საქართველოს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და „ა
ამ დროისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კვლავ იმყოფებიან სტუდენტები, „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრები და დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სხვა მხარდამჭერები, რომლებსაც რექტორისადმი რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.
ერთ-ერთი მოთხოვნა მათთან შეხვედრაა, დანარჩენ მოთხოვნებზე სასაუბროდ, თუმცა სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშია ოთხ მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ იგი კანცელარიაში დანარჩენებთან მისვლას და დალაპარაკებას არ აპირებს, რომ მათ უნდა დატოვონ უნივერსიტეტის კანცელარია, ვი
სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სტამბოლის მერზე, ექრემ იმამოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს ცნობით, ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.
იმამოღლუმ აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
იპნ
„ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს”, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე. კერძოდ, ის საუბრობს ელჩებსა და დიპლომატებზე.
დღეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა, უცნობია.
მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.
როგორც თემურ ქათამაძე გახდა ამ ბრძოლის სიმბოლო, ისე გახდება გამარჯვების სიმბოლო, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დავაბრუნებთ
ქართველი ადამიანის საქართველოდან გაძევება არის სირცხვილიც და დანაშაულიც
სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/6d6XD3PDEm8
აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" - ბათუმი
ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვიდეომიმართვაში, რომელიც Politico-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ყველაზე გავლენიანი იქნებიან მომავალ წელსაც, მაგრამ უკვე მშვიდობიან დროს. ზელენსკიმ ნომერი პირველი უწოდა უკრაინის არმიას.
უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მეგობრებს ევროპაში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 202
2022 წლის პირველ 11 თვეში საქართველომ რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა გაზარდა. თუკი გასული წლის იმავე პერიოდში რუსეთიდან 929 095 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წელს ეს რიცხვი 73,1 პროცენტით - 1 607 840,4 ათას დოლარამდე გაიზარდა.
იმპორტის მაჩვენებლის მიხედვით ეს იყო ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის, თუმცა პირველ ადგილზე თურქეთია - 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2 143 188,4 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 33,3 პროცენტით აღემატება.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აკაკი იაშვილი უხელმძღვანელებს. ფედერაციის საანგარიშო – საარჩევნო ყრილობას 49 დელეგატი ესწრებოდა, ახალ პრეზიდენტს კი ხმა 48 დელეგატმა მისცა.
განვლილ პერიოდზე, განხორციელებულ პროექტებსა და წარმატებებზე ისაუბრა გია გიორგაძემ, რომელიც 14 წელი ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი მოღვაწეობა ყრილობის დელეგატებმა წარმატებულად შეაფასეს.
აკაკი იაშვილი ოთხი წელი ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამჟამად კი ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა
ევროკომისიის ანგარიშს ვაფასებთ პოზიტიურად! თუმცა ძალიან დიდი სამუშაოა წინ შესასრულებელი, არამხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, ამის შესახებ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ევროკომისიის შეფასება გაკეთდა ქვეყნების მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე და ეყრდნობა არსებულ კანონმდებლობას/მარეგულირებელ ჩარჩოს და არა რეალურ ვითარებას.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში. სწორედ ა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 9 057 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.
ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს, - წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
"თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ
უკვე რამდენიმე დღეა, რაც სახელისუფლებო ტელეკომპანია „პოსტ ტვ“ სათავეში უდგას კამპანიას თათია სამხარაძის წინააღმდეგ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის მიზანმიმართული და კოორდინირებული დისკრედიტაცია, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც.
სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ 2016-2018 წლებში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო შალვა რამიშვილს — „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელს, რომელიც ბოლო 1 თვეში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაშ
ჩემი უმცროსი ძმა, ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით, ერთად ჰოსპიტალში . პროფესიონალი მებრძოლი და მედიკი.
ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის .
გასკდა გული ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან. დათო ქუჩუკიანი. დიდება შენ ძმაო. დიდება გმირებს. _ წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე და და უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული 32 წლის დ
რამდენიმე წუთის წინ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ ახალგაზრდა მორჩილის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ირკვევა, მორჩილი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ბაჩო ავალიანი ავარიას ემსხვერპლა.
როგორც ეპარქიაში განმარტავენ, დეტალები არ იციან, თუმცა, მათი თქმით, ის ქალაქში იმყოფებოდა.
მორჩილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე ახლობლები წერენ.
„ადგილს ვერ ვპოულობ. გული გასკდება. ჩემი ბაჩო, ჩემი თბილი“
primetime
2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6-ჯერ გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 257.7%-ით არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 1-ელ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს 256 787 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2022 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 71 793 იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ
ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრებზე ინფორმაციას ავრცელებს.
ზურაბ გურასპაშვილი
კანდიდატი სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ წარადგინა.
დაბადების თარიღი: 1984 წლის 14 ივლისი.
უმაღლესი განათლება: 1999-2004 წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხიას ფილიალი, იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება: 2006 წელს გახდა სტაჟიორი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომ 2010 წლამდე იყო პროკურ
„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით.
საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
„დუდლს“ მომხმარებელი საძიებო სისტემის შესაბამის გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული.
1ტვ
მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ქალის სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა ედებოდა ბრალად, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ განცხადებას „უფლებები საქართველო” ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ქალს 2022 წლის 23 ნოემბერს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ორი თვის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა ბოდბეში მოხდა.
გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდ
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ორეხოვოში, ჰუმანიტარული დარიგების დახმარების პუნქტთან მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი – განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან ნანგრევების ქვეშ ადამიანები შეიძლება იყვნენ მოყოლილნი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 1 სექტემბერს ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფეისბუკის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა.
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.
„პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფ
“ სად არის ხელისუფლება?! საკუთარ ჩარტერებს მშვენივრად აორგანიზებენ, ხოლო როცა ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ საქმე, ვხედავთ რომ წინა რიგებში არ აყენებენ და შესაძლებლობას აძლევენ გაიაშვილს მოცემული ვითარებით ისარგებლოს.
როცა ვსაუბრობთ “ოცნების” მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის მიტაცებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვინ დაეხმარა მათ ამაში. სწორედ “ნაც.მოძრაობა” იყო ის პარტია, რომელმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას მურუსიძის კლანს დაუჭირა მხარი.
ოჩამჩირეში რუსული სა
“ვეტერინარულ სამედიცინო ცენტრ ვეტ-მედში”, სადაც მძიმედ დაშავებულ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ოპერაცია საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
ოპერაციაში კონსულტანტების სახით ჩართულნი იყვნენ ნეიროქირურგები, რომლებიც ადამიანებთან მუშაობენ.
“ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია, ველოდებით. ტვინი ფუნქციონირებს. ჰემატომები მთლიანად მოშორებულია, ტვინი გათავისუფლებულია, აღარაა კომპრესია [შეკუმშვა, გაჭ####ტა, გასრესა – სინდრომი, რომელიც ვითარდება ქალაშიდა პათოლოგიური პროც
19 იანვრიდან აია სოფიაში ახალი წესები მოქმედებს, ერთმანეთისგან განცალკევებულია შესასვლელები მომლოცველთათვის და ტურისტებისთვის, რომელთაც აია სოფიას დათვალიერება უნდათ.
ცვლილებები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ წამოწყებული სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა. ისინი, ვინც მოსალოცად მიდიან აია-სოფიაში, სულთანაჰმეთის მოედნის იმპერიული კარიბჭიდან შევლენ. ისინი კი, ვისაც ისტორიული აია სოფიას მონახულება სურს, ტურს აჰმედ III-ის შადრევნის მოპირდაპირე მხარეს კარიდან დაიწ
ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი პირი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შემთხვევის შედეგად დაშავებული კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება.
იპნ