Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.088.085

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სტუდენტის თქმით, პლაკატების გამო თსუ-ში კობახიძის მხარდამჭერებმა სცემეს

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერების გაშლის გამო, დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას მომხდარზე პროტესტის მონაწილე სტუდენტები და „მთავარი არხი“ ავრცელებს. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტის შენობაში, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, რა დროსაც მას, უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, რამდენიმე ადამიანი

ასლან კობახია: ჩვენს მეზობლებს დიდი პრობლემები აქვთ და მათ ჩვენთვის არ სცალიათ

რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზი ვეტერანი, სხვადსხვა დროს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ,,ეროვნული გმირი“ ასლან კობახია რუსი ოლიგარებისგან აფხაზეთის მიმართ გამოჩენილ ინტერესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ,,როდესაც მათ მთელ მსოფლიოში დევნა დაუწყეს, მაშინ გაახსენდათ აფხაზეთის არსებობა. ხანდახან მგონია, რომ აფხაზეთი სულ სხვა პლანეტაზეა და როცა აფხაზეთის ირგვლივ ამდენ იდიოტობას ვხედავ, მინდა ვიყვირო: აფხაზებო, გაუფრთხილდით სამშობლოს!!!

მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა მძიმე მეტალები - ჯაღმაიძე

„მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი, სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღესათვის რთულია“,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურანლისტებს განუცხადა. გუშინ, 6 ივლისს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი წყაროების ინფორმაციით მეუფე შიო მოწამლეს. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიო შეუძლოდ იყო, რის გამოც გაიკეთა ანალიზები და სწორედ ამ ანალიზემბა აჩვენა მძიმე მეტალების შემცვ

5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს ხვალ ბიურო განსაზღვრავს. საშემოდგომო სესიის ფარგლებში რამდენიმე სახელმწიფო უწყების საქმიანობის ამსახველი ანგარიშის მოსმენა იგეგმება - მათ შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში. ასევე მოუსმენენ ომბუდსმენს. საშემოდგომო სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა შოვის სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედია იქნება, რაზეც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში ინიცირებულია

სამწუხარო და უდროო – ჰერჩინსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას „სამწუხაროს და უდროოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი ზუსტად იმ დროს ემთხვევა, როცა ევროკომისიამ გაფართოების საკითხზე ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს. მისივე თქმით, ეს პროცესი დეპოლარიზაციის შემცირებას არ დაეხმარება. „მე უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ვარ, ძალიან ყურადღებით ვისმენ, რას ამბობს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ზოგი ამბობს, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვა პოლიტიკოსებისგან

თევზაძე: პრეზიდენტმა, ხარვეზების მიუხედავად, თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადება დღეს სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ გააკეთა. თევზაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება კოდექსში ხარვეზების მიუხედავად მიიღო. თევზაძის თქმით, მუშაობაა საჭირო, რათა უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული სასულიერო პირების სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ისაუბრა საზღვაო თავდაცვის ძალებზე და მათთვის ყურად

ვისთვის არის Starlink საქართველოში

პირველ ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება. როგორც ცნობილია,  ამჟამად ქვეყანაში არსებულ ინტერნეტპროვაიდერების ფასებთან შედარებით მისი მომსახურება უფრო ძვირია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, შესაბამისად, გაჩნდა შეკითხვები: ვისთვის არის Starlink და ღირს თუ არა ამჟამინდელი ინტერნეტპროვაიდერების ჩანაცვლება მისი ინტერნეტით. Starlink არის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის სატელიტების

ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკაში ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა. ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იგი თავისუფალი სტილის მოჭიდავე და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი- XX და XXI ოლიმპიური თამაშებზე (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). ასევე იყო: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V

სალომე ზურაბიშვილი - შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება!

შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!“ - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. იპნ

Forbes – კურსკში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი ბრიგადა შეუერთდა

რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ყველაზე სწრაფი ბრიგადა - 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა - შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. „ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომე

"გახარია - საქართველოსთვის" - შეხვედრები სოფელ ოკამში, სოფელ მეფისქალაქსა და ქარელში (ფოტოები)

"გახარია - საქართველოსთვის" - შეხვედრები სოფელ ოკამში, სოფელ მეფისქალაქსა და ქარელში. ბმული: https://www.facebook.com/ForGeoGe/posts/814843227495320

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გადაწყვეტილება არის ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება

ხელისუფლების შესაცვლელად, ორი შანსია - არჩევნების გზა და ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერავინ ვერანაირ

ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპის ანგარიში Twitter-ში აღდგენილია

Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია. მედიის ცნობით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერისთვის Twitter-ის ანგარიშის აღდგენამდე, მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ნაბიჯს. „ხალხმა საკუთარი აზრი დააფიქსირა“, - დაწერა მასკმა ტვიტერზე და დასძინა, რომ Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ხმა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა. თუმ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი გურიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა სოციალურ ქსელში გავრცელდა დაღუპულის მამის, არჩილ ხოფერიას განცხადება: „ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში… ვფიქრობდი,

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:51 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრში, სოფელ ბაჯიხევთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

რამდენიმე თურქული მედიასაშუალება სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების შესახებ წერს

ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ამასთან, საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის, – ასე ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედიასაშუალებები, თურქეთში, სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების სამძებრო სამუშაოებში ჩართვის პროცესს. „ქართველი მეხანძრე-მაშველები, თურქეთში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და ადიამანში, ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რ

მედიის ინფორმაციით, უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა. მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა გასცა. მთავრობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, სამძებრო-სამაშველო რაზმი გაგზავნოს თურქეთში „ან-32“-ის და „ან-26-ის“ თვითმფრინავებით და საავტომობილო ტრანსპორტით. გაგზავნილ 87 ადამიანს შორის თვითმფრინავების ეკიპაჟების 10 წევრია. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთ

თურქეთსა და სირიაში 11 000-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ჩავიდა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, რომელიც 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო. ერდოანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 8574-ს მიაღწია. 49 133 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია 6 444 სახლი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს და მთავრობის გეგმაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი ახალი ბინებით უზრუნველყოს. მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთი

პარტია "საქართველოსთვის" მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ანრი ოხანაშვილს როგორც თქვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პარტამენტის წევრის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და კონსტიტუციით განსაზღვრული ამ უფლების უზრუნველყოფის პროცედურები და მექანიზმები საქართველოს პარლამენტის რეგლა

„სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2“ - კობახიძე „პალიტრანიუსზე“

„პალიტრა მედია“ სიცურეს უწოდებს ერთ-ერთი ვებგვერდის მიერ 27 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მედიაჰოლდინგს „კეზერაშვილი აფინანსებს“. დღეს, 28 მარტს კი „პალიტრას“ შესახებ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თუ რას ინფორმაციას ფლობს კეზერაშვილისა და „პალიტრა მედიის“ კავშირზე. მედიაჰოლდინგი, რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და ონლაინგამოცემას აერთიანებს, აცხადებს, რომ კეზერაშვი

კახაბერ ქემოკლიძე - რეალურად ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს...

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ, რეალურად, "ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს!" მისი თქმით, გვარამიას შეწყალება პოზიტიურად “გაყიდვადია” 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში, ასევე რომ არა პრეზიდენტის ეს შეწყალება, სტრასბურგში გვარამიას გამართლება ოცნებისთვის იქნებოდა სრული პოლიტიკური ფიასკო.    "-ოცნების უგუნურებით და აბსოლუტური არაკომპეტენტურობით

ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანს პარლამენტთან აქციით დახვდებიან

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები პარლამენტთან აქციით დახვდებიან. „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, 18:00 საათზე, აქცია „სიმართლის საათი“ გაიმართება. როგორც ისინი აცხადებენ, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას, ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს. ამასთან, მათივე თქმით, რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მე

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 6 თებერვლიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ასევე, სინოპტიკოსების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის,

მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ მაშველებმა 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 140 საათი შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი. ამავე პროვინციაში, 140 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა ორსული ქალი და მისი ძმა. კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 11-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა 26 წლის კაცი. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო ს

აშშ-ის საელჩო - დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა

დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. „ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორ
×
×
  • შექმენი...