მე მსურს სი ძინპინთან საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია.
„ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მე მსურს მასთან საუბარი. მე მქონდა მასთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აღარ მქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ერთი თვის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, ჩინეთმა ე.წ. მშვიდობის გეგმა წარადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან
ჭიათურელმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მაღაროელების ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ჩართვიდან.
გიორგი კუპატაძე მაღაროში აღდგენა ვენტილაციის ცვლის უფროსია.
ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და სხვა მაღაროელები ამის წინააღმდგენი იყვნენ.
ნეტგაზეთი
სასამართლოს დარბაზში, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ადვოკატი ია რეხვიაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.
„ქალბატონი ია თითქმის 30 წელი ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, — წერს დავით ასათიანი თავის ფეისბუკგვერდზე.
საქართველო ლუქსემბურგს ანგარიშით - 2:0 ამარცხებს, გოლი კვლავ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
მატჩში ანგარიშის გახსნა, სწორედ ზივზივაძემ მოახერხა და საქართველოს ნაკრებს პირველივე ტაიმში პირველი გოლი მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალურ
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100 კგ) ილია სულამანიძემ იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია და მეოთხედფინალშია გავიდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.
ზაფხულის 33-ე ოლიმპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო.
კონფლიქტის მიზეზი გახდა ცესკოს შენობის ირგვლივ მოწყობილი ღობე. ასევე, ცვლილება ცესკოს რეგლამენტში, რომლითაც ინსტიტუციაში მანდატურის სამსახური ჩნდება.
ცესკო-ში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ ღობის მოწყობა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და ის შემადგენელია ნაწილია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მისი ინფორმაციით, მხოლოდ 3-მეტრიანი ღობისა და მისი თან
რიგი პარტიები ცდილობენ პროცესის რადიკალიზებას, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ “ლელო” მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას არჩევნებთან დაკავშირებით.
ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/30733974449523178
ხერსონიდან რუსული ძალების გასვლას სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ეხმაურება.
„რუსეთის არმია არ ტოვებს ხერსონს, ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა. ნოკაუტში ჩააგდეს მძიმე ბრძოლით, დანაკარგებით, მტრის თავდაცვის მეთოდური გამოფიტვით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით. ძვირფასო ხერსონელებო, აქ ვართ, დავბრუნდით. ასე რომ, თქვენც ბრუნდებით. კეთილი იყოს, თქვენი სახლში დაბრუნება“,- წერს არესტოვიჩი.
მისი თქმით, შეტაკებები მარჯვენა სანაპი
საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე, Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ლონდონში,
ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებულმა მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო.
როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, რისთვისაც „პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს“.
„პროკურატურისვე მსგავს დანაშაულებზე მკაცრი მიდგომა აქვს და ასევე, ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყვე
რუსეთის არმიას სურს დონეცკის ქალაქ ბახმუტის ხელში ჩაგდება არა სტრატეგიული, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ საერთოეროვნული ტელემარათონის დროს განაცხადა.
„რიგი დანაკარგების შემდეგ, რომელიც მტერმა ხერსონში, ხერსონის ოლქში, მანამდე ხარკოვის ოლქში და ლიმანში განიცადა, იგი ცდილობს ყველა საშუალებით დაეუფლოს ამ ქალაქს, გაარღვიოს თავდაცვის ხაზი და ამით მოახდინოს პირადი შემადგენლობის მოტივირება, აამაღლოს მისი მ
მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ, 19 მარტს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად, კლინიკიდან გაწერეს. როგორც მისმა შვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია.
"ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - გვითხრა ანაკო ტურაშვილმა.
ასევე ნახეთ
პაპუაშვილი ტურაშვილზე: სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება
19 მარტს გადაცემა "მე-17 სარ
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაკარგული 9 წლის ბავშვი, რომელსაც მეორე დღეა ეძებდნენ, იპოვეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, არასრულწლოვანი გუშინ დილის 11:00 საათიდან გაუჩინარდა.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
იპნ
თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით გადააჭარბა.
განახლებული მიმოხილვიდან ჩანს, რომ თებერვალში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,136 დოლარს გაუტოლდა. რაც თვე თვესთან შედარებით 3%-ით, წელი წელთა შედარებით კი 30%-ით მეტია. რაც შეეხება თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასს, იანვართან შ
„მოლოტოვის“ სროლაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პაიტმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს, 31 მარტს მიიღო.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას უკამყოფილა მოჰყვა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, აქტივისტების მრიდან. წინასწარი პატიმრობის შესახებ ცნობას ისინი შეძახილებით „რუსებო“ დახვდნენ.
სასამართლოს გარეთ მობილიზებულია პოლიციის კორდონი.
გრიგორიადისი 29 მარტს, თბილისში, მეგობრის სახლში დააკავეს. გაჩხრიკეს იგივე სახლი.
შსს ლაზარე გრიგორიადისს
ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Kazinform ქვეყნის ვიცე-პრემიერზე, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრზე სერიკ ჟუმანგარინზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გასულ წელს “ყაზმუნაიგაზმა” და “სოკარმა” საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ვგეგმავთ. მარტში უკვე დაიწყო პროცესი, პირველი ორი ტანკერი გაიგზავნა - ეს 20 ათასი ტონაა, აპრილისთვის 12
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიდეო მთავარსარდლის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისთვის ემზადებიან.
„დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია“, - აცხადებს ზალუჟნი.
უკრაინული მედია წერს, რომ შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, ზალუჟნის ეს განცხადება შესაძლოა მის დასაწყისს მიანიშნებ
"ოცნების ამომრჩევლთან მაქვს ერთი კითხვა - რომელ ევროპულ ქვეყანას აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული? ან ამერიკამ როდის მოგტაცა საზღვრებიდან ადამიანები? როდის არ სცნო საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მთლიანობა?
რომელ ევროპულ ქვეყანასთან კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი? (მარტო აფხაზეთის ომი) და კიდევ უთვალავი ზიანი....
p.s ასეთი უთავმოყვა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნეტგაზეთი
ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის[პარასკევის] ჩათვლით დღეები განისაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხე
თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 12 მარტს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაიმართა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც იგი ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად.
გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.
სამინისტროს ცნობით, გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძ
ტელეგრამ არხ „Абхазский Портал-ის“ ინფორმაციით, 12 მარტის ღამეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ავტოკოლონის მანქანა ავარიაში მოყვა.
შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა.
ტელეგრამ არხის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გზაზე ორივე ზოლი თავისუფალი იყო, პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა გზატკეცილზე მყოფ ერთადერთ ავტომობილს შესჯახებოდა.
პრეზიდენტის ავტოკოლონამ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, ხოლო დაზიანებული მანქანა მინისტრთა კაბინეტის შენობ
საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც კრასნოდარის ტერიტორიის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ილია შაკალოვმა განაცხადა, სიახლე ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი და მისი საშუალებით რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩასვლასაც შეძლებენ.
მანამდე კი, საზღვაო ტაქსის გაშვება 2024 წლიდან სოჭსა და ნოვოროსიისკს შორის იგეგმება. შაკალოვის თქმით, წინასწარი საპროექტო დოკუმენ