Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.084.269

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბლაგვი საგნით მიყენებული 39 დაზიანება - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე თავდაყირა დგება

ბლაგვი საგნით მიყენებული 39 დაზიანება და ასფიქსია, რომელიც გაგუდვამ გამოიწვია. დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე თავდაყირა დგება. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები ცნობილია. სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ გარდაცვლილი არასრულწლოვანის სხეულზე 39 სხვადასხვა სახის დაზიანება აღწერა. როგორც ირკვევა, 12 წლის მოზარდს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი მოგუდეს. ოჯახი და ადვოკატები ახლა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ხელმეორედ ჩატარებას, გამოძიებისგან კი და

პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“

„სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“. ორდღიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემებია ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება,

ჯო ბაიდენი G7-ის ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს

24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი G7-ის ქვეყნების ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. “ერთი წლის წინ, ეს ჯგუფი ერთად შეიკრიბა, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსული ტანკები უკრაინაში შევიდა, რათა პუტინისთვის და მისი ახლოს წრისთვის უპრეცედენტო საფასური დაეკისრებინა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკური, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და ენერგეტ

მედია - აშშ-ს პოლიცია დონალდ ტრამპის დაკავების შემთხვევაში მოსალოდნელი არეულობისთვის ემზადება

აშშ-ის დიდ ქალაქებში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში პოლიცია პოტენციური არეულობისთვის ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააკავებენ. მანჰეტენის პროკურორმა, შესაძლოა, დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენოს იმის გამო, რომ პორნოვარსკვლავს, რომანის შესახებ დუმილის სანაცვლოდ ფული გადაუხადა. თუკი პროკურორი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პირველი შემთხვევა. მედიის ინფორმაციით, მანჰეტენის სი

ნატო-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართა

ნატო-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა 11 დღის წინ გაიმართა. ზალუჟნის გარდა მასში მონაწილეობა მიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანმა სამეთაურო შტაბმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა კრისტოფერ კავოლიმ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა ტონი რადაკინმა. „ხუთსაათიანი შეხვედრის

თბილისში ოჯახი ძალის გამოყენებით გამოასახლეს | ვიდეო

თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს სახლიდან ასახლებენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ისინი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოჰყავთ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიუროს თანამშრომლები ღობიდან გადადიან ეზოში და ხელბორკილებს ადებენ, ვინც ხელის შეშლას ცდილობს. აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ხის კარი უროთი შეამტვრიეს და ადამიანები სახლიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. აღსრ

რუსებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს - დაშავდა ორი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა მძიმე არტილერიიდან ნიკოპოლში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა. „რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა, ნიკოპოლის ტაძარს მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა, 57 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი“ - დაწერა ლისაკმა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ავტომობილ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტზე 6 მარტს იმსჯელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე 6 მარტს იმსჯელებს. ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტია. ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მოხდება, რის შემდეგაც მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. კომიტეტი განიხილავს როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა გა

რიცხვების ზრდის ფონზე, ჩინეთმა შეაჩერა COVID-19-ის პანდემიის ყოველდღიური მონაცემების გამოქვეყნება

ჩინეთის ჯანდაცვის მესვეურებმა 25 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ ყოველდღიურად აღარ გამოაქვეყნებენ მონაცემებს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ, იმ ფონზე, როცა გამოკვეთილი ტენდენციები რიცხვების ზრდაზე მიუთითებს. "ამიერიდან ეპიდემიის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია აღარ გამოქვეყნდება" - აცხადებს პეკინის ჯანდაცვის კომისია, მიზეზების დაუკონკრეტებლად. შიდა მონაცემების თანახმად, რომლებიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მიმდინარე თვის ბოლო სამი კვირის განმავლობაში - ანუ მას მერე, რაც გაუქმდა ადა

ჯო ბაიდენი - რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია - ვლადიმერ პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან ძლიერი პოზიციაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ვფიქრობ, რომ გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერი პოზიციას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგ

დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუმინეთში და დანიაში უკრაინის საელჩოებმა „საშიში ამანათები“ მიიღეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა დაუდგენელი პირებისგან „საშიში ამანათები“ მიიღეს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ონლაინ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. „ყველას, ვინც განაგრძობს ამ ამანათების გაგზავნას და ჩვენი საელჩოების დატერორებას, ვთხოვ, მოდუნდეს, არ დახარჯოს თავისი დრო და ფული საფოსტო მარკებზე. ამით ვერაფერს მიაღწევთ. შემიძლია გავიმეორო ეს უკრაინული დიპლომატიის ყველა მტრისთვის, თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენს შეშინებას ა

„გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღინიშნება, რომ გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება, თუმცა კომისიისგან ეცნობათ, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და „დაჟინებით ითხოვს“ ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც პარტიის შეფასებით, „არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა“, თუ საგამოძიებო კომისია

ვოლოდიმირ ზელენსკი - სამი ქვეყანა მზადაა უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს

სამი ქვეყანა მზად არის უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტერესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სამი ქვეყანა არის, რომლებიც დათანხმდნენ წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16-ები გადასცენ - დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია. ძალიან მადლობელი ვართ ამ ქვეყნების”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს „მნიშვნელოვანი და ისტორიული” გადაწყვეტილებ

სოფო ხორგუანი - ყველაზე მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნების" დღის წესრიგს კი არ გავყვეთ, ჩვენი შევინარჩუნოთ (ვიდეო)

ყველაზე მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნების" დღის წესრიგს კი არ გავყვეთ, ჩვენი შევინარჩუნოთ. სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/reel/574570038757093

ანდრეი კოსტინი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ცივილიზებულად მიიჩნევენ, ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე პუტინთან საქმეს დაიჭერენ

ისტრიული დღეა. ეს არის ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ცხადი იყო. ეს არის ის, რაც ზოგმა მსოფლიოში ჯერ კიდევ 2008 წელს გააცნობიერა, ბევრმა – 2014 წელს, 2022 წელს კი, თითქმის ყველამ. საბოლოოდ, ამან სამართლებრივი სახე მიიღო, – ასე გამოეხმაურა უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს შეეშინდება

ომზე სიმართლეს ამბობდა: როგორ ეხმარებოდა ჯეინ ბირკინი ჩეჩნებს

ფრანგი მსახიობი და მომღერალი - ჯეინ ბირკინი, 77 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ფილმში, ჩაწერილი აქვს მუსიკალური ალბომები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბირკინი აქტიურად ეხმარებოდა ჩეჩენ ლტოლვილებს და სიმღერაც კი ჩაწერა ჩეჩნურ ენაზე, რომელსაც შემდეგ თავის კონცერტებზე ასრულებდა. ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი გვიყვება, თუ როგორ ცდილობდა ჯეინ ბირკინი ყურადღების მიპყრობას ჩეჩნეთის ომსა და ჩეჩნების ცხოვრებაზე. პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა 16 ივლისს გარდაცვლილ

ვინ არის გორელი ახალგაზრდა, რომელიც ბათუმში სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

ბა­თუმ­ში, ზღვა­ში სკუ­ტე­რის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 22 წლის ბიჭი მიშო ჯა­ლა­ბა­ძეა. ახალ­გაზ­რდა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ქორდში ცხოვ­რობ­და. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.   ცნო­ბი­ლია, რომ 22 წლის ბიჭი მე­გო­ბარ­თან ერ­თად ზღვა­ში სკუ­ტე­რით შე­ვი­და. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ზღვა­ში ცუ­რავ­და, რა დრო­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი სკუ­ტე­რი და­ე­ჯა­ხა დ

როგორ ამხილა მოქმედმა თანამშრომელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები

გოგა რაზმაძე 12 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. 20 წლის იყო საპატრულო პოლიციელის ფორმა რომ ჩაიცვა. 2018 წლიდან კი როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში შეიქმნა, გოგა რაზმაძე, კონკურსის გავლის შემდეგ, ამ დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა. ის დღესაც დეპარტამენტის თანამშრომელია, უფრო ზუსტად კი დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი. თუმცა, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის შინაგან საქმეთა სამინისტროშ

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ იწყება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ იწყება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ 21 ნოემბერს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და სამ დღეს გასტანს. კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. „სამი დღის განმავლობაში, ორბელ

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ციალა ჩართოლანის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია იმართება

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის თემაა „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VI“. კონფერენცია ეთნოგრაფ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. ციალა ჩართოლანი 30 წლის განმავლობაში იყო მუზეუმის დირექტორი, მას „სვანეთის საგანძურის მცველს“ უწოდებენ. კონფერენციაზე, რომელსაც უხუცესი ეთნოგრაფი თავადაც ესწრება, საუბრობენ მის წვლილზე ქართული ეთნოგრაფიის განვითარებაში, ასევე გან

"რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია" - მისტიკური სოფელი საქართველოში

რე­ხას შე­სა­ხებ შე­საძ­ლოა ბევ­რს არც არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ. წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი, რო­გორც წარ­სულ­ში, ახ­ლაც თვალს მო­ფა­რე­ბუ­ლია. ამ სოფ­ლი­დან უახ­ლო­ეს სოფ­ლამ­დე უკაც­რი­ე­ლი მან­ძი­ლი 15 კი­ლო­მეტრზეა გაშ­ლი­ლი და ბორ­ცვე­ბი­სა და მდე­ლო­ე­ბის გარ­და, არც არა­ფე­რი შეგ­ხვდე­ბათ. სხვა­თა შო­რის, 1795 წელს აღა-მაჰ­მად-ხა­ნის რბე­ვას (10000 ქარ­თვე­ლი წა­იყ­ვა­ნა ტყვედ) ეს ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი გა­და­ურ­ჩა. ასე იყო რუ­სულ იმ­პე­რი­ა­შიც: რო­დე­საც რუ­სეთ­მა თრი­ა­

თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

„სოლიდარობა ისრაელს!“ - ამ გზავნილით ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. „ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს!“, - აღნიშნულა თბილისის მერიის ინფორმაციაში, რომლითაც თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს. ipn

გიორგი გიგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ა. რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე

გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 33 პიანისტი, მათგან სამი საპრიზო ადგილი ერგო: იუკინე კუროკის (ბრინჯაო), გიორგი გიგაშვილსა (ვერცხლი) და კევინ ჩენს (ოქრო).  აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელების ვინაობა გახდა ცნობილი, ხვალ კი – გამოვლინდებიან სხვადასხვა საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულები. ფინალი მოიცავდა სამ ეტაპს. 24 მარტს, პირველ ეტაპზე გიორგი გიგაშვილმა

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8316 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8408 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ
×
×
  • შექმენი...