Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.450

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თოვა, ნისლი, ქარბუქი - საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

მომდევნო დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. ამავე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.  

გორის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

წმინდა წყლის დასახლებაში, გორის გარეუბანში, 13 თებერვლის საღამოს ბუნებრივი აირი გაითიშა. გაზის მიწოდება შეუწყდა ყიფიანისა და კაჩინსკის ქუჩებზე მცხოვრებლებს. ამ ქუჩებზე ძირითადად მაღალსართულიანი კორპუსებია განლაგებული და ასობით მოქალაქეა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაზგამანაწილებელი კომპანიისგან ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, რომელშიც წერია, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარია გახდა ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაო

თბილისში დისტრიბუციისთვის 80 ლოკაციაა გამოყოფილი - მერია

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის გამართული სამუშაო შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ბიზნეს ასოციაცია სააგენტოს მიაწვდიდა სადისტრიბუციო მანქანებისთვის შერჩეულ ადგილებს, ხოლო სააგენტო შეისწავლიდა წარმოდგენილ წინადადებებს, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის ურბანული სამსახური ავრცელებს. „ბიზნეს ასოციაციამ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი

25 მარტს საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება

25 მარტს, 14:00 საათზე, “პულმან - აქსის თაუერსის” საგამოფენო სივრცეში, საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წევრები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს, ქართველი ინჟინრების მიერ პროექტირებული უპილოტო (დაპილოტირებადი) უნივერსალური დრონები. კომპანია “missiya“-ს წარმოებული საფრენი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: პოლიცია, სახანძრო, სამაშვე

ზუგდიდში ჩვილი იპოვეს

ზუგდიდში, ახალშობილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. იპნ

სემეკი: მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ ცრუ ინფორმაციას

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სემეკში აცხადებენ, წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკი მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას. საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს სააგენტოს

ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია

უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. ის 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.   „ეს არის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რომელიც იყენებს, როგორც ახლახანს საჯაროდ ვთქვი, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვებს. ეს 4-დან დაიწყო და ახლაც გრძელდება", - განაცხადა პუტინმა.   პუტინმა განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის შესახებ მორ

გიორგი გახარია - ეს მუხურია (ვიდეო)

ეს მუხურია - ვიდეოს Tik-Tok-ზე პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აქვეყნებს: Download.mp4

როსტოვის ოლქში მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

დონის როსტოვში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საპატიო კონსულმა, ადიკ არშბამ თავის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ,, 14:00 საათის (რუსეთის დროით) მდგომარეობით, ქალაქში სტაბილური ვითარებაა. რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ოპერატიულად ვთანამშრომლობთ რეგიონის ყველა შესაბამის სამსახურთან. დონის როსტოვში აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს და როსტოვის აფხაზური დიას

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი. “გრძელდება შველა-ძიების სამუშაოები“, - განაცხადა ქარსელაძემ. მისივე თქმით, მობილიზებულია 103 ერთეული მძიმე ტექნიკა. „10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკა არის ჩართული. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდ

სალომე ზურაბიშვილი - მოგესალმებით პარიზიდან - საფრანგეთის პრეზიდენტთან ძალიან სასარგებლო საუბარი მქონდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“. „მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა. იპნ

სამართალი 16.09.2023 / 11:05აა პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს და უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავა

სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოსა და უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებიდან ორმა პირმა ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავა და ისინი დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლ

ნატო ლიეტუვაში სადაზვერვო თვითმფრინავებს აგზავნის

ნატო-მ ლიეტუვაში, ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგისთვის, საჰაერო-სადესანტო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (Awacs) სადაზვერვო თვითმფრინავები განათავსა, - ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს. ნატო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, დილან უაითის განმარტებით, აღნიშნულ სადაზვერვო თვითმფრინავებს თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით შეუძლიათ. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტ

პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპე

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - ისტორია

საქართველოში, უცხო ქვეყნებიდან მცენარეების შემოტანა, გამრავლება და გადარჩევა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძველთაგანვე ხდებოდა. ჯერ კიდევ ბერძნულ მითებშია ნახსენები კოლხი მედეას და მისი მამიდის კირკეს განთქმული სამკურნალო მცენარეული ბაღის შესახებ. ქართულ ენაშიც ბაღს რამდენიმე სინონიმი გააჩნია და აღნიშნავს მის დეკორატიულ-სამკურნალო დანიშნულებას - „ადგილი მწვანილოვანი“, „წალკოტი“, „სამოთხე“, „ბაღნარი“ და სხვა. XVII-XVIII საუკუნეებში ვახუშტი ბატონიშვილის (1735), პიშ

სოფიო ხორგუანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა

სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა. სოფო ხორგუანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, კომისია შექმნას. „მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგ

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის ქალაქ სოკჩოსთან ახლოს ზღვაში, 57 კილომეტრის სიღრმეში ჩავარდა. ხოლო კიდევ ერთი რაკეტა კუნძულ ულინდონიდან 160 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. სამხრეთ კორეაში ბირთვული განგაში გამოცხადდა, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა თავშესაფრებში გადასულიყვნენ. ჩრდილოეთ კორეის მხრიდა

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა. „აღსანიშნავია, რომ ელენე ქებაძე კარიერის მანძილზე მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება

ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი-ნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა. „ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის, ეს ომის დასრულდება“, – თქვა ვლადიმირ გავრილოვმა. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, უკრაინული ძალები ყირიმშიც შევიდნენ. კითხვაზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, გავრილოვი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც რუსები მზად იქნებია, დატოვონ უკრაინის ტერიტო

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში უკვე ჩართული არის, განსაკუთრებით, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ. მისი თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე თუ 12 პუნქტის შესრულება, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნება. „ყველა საკითხში, ყველა საპარლამენტო განხილვაში

„ეს ევროპული სტატუსის საბოტაჟია" - ქალი დეპუტატები რუსეთთან ფრენებზე

„აიკრძალოს საქართველოში რუსეთიდან ფრენები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში, სპეციალური ბრიფინგის დროს ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაგმეს ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ხუთი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე. თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები საფრთ

დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა

კაცი, რომელმაც ცოლს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, დააკავეს. შემთხვევა, დაახლოებით, 5 დღის წინ გლდანში მოხდა. რუსთავი 2-თან საუბარში საავადმყოფო ამბობს, რომ ქალის გადარჩენისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ტელეკომპანიის ცნობითვე, ქალი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.   ნეტგა

"კობახიძის განცხადებამ გამანადგურა, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ" - სტიქიას გადარჩენილი ჯელაძე

"დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა" - ასე ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.  "ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე

დრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად დააკავეს. სოფელ იაშთუხის მკვიდრი, 35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. ის ,,მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული. ამჟამად კირაკოსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

გეგუთის მე-2 სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადმოვარდა და დაზიანებები მიიღო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მან ვარდნის შედეგად მიიღო დაზიანებები, ის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც სკოლის დირექტორი „მთავარ არხს” ეუბნება, მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ სახლში წასვლა ფანჯრიდან გადახტომით გადაწყვიტა. მომხდარის შემდეგ სკოლაში გამოიძახეს პოლიცია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. publika
×
×
  • შექმენი...