Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.093.318

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთი ირწმუნება, რომ ლეოპარდ 2 ააფეთქა — ვიდეოში, სავარაუდოდ, ტრაქტორი ჩანს

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკუთრებაში არსებული ორი ერთეული ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი ააფეთქეს, თუმცა ვიდეოში, რომელსაც ამის დასამტკიცებლად ავრცელებენ, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები ჩანს. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ორი ანტისარაკეტო სისტემის ეკრანი და ორი მოძრავი ობიექტი ჩანს, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით ლეოპარდ 2-ის ტიპის ჯავშანტექნიკაა. რუსულ ტელეგრამ არხებში ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ცნობა, რომ ეს რუსეთის ჯარის

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს (ვიდეო)

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს.  შეგახსენებთ, დიდ დიღომში 11 წლის გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიციელებთან ერთად ახლობლები და მოქალაქეები იყვნენ ჩართულები.   354635808_645253970832809_7630468713839348972_n.mp4 354459031_1220511801985498_335542597499454456_n.mp4

ვოლოდიმირ ზელენსკი - სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ გვაქვს წინსვლა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით წინ წაიწიეს. „ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი - ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი - ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება - რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა - გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჯარისკაცებს

მიხეილ დაუშვილი - რაჭაში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია

რაჭაში მომხდარზე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მაშველების მხარდაჭერა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდება. რაც შეეხება კითხვებს, თუ რამდენად მზად იყო ხელისუფლება დროული რეაგირებისთვის, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენცია და მსხვერპლის თავიდან აცილება, დაუშვილმა არ უპასუხა. „სანამ ერთი ადამიანის გადა

არსებული ინფორმაციით, სამტრედიაში ქალმა მეუღლე მოკლა

სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი მეუღლემ მოკლა. მკვლელობის სხვა დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.   იპნ

ბექა ლილუაშვილი - მივმართავ "ოცნებას" - ქოცებო თქვე ნაცებო! (ვიდეო)

მივმართავ "ოცნებას" - ქოცებო თქვე ნაცებო! "ოცნება" დღეს დამარცხებულია და ეს უნდა გავაფორმოთ ერთად 26 ოქტომბერს.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/667518505509921/

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს. მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარ

სენატორი შაჰინი: „მადლობელი ვარ პრეზიდენტ ევროატლანტიკური მომავლისადმი ზურაბიშვილის ერთგულებით“

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. შაჰინი აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო ვიზიტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაწყება და ამატებს: „მადლობელი ვარ მისი ურყევი ერთგულებით ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“. „შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას“ – პრეზიდენტი 9 აგვისტოს სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერ

კრემლი: პუტინი დონბასს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განზრახვის შესახებ, ეწვიოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. პესკოვს არ დაუსახელებია დონბასში პუტინის ჩასვლის დაახლოებითი თარიღიც კი. პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში „მობილიზაცია დასრულდა“, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ დამატებით ცნობას არ გაავრცელებს. პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს დონბასის ნ

ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 2023 წელს დამთავრებას იმედოვნებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მომავალ წელს დასრულდება. "მჯერა, რომ უკრაინელები იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში", - აღნიშნა ზელენსკიმ თავის მიმართვაში გამოცემა Politico-სადმი, რომელმაც ის ევროპაში წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. უკრაინის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა "ევროპაში უკრაინის ყველა მეგობარს, რომლებიც ამ საშინელი დროის გადატანაში მილიონობით უკრაინელს ეხმარებიან."

ლევან სილაგავა - ხორბალთან და პურის ფასთან დაკავშირებით გამოწვევები გაზაფხულზე იქნება

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა, რაც მისივე ვარაუდით, მარტამდე შენარჩუნდება. როგორც სილაგავამ განმარტა, საქართველოში ხორბლის მარაგები არსებობს. „მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გამოწვევები გაზაფხულზე იქნება,“ - აღნიშნა სილაგავამ. მისივე თქმით, მდგომარეობა სტაბილურია ასევე პურის ფასის მიმართულებითაც. ლევან სილაგავას განმარტები

მედიის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ არსებობს უკრაინაზე საჰაერო იერიშების განხორციელების საფრთხე და მოქალაქეები იღებენ გაფრთხილებას, რომ თავშესაფრებში გადავიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ოპერატიული სარდლობის, „სამხრეთის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია წერს, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით,

TikTok-მა საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციული ანგარიშები წაშალა

ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში. საუბარია 18 ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ისინი 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს. „ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში იყვე

ოკუპირებული აფხაზეთი თბილისის აქციებში არასამთავრობო სექტორის და აშშ-ს საელჩოს როლს ხედავს

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება აქტიურად ადევნებს თვალს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს და ცდილობს, ვითარების მიმდინარეობა და ანალიზი საკუთარი თვალსაწიერიდან განიხილოს.   აფხაზური მხარე გამუდმებით იმეორებს, რომ თბილისში გამართული აქციების მონაწილეები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და პროცესები დასავლეთიდან იმართება. „ეგრეთწოდებული მშვიდობიანი მომიტინგეები ისეთ ქმედებებს ეწევიან, როგორიცაა: მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქუჩების გადაკეტვა და აგრე

პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა მივეცით, მისი ინფორმაცია მცდარია - მთავრობა

„გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ქალაქ სტრასბურგში მისი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით”. – საქართველოს მთავრობა განცხადებას აქვეყნებს. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დას

ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სწრაფვა ევროატლანტიკური მომავლისაკენ. ჩვენ ვხედავთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება

საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “მადლობა, შარლ მიშელ, საქართველოს ურყევი ევროპული გზისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება”, - წერს ზურაბიშვილი.

პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 4-ჯერ ანუ 269%-ით გაიზარდა

2023 წელს 4 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 269%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4,801 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,299 მლნ ლარი. ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუ

სერჰი ჩერევატი - უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ დღე-ღამეში ბახმუტის მიმართულებით ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის მიმართულების პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „სულ (დღეში -ღამეში) მოხდა ექვსი შეტაკება, რომლის დროსაც ჩვენმა თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 138 ოკუპანტი, 236 დაშავდა, ერთი ტყვედ აიყვანეს“, - აღნიშნა ჩერევატიმ. მისი თქმით, რუსები აძლიერებენ თავდაცვას და ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე

უკრაინის საჰაერო ძალები - საბრძოლო მისიის დროს ცნობილი მფრინავი, მეტსახელად „ჯუსი", დაიღუპა

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საბრძოლო მისიის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცნობილი პილოტი, მეტსახელად "ჯუსი", დაიღუპა. საჰაერო ძალების ცნობით, ანდრეი პილშჩიკოვი ერთ-ერთია იმ სამი მფრინავისგან, რომლებიც ორი დღის წინ, ჟიტომირის ოლქში მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ორი L-39 საბრძოლო საწვრთნელი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა. ანდრეი პილშჩიკოვის გარდა დაიღუპნენ მფრინავები: სერგეი პროკაზინი და ვიაჩესლავ მინკა.   იპნ

ლილუაშვილს, ბურჭულაძეს და დარჩიაშვილს მიმდინარე კვირაში პარლამენტში მოუსმენენ

მიმდინარე კვირაში პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშს მოუსმენენ. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამავე კვირაში დეპუტატები მოისმენენ სახალხო დამცველის ანგარიშსაც. ასევე, დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის” ფორმატში წარდგება თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე, ინტერპელაციის ფარგლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმ

უკრაინული დაზვერვა: რუსეთს სამხედრო ფლოტის ნაწილი ყირიმიდან ოჩამჩირეში გადაჰყავს

უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ ოჩამჩირის პორტში რუსეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა. სკიბიცკიმ ამბობს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა. სკიბიცკის განცხადებით, ახლა ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზ

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გახანგრძლივდება

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც მეტროპოლიტენი, ისე ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. „31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31

მიშა დაუშვილი - ძალაუფლების შესანარჩუნებლად "ოცნება" ყველაფერზეა წამსვლელი

მგონი უფრო და უფრო ნათელი ხდება “ოცნების” მიზანი რა არის -ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები, რომ დააზიანონ.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/843649094259548/

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო. იპ
×
×
  • შექმენი...