Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    897.581

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13 ფრთოსანი რაკეტა გავანადგურეთ

რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიაზე Ту-95МС ტიპის 4 ბომბდამშენიდან გაშვებული რაკეტებით იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსებმა X-101 / X-555 ტიპის 13 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, მაგრამ უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. რაკეტების უმეტესობა ხმელნიცკის ოლქში განადგურდა. „23 ივნისის ღამეს მტერმა სტრატეგიული თვითმფრინავიდან შეუტია უკრაინას. ამჯერად თავდასხმა მიმართული იყო ხმელნიცკის ოლქის სამხედრო აეროდრომზე",

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე დაეცა

მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. არსებული მონაცემებით, რაკეტა სოფელ ნასლავჩას ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორია

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა „ტელეგრამზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, ხოლო აღმოსავლეთისა და ცენტრის საჰაერო თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა დანარჩენი დრონები უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში გაანადგურეს.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება და ვითარება ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, სიტუაცია ქალაქში ამჟამად კონტროლირებადია. ამის შესახებ სირსკი „ტელეგრამში“ წერს. როგორც სირსკიმ აღნიშნა, მტერი დასახლებას ნანგრევებად აქცევს. „საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება. მოწინააღმდეგე იქ მთელი თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს და ნებისმიერი ფასით ცდილობს, ქალაქზე კონტროლი დაამყაროს. ახლა მტერი ზრდის მძიმ

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ბახმუტში წინსვლა და მტრის განადგურება შეგვიძლია

ბახმუტის დაცვა გრძელდება და ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია წინ წაიწიოს და რუსულ ძალებს დაუპირისპირდეს, - ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. „ჩვენი ჯარების წინსვლა ბახმუტის მიმართულებით - ეს არის პირველი წარმატებული შეტევითი ოპერაცია ქალაქის თავდაცვაში“, - აღნიშნა სირსკიმ. მისი თქმით, ქალაქის დასაცავად ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია. „ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ასეთ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი შეგვიძლია წინსვ

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინული ძალები აღმოსავლეთ ქალაქ ბახმუტზე რუსეთის მძიმე თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ. „ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება. მდგომარეობა მუდმივად რთულია. მტერი ადამიანური რესურსების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, მაგრამ აგრძელებს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას“, - განაცხადა მან. სირსკის თქმით, ბახმუტის დაცვა „სამხედრო აუცილებლობაა“. „ბახმუტის

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი - უკრაინული ძალები ბახმუტის მახლობლად წინსვლას აგრძელებენ

უკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ Telegram-ზე განაცხადა. „თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას და მტერი ხაფანგშია“, - აღნიშნა მან. 8 ივლისს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა „სტაბილურად მიაღწიეს ქალაქის როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთს“. ipn

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური - უკრაინელებმა ბახმუტში მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურზე, გენერალ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერი წინსვლისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მუდმივად ხდება „ვაგნერის“ ახალი თავდასხმის ჯგუფების, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლებისა და მედესანტეების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქი

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები - ბარენცის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი იწვის

ბარენცის ზღვაში დიდი რუსული სამხედრო ხომალდი, „ადმირალი ლევჩენკო“ იწვის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა. "მტრის ტექნიკა იწვის. უფრო სწორად, დიდი გემი „ადმირალ ლევჩენკო“ ბარენცის ზღვაში. მისი გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება, იმედია უშედეგოდ“, - წერს პლეტენჩუკი სოციალურ ქსელში. მისი ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის რამდენიმე ასეული წევრი ეტევა. უკრაინული მედიის ცნობით, „ადმირალ ლევჩენკოს“ ბორტზე აქვს და

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და MAP-ის გარეშე გაწევრება | რა გადაწყვეტილებები მიიღეს NATO-ს სამიტზე

ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება. სამიტი ხვალ დასრულდება, მაგრამ ძირითად საკითხებზე მოკავშირეები დღეს უკვე საუბრობენ, დღესვე გამოქვეყნდა კომუნიკე, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. თუმცა ვილნიუსის სამიტზე ცენტრალური ადგილი უკრაინის საკითხს ეკავა. უკრაინის გზა ალიანსის წევრობამდე კიევმა გასულ წელს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრება მოითხოვა და განაცხადი შეიტანა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტამდე რამდენჯერმე განაცხადა

უკრაინის საელჩოს თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასიანოვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, გაუქმდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრი კასიანოვთან დღეისთვის დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა. როგორც საელჩოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ანდრი კასიანოვის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ, საელჩოში დარეკეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და აცნობეს, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. რადიო თავისუფლება შესაბამისი ინფორმაციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცდილობს. დღ

უკრაინის საელჩომ საქართველოში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა

საქართველოში უკრაინის საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ტვირთის ნაწილი, ჯამში 5 ტონა ბათუმში გაიგზავნა, 6 ტონა კი თბილისში დარჩა და ის მიეწოდება უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულები არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე თავი საქართველოს შეაფარონ. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა ჩვენთვის, დღე, როდესაც

უკრაინის საელჩო - მოძმე ქართველებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს - მემორიალზე ამოტვიფრულია უკრაინელების სახელებიც - გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია! უკრაინას ახსოვს!

მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ უკრაინის საელჩოს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს ცნობით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და უკრაინის

უკრაინის საელჩო - იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა

საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლო დროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა. უკრაინის საელჩო კატეგორიულად უარყოფს “ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს. თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - არ ვიცით უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს

არ ვიცით უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქის” პირად გვერდზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლო განცხადებების საპასუხოდ წერს. “რეალურად უკვე ნერვიულობა დავიწყეთ, რომ ვიქტორ ორბანს დიდი ხანია არ მოუწოდებია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტისკენ და რუსეთის აგრესიის დაკანონებისკენ. უკვე ეჭვიც კი გვეპარებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციის თანმიმდევრულობ

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს, ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს

2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად ჩაფრინდნენ, ახლა ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. ამასთან ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ. უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოახდინოს ევროკავშირთა

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, რის შესახებაც კიევი ინფორმირებული არ იყო

რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, რის შესახებაც უკრაინა ინფორმირებული არ იყო. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს. ნიკოლენკოს თქმით, რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი ტყვე - ზაკარპატიის უნგრელები - გადასცა. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება უნგრულ და რუსულ მხარეებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული არ იყო, ხოლო 11 სამხედრო ტყვის გადაცემის შესახებ უკრაინამ უნგრეთის ვიცე

უკრაინის საგარეო უწყება არჩევნებზე - უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას

არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას , - ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონე

უკრაინის საგარეო უწყება - ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს - რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე

ირაკლი კობახიძის მიერ ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დამატებით ავნებს, რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” არის საქართველოს რეალური საფრთხე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომლითაც უწყება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. “ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქ

უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს

უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ აღნიშნ

უკრაინის საგარეო უწყება - რუსული რაკეტები კიევში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია

დილა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშით იწყება. რუსული რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანი არის სიკვდილი და განადგურება. „რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით“, - წერს ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის ჯარი აგრძელებს საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას უკრაინაში - უშუალო დამნაშავეები და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა უდავოდ დაისჯებიან

რუსეთის ფედერაციის ჯარი აგრძელებს საზარელი ომის დანაშაულების ჩადენას უკრაინაში, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული. ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკრაინელი ხალხისა და სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი პირველი სისასტიკე არ არის. უკრაინის საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირ

უკრაინის საგარეო უწყება - რობერტ ფიცო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განცხადებებით საზოგადოების დაშინებას და ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის თქმით, უკრაინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განიხილავს, როგორც სლოვაკეთის საზოგადოების დაშინების და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს“, - აღნიშნა უკრაინის საგ

უკრაინის საგარეო უწყება - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან

უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, „რომელიც მოიცავს

უკრაინის საგარეო უწყება - ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს

ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ ვითარებას. როგორც სახელმწიფომ, რომელიც ისწრაფვის,
×
×
  • შექმენი...