15 მარტის დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის მედიის ცნობით, ამის მიზეზია ბელარუსიდან აფრენილი რუსული ავიაგამანადგურებელი МиГ-31К, რომელსაც შესაძლოა Кинжал-ის რაკეტები მიჰქონდეს.
საჰაერო განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 09:44 საათზე გაისმა პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში და რამდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. სირენების ხმა მოსალოდნელი საავიაციო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს და მოუწოდებს თავშესაფარში ჩასვლი
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათი თქმით, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით.
„დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპ
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა არის ისტორიული მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ.
ამის შესახებ მან დღეს, 31 მაისს, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ისტორია გრძელდება. პუტინს სურდა, რუსეთს ჩაეგდო ხელში უკრაინა. ის ელოდა, რომ ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. ამის ნაცვლად უკრაინამ გაბედულად გაუწია წინააღმდეგობა და პასუხს უბრუნებს მას. ჩვენ კი ევროპაში სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ
მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
დღის ბოლომდე კი, როგორც მკლავჭიდის ფედერაციაში გვეუბნებიან, კიდევ 5 ოქროს ელიან.
მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა.
„ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია და პირდაპირ ევროპაზე გავიყვანეთ“, – ამბობს „ბათუმე
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი გამომძიებლის ოჯახმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს შეატყობინა. შუბითიძე გუშინ ღამით კახეთში დააკავეს.
სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრ
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, 2023 წლის 3 - 7 ივლისს, დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც, 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე 10:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დროის აღნ
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
„ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის სა
“რაც შეეხება ანტირუსულ განწყობებს სომხეთში, ეს დიდწილად ხელოვნულად კეთდება”.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს საგარეო მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ვიცით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სომხეთში ბოლო წლებში იყო შექმნილი, თუმცა, წინა წლებშიც არ იყო ნაკლებობა. ეს ორგანიზაციები არ იქმნება სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით. პირიქით, მათი მიზანია, ანტირუსული განწყობე
18 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 120 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, ასევე 927 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.
მათ შორისაა 119 ტანკი, 196 ჯავშანტექნიკა, 177 საარტილერიო სისტემა, ცხრა მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, ორი სარაკეტო სისტემა, 256 სატვირთო მანქანა და 35 ერთეული სპეციალიზებული აღჭურვილობა.
„გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს სამი საბრძოლო თვითმფრინავი, ო
საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი შეიწყალა.
შეწყალებულთაგან 6 სრულად გათავისუფლდა და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.
ნეტგაზეთი
საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა, დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
ელჩმა გაიხსენა 2023 წლის აქციებიც, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის „რუსეთთან მეგობრული პოლიტიკა“.
ელჩი ოპ-ედს იწყებს 15 დეკემბრის გახსენებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებიდან მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ ს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ახალგაზრდები საპროტესტო აქციას დღესაც გეგმავენ, ისინი პარლამენტის შენობასთან კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ასევე იგეგმება მსვლელობა, თუმცა მომიტინგეები ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ.
თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები - „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარ
რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა სხვა დეტალებს არ ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ივანოვის დაკავების
"რთული დოკუმენტია. იქ არის სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ძალიან კარგი გეგმა, რაც აუცილებლია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაახლოს ევროპული გზა... ერთმნიშვნელოვნად ასეა და ჩვენ სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ყველა ამ რეფორმას სრულად დავუჭერთ მხარს - ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება დანარჩენ ტექნიკურ და პოლიტიკურ საკითხებს, ჩვენ ვთვლით, რომ რიგგარეშე არჩევნები, ნებისმიერი ფორმის - დროებითი, ტექნიკური მთავრობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე, არის სამართლე
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) განცხადებით, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა მარიამ წიწიკაშვილის დააკავებას, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო.
როგორც GRASS აცხადებს, მარიამ წიწიკაშვილი მათი თანამშრომელია, კერძოდ, ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის პროგრამის რედაქტორი.
„მარიამმა მას [ვიქტორ ჯაფარიძეს] შენიშვნა მისცა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც დეპუტატმა, როგორც პოლიტიკოსმა მიიღო. ამასთან, შენი
რუსი სამხედრო ბლოგერების განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მესამე ხიდი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დღეს, 19 აგვისტოს „სამხედრო კორესპონდენტმა ვლადიმირ რომანოვმა დაწერა, რომ უკრაინულმა მხარემ სოფელ კარიჟთან მდებარე ხიდი გაანადგურა, თუმცა დამატებითი დეტალები მომხდარზე არ გაუვრცელებია. კიდევ ერთმა პრორუსმა ბლოგერმა იური პოდოლიაკმა კი დაწერა, რომ „მტერმა მდინარე სეიმზე უკან
სოფო ხორგუანი მთავრობის ადმინისტრაციის უმოქმედობას ასაჩივრებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს. planeta.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ბატონო ირაკლი,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, განცხადებით მივმართე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და ვაცნობე, რომ შეზღუდული მქონდა წვდომა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianGovernment. ვინაიდან, ასეთი შეზღუდვისათვის არ არსე
დღეს, 12 ნოემბერს ალჟირში ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სანდრო ბაზაძე გახდა.
სანდრომ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა, შემდეგ მან იტალიელ მიკელე გალოსაც იგივე ანგარიშით სძლია. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. ყველაზე მარტივი ბაზაძისთვის მეოთხედინალი აღმოჩნდა, სადაც სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელსისს დ
ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გი
რუსეთმა სამხეთ ოსეთის დაფინანსების პირობების გადახედვის პროცესი დაიწყო. მოსკოვს სურს მეტი კონტროლი მიიღოს ფულის ხარჯვაზე და საკუთარი სატელიტისგან მკაცრ საგადასახადო და საკადრო პოლიტიკას მოითხოვს.
რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მთავრობათაშორისმა კომისიამ სამხრეთ ოსეთის 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სინვესტიციო პროგრამა მოსკოვში 10 თებერვალს დაამტკიცა.
სამწლიანი პროგრამა 3,58 მილიარდი რუბლის ღირებულების 46 პროექტს ითვალისწინებს – ძირითადი ნაწილი, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სო
უგონოდ მყოფი 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
შემთხვევის ადგილი, პეტრიწის 12
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში „საქართველოს მწვანე ევროპული პერსპექტივა“.
ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუ ჩაწერა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობს, მათი მოლოდინი მხოლოდ ისაა, რომ საქართველო ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს, თბილისი კი საწინააღმდეგოს აკეთებ
წერეთლის გამზრის სრული რებალიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, შეიძლება ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არის და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს, მაგრამ სრული რეაბილიტაცია აუცილებელია.
„აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, განახლება. წერეთლის გამზირზე სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად სრული რე
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი ადვოკატების თქმით, მათ მიერ მტკიცებულების დაუშვებლობის საკითხის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება გახდა. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოდან გადაწყვეტილება დაცვის მხარეს არ მიუღია.
სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პ
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. „ფორმულას“ ცნობით, კეზერაშვილი მიუთითებს, რომ ქოლცენტრებთან მისი კავშირის შესახებ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები მცდარია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია მას შემდეგ არ წყდება.
„დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავში