Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    897.831

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინა: "აზოვი" ფრონტზე დაბრუნდა და ლისიჩანსკთან იბრძვის

უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა მიკოლა ურჩილოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ბრიგადა "აზოვი" ფრონტზე დაბრუნდა და ამჟამად ლისიჩანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით, სერებრიანი-ლესნიშესტვოს რაიონში იბრძვის. "აზოვის" პოლკი 2022 წლის გაზაფხულზე თითქმის ორი თვის განმავლობაში ინარჩუნებდა თავდაცვის პოზიციებს "აზოვსტალის" ქარხანაში, მარიუპოლში. მაისში "აზოვსტალის" მცველებმა ქარხნის ტერიტორია დატოვეს, მეთაურთა ბრძანებით. რუსეთის არმიის ტყვეობაში აღმოჩნდა ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი,

უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უერთდება

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უკრაინა რომის წესდების რატიფიცირებას ახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უერთდება. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირთან დასაახლოებლად. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას ამ დროისთვის 137 ხელმომწერი და 124 წევრი სახელმწიფო ჰყავს. უკრაინა 125-ე იქნება. საქართველო ხელმომწერი 1998 წელს გახდა, წესდების რატიფიცირება კი 2003 წელს მოხდ

უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების სამხედრო სამსახურში გაწვევას გეგმავს

უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის ახალი ჯარისკაცების ძიებაში, აპირებს მომავალ წელს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გამოიძახოს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Bild-თან, Welt TV-სთან და Politico-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე უკრაინელებს მოუწევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამწვევ პუნქტებში გამოცხადდნენ და მათ, ვინც თავს აარიდებს, სანქციები დაემ

უკრაინა პოლონეთისგან დასავლეთის დახმარებით 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს - მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთისგან 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს. „Rosomak არის უმაღლესი კლასის ჯავშანტრანსპორტიორი. ეს შესყიდვა ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური დახმარებით მოხდება“, – წერს მორავიეცკი Twitter-ზე. Rosomak თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე დაცული მრავალმოდულური ჯავშანტრანსპორტიორია, მასზე შეიძლება განთავსებული იყოს სხვადასხვა კალიბრის ქვემეხი, ნაღმტყორცნები ან ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. რამდენიმე დღის წინ, სანამ

უკრაინა მოუწოდებს მსოფლიოს, რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა მოსთხოვოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ, ე.წ. "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის გამო, რუსეთს ყველა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა. „ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმებზე, ჩაეშალა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ახლა მოსკოვი ტყუილი საბაბით ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“, რომელიც უზრუნველყოფდა მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოითხოვოს რუსეთისგან - შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის

უკრაინა მიიღებს SAMP/T-Mamba საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების დაკავება შეუძლიათ

საფრანგეთი და იტალია უკრაინას გაზაფხულზე  MAMBA-ს თავდაცვით სისტემებს მიაწვდიან, რათა მათ რუსული საჰაერო თავდასხმები თავიდან აირიდონ. ამის შესახებ Twitter-ზე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სებატიენ ლეკორნუმ განაცხადა. „იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინას SAMP/T-MAMBA - ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ. ეს სისტემა მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან დაიცავს.“ - ნათქვამია

უკრაინა კონტრიერიშზე გადავიდა – მედია

უკრაინამ სამხრეთით, ზაპოროჟიის მიმართულებაზე, კონტრიერიშის აქტიური ფაზა დაიწყო, იტყობინებიან ამერიკული „ეი-ბი-სი“ და „ვაშინგტონ პოსტი“ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. უკრაინული ძალების გააქტიურებაზე წერენ რუსი „სამხედრო ბლოგერებიც“. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ ზაპოროჟიეში, ორეხოვას რაიონში, რუსული ძალები აქტიურ თავდაცვაში არიან. რა ვიცით ამ დროისთვის მედიასაშუალებების ანონიმური წყაროები, – ზელენსკისთან დაახლოებული პირი და სამხედროები, –

უკრაინა იუწყება როვნოპოლზე კონტროლის დამყარებას

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. "მივდივართ წინ" - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამით. როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით, და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში ფაქტობრივად ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა ფაქტობრივად "ჩაჭრე

უკრაინა ირანისგან მოითხოვს შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის. კულება ტვიტერით წერს, რომ მან "ირანს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც იყენებენ სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად". კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ბრალს სდებენ ირანული წარმოები

უკრაინა ესპანეთისგან საველე ჰოსპიტალსა და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard 2A4 ტიპის 4 ტანკს გადასცემს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა. უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალს გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებას გაივლიან. "უკრაინა იბრძვის სამართლიანი საქმისთვის და ამიტომ მათ აქვთ ჩვენი ყველანაირი

უკრაინა აცხადებს, რომ ჩამოაგდეს 35 დრონი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 8 მაისის ღამით მოიგერიეს რუსეთის მიერ კამიკაძე დრონებით, „Shahed-ით" შეტევა. უწყების ცნობით, 35-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის აეროდრომიდან იყო გაშვებული. 8 მაისის დილას გავრცელდა ცნობები კიევის რამდენიმე რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შესახებ. დაშავდა 5 ადამიანი, ინფორმაცია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, რვა გაშვება განხორციელდა რუსეთის მიერ ანექსირებუ

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი მარცვლეულის გადასაზიდ შავი ზღვის პორტს არ აძლევს მუშაობის საშუალებას

უკრაინის პივდენის (სამხრეთის) პორტმა შეწყვიტა მუშაობა, რადგან რუსეთი ხომალდებს არ აძლევს იქ შესვლის საშუალებას, რითაც, ფაქტობრივად, ამ პორტს თიშავს ხელშეკრულებიდან, რომელიც მიმართულია შავი ზღვის გავლით მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა 23 მაისს. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი. შემდეგ, წინა კვირაში, შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ხელშეკრულების მიზანია, ომის პირობებში უსაფრთხოდ განხორციელდე

უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წაიწია წინ

კიევის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წინ წაიწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის ჯარის აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც kyivindependent წერს, უკრაინული მხარის განცხადებით, მართ ჯარს სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე 600-დან 1000 მეტრამდე წინსვლა აქვს. გამოცემა წერს, რომ დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა 186 სამხედროს განეიტრალება შეძლეს, 224 დაჭრეს, 8 კი დააკავეს. როგორც თავდაცვის მინისტრის მო

უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აფეთქებებს მოაწყობს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები "პათოლოგიური მატყუარები არიან", სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორცი

უკრაინა ადასტურებს ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაციას

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში. ოქტომბერში, ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ყირიმში ლიკვიდირებულია 10 ირანელი ინსტრუქტორი. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ირანელი კო

უკრაინა Patriot-ის დამატებით რაკეტებს მიიღებს

გერმანია უკრაინას რიგით მხარდაჭერას უცხადებს და „Patriot“-ის საჰაერო-საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის 64 რაკეტას მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ Welt-ი აქვეყნებს. „მიმდინარე ეტაპზე ეს ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მისივე თქმით, უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. მანამდე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, დანიის და ნიდერლანდების თავდაცვის უწყებე

უკრაინა Leopard 2-ის დამატებით ტანკებს მიიღებს

უკრაინა Leopard 2-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიიღებს. მიწოდებას Rheinmetall განახორციელებს და დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყნები შეიძენენ საბრძოლო ტანკებს, რათა შეცვალონ განადგურებული ტექნიკა. კერძოდ, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის მიწოდებაზე. მედიასთან საუბარში სხვადასხვა წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნე

უკნევიჩიანე: ორბანს სურს, ივანიშვილი “კონტაქტებში ყავდეს”, ღარიბაშვილს მხარს ამიტომ უჭერს

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს თქმით, უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს სურს, ბიძინა ივანიშვილი “თავის კონტაქტებში ჰყავდეს” და ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას მხარს ამიტომ უჭერს. ფორმულას ეთერში იუკნევიჩიანემ განცხადებით: რასა იუკნევიჩიანემ ასევე თქვა, რომ ღარიბაშვილს და მისი ხელისუფლებას “არ სურთ დემოკრატიული ქვეყანა” და რეფორმებსაც არ ატარებენ. დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლოა, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვანი საკითხების დაბლოკვ

უკიდურესად შეშფოთებულები ვართ. კანონი გვაშორებს ევროკავშირს - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები აგენტის შესახებ რუსულ კანონს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად შეშფოთებულნი არიან კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონის მიღებითა და ყველა შემდეგი ნაბიჯით საქართველოს დააშორებს ევროკავშირში გაწევრებას. საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია პუბლიკა

უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] – ბარნაბიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილზე მისვლა შესაძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს განუცხადა. „სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას მთელი ღამე ვაპირებთ. უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] და ხიდიც გაკეთდა. აქამდე მძიმე ტექნიკა გადმოდიოდა ღია მდინარეზე, ახლა უკვე შეგვიძლია სატვირთო და მსუბუქი მანქანაბების გადმოყვანაც. შესაბამისადა, ხვალიდან შეგვეძ

უკვე მე-2 დაკავებული ამბობს, რომ მოსთხოვეს კამერაში ეთქვა – “ხარება მაგარი კაცია”

აქციაზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი კიდევ ერთი მოქალაქე ჰყვება, რომ მას ხარებას – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის ქებას აიძულებდნენ. მიშა მეტრეველი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთა კამერა ჩართო და მოსთხოვა გაემეორებინა ფრაზა: “ხარება მაგარ კაცია”. უარის მიღების შემდეგ მისი ცემა გააგრძელეს. ის იხსენებს მისი დაკავების დეტალებსაც. მეტრეველი დააკავეს ბესიკის ქუჩაზე, იმ მომენტში, როცა წაქცეული მოქალაქის წამოყ

უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა - თორნტონი კობახიძეს

„უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა”, – ასე ეხმაურება NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“. „გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები

უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის ყალბი დოკუმენტებით ტრანსპორტირების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მეწარმე სუბიექტი და საჯარო მოხელე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხის მასალის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით ტრანსპორტირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, მეწარმე სუბიექტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინის

უილსონი: 3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი“ ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 3 იანვარს, როდესაც ახალი სენატი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი” ხელახლა იქნება წარდგენილი კონრეგსში და ის იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს. „MEGOBARI აქტის“ ინიციატორი სწორედ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. „MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყ

უილიამ ტეილორი - 2008 წელს ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით

2008 წელს ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით, - ამის შესახებ უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის გაკვეთილი, რომელიც 2008 წლის ომიდან ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გამოიტანოს. „მოდით, კიდევ ერთი გაკვეთილი გამოვიტანოთ 2008 წლის ომიდან - კიდევ ერთი რამ,
×
×
  • შექმენი...