Jump to content
Planeta.Ge

როსტოვის ოლქში მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა


დონის როსტოვში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საპატიო კონსულმა, ადიკ არშბამ თავის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

,, 14:00 საათის (რუსეთის დროით) მდგომარეობით, ქალაქში სტაბილური ვითარებაა. რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ოპერატიულად ვთანამშრომლობთ რეგიონის ყველა შესაბამის სამსახურთან. დონის როსტოვში აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო და როსტოვის აფხაზურ დიასპორის ოფისების ტელეფონები შეუფერხებლად მუშაობს. ყველას, ვინც მოგვმართავს, ეძლევა განმარტებები და ყველა საჭირო ინფორმაცია. მზად ვარ, განვითარებული მოვლენების შესახებ დროულად მოგახსენოთ.“ - აცხადებს ადიკ არშბა.

როსტოვის ოლქში მცხოვრები ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ჩართულია ტელეფონის ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვაც ყველა მსურველს შეუძლია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...