Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    897.660

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა, მათ შორის 920 ჯარისკაცი მხოლოდ ბოლო დღეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 3209 ტანკი (+8), 6382 ჯავშანტექნიკა (+4), 2207 საარტილერიო სისტემა (+10), 458 MLRS, 221 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 293 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1951 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის 17 დასახლებაში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 3 დეკემბერს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 17 დასახლებაში მოიგერიეს. მათივე ცნობით, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო თავდასხმა და 16 საჰაერო იერიში განახორციელეს. ამასთან, რუსმა სამხედროებმა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული დასახლებების მისამართით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 30-ზე მეტჯერ გაისროლეს. უწყება დასძენს, რომ ხარკოვის ოლქსა და დ

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალები რუსებს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება მელიტოპოლის მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით“, - აღნიშნულია ანგარიშში. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

უკრაინის გენშტაბი - გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში დონეცკში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა სამი სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე 62-ჯერ გაისროლა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, რის შედეგადაც მსხვერპლია ხერსონში. რუსებმა დაბომბეს სუმის ოლქის ორი დასახლებაც.   ავტორი - სალომე

უკრაინის გენშტაბი - გასულ ღამეს უკრაინულმა ძალებმა 3 ფრთოსანი რაკეტა და ირანული წარმოების 9 დრონი გაანადგურეს

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. შეტევა განხორციელდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და ასევე „კამიკაძე“ დრონებით, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. კერძოდ, შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით განხორციელდა დარტყმა 4 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით. „სამი რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბი. ასევე, აზო

უკრაინის გენშტაბი - ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან კი, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი. სარაკეტო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა ხარკოვის, ვოლინის, დ

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი - ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 494 ბავშვია დაღუპული, სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის დაზიანება არა ნაკლებ 1036 არასრულწლოვანს აქვს მიღებული

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 494 ბავშვია დაღუპული. გარდა ამისა, ბავშვთა საქმეებზე მომუშავე პროკურორების თქმით, სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის დაზიანებები არა ნაკლებ 1036 ბავშვს აქვს მიღებული. უწყების მონაცემებით, დაზარალებული ბავშვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დონეცკის - 472, ხარკოვის - 285, კიევის - 129, ხერსონის - 113, ზაპოროჟიეს - 91, ნიკოლაევის - 89, დნეპროპეტროვსკის - 83, ჩერნიგოვის - 71 და ლუგანსკის ოლქებზე - 67 მოდის. „მოც

უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს

ზაფხულიდან ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ლვოვში გამართული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრის მიზანი კრემლის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და შეერთებული შტატ

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთის საომარი მოქმედებების 286-ე დღეს ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საუბარია მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა. პროკურატურის თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ახლა შეუძლებელია. ამასთან, სარაკეტო და სა

უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის აგრესიას 537 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 537 ბავშვი დაიღუპა, დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ კი მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1806-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1806-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. 2024 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 537 ბ

უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა

ომის შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში. „2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება ", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან გრძელდება მუშაობა საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზ

უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსებმა დონეცკის ოლქში მთელი ოჯახი დახოცეს, მათ შორის 4 წლის ბავშვი

დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს, დაშავდა კიდევ 4 ბავშვი, რომელთა ასაკი 3, 4, 9 და 13 წელია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე და დონეცკის ოლქის გუბერნატორზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „დონეცკის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მთელი ოჯახი : ბაბუა, მამა და შვილი დაიღუპა და კიდევ ოთხი ბავშვი დაშავდა. ქალაქ უკრაინსკის საცხოვრებელ უბნებს სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. 3, 4, 9 და

უკრაინის გამარჯვება საქართველოს დეოკუპაციის საშუალებას გააჩენს – ზელენსკი

უკრაინის გამარჯვება დაასრულებს რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვის ოკუპაციას და გაათავისუფლებს ბელარუსს ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურისგან, მიიჩნევს უკრაინის პრეზიდეტი, ვოლოდიმირ ზელენსკის. ამასთან ერთად, ზელენსკიმ უკრაინის ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ ოკუპაციის დასრულება მოხდება არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით.

უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700 ცხედარი იპოვეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრია კოსტინმა განაცხადა. მისივე თქმით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეა. გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოვლენილია 20-ზე მეტი ე.წ. წამების კამერა - ადგილები, სადაც, გამოძიების თანახმად, რუსი სამხედროები უკრაინის დატყვევებულ მოქალაქეებს აწამებდნ

უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით ერთ დღეში წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით აგრძელებენ ინიციატივის შენარჩუნებას, მტერზე ზეწოლას, თავდასხმის ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე გადაადგილებას. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტი დაიფარა”, - განაცხადა ჩერევატიმ. მისი თქმით, რუსები ამ მიმართულებით მცირე კ

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის ზონები სამჯერ დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ქალაქები კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონის 10 დასახლებულ პუნქტზე, ასევე ხარკოვის ოლქში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 600-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, ასევე ააფეთქეს ათობით ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო სი

უკრაინის არმია: რუსებმა ტყვედ ჩაბარებული უიარაღო უკრაინელი სამხედროები ჩაცხრილეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში ტყვედ ჩაბარებული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები მოკლეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდარით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმები და ჩაიდინა ომის დანაშაული: „გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში ნაჩვენებია ორი უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯა, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ. ინფორმაციის გადამოწმებით დასტურდება, რომ რუსმ

უკრაინის „დივერსიული ჯგუფები“ რუსეთში შემოვიდნენ - ბელგოროდის გუბერნატორი

Reuters-ის ცნობით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის არმიის „დივერსიული ჯგუფი“ შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე გრაივორონის რაიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას. Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ რუსეთის არმია, მესაზღვრეები, პრეზიდენტის დაცვა და FSB უსაფრთხოების სამსახური ზომებს იღებენ შეჭრის მოსაგერიებლად. მისი თქმით, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა და ევაკუაცია არ მიმდინარეობს. რუსეთის სახელმწიფო საინფო

უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში უცნობი ობიექტი შევიდა - ანჯეი დუდამ საგანგებო შეხვედრა მოიწვია

უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი შევიდა, რის გამოც, ქვეყნის ლიდერმა, ანჯეი დუდამ სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია. პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტის შესვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „დილით, ამოუცნობი საჰაერო ობიექტი უკრაინის საზღვრის მხრიდან პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შემოვიდა და საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან სიგნალის გაქრობამდე, მას ქვეყნის საჰაერო თავდაცვის

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ჯარისგან გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკზე 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადა ავრცელებს. "ოლექსა დოვბუშის სახელობის 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადის დიდებულმა მებრძოლებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე. რუსებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ვერ გაუძლეს „შეუჩერებელი სამურავების“ შეტევას!", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 40-ზე მეტი დრონი - თავდასხმის სამიზნე იყო კიევიც

უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 დრონი, რომელთა უმეტესობა 1 იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია. "დ

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან თავდასხმები მოიგერიეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ორი თავდასხმა და გაანადგურეს მტრის ჯგუფი ბახმუტთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ლიკვიდირებულია ცხრა რუსი ოკუპანტი და დაჭრილია კიდევ ხუთი. "დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ჩვენი მესაზღვრეების სიმაგრეები არტილერიითა და ტანკებით”, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა,

უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ორ დასახლებაში უკრაინის დროშა აღმართეს

ქვედანაყოფ „ფოლადის საზღვრის“ მებრძოლებმა ხარკოვის ოლქის ორ სოფელში, სტროევკასა და ტოპოლიში უკრაინის დროშა აღმართეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დასახლებები რუსეთთან საზღვარზე, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მდებარეობს. „ხარკოვის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ, ნაღმების გამო ამ ტერიტორიაზე არავინ შესულა, მაგრამ ახლა მესაზღვრეებმა უსაფრთხო გზა გაკვალეს და უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს“, - აცხადებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში. ipn

უკრაინელმა მაშველებმა სამშობიარო სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს ექიმი და ახალგაზრდა ქალი

მაშველებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ნანგრევებიდან ამოიყვანეს ექიმი და ახალგაზრდა ქალი, რომლის ახალშობილი შვილი სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა. საავადმყოფოს შენობას რუსული რაკეტა წუხელ მოხვდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის დროს სამშობიარო განყოფილებაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ახალგაზრდა ქალი ახალშობილით და ექიმი. მაშველები ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდას განაგრძობენ.   რადიო თავისუფლ

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ, - ინფორმაცის CNN-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მცხოვრებლებით არიან გარშემორტყმული. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს. ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულში იკრავს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც ქალაქში უკრა
×
×
  • შექმენი...