმორებო – მიხეილ ყაველაშვილო, დავით კაჭარავა!!! თქვე მონებო!”  

დღეს, 6 საათზე „მშობლების მარში" გაიმართება

დღეს, 6 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან „მშობლების მარში“ გაიმართება. აქცია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნით გაიმართება. „აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მოთხოვნა გრძელდება. ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა და გამოყოს ბიუჯეტიდან თანხა მედიკამენტისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ჩვენი შვილებისთვის.“ – ვკითხულობთ აქციის ანონსი. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა

პენტაგონი - Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა

ამერიკული Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა სენატში, სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული მოსმენის დროს განაცხადა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად, პროგნოზი ასეთია - შემოდგომის დასაწყისი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მისი განმარტებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩამ

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15 – 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსაური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც

რატომ არ შემოაქვთ ჩუტყვავილის ვაქცინა — მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ შემოაქვს მთავრობას ქვეყანაში ჩუტყვავილის ვაქცინა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ჩუტყვავილის ვაქცინის შემოტანას აზრი ჰქონდეს და ეფექტური იყოს, რისკჯგუფების 80% მაინც უნდა აიცრას. როგორც მინისტრი ამბობს, სხვა შემთხვევაში ვაქცინის შეძენას აზრი არ აქვს. ამის შესახებ მან პარლამენტში დღეს, 18 მაისს ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა ჰკითხა, რა პრობლემაა, რომ ჩუტყვავილის ვაქცინა არსებობდეს ქვეყანა

ქემალ ქილიჩდაროღლუ - გავაგრძელებ ბრძოლას ნამდვილ დემოკრატიამდე - შიშის კლიმატის წინაშე თავს არ ვხრით

თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, იგი "ნამდვილ დემოკრატიამდე" გააგრძელებს ბრძოლას. ამის შესახებ მან პარტიის სათაო ოფისში განაცხადა. "ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა,"- განაცხადა ქილიჩდაროღლუმ. მიუხედავად იმისა, რომ ქილიჩდაროღლუმ მარცხი არ აღიარა, მისი თქმით "ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული დღეები ნამდვილად მამწუხრებს... ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე არა

რუსეთმა ხერსონი ზელენსკის ვიზიტისა და მოსახლეობის ევაკუაციისას დაბომბა

რუსულმა ძალებმა ხერსონს არტილერიით ცეცხლი გაუხსნეს მაშინ, როცა ქალაქში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა. ამავე დროს ქალაქიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობდა. ზელენსკი ქალაქს ეწვია ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ. აფეთქების გამო დნიპროს ნაპირზე მდებარე დასახლებული პუნქტები დაიტბორა. ზელენსკის ვიზიტისას მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკის ჩასვლის შესახებ საჯაროდ ცნობილი გახდა დაახლოებით ექვსი საათის წინ, ხერსონის დაბომბვი

„ერთი ნაბიჯით მიახლოება კანდიდატის სტატუსთან“ – ფონ კრამონი გვარამიას შეწყალებაზე

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას. ფონ კრამონის შეფასებით, პრეზიდენტმა მიიღო „რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესშია პოლარიზაციის შემცირება და მართლმსაჯულებაში დომინანტი უსამართლობის შეცვლა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილე

ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის მაღალჩინოსნებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს გამართავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორისაა თავდაცვის მხარდაჭერა, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს მოახლოებული სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელება. „სოფია. ბულგარეთი. გავმართავ დეტალურ მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვთან, შევხვდები პრ

მაღალი ტემპერატურის გამო იტალიის 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს იტალიის სამხრეთ რეგიონებში მიაღწია, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურა, 48.8 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდება. მედიის ინფორმაციით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა იტალიაში, ე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5692 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5702 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8819 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8935 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. იპნ

დაკარგული დათი გავაშელი იპოვეს

დაკარგული დათი გავაშელი იპოვეს. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს. „ვიპოვეთ ხალხო!!!! კარგად არის!!!! ყველას დიდი მადლობა. აი, სულ ყველას” – წერს დათა გავაშელის მეგობარი, გუგა ხარშილაძე facebook-ზე. ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შესახებ 15 იანვარს ინფორმაცია მისმა ცოლმა გაავრცელა. დათი გავაშელს 15 იანვრის 17:00 საათიდან ეძებდნენ. ის ძაღლთან ერთად დიღმის მასივის ტერიტორიაზე კამერებმაც აღბეჭდეს. პუბლიკა

19 წლის გოგონა, რომელიც კლუბში შეუძლოდ გახდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

წუ­ხელ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 19 წლის გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. რო­გორც სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ის უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. შსს-მ საქ­მე 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აღ­ძრა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. გო­გო­ნას ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.   წყა­რო ambebi.ge -ს უყ­ვე­ბა.

აფხაზეთის ომში დაკარგული 12 პირის ნეშტი ოჯახებს გადაეცა — წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ცნობით, დღეს, 27 მარტს, მათი დახმარებით, ოჯახებს გადაეცა 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი. როგორც ICRC აცხადებს, ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით 2010 წლიდან მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა. ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს საარჩევნო კამპანიისა და რეგიონული ოფისის გახსნა ზუგდიდში (ვიდეო)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს საარჩევნო კამპანიისა და რეგიონული ოფისის გახსნა ზუგდიდში ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1024392399395996/

რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე წერს, რომ "საქართველოს ბანკი" ანგარიშს უუქმებს

საქართველოში მცხოვრები რუსეთის არაერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "საქართველოს ბანკი", მათ ანგარიშებს უუქმებს. ინფორმაცია თავდაპირველად ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ანგარიშის დახურვაზე შეტყობინება მიიღო მინიმუმ 36-მა ადამიანმა. რადიო თავისუფლებას რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდა და ანგარიში დაახლოებით სამი თვის წინ გახსნა, უთხრა, რომ ფულადი გზავნილები მიიღო რუსეთიდან, თუმცა არ იცის, უკავშირდება თუ არა ანგარიშ

ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპოულოსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. „საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენ

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლე ომის წლისთავთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებში განათდა. შენობის ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრეზიდენტის სასახლეში დღეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ არ შემეხო გამოიფინა. 24 თებერვლის 03:00 საათამდე ორბელიანის სასახლე ღიაა და მსურველებს გამოფენის დათვალიერება შეეძლებათ. რ

კახეთში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 35 წლამდე კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა. მცირეწლოვანმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე მრავლობითი დაზიანებები. ჰქონდა მოტეხილობებიც. ამის გამო ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და ამ დრომდე რჩება. ჩვენი მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. პატიმრობას ვითხოვდით იმიტომ, რომ არსებობდა სა

ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილეზე: რადგან ჩემი დისშვილია უნდა დაიჩაგროს?

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, უქმნიდა თუ არა უხერხულობას, რომ მისი დისშვილი ომბუდსმენის მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს უხერხულობა ამის გამო, რადგან ნათია ჯულაყიძე კვალიფიციური კადრია და ის პარტიაშიც ბევრ საქმეს აკეთებდა. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ მოადგილეები წარადგინა – ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების

იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი დღეს დილით კიევის ცენტრში, „მიხაილოვსკაიას მოედანზე“ მდებარე მემორიალთან მივიდა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა, ვიზიტის დეტალური გეგმა ამ დროისთვის უცნობია. იენს სტოლტენბერგის უკრაინა

ბრიტანულმა INDEPENDENT-მა ბათუმი ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

პრესტიჟული ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, აღვნიშნო, ყველას გახსოვთ, შარშან მიმდინარეობდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია საზღვაო ტურისტული სეზონის. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები და მათ შორის აქ წარმოდგენილი ზოგიერთი მედიასაშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპე

ევროპარლამენტარი “ოცნების” პარტნიორი ჯგუფიდან ეხმაურება ფონ კრამონზე თავდასხმებს

ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან ტეის რეიტენი (ნიდერლანდები) მიუღებლად მიიჩნევს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე თავდასხმებს ქართველი ინტერნეტ ტროლების მხრიდან. რეიტენი, რომელიც ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ეხმაურება ვიოლა ფონ კრამონის ვიდეომიმართვას ქართველი ტროლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციებზე. „ასეთი საზიზღარი თავდასხმა ვიოლა ფონ კრამონზე, საქართველოს ევროპული მომავალის უდიდეს

აშშ კვლავ ეხმაურება საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, ამ თემაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. “ჩვენი ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ არაერთი რამ მოხდა. პირველ რიგში, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში იმყოფებოდა, ხოლო  რუსული თვითმფრინავი — თბილისში [ჩაფრინდა]. ახლა ქართული თვითმფრინავი მოსკოვში აპირებს გაფრენას. სად იყო ამ დღეებში აშშ? არანაირი რეაქც
×
×
  • შექმენი...