Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.096.540

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის გამო სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე. ამასთან, 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე. „5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუ

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ არიან დაშავებულები

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები. პროტესტის მონაწილეები, ძირითადად ცრემლსადენის გაზის გაშვების შედეგად დაშავდნენ. მათ ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები უწევენ დახმარებას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის აქციიდან საავადმყოფოში არც ერთი აქციის მონაწილე არ გადაუყვანიათ. სამსახური ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს გაეწია ადგილზე დახმარება, მოგვიანებით გაავრცელებს. იპნ

ბოლო ერთი წელში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 297, ხოლო უკრაინის 78 მოქალაქეს მიენიჭა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BM.GE ავრცელებს. BM.GE-ის ინფორმაციით, სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს,

ზარქუას სიძის კომპანია 20-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძის კომპანიამ 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო. სატენდერო კომისიის 21 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ლაგი კაპიტალი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი ხელშეკრულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული სამშენებლო კომპანიის 50% ეკუთვნის შპს „ჯე5-ს“, რომლის 100%-ის მფლობელი ალექსანდრე ამისულაშვილია. ამისულაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ირაკლი ზარქუას დის ქმარია. დანარჩენ 25%-25%-ს გიორგი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფება მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. რუსული სააგანტო „ტასი“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ლავროვმა მიიწვია, რათა განიხილონ რუსეთ-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი და რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებშია. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ირანს ადანაშაულებენ რ

რუსუდან თევზაძე: მასწავლებლის განვითარების სქემა, რომელიც დღეს არსებობს, არის ბიუროკრატიის მექანიზმი და ის მთლიანად უნდა ჩაიხსნას

ათწლეულების განმავლობაში ამ სფეროში გატარებული მრავალი რეფორმის და მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ჯაჭვში, განათლების სისტემა კვლავ ერთ-ერთ სუსტ რგოლად რჩება. პრობლემები, რაც ამ სისტემაში არსებობს, არ არის ახალი და სამწუხაროდ, ვერც ერთმა მინისტრმა, ვინც სხვადასხვა დროს უწყებას უხელმძღვანელა, მათი აღმოფხვრა ვერ შეძლო. ზოგის მმართველობის პერიოდში პირიქით, ხარვეზები უფრო გაღრმავდა, ზოგმა იდეის დონეზე წამოჭრა ძირეული

ჩარლზ III მეფედ აკურთხეს

დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია გაიმართა. ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში დაიწყო და მას არქიეპისკოპოსი კენტერბერიელი ატარებდა. მეფემ საკორონაციო ფიცი დადო. ჩარლზ III-ეს გვირგვინი, დიდი სახელმწიფო ხმალი, ორი სამეფო კვერთხი, წმინდა ედუარდის კვერთხი, საკორონაციო ბეჭედი, ასევე ჯვრიანი სკიპტრა და მტრედიანი სკიპტრა გადასცეს. კორონაციის შემდეგ ჩარლზ III სამეფო ტახტზე ავიდა და მღვდელთმსახურებისგან, პერებისგან (მაღალი არისტოკრატია) და საკუთარი ოჯახის წევრებისგან ერთგულების ფიცი მიი

გაგლოევი: დესტრუქციული ძალები საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და პარლამენტისადმი მიმართვაში რუსეთს „მთავარი მოკავშირე“ უწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციაში.“ „ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები რუსი ჯარისკაცების გვერდით დადგნენ საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეონაციზმთან ბრძოლაში, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტად იქცნენ”, - თქვა მან. ამასთან, გაგლოევმა აღნიშნა, რომ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგე

როგორ მიდის უკრაინის კონტრიერიში

უკრაინული მხარე კონტრიერიშის დაწყების შემდეგ პირველი წარმატებების შესახებ იუწყება. „უნიანისა“ და „ომის კვლევის ინსტიტუტის“ [ISW] ცნობით, დონეცკის ოლქში გაათავისუფლეს შემდეგი დასახლებული პუნქტები: ბლაჰოდატნე; მაკარივკა; ნესკუჩნოე; ველიკა ნოვოსილკა; სტოროჟევოე; ნოვოდარივკა. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, უკრაინელებმა სამხრეთით 300-1500 მეტრით წაიწიეს წინ. ანალიტიკოსი

ოკეანეში დაიკარგა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა

უკვე მეორე დღეა, რაც მაშველები ეძებენ ტურისტულ წყალქვეშა ნავს, რომელსაც ვიზიტორები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა. ნავი კომპანია „ოუშენ გეითს“ ეკუთვნის. სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ცნობით, ხომალდთან კონტაქტი მისი გაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთში გაწყდა. აშშ-ის სანაპირო პოლიციის ცნობით, წყალქვეშა ნავზე ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსი, მათ შორის, ჟანგბადი არის, თუმცა  დაახლოებით 70-96 საათისთვის არის საკმარისი. BBC-ის თანახმად, არსებული ცნობით, გემზე ამჟამად 5 ადამინი იმყოფება, მ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. „უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემ

სუს-ის განცხადებით ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას გეგმავდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება. ,,სახ

TI: პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს. ორგანიზაცია იმპიჩმენტს „სადამსჯელო“ პროცედურას უწოდებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მმართველ ძალას თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს მიტაცებული და და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს. TI პარლამენტარებს მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. პარლამენტში პრეზიდენტის იმპი

„ოქროს გლობუსის” 81-ე დაჯილდოების გამარჯვებულები

7 იანვარს ლოს ანჯელესში გაიმართა ოქროს გლობუსის რიგით 81-ე დაჯილდოების ცერემონია. წლევანდელი დაჯილდოების მთავარი პრიზიორი გახდა კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი”, რომელსაც გადაეცა 5 ოქროს გლობუსი შემდეგ კატეგორიებში: „საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა”, საუკეთესოდ შესრულებული კაცის როლი მხატვრულ ფილმში – დრამა (კილიან მერფი), კაცის მიერ საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლი მხატვრულ ფილმში (რობერ დაუნი უმცროსი), საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი) და საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა.

ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოზე დეკლარაცია მიიღო

76 მომხრე, 10 წინააღმდეგი – ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკან დახევის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო. კონგრესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროპის საბჭოს შესაბა

უკრაინამ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს სანქციები დაუწესა

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 18 მარტის განკარგულებით, უკრაინამ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. დოკუმენტის თანახმად, ასადის წინააღმდეგ სანქციები 10 წლის ვადით დაწესდა. სანქციები ასევე დაწესდა სირიის პრემიერ-მინისტრის ჰუსეინ არნუსის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ფეისალ ალ-მიქდადის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა ასევე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, აღაჯანის საჰაერო და კოსმოსური ძალების უპილოტო საფრენი აპარატების სა

კობახიძე - ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო

შალვა რამიშვილზე არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა დავით კეზერაშვილის მიერ, კეზერაშვილმა თავის დანაშაულებსა და თავის ტელევიზიას მიხედოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შალვა რამიშვილზე ხდება პოლიტიკური მიზნით და მოტივით ნაკარნახევი შეტევა. „მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარს. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე.

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს

შიმშილობის მე-10 დღეს, ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, „მაღაროელის” გვერდზე ვრცელდება. მე-16 დღეა ჭიათურელი მაღაროელები ჭიათურის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი. ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღ

გაერო-ს განცხადებით, რაჭის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა

რაჭაში განვითარებული სტიქიის შესახებ განცხადება გაავრცელა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში. განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია კლიმატის ცვლილებების შერბილების აუცილებლობაზე. „შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ც

„ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის განხილვის პარალელურად კონტრაქცია დაგეგმა

„ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციის ჩატარება დააანონსა. ამის შესახებ საუბარია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ვრცელ პოსტში, სადაც „ოცნება” კვლავ ამტკიცებს, რომ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების რაოდენობა „მცირეა” და ისინი „რადიკალური ოპოზიციის” მიერ არიან შეცდომაში შეყვანილი.

მერია: უფასო სამგზავრო ბარათებზე ინფორმაცია ყალბია

თბილისის მერიის განცხადებით, ყალბია ინფორმაცია, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათებს უფასოდ მიიღებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყალბ ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ და იყენებენ მერიის ლოგოს.

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დავით ზილფიმიანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო. „ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში. პარტიის დატოვების იმ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვი

ყვარელში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის სააპელაციომ პირს 10 წელი მიუსაჯა

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მათი საჩივარი, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში „ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე“ ბრალდებული დამნაშავედ ცნო. თავდამსხმელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძ
×
×
  • შექმენი...