Jump to content
Planeta.Ge

რამდენიმე თურქული მედიასაშუალება სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების შესახებ წერს


ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ამასთან, საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის, – ასე ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედიასაშუალებები, თურქეთში, სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების სამძებრო სამუშაოებში ჩართვის პროცესს.

„ქართველი მეხანძრე-მაშველები, თურქეთში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და ადიამანში, ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის“, – წერს თურქული მედია.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ თურქეთის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ, უკვე გააგზავნა 60 მეხანძრე-მაშველი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...