Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.582
  • comments
    0
  • views
    767.991

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

“პრობლემის იგნორირება პრობლემას არ აგვარებს” – სოფო ხორგუანი მოქალაქეობის მინიჭების პრობლემაზე

რა პოზიცია აქვთ აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტროს და რით ხსნიან მოქალაქეობის არ მინიჭების მიზეზებს? – უწყებაში გვითხრეს რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. (მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება)  დავუკავშირდით შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც იმის გასაგებად, აქვთ თუ არა პროგრამა მოქალაქეობის არ მქონე პირების მხარდასაჭერად, – მათგან პასუხის მიღებასაც ველოდებით.  toktv.ge

“პირველ სტიპენდიას მიიღებს გოგო, რომელიც წყლის ჭავლზე ცეკვავდა” – კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე: “გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით. #გურულიდღიურებისფონდი” ალია

“ოცნების” დეპუტატის მორიგი თავდასხმა ოპოზიციონერ ქალებზე – რა მოხდა პარლამენტში

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ისევ დაესხა თავს ოპოზიციონერ ქალებს. ამჯერად, უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ანი წითლიძეზე კი ფიზიკური თავდასხმა სცადა. შემთხვევა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას მოხდა. ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. ამას დარბაზიდან რეპლიკებით გამოეხმა

“ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ არათუ გააყალბა არჩევნები, არამედ ფასი დაუკარგა - გახარია

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშვიდობიან აქციაზე მოსვლით, ხმა გააგონოს პარტიას, რომელსაც მისი თქმით, პრივატიზებული აქვს სახელმწიფო. გახარია ამბობს, რომ ოქტომბრის არჩვენები იყო საჩუქარი და შესაძლებლობა “ოცნებისთვის“,  ქართველი ხალხისთვის დიდი დაძაბულობა, რომელიც ბოლო წლებში დაგროვდა, მოხსნილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა და ქვეყანა შევიდა ჩიხში. “იმის ნაცვლად, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, დავრბუნდით უკან“, - განაცხადა გახარიამ.

“ოცნებას” საქართველო რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიჰყავს- ამერიკელი სენატორები

„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „თბილისის ქუჩები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის”.  ამის შესახებ ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი,  სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორმა ჯონ კორნინი აწერენ.   „ქართული ოცნების” ნაბიჯი, შეაჩეროს  ევროკა

“ოცნებას“ მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ - გიორგი გახარია

ექსპრემიერი VS ივანიშვილის გუნდი - გიორგი გახარია “ქართული ოცნების“ მხილების ახალ რაუნდს აანონსებს.  განცხადება მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, მმართველი პარტიის ბრალდებების საპასუხოდ, “ტვ პირველის“ გადაცემა დღის ამბებში გააკეთა.  საუბარია ივანიშვილის გუნდის მესიჯბოქსზე, რომლებიც ექსპრემიერს “მოღალატეს“ უწოდებენ. გახარია “ოცნებას“ ეუბნება, რომ ბევრ რამეს წამოაძახებს - მათ შორის ბოდიშის თემას.   ტვ პირველი

“ოცნება” ყველაფერს აკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" გასაძლიერებლად თუ არა, სიცოცხლის შესანარჩუნებლად მაინც (ვიდეო)

“პოლიტიკურ ველს , რომ შეხედოთ “ნაც.მოძრაობაზე” უკეთესი პარტნიორი დღეს “ოცნებას” არ ჰყავს, ერთმანეთს აძლიერებენ. რომ დააკვირდეთ, “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ “ნაც.მოძრაობა” თუ არ გაძლიერდეს, სიცოცხლე მაინც შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი “ნაც.მოძრაობაც” ყველაფერს აკეთებს “ოცნების” დასახმარებლად და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის, საკრებულოებში მათი ერთობლივი მუშაობის სახით.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

“ოცნება” სარალიძის აქციებზეც ირიბად უცხოელებზე მიანიშნებს და “გადატრიალების მცდელობაზე” საუბრობს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც “საეჭვოს” უწოდებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი ჯერაც თავისუფალი იყო და აცხადებს, რომ ეკა არეშიძე დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს უცხოელებისგან, ხოლო საპროტესტო აქციები, რომლებსაც მოქალაქეები დათუნა სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავდნენ, ოცნების განცხადებით,

“ოცნება” რატომ არის იცით ყველაზე საშიში ხელისუფლება? რადგან სახე არ გააჩნია - იდეოლოგია არ აქვთ (ვიდეო)

“ოცნება” რატომ არის იცით ყველაზე საშიში ხელისუფლება? რადგან სახე არ გააჩნია, რადგან იდეოლოგია არ აქვთ. “ოცნებას” შეუძლია იყოს პროპუსიც და პროდასავლელიც, ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებს არის ხელისუფლებაში დარჩენა და ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის კი გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს.”  ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 10000000_894812042167007_8869642652415316301_n.mp4

“ნამეტანი არ მოგივიდეთ, შეირგეთ ბოდიში” – მდინარაძე ქალ დეპუტატებს

„ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიში“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ თეონა აქუბარდიასთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო. დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის

“მხარდაჭერა ევროპული გზისთვის მებრძოლ ადამიანებს”- ორგანიზაციები სომხეთიდან

საქართველოს ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც საქართველოში არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონში დემოკრატიულ პროცესების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს. “სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლგებს, ორგანიზაციებს და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და მათი ქვეყნის კონსტიტუციით განაზღვრული ევროპული გზისთვის მებრძოლ ცალკეულ ად

“მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში აფხაზეთის კონკურენტუნარიანობის შესახებ სოციალური პლატფორმის “აფხაზეთის მომავალი” მონაწილეებთან ისაუბრა. არძინბას თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 2,5 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა და მოსკოვი თბილისის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. “მსოფლიოს ეკონომიკა და მსოფლიოს პოლიტიკა კონკურენტუნარიანი სფეროებია. თუ ვერ უძლებ კონკურენციას, საერთაშორისო პროცეს

“მოსკოვი გვაიძულებს” – აფხაზეთში აგენტებზე კანონს ეწინააღმდეგებიან

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი როგორ ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება რუსული რეპრესიული კანონების მიღებას? აფხაზეთში კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მრავალი წელია განიხილება, თუმცა, საკითხი განხილვას ვერ გაცდა. კანონპროექტი ჯერ არ არსებობს და პარლამენტს მისი განხილვის პერსპექტივაზე არ უსაუბრია ჯერ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის შექმნის ინიციატივა ოფიციალურად აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკ

“მომიტინგეებისთვის ჩამორთმეული ტელეფონები შსს-ს და პარლამენტის ტერიტორიაზე ჩაირთო” – არასამთავრობოები

მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა. ამის შესახებ ნათქვამია 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორი

“მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს” – SDA-ის თანამშრომლები “ოცნების” გადაწყვეტილებაზე

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ. მათი შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადად გაგრძელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს ყოველდღიური მუშაობა. თუმცა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ამ მიზანს და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვა

“მიუღებელია” – პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონზე

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონთან მიმართებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიუღებელია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოური დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციები უცხოური ძალის გამტარებად ითვლებიან. “პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ათასობით ადამიანი აღვადგინეთ პოზიციებზე. მოგეხსენებათ, კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება დიდი ფუფუნებაა, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ ამ პროცესში. კიდევ უფრო მეტს

“მესამე წელია ვისმენთ, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო”- კალაძე გახარიაზე

„ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.   მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს  პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.   „მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამ

“ლატვია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მიმართულებით ხელს შეუწყობს“ - ლატვიის ელჩი

„ლატვია ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მიმართულებით, რაც ევროინტეგრაციაში დაეხმარება. ჩვენ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს როგორც აგრარული, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. თუმცა, შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად“, - განაცხადა ლატვიის ელჩმა ედიტ მედნიმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრის დროს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით თანამშ

“იქ დრონს არ უმუშავია” - სამთო გიდი იხსენებს შოვის სტიქიის პირველ ღამეს

„ცოცხალი ადამიანების დასახმარებლად და გადასარჩენად მეგონა, რომ მივდიოდი, და მერე რომ ვნახე იქ სიტუაცია და მივხვდი, რომ ხელით ვერაფერს ვიზამდი და ტრაქტორის სათხრელი იყო იქაურობა, წამოვედი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე მაცაბერიძე, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ძმასთან ერთად ავიდა. თორნიკე პროფესიონალი სამთო გიდია და იცის, როგორ შეიძლება დაეხმარო ექსტრემალურ პირობებში ადამიანებს. მან და მისმა ძმამ შოვში გაატარეს 3 აგვისტოს ღამე და მთელი 4 აგვისტო. ახლა, როცა შოვის ღვარცოფის თითქმის ყვ

“იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემზიზღდეს ის სპორტი, რომელშიც 17 წელია ვარ!” - რას წერს სანდრო ბაზაძე მას შემდეგ, რაც, ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა?

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა. "პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ მადლობა თითოეულ ქართველს - ეს რა მაგარი ერი ვართ, როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ! არ მინდა, ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც მოგინდებათ, წაიკითხავთ! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ! დღეს რაც მოხდა, ეს თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი - მს

“ივანიშვილმა რუსეთთან ყოფნა აირჩია” – კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილმა ღიად აირჩია რუსეთის მხარე. “წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია. ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი ჰგონი

“თურქების შესვლა აკრძალულია” — ახალი წესები აია სოფიაში

19 იანვრიდან აია სოფიაში  ახალი წესები მოქმედებს, ერთმანეთისგან განცალკევებულია შესასვლელები მომლოცველთათვის და ტურისტებისთვის, რომელთაც აია სოფიას დათვალიერება უნდათ. ცვლილებები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ წამოწყებული სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა. ისინი, ვინც მოსალოცად მიდიან აია-სოფიაში, სულთანაჰმეთის მოედნის იმპერიული კარიბჭიდან შევლენ. ისინი კი, ვისაც ისტორიული აია სოფიას მონახულება სურს, ტურს აჰმედ III-ის შადრევნის მოპირდაპირე მხარეს კარიდან დაიწ

“ვოლტის” კურიერებს კანცელარიასთან აქცია-კონცერტისთვის სცენა არ გააშლევინეს

“ვოლტის” კურიერები აცხადებენ, რომ აქცია-კონცერტის გამართვისთვის თბილისში, სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქცია დღეს, 6 აპრილს 19.30 საათზეა დაგეგმილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ის, რომ მათ სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს არც კანცელარიასთან და არც პარლამენტთან, კანონდარღვევაა. “აქცია მოიაზრებდა მუსიკალურ კონცერტს. არ მოგვცეს სცენის გაშლის საშუალება, რაც არის კანონდარღვევა. აქციაზე სცენა და მიკროფონი რ

“ვიმედოვნებთ, სომხეთი ჰააგის სასამართლოს რომის სტატუტს არ შეურთდება”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს არ შეურთდება. “ეს თემა, როგორც მოსკოვში, ასევე ერევანზე მაღალ დონეზე განხილვის საგანია. ვფიქრობთ, ეს საკითხი სამოკავშირეო და ურთიერთგაგების ჭრილში მოგვარდება”, – თქვა ზახაროვამ 30 მარტის ბრიფინგზე. რამდენიმე დღის წინ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

“ვითხოვთ, შეგვიშვან ბინებში” — რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის დასახლებაში

აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრებს იქვე მდებარე საცხოვრებელ ბინებში შესვლის უფლება შეუზღუდეს. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მოტივით, თუმცა მანამდე, პანდემიის მიზეზით. საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც. ძველი თანამშრომლებიდან, რომელთაგან ბევრი ცოცხალი
×
×
  • შექმენი...