Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.742

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერდია სიჭინავა - ჩვენი გუნდისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ იქნება (ვიდეო)

- ჩვენი გუნდისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ იქნება არასდროს. სტრასბურგის სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიტყვასიტყვით თქვა, რომ სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა მსჯავრდებულთა მიმართ.    - ასეთ ადამიანს დღეს „ოცნება" საშუალებას აძლევს სასამართლო დარბაზიდან ჩაა

საქართველოში 23 ერთეული Ferrari მოძრაობს - რომელია ყველაზე პოპულარული მოდელი

Aston martin, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley - ეს ის 5 ძვირად ღირებული ავტომობილია, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს. საქსტატის მონაცემებით, მათი რაოდენობა საერთო ჯამში 84 ერთეულს შეადგენს. ყველაზე მეტი კი აქედან Ferrari-ა - დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ბრენდის 23 ერთეული მანქანაა რეგისტრირებული. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, Ferrari-ს რომელი მოდელებია ყველაზე პოპულარული ქვეყანაში და როგორია მათი ღირებულება: ყველაზე მეტი, 13 ერთეული არის მოდელი - Ferrari SF90 Strada

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ამილახვრის I მოადგილედ დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ არჩეული ალექსანდრე წულაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ალექს

გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მატებაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობა 13 მარტიდან მოიმატებს. აღნიშნულის მიზეზად ორგანიზაცია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას ასახელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, დაბინძურება სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. „აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინ

სომხეთი საქართველოს მოსაზღვრე სოფელს უბრუნებს - სომხური მედია

სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი, ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.   გამოცემის ცნობი

სასამართლომ ლაზარე დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს. ის ციხეში 8 წელს გაატარებს. ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო. იპ

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს. მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარ

ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” - LIVE ჩართვა ემიგრანტი ქალებისთვის

დღეს, 20:00 საათზე, ტატა ხვედელიანისა და ნათია მეზვრიშვილის  LIVE ჩართვა ემიგრანტი ქალებისთვის. საუბარი შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე იმ შესაძლებლობებს, რასაც ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” გთავაზობთ.  LIVE იქნება აქ: https://www.facebook.com/profile.php?id=100095185000871&mibextid=LQQJ4d https://www.facebook.com/100095185000871/videos/1212962713186895  

„ტყვედ ასობით რუსი ჩაგვბარდა, ყველას ჰუმანურად მოვეპყრობით“ – ზელენსკი

კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას, უკრაინულ ძალებს ტყვედ ასობით რუსი სამხედრო ჩაბარდა, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი ამბობს, რომ უკრაინული მხარე ტყვეებ ჰუმანურად მოეპყრობა. „უკვე ასობით რუსი სამხედრო ჩაგვბარდა ტყვეთ და ყველა მათგანს ჰუმანურად მოვეპყრობით – ასეთი მოპყრობა მათ თავიანთ, რუსულ ჯარშიც არ ჰქონიათ“, – ციტირებს მას „მედუზა“. ზელენსკიმ აგრეთვე მოუწოდა უკრაინელებს, „ისევე ეფექტურად და ერთიანად იმოქმედონ, როგორც ომის პირველ კვირებსა და თვეებ

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონების სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში თავდაცვის ძალების პოზიციებზე იყო 50-ზე

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება. „უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება. ამა

უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის ტერმინალების ახალი პარტია მიიღო

უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის ტერმინალების მესამე პარტია მიიღო. უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, Starlink-ის ტერმინალების ნაწილი უკვე გაიგზავნა „უძლეველობის პუნქტებში“, ნაწილი კი - ენერგეტიკისა და სამედიცინო სექტორის მხარდასაჭერადაა განკუთვნილი იმისთვის, რომ უკრაინელებს უშუქობის დროს ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ, კრიტიკულმა ინფრასტრუქტურის ობიექტებმა კი ურთულეს პირობებში მუშაობა შეძლონ. უკრაინამ, საერთო

დისნეის ფილმები და სერიალები რუსული ვიდეოპლატფორმებიდან წაიშლება

მარტში რუსულ ონლაინკინოთეატრებს ეწურებათ ამერიკული სტუდია Disney-ს ფილმების, მულტფილმებისა და სერიალების ჩვენების ლიცენზია. კინოკომპანია არ გეგმავს ლიცენზიის განახლებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო - ვიდეოსერვისებიდან ყველაფერი წაიშლება. ამის შესახებ წერს გამოცემა„ვედომოსტი“ - საკუთარ წყაროებზე, მათ შორის, ვიდეოსერვისების ტოპ-მენეჯერების და გარიგების პირობების მცოდნე კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით. ომის დაწყებისთანავე, "დისნეიმ", ისევე როგორც სხვა კინოკომპანიებმა, რუსეთში თავისი პროდუქც

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო. მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა. ,,ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”, - განაცხადა როინ მებონიამ. შეგახ

მსესხებლების 11,4% კრედიტს ვერ იხდის

საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 016 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 349 ადამიანს აქვს, ჯამში 39 863 664 829 ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,2% საბანკო სექტორზე

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებ

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთში სულ მცირე 13 000 ბავშვია დეპორტირებული

რუსული ძალების მიერ, ამ დროისთვის, სულ მცირე 13 000 უკრაინელი ბავშვის რუსეთში დეპორტაცია მოხდა. ამის შესახებ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას უკრაინელმა დეპუტატმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა. „ეს არის გენოციდის ნაწილი, რომელსაც რუსები უკრაინელი ერის წინააღმდეგ ახორციელებენ“, - განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ. უკრაინელი დეპუტატის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ერთი კვირით ე.წ საზაფხულო ბანაკებში ან საარდადეგო ბანაკებში წაიყვანეს, შემდეგ კი აღარ დაბრუნებულან. ამასთან, კლიმპუშ-ცინ

უპირობო სოლიდარობა ლაზარე გრიგორიადისის! - მაისის სტუდენტური მოძრაობა

მაისის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ლაზარე გრიგორიადისის სოლიდარობას უცხადებს. „სისტემამ საპოლიციო დევნის მანქანა აამუშავა. ჯერ, აქციის მონაწილეებს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდა რობოკოპებით. შემდეგ, მათი სახალხოდ დასჯა გადაწყვიტა საკუთარი საცეცებით, პოლიციითა და სასამართლოთი. ბრჭყალები ჯერ სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის უსამართლოდ შესვლით გამოაჩინეს და ლაზარეს დაკავებით გააგრძელეს. დევნა ჯერ არ დასრულებულა! გისოსებს მიღმა შესაძლებელია, სხვებმაც ამოვყოთ თავი! ლაზარე რ

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 206 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 206 200-მდე ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, მათ შორის რუსებმა 480 ჯარისკაცი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაკარგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 799 ტანკს, 7 442 ჯავშანტექნიკას, 3 406 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 310 საბრძოლო თვითმფრინავს და 296 ვერტმფრენს, 6 172 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 941 უპილოტო ს

ვშიშობთ, დროს ხელოვნურად წელავენ - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი

„შიში გვაქვს მშობლებს, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაწელვა და ზუსტად, როგორც გვითხრა მინისტრმა, რომ 2024 წლიდან ჩასვამდნენ ბავშვებს მკურნალობაში, ზუსტად ამის განხორციელებას გეგმავენ“, – ამბობს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, ქეთევან ბეგიაშვილი „ფორმულასთან“ ინტერვიუში. აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა 3 დღის წინ ჩატარდა. ქეთევან ბეგიაშვილი ამბობს, რომ ჯერ ისევ გაურკვეველია, როდის დაასრულებს სამინისტრო პროტოკოლზე მუშაობას. გარდა ამისა, მშობლებს ა

რუსეთი ირწმუნება, რომ ლეოპარდ 2 ააფეთქა — ვიდეოში, სავარაუდოდ, ტრაქტორი ჩანს

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკუთრებაში არსებული ორი ერთეული ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი ააფეთქეს, თუმცა ვიდეოში, რომელსაც ამის დასამტკიცებლად ავრცელებენ, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები ჩანს. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ორი ანტისარაკეტო სისტემის ეკრანი და ორი მოძრავი ობიექტი ჩანს, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით ლეოპარდ 2-ის ტიპის ჯავშანტექნიკაა. რუსულ ტელეგრამ არხებში ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ცნობა, რომ ეს რუსეთის ჯარის

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. „როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ და

მოსამართლემ კვლავ გადადო ლაზარეს დასკვნითი სხდომა

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 28 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მოსამართლემ ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ სხდომაზე არ იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადისი, დისტანციურად პროცესზე ჩართვის უფლება კი მან ბრალდებულს არ მისცა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ვერ ესწრებოდა, მაგრამ ითხოვდა სხდომაზე დისტანციურად, ონლაინ ჩართვასა და განცხადების გაკეთებას, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი, რის გამო ვერ ახერხებდა
×
×
  • შექმენი...